და საიდან მოვიდა ეგეთი გენიალური აზრები?
არ გიფიქრია რომ პლანეტა დიდია, მოსახლეობა ბევრი და იარაღი რამდენიმე ათეული და ასეული წელი არსებობს? ამ ფონზე შენი თავი რომელიც სულ რაცხა რამდენიმე წამია ჩაერთო იარაღის იდეებში (ნუ მსოფლიო მაშტაბის გადასახედიდან) სულარ არაა ერთადერთი გენიუსი რომელსაც რაღაც ეგეთმა იდეამ შეუღიტინა.
მარა რაც არ უნდა საინტერესო იყოს არსად ეგ ინფო არ დევს! ნეტა რატომ? იმიტომ რომ ყველა თვლის რომ მაგარ იდეას მიაგნო და მოტეხეს რომ სხვები მაგ აზრამდე ვერ მივიდნენ თუ რაცხა წაიკითხეს, ან გაიკითხეს და მიხვდნენ რომ სრული სისულელეა

მგონი მაგ მინი ანალიზის გაკეთება შეგიძლია.
ახლა რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას. უაზრობაა და იმიტომ რომ ცეცხლსასროლი და პნევმო ერთმანეთისგან განსხვავდებიან.
ცეცხლსასროლში ტყვია ხრახნებზეც ჯდება, ლულაშიც მისრიალებს, მაგრამ ტექლონით ტყვიის დაფარვა იმისთვის კი არაა გაკეთებული რომ ლულაში კარგად ისრიალოს, ან ჰოლივუდის კინოებში რომ უყვართ გაზვიადება თითქოს და ტეფლონით დაფარული ტყვია ნებისმიერ ბრონიჟილეტს რომ ხვრიტავს, არამედ ტეფლონით დაფარვას აკეთებენ იმისათვის რომ ტყვიის ფრენისას მის ზედაპირს მინიმალური ხახუნი ჰქონდეს ჰაერის მოლეკულებთან.
თხელი დატანილი ფენა ვერც ლულაში სრულაში ცვლის ცეცხლსასროლში რამეს და მიზანთან მიმართებაშიც იასნია ვერაფერს გააკეთებს, იქნება ცოცხალი ორგანიზმი, ბრონიჟილეტი თუ ბეტონი.
აი პნევმატიკაში კი ეგ არის სისულელე, იმიტომ რომ ჩვენთან თუ ტყვია უაზროდ გასრიალდება და კაბა აუსრიალდება ხრახნევზე, ... ნუ შედეგად ლულადან გაუგებრად გადმოხტება, თან არ ექნება სტაბილურობა სიჩქარეში, მაღალი სრიალის გამო კაბა ვერაფრით ვერ გაფართოვდება ისე რომ კედლებზე მიაჭიროს და ჰაერი არ გამოაპაროს და ასე შემდეგ...
შეეშვი ჰოლივუდს დაუბრუნდი სკოლის წიგნებს, ქიმიას და ფიზიკას, გარწმუნებ ყველაფერი თვითონ დადგება თავის ადგილზე.