გამარჯობა,
გუშინ დავრეგისტრირდი ამ ფორუმზე მხოლოდ იმიტომ რომ თქვენთვის რჩევა მეკითხა, გადაწყვეტილი მაქვს ჩემ თავს საახალწლოდ საჩუქარი გავუკეთო და პნევმატიკა შევიძინო, მაგრად მაინტერესებს ეს სისტემა ზოგადად და ბავშვობის ტირის თოფის მერე (ბუნკერში ვირთხებს რო ვხოცავდით ) არც მისვრია. აქ ძალიან სერიოზული ხალხი ხართ და სერიოზულად გესმით საგანი, გადავიკითხე რაღაცეები, ავარჩიე ამაზონზე სწორედ ის თოფი რაც თემაა, მე ლაშქრობა მიყვრას, მთები ,ხეტიალი, ..ბევრჯერ მინატრია ლაშქრობის დროს თოფი, ტურის ყმუილი რო ყურში ჩაგესმის..იქვე როა, შენთან კარავთან, მარტო დანის ამარა ..ძნელია.თან ცოტა არიყოს მომწყინდა და მინდა რაღაც მრავალფეროვნება შევიტანო.. ანუ სადაც 12 კგიან ზურგჩანთას ვათრევ იქაც ერთი 3 კილომდე დავიმატო თოფის სახით, უფრო გაასწორებს

რას მირჩევთ, ვისაც გაქვთ,გამძლეა? ფასი კარგი ადევს, ამანაც მომხიბლა, მიტანა კარგი აქვს,ზამბარაზე არაა, ეგეც კაია, დატენილი ატარებ რამდენიხანიც გინდა.. როგორც წერენ რევიუებში კაიაო
თქვენ მირჩევთ? თუ სხვას მირჩევთ ამ ფასში თუ არ შეწუხდებით ისიც დამიწერეთ...
მადლობა წინასწარ