foxi
Dec 26 2013, 10:53 PM
უტყუარი წყაროებიდან მოგახსენებთ რომ, გარემოს დაცვა სასტიკად გააქტიურდა!!!! ნუ ინადირებთ იმაზე რაც აკძალულია.
ასე მაგალითად,ბაკლანა,იგივე ჩვამა, 2000 ლარი დაუჯდა ერ- ერთ მონადირეს.
ja_ja
Dec 26 2013, 11:21 PM
ჰოოოო
iorama
Dec 26 2013, 11:37 PM
რო გააქტიურდა ძალიან კარგი, მაგრამ ბაკლანზე ნუ ატრაკებენ რააა
ilariona
Dec 27 2013, 02:46 PM
ციტატა(iorama @ 27th December 2013 - 12:37 AM)

მაგრამ ბაკლანზე ნუ ატრაკებენ რააა
როდიდან გახდა ,,ბაკლანის'' მონადირება კანონდარღვევა?
როგორც იხვი ასევე ბაკლანიც გადამფრენი ფრინველია და მასზე ნადირობა დაშვებულია.
კარგად გადახედეთ აბა, იქნებ და ბაკლანის ნაცვლად კაკაბი იყო ჰა?
iorama
Dec 27 2013, 03:39 PM
მისდღემში ბაკლანზე არაფერი უთქვიათ და იქნებ მართლა შეცდომაა
გააქტიურება კიდევმგონი ნძვისხის პონტშია რა
foxi
Dec 27 2013, 04:37 PM
მე რაც ვიცი ის გითხარით. დანარჩენზე იმას ეკაიფეთ ვინც მაგ პრეტენზიებს წამოგიყენებთ. იმენა რუსთავის ტყეში,ბაკლანის მონადირებაზე 2000 ლარიანი აარტყეს.პატრულიც გამოიძახეს. ასე რომ ჩავიკუზოთ და იქნებ ვინმეს ახლობლის ძმა გამოდგეს, აღარ მოსულა. გინდა დაიჯერეთ გინდა ბედი გამოცადეთ. ყოველ შემთხვევაში იმ საწყალს არ გაუმართლა.
ჰო კიდევ უარესიც. დენით ჭერაზეც მიატ... ერთი ვაი მეთევზე. ასე რომ ნაძვის ხეა თუ გატრაკება ეგ თქვენი გადასაწყვეტია.
პირადად ჩვენ 4-ჯერ გადაგვეყარნენ სხვა და სხვა ადგილას. მანქანის ჩხრეკის უფლებაც ააქვთ და საბუთების შემოწმებისაც.
მე ის დავწერე რაც უეჭველი ვიცი და საკაიფო აქ არაფერია. უფრო საფიქრალია მე მგონი.
ja_ja
Dec 27 2013, 05:07 PM
foxi ციტატა(kakha @ 27th December 2013 - 05:37 PM)

მანქანის ჩხრეკის უფლებაც ააქვთ
ვაი ეგ რაღაც ახალია.... წესით თუ არავცდები პატრულსაც კი არ აქვს მაგის უფლება თუ რაიმეში შემჩნეული არ ხარ და ეგენი ვიღაა არიან? სულ გარეკა ამ მთავრობამ?
koknar
Dec 27 2013, 06:20 PM
ja_ja ჯერ არ გაუჩხრეკიათ კისტის თოფებიანების მანქანა, არ ნახული ამბავია ეგ
ilariona
Dec 27 2013, 06:31 PM
foxi
რაღაც ნამეტანი აგრესიული პოსტია შენგან!
მგონი არავის არ უღადავია ისეთი რომ ასეთი პოსტი დაწერო.
kaka8079
Dec 27 2013, 06:54 PM
ისე სამეგრელოში ყოფნისას მეც მოვკარი ყური ჩხრეკის ნების დართვაზე რაც არ დავიჯერე მაგრამ ფაქტია რომ იქაც გავრცელდა ეგ ამბავი.
koknar
Dec 27 2013, 07:10 PM
ციტატა(kaka8079 @ 27th December 2013 - 07:54 PM)

მოვკარი ყური ჩხრეკის ნების დართვაზე რაც არ დავიჯერე
კაკაჯან, სამჯერ ვარ გაჩხრეკილი იმ ჩემი გახრიგინებული ნოლსემით საველე გასვლებზე ერთხელ თავისი ჯიბეების გადმოტრიალებით, მაგრამ ხვთისწყალობით კეთილი პოლიციელები მხვდებოდნენ და რაც არ მქონდა არაფერი უპოვიათ. ერთხელ დანაც არ მქონდა არ ვიცი რატო მარა არ მქონდა და ერთმა მითხრა აი დანა რო გვეპოვა უკვე აღარ გაგიშვებდითო. არც ბოდიში არც ნახვამდის. ეგაა ყოველთვის პირად მონაცემებს იწერენ.
kaka8079
Dec 27 2013, 07:18 PM
koknar
რაო მონადირეს დანა არ უნდა ქონდესო ტყეში თუ მინდორში?
koknar
Dec 27 2013, 07:22 PM
kaka8079
ტარება არ შეიძლება ალბათ მაგას გულისხმობენ ზუსტად არ ვიცი. მე უღრან ტყეში არ ვიყავი, ლაპრაკია წყნეთი ლისი.
kaka8079
Dec 27 2013, 07:35 PM
გამაგიჯებს ე უგუნური ხალხი რააააა,აბა მანქანიტ ხომ ვერ შეხვალ ტყეში იმისათვის რომ ძეხვი დაჭრა
smekosmeko
Dec 27 2013, 07:43 PM
რადგან ესეა დანაზე უღრან ტყეშიც გაატრაკებენ, მათია ძალა და რასაც მოისურვებენ ის იქნება იმ მომენტში კანონი. დანის გარეშე, ფანრის გარეშე, ე.ი უნდა დაიკარგო ღამით ტყეში. gps-საც აკრძალავს ესენი მგონი. იმედია იარაღის ტარებას არ აკრძალავენ. ფუუ რა ამას კიდე მოტარეშე ბრაკონიერები ჯობდა. უდანაშაულო ხალხს მიადგნენ და აჯარიმებენ. ხელის ფანარის სიმძლავრეს რომ შეამოწმებენ წარმოიდგინე და ლაყეები არიან.
kaka8079
Dec 27 2013, 07:52 PM
smekosmeko
მსჰვენივრად ვიარე ტყეში ფანრიტ ნადირობისას მაგრამ არავინ მოსულა,და სიმძლავრე რიტ უნდა შეამოწმონ ან რით დამიმტკიცენებ რომ მაინც და მაინც იმ მიზნისათვის მქონდა ძლიერი ფანარი წაღებული რა მიზეზსაც ეგენი წარგიდგენენ,რუსებს აქვტ ერტი კაი გამოთქმა,ნე პოიმანნი ნე ვორ.ან და სად წერია რომ დანის ტარება არ შეიძლება ქალაქ გარეთ?ამ კანონებს რომ ზეპირად ყვებიან და ზეპირი სიტყვის ნიადაგზე ხალხს ჯარიმებს უწერენ,წარუდგინეს ვინმეს კანონი ან ბრძანებულება?მე პირადად ვერც გარემოს დაცვის სამინისტროს საიტზე ვიპივე ვერაფერი და ვერც შსს.
smekosmeko
Dec 27 2013, 07:55 PM
ხო მაგრამ წერენ ჯარიმებს და რაქნას დაჯარიმებულმა? რომ იჩივლოს მერე ჯაჯასთქმის არიყოს მართლა ვავა. მიუყოლებენ 1 წლიანსაც. ძაან უხეშები არიან თითქოს ამათი ვალი გვქონდეს, რატო იყურებიან ზემოდან, ვინ ჩემი ფეხები არიან. მოვიდეს და ნახოს წესიერად, ადამიანურად, მეგობრული ბაასით.
kaka8079
Dec 27 2013, 08:16 PM
smekosmeko
მალე იარაღსაც დაურიგებენ და მერე ნახე შენ მაგატი ბლატავი.
Der Rote Baron
Dec 27 2013, 08:16 PM
ja_ja
koknar
თუკი რაიმე არ შეიცვალა (სრულიად შესაძლებელია შეცვლილიყო ან არ შეცვლილიყო) სიტუაცია ასეთია:
თუკი არ არის რაიმე განსაკუთრებული გარემოება, ოპერატიული ინფორმაცია ან დასაბუთებული ვარაუდი,
ანუ როდესაც თქვენ არაფერი ჩაგიდენიათ უკანონო, მაშინ - შეჩერების და იდენტიფიცირების უფლება აქვთ,
რაც მოიცავს გამოკითხვას და თქვენი მხრიდან პირადობის ან რაიმე საბუთის წარდგენას (ეს პროცედურა არ მოიცავს თქვენს მანქანაში ჩასმას ან განყოფილებაში წაყვანას)
რაც შეეხება ჩხრეკას, თქვენი შეჩერების დროს მათ აქვთ უფლება აწარმოონ ზედაპირული შემოწმება, რაც მოიცავს ჯიბეებზე - ტანსაცმელზე
ზედაპირულად ხელის შეხებას, დაიმახსოვრეთ თქვენს ჯიბეს იცავს კონსტიტუცია! ჯიბეში ხელის ჩაყოფის მომენტიდან იწყება ჩხრეკა
რაც არსებითად განსხვავებული პროცესუალური მოქმედებაა, ჩხრეკა ტარდება ან სასამართლოს განჩინებით, ან გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გარემოების შემთხვევაში.
თუ იწყება ჩხრეკა, ე.ი ის პროცესუალურად უნდა გაფორმდეს, და თუკი უნდა გაფორმდეს ე.ი საქე ეხება დანაშაულს. ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ ძირითად შემთხვევაში
სახელს უტეხავენ სამართალდამცავ ორგანოებს უვიცი თანამშრომლები, ხშირად თავადაც ერევათ ზედაპირული დათვალიერება და ჩხრეკა. ამიტომ თუკი თქვენს წინააღმდეგ
ხორციელდება რაიმე უკანონო ქმედება, უფლებამოსილების გადამეტება/ბოროტად გამოყენება და ა.შ მიმართეთ გენ ისპექციის ცხელ ხაზს: 126
პ.ს ზემოთ ჩემს მიერ აღნიშნულ ინფრომაციას სანამ გაითვალისწინებდეთ, გაადამოწმეთ! იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებმა გვაჩვენა კანონების ნასკებივით ცვლა, არაფერია გამორიცხული
Der Rote Baron
Dec 27 2013, 08:26 PM
ციტატა(koknar @ Dec 27 2013, 08:10 PM)

კაკაჯან, სამჯერ ვარ გაჩხრეკილი იმ ჩემი გახრიგინებული ნოლსემით საველე გასვლებზე ერთხელ თავისი ჯიბეების გადმოტრიალებით, მაგრამ ხვთისწყალობით კეთილი პოლიციელები მხვდებოდნენ და რაც არ მქონდა არაფერი უპოვიათ. ერთხელ დანაც არ მქონდა არ ვიცი რატო მარა არ მქონდა და ერთმა მითხრა აი დანა რო გვეპოვა უკვე აღარ გაგიშვებდითო. არც ბოდიში არც ნახვამდის. ეგაა ყოველთვის პირად მონაცემებს იწერენ.
რაც შეეხება დანის ტარებას, ზუსტად არ მახსოვს მგონი სისხლის სამართლის კოდექსის 238 მუხლია
საიდანაც გამომდინარეობს, (მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ) რომ დანის ტარება შეეძლო 21 წლის ასაკს მიღწეულ საქ მოქალაქეს
ოღონდ არ უნდა ყოფილიყო ნასამართლევი და ა.შ (ჰოდა ამის შეცვლას აპირებდნენ და მგონი ჯერაც არ შეუცვლიათ)
წესით ცვლილება შედის, რომ ნებისმიერ მოქალაქეს უნდა აეკრძალოს დანის ტარების უფლება,
არა აქვს მნიშვნელობა ასაკს და ნასამართლეობას, და დაწსდებას ჯარიმა და მერე სხვა სანქციები.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან საუბრის შემდეგ
გაირკვა, რომ მ\ნადირობის დროს როდესაც პიროვნება სანადიროდაა გასული მას
შეიძლება (ნებადართულია) თან ჰქონდეს დანა.
ასევე მეგობრებო მოგეხსენებათ, რომ კანონში არც არის განმარტებული ცივი იარაღის კრიტერიუმები,
კანონში ბუნდოვნადაა ახსნილი რა არის ცივი იარაღი, მისი სახეები და ა.შ
ამაზე უნდა ისმჯელოს პარლამენტმა და შემდეგ კანონის მიღების დროს გვაცნობონ ჩვენ მოქალაქეებს
foxi
Dec 27 2013, 08:50 PM
ციტატა(ilariona @ 27th December 2013 - 07:31 PM)

foxi რაღაც ნამეტანი აგრესიული პოსტია შენგან! მგონი არავის არ უღადავია ისეთი რომ ასეთი პოსტი დაწერო.
შენ რას გერჩი. კაი კაცს. სიტყვამ მოიტანა და მაგას მივაყოლე გაბრაზებული ვარ ამათი უტვინო მთავრობით. შენზე მადლობის მეტი რა მეთქმის. კაცი ხარ კაცური.
ეხლა რაც შეეხება კონკრეტიკას: დადიან კი არა, დაძრწიან პიკაპის TOYOTA-ით. ყრუ ადგილებში ნივით და კვადროციკლებითაც.
იდეაში ჩვენ ვისაც გადავეყარეთ ყველა ყოფილი პოლიციელი გამოდგა. ზრდილობიანად აგვიხსნეს რომ ააქვთ გაჩერების,საბუთების და გაჩხრეკის უფლება. კონკრეტულად განგვიმარტეს რომ ის რაც შესულია წითელ წიგნში და რაც არ არის გადამფრენი ფრინველი, ყველაფერი ისჯება კანონით. 2000 ლარი ჯარიმით!!!!! ეს 4 მა სხვა და სხვა ეკიპაჟმა თქვა. კახეთში, უდაბნოში,წითელ ხიდზე.
იმ შემთხვვაში თუ თოფის საბუთები არ გექნებათ,თოფის კომფისკაცია ხდება ადგილზე.წინააღმდეგობის შემთხვევაში,ყველანაირი ხმა
მაღალი საუბრისაც კი იძახებენ პატრულს. იარაღი არ ააქვთ. სამაგიეროდ ააქვთ რაციები.
პნევმატური იარაღით ნადირობაზე ეცინებათ. მაგრამ არაფერს ამბობენ. არც დანის ტარებაზე უთქვამთ ცუდი.
koknar
Dec 27 2013, 09:34 PM
foxi ესეიგი ყვავი ხსნილია
foxi
Dec 27 2013, 10:15 PM
ციტატა(koka @ 27th December 2013 - 10:34 PM)

foxi ესეიგი ყვავი ხსნილია
მაგაზეც თუ გაჭედეს,ქაღალდზე სროლა რჩება.
ja_ja
Dec 27 2013, 10:34 PM
koknar ციტატა(koka @ 27th December 2013 - 10:34 PM)

ესეიგი ყვავი ხსნილია
რაფერაა ხსნილი? გადამფრენი არაა - მესნი ფაუნის წარმოამდგენელი ყოფილა

დაურიგებენ აწი პირადობის საბუთებს და მერე მაგათ ჩამოგდებაზე "ყვავის" სამართლის საქმეს გახსნიან, პროკურატურას კაკრას პოლიტიკოსები მგონი შემოელია და რაცხა ხომ უნდა აკეთონ
koknar
Dec 28 2013, 12:06 AM
ბაყაყი გადამფრენია ?
smekosmeko
Dec 28 2013, 09:55 AM
ესე იყო მუდამ და ესე იქნება აწიც ეს ჩრდილში მდგარი კანონები. სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ ყველაფერი, თუ არიქნა ხასიათზე დაგაჯარიმებს მაინც, თუ ფერად ხასიათზე იქნა მაშინ შეიძლება გაგიცინოს კიდეც და ვსიო არც შეგამოწმოს. მთავარია კონკრეტულ დროს ცუდ მომენტში არ მოხვდე. (მომენტი- ქართულად კბილებ დაკრეჩილი ბიძიები ან ბოროტი ბიძიები ფორმით)
cz80
Dec 28 2013, 11:46 AM
კსტაწე..ბაკლანის ამბავზე მომიყვნენ მეც..მარნეულშიო ტიპი მიაჯარიმესო..იავიცი იავიცი..ჩო ზა ხრენ..ვაის გავეყარე ვუის შევეყარეო,თუ როგორაა ჩვენი საქმე..
iorama
Dec 29 2013, 11:16 AM
რუსთავის ტყე დაცულ ტერიტორიებშია შესული და ამიტომაც აარტყეს იმ ვიღაცას ალბათ დაცულ ტერიტორიაზე იარაღით რო იყო. მერე მოერე foxi სად შედამჩნიე კაიფი მანახე რა. მე დავწერე რო გარემოს დაცვის გააქტიურება შესაძლებელია ახალი წლის მოახლოებასთან და ნაძვის ხის უკანონოდ მოპოვებასთან დაკავშირებით. აქ მგონი საკაიფო არაფერია.
მესამე და რაც ყველაზე მთავარია, სრულიად ვივესალმები ასეთი სახის გააქტიურებას. რუსთავში ელეკტრიკების გულაობა კიარა და უკვე აფეთებდნენ ის დედა მოტ
...ნულები. ხოდა მოდი ეხლა და ეფერეთ რაა. ეს ჩვენი ხასიათია ოდნავ შერბილებას დაინახავენ თუ არადა ''დირკა ნაშოლ, ჰაიდა პაშოლ''
დანაზე კი
ხოდა მონადირეს ის ლიცენზია რო უდევს ჯიბეში შიგნითაც უნდა ჩაიხედოს. ბაკლანი გადამფრენი ფრინველა და უნდა უპასუხო როცა გედავებიან
smekosmeko
Dec 29 2013, 12:00 PM
გადამფრენი ფრინველია მაგრამ მერე ნუსხას გაჩვენებს სადაც ბაკლანი არაა სანადირო ობიექტი

გადამფრენი ბევრია მაგრამ სანადირო ობიექტი რამოდენიმე რომელიც წერია ნუსხაში. არა ისე რაც ტყუილად უნდა "მოკლა" მაგაზე მართლა უნდა იყოს ჯარიმა, (არის ისეთი ფრინველებიც რომელსაც საკვებად იყინებენ და მაგაზე არუნდა იყოდ გართულება, ბოლოშავა და ა.შ) მაგრამ ფანრის ტარება და დანის ტარება ტყეში ეს არის აუცილებლობა და ამაზე გატრაკება როგორ შეიძლება! ერთხელ ხეზე ტპტი მომიტყდა და დავეკიდე ერთ ტოტზე რემენით (წელზე მეკეთა) ისეთი დაჭიმული იყო ეგ რემენი რომ ხელით ვერაფრით გავხსენი, დანა რომ არ მქონოდა ვიქნებოდი ახლა ისევ იქ მიჩონჩხილი

საქართველოში დანა მიაჩნიათ კაცის დასაჩეხ ობიექტად და ფანარი ბრაკონიერულ წყაროდ, სხვა დანიშნულებას ვერ პოულობენ ამ ორ ინვენტარზე!
iorama
Dec 29 2013, 12:03 PM
ციტატა(smekosmeko @ 29th December 2013 - 01:00 PM)

არის ისეთი ფრინველებიც რომელსაც საკვებად იყინებენ
შენ უნდა ნახო რუსთაველი რიბაკები ბაკლანს როგორ უბერავენ

მაგათი შემხედვარე ვაპირებ მაგ ნაგავის გასინჯვას
smekosmeko
Dec 29 2013, 12:06 PM
iorama მაგაშიც მართალი ხარ, ერთისთვის არ იჭმევა ხოლო მეორესთვის დელეკატესია : D განა მოგწამლავს, უბრალოდ თევზის გემო აქვს საშინლად.
iorama
Dec 29 2013, 02:17 PM
არ დავიზარე და გარემოს დაცვის შინაურს ვკითხე ბაკლანების ამბავზე.
მოგახსენებთ :

ეს არის პატარა ჩვამა რომელიც შეტანილი ყიფილა წითელ ნუსხაში და რისთვისაც მიაჯედეს იმ უიღბლო მომადირეს
ეს კი არის დიდი ჩვამა რომელზეც აკრძალვა არ არის
iorama
Dec 29 2013, 02:40 PM
ციტატა(koknar @ Dec 27 2013, 10:34 PM)

ესეიგი ყვავი ხსნილია

პეპლაობის პერიოდში მგონი არც ყვავზე შეიძლება
ja_ja
Dec 29 2013, 03:23 PM
iorama
და რითი განსხვავდება ერთი მეორესგან? გული აქვს თეთრი? მეტი მე მანდ ვერაფერი დავინახე განსხვავებული
ლოყები იჰივე ფერისაა კუდი, კისერი, დაჟე ნისკარტიც....
iorama
Dec 29 2013, 03:48 PM
ja_ja ძირითადი გასხვავება ეგაა და პატარას უფრო ლურჯი ფერი გადაკრავს როგორც ამიხნა
და ალბათ პატარაა რო ჭამენ თვარა მე ეგ როგორც გაირკვა ორივე დასანახად მეზიზღება
smekosmeko
Dec 29 2013, 05:06 PM
ნუ პატარა მთლიანად მუქი ფერისაა და დიდს მუცელი თეთრი აქვს, განსხვავება შეიმჩვენა რადგან ძირიტადად მუცლით ვხედავთ. იმენა მფრინავი ხვლიკია
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.