დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: crosman nitro venom მოდერი
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
cuxo12
მინდა დავამზადო მოდერი ზემოთ ხსენებული იარაღისთვის და მაინტერესებს თქვენი როგორც კომპეტენტური ხალხის აზრით შესაძლებელია თუ არა ამ იარაღისთვის მოდერის დამზადება დამონტაჟება ? თუ შესაძლებელია იქნებ დამეხმაროთ გეგმის დასახვაში მე ამ საკითხთან ანუ (მოდერთან) შეხება არ მქონია ამიტომ ველი თქვენს გამოხმაურებას.
წინასწარ მადლობა. thank_you2.gif
sekurifa
ნუ მოდერის დაყენება ვენომზე კიარა ტანკზეც შეიძლება smile.gif მაგრამ რად გინდა მაგ თოფზე მოდერი? ხმა აქვს დიდი თუ ვიზუალისთვის გინდა?თუ ხმის დაგდება გინდა დიდ სხვაობას არ მოგცემს.
ja_ja
cuxo12
ასაკი რამდენის ხარ? დასახელებაში არსებული ციფრი 12 კარგს არაფერს მაფიქრებინებს, ასაკის მაჩვენებელია თუ რაიმე ჯადოსნური შელოცვის ციფრია?

მეორეცესერთი მოდერების ნახაზები ამ ფორუმზე დოხრენა ყრია, კონსტრუქციულად ერთი და იგივეა ყველასთვის, პროსტა ზ.დ.პ-ს შემთხვევაში ალბათ გრძელი იქნება თუ მთლიან ლულაზე ჩამოცმევ, ხოლო თუ ჩვეულებრივად ლულის ბოლოში მიამაგრებ არანაირი განსხვავება არ იქნება.

რაც შეეხება შედეგს, მგონი აზრი არ ექნება, რაღაცას კი იზამს ალბათ, მაგრამ ზ.დ.პ-ში მექანიზმს ხანდახან უფრო მეტი ხმა აქვს და მექანიზმის ხმაურს მოდერით ვერ გააჩერებ.

და ბოლოს გაკეთებას რაც შეეხება, თუ გაკეთება გადაწყვიტე უნდა ადგე და გააკეთო (ნებისმიერი მეთოდით, იქ ანტენის მილისგან წებოთი ჩაქუჩით... მოკლედ მოქმედებაა საჭირო), თორე პროსტა მინდა აბა ვინ რამეს მეტყვის... ეგრე უსასრულო თემა იქნება და შედეგი ნოლი.

ხოლო თუ შეხება არ გქონია, არ გინახავს, არ იცი რა არის და როგორაა, ნუ მაშინ ან ძალიან ბევრი უნდა წაიკითხო და მერე რამდენიმე ცდა ჩაატარო, ბევრი არ გამოვა მარა ბოლოს მიღებული გამოცდილებით ერთე-რთი გამოვა, ან უბრალოდ მიდიხარ და გამზადებულს ყიდულობ - რითაც ნერვების, ფინანსების და დროის ეკონომიასაც აკეთებ smile.gif
cuxo12
ja_ja არა უბრალოდ ციფრია wink.gif ასაკით 44 წლის ვარ. მოდერის ნახაზები ფორუმზე კი ბევრი ვნახე მაგრამ ერთ რამეს ვერ ვხვდები ლულაზე დაყენების პრინციპს ანუ როგორც მოგეხსენებათ ვენომს ლულის ბოლოში "რეზბა" არ აქვს, ამიტომ ვიკითხე კონკრეტულად ამ თოფისთვის მოდერის დამზადებაზე, რაც შეეხება მოქმედებას უბრალოდ ცოტა თეორიული განათლება მჭირდება ამ საკითხთან დაკავშირებით თორე პრაქტიკაში განხორციელებაზე პრობლემა არ მაქვს გეგმის და ნახაზის დასახვის შემდეგ რათქმაუნდა.
sekurifa
ციტატა(cxuo12 @ 22nd December 2013 - 12:29 PM) *
როგორც მოგეხსენებათ ვენომს ლულის ბოლოში "რეზბა" არ აქვს,

მაგაზე მოდერი რეზბის გარეშე უნდა დაჯდეს. ლულაზე წინ დაედება პატარა დირკები ანუ იამკები და მოდერი დამაგრდება გვერდიდან ვინტებით. ლულაზე ამოღებულ იამკებში კი ვინტები დაფიქსირდება რომარ წაძვრეს ლულას.
cuxo12
ja_ja
sekurifa
მადლობა დიდი ამ სქემებიდან ამოარჩევ რომელიმეს და შევეცდები განვახორციელო.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.