დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: სოციალური აქცია
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
feroni
მოგესალმებით მონადირეებო, მეთევზეებო და უბრალოდ ბუნების მოყვარულებო!

როგორც მოგეხსენებათ სავალალო მდგომარეობაა ჩვენს მდინარეებში, წყალსატევებში და სანადირო სავარგულებში ამიტომაც გთავაზობთ გადავიდეთ აქტიურ მოქმედებაზე და წამოვიწყოთ სოციალური კამპანია ბრაკონიერობის წინააღმდეგ.

პირველი ეტაპისთვის დავბეჭდოთ სტიკერები და გავაკრათ ქალაქში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და თავშეყრის ადგილებში, ასევე შეგვიძლია ვიქირაოთ რამოდენიმე ბილბორდი სადაც ბრაკონიერობის საწინააღმდეგო მოწოდებები იქნება გამოსახული. ასევე აუცილებელია მომავალ თაობასთან მუშაობა, სასურველი იქნება სტუდენტებთან შეხვედრა, მცირე სემინარის მოწყობა და ჯანსაღი პოლემიკის გამართვა.

ასეთი აქტივობით ავამაღლებთ საზოგადოების ჩართულობას ამ საკითხში და შესაბამისად დავაინტერესებთ სახელმწიფო სტრუქტურებს გამოიჩინონ მეტი ყურადღება აღნიშნული თემის მიმართ.

თითო მეთევზემ/მონადირემ სიმბოლური თანხაც რომ გაიმეტოს დარწმუნებული ვარ ეს სოციალური კამპანია უკვალოდ არ ჩაივლის.

ამ დროისთვის მხარდაჭერას გვიცხადებს საქართველოს მეთევზეთა კლუბი, მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი ოჩოპინტრე, საქართველოს ბაზიერთა კლუბი, ასევე აქტიური განხილვა მიდის ფიდერით სპორტული თევზჭერის ფედერაციის ფესბუქის გვერდზე, იმედს ვიტოვებ, შემოგვიერთდებიან.

მაშ ასე დროა გადავიდეთ აქრიურ ქმედებებზე და დავიწყოთ საზოგადოების ჩართვა ამ საკითხში, მით უმეტეს, რომ ეხლა ყველაზე ხელსაყრელი მომენტია ამისთვის როგორც საზოგადოებაში ისე მთავრობაშიც.

დარწმუნებული ვარ ზემოთ ჩამოთვლილი იდეების გარდა კიდევ ბევრი საინტერესო მოსაზრება დაიბადება პირადი შეხვედრისას.

წინასწარ გიხდით მადლობას მხარდაჭერისთვის
dato_janashvili
UP!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.