foxi
Nov 6 2013, 11:54 PM
თუმცა ამ ვიდეოში ყველა ჩამოვარდა,მაგრამ დამეთანხმებით მონადირეები რომ, ყველაზე უფრო ამტანი ფრინველია მტრედი.არ მიყვარს
როცა მოსანადირებელი ობიექტი იჭრება და უკვალოდ ქრება. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება თუ ნადირობთ მტრედზე,გამოიყენეთ H/N BARA
CUDA HUNTER -ი. ამ ვიდეოში ერთ ერთ ეპიზოდში, ნაჩვენებია რა სიმძლავრე აქვს ამ ტყვიას.
okela84
Nov 7 2013, 12:51 AM
საინტერესო ვიდეოა, ის ერთი 25-ნის ნასროლს გავს არ დაგიჭირონ

ვახ როგორ მაინტერესებს მაგ ტყვიის სიზუსტე. დაახლოებით რამხელა ჯგუფებს აკეთებს 50 მეტრზე სტაბილურად ხომ არ გიცდია ?
ციტატა(aleqsandre @ 7th November 2013 - 01:51 AM)

ვახ როგორ მაინტერესებს მაგ ტყვიის სიზუსტე. დაახლოებით რამხელა ჯგუფებს აკეთებს 50 მეტრზე სტაბილურად ხომ არ გიცდია ?
50 მეტრზე არ გამიტეტსტია, მაგრამ 20 მეტრზე ბარაკუდა ჰანტერით ბენჟამინ ჰოლოუ პოინტზე და კროსმან ჰოლოუ პოინტზე უკეთესი ჯგუფი გავაკეთე. როგორც მახსოვს 22მმ იყო ჰანტერი, 27 მმ ბენჟამინ ჰოლოუ პოინტი, 34 მმ კროსმან ჰოლოუ პოინტი. მგონი სხვა დანარჩენ ჰოლოუ პოინტებსაც ჯობია.
კიდევ ამ ტესტში მონაწილეობდა არაჰოლოუ პოინტი jsb exact heavy - 16 მმ. იარაღი იყო ნიტრო ვენომ დასკი.
foxi ამ ვიდეოში რა მანძილზე ესვრი?
dato_janashvili
Nov 7 2013, 08:52 AM
შეიძლება ვცდები კიდეც მარა ესენი რაღაც გარეულ მტრედებს არ გვანან
foxi
Nov 7 2013, 11:24 AM
okela84 თოფი ყველა სტანდარტის შესაბამისია. ანუ კალიბრი 177! რასაც საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს!!!!
რაც შეეხება მანძილებს და ჯგუფებს: მაქსიმალური 100 მეტრზე ვესვრი. ეს ტყვია თავის საქმეს აკეთებს. მთავარია მსროლელი და მისი თოფი.ჯგუფებზე არასოდეს ვიციკლები.არც ქაღალდს ვესვრი. არ მაინტერესებს.
dato_janashvili გარეული მტრედი როგორც ასეთი, პირობითია. ვიკიპედიას თუ დავეყრდნობით პირდაპირი მნიშვნელობით გარეული მტრედის განმარტებას ვერ ვნახავთ. გარეულ მტრედს ჩვენთან საქართველოში ეძახიან ყველა იმ მტრედს რომლების ცხოვრობენ სახურავებსა თუ სხვენებში. ასევე მიტოვებულ შენობებში. თუ კარგად ჩაუფიქრდები ყველა არსება გარეულია რომელსაც პატრონი არ ყავს. გარეული ღორი,გარეული ქათამი. უბრალოდ ეს ცხოველები სახეს და ათას რამეს იცვლიან ასეთ პირობებში.
არსებობს მტრედის ნაირსახეობის 150 ჯიში! მეხორცული,საფოსტო,დეკორატიულ
ი. ერთი სიტყვით, ვიკიპედია წაიკითხე თუ ძალიან გაინტერესებთ:
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%...83%9A%E1%83%98)
name
Nov 7 2013, 12:10 PM
foxi
რა მანძილიდან ესროდი?
foxi
Nov 7 2013, 12:22 PM
ციტატა(name @ 7th November 2013 - 01:10 PM)

foxi რა მანძილიდან ესროდი?
ამ ვიდეოში 90 ნაბიჯზე მაქსიმუმ.
dato_janashvili
Nov 7 2013, 03:44 PM
okela84 გასაგებია პატივცემულო

. უბრალოდ ქალაქში ნადირობაა აკრძალული და არა მტრედებზე ნადირობა ხომ?
Der Rote Baron
Nov 7 2013, 04:19 PM
ფოქსიკ კარგი მსროლელი ხარ ნამდვილად, + ვიდეოც კარგია მშვენივრად ჩანს ყველაფერი
foxi
Nov 7 2013, 04:22 PM
Der Rote Baron გაიხარე. თავი მოგვანატრე.
dato_janashvili ქალაქში მარტო ნადირობა კი არა თოფის უჩიხოლო ტარებაც აკძალულია!
sekurifa
Nov 7 2013, 04:58 PM
ციტატა(kakha @ 6th November 2013 - 11:54 PM)

ამიტომ ჩემი რჩევა იქნება თუ ნადირობთ მტრედზე,გამოიყენეთ H/N BARA
CUDA HUNTER -ი. ამ ვიდეოში ერთ ერთ ეპიზოდში, ნაჩვენებია რა სიმძლავრე აქვს ამ ტყვიას.
ვეთანხმები ავტორს. ეგ ბარაკუდები და ჰასტანის პცპ თითკოს ერთმანეთისთვის არიან შექმნილები.

ტყვიას მოხვერდისას უცნაური ხმა აქვს თითკოს პატარა ბუშტი სკდებოდეს ეგეთი. აკ ვიდეოში ხმა კარგად არ ისმის მაგრამ როცა მე ვნადირობდი ტყეში და სრული სიჩუმე იგდა იქ ისმოდა ეგეთი ხმა მოხვედრისას.
ანუ საოცრად კარგი ეკსპანსიურობა აქვს და ფრიმველის კორპუსს მინი აფეთქებას უტარებს

სიზუსტეც კარგი აქვს და ერთი სიტყვით ნადირობის ფავორიტი ტყვიაა 50-60 მეტრში. უფრო შორსაც მოქმედებს თავისთავად მაგრამ ამ მანძილზე ეკსპანსიურობას იჩენს კარგად.
geojorjika
Nov 7 2013, 06:15 PM
foxi კარგი ვიდეოა ფოქსიკ, მოკლედ მე ვერ ვიცლი სანადირო გასვლებზე და შენღა დარჩი მქონი პნევმოთი მონადირე მარტო
smekosmeko
Nov 30 2013, 10:00 AM
foxi მხოლოდ შენ შემორჩი მონადირეების წამახალისებლად და გაგვანებივრე კიდე რამე ვიდეოთი
bazuka
Dec 4 2013, 01:56 PM
ციტატა(giorgi @ 7th November 2013 - 07:15 PM)

კარგი ვიდეოა ფოქსიკ, მოკლედ მე ვერ ვიცლი სანადირო გასვლებზე და შენღა დარჩი მქონი პნევმოთი მონადირე მარტო
+1 და კამერაც კაი გაქვს, ასე რომ მოგვაყარე ვიდეოები
piettro
Dec 4 2013, 09:09 PM
გარეულ მტრედებზე მეც ვნადირობ ხოლმე, მაგრამ ასე შორიდან არა

ისე რა მანძილია ეს. არ ჩანს კარგად
smekosmeko
Dec 4 2013, 10:35 PM
ეგ ექშენ კამერაა და გამოსახულება ცოტა შორიდან ჩანს, მგონი ესე 35-40 მეტრამდე იქნება
piettro
Dec 4 2013, 10:43 PM
smekosmeko ცოტა მეტი მგონია

დაახლოებით 60-მდე.
smekosmeko
Dec 5 2013, 07:36 AM
მერე პცპ-სათვის ეგ იდეალური მანძილია

მითუმეტეს მტრედისხელა ობიექტზე.
piettro
Dec 5 2013, 10:50 AM
წეღან ვესროდი დაახლოებით 80 მეტრში ძალიან პატარა ჩიტს

მეხუთე ცდაზე ჩამოვსვი

სკვინჩა. მაგრამ მართლა შორია, მით უმეტეს 4X32 ოპტიკით
piettro
Dec 5 2013, 03:29 PM
foxi უეჭველი იცი რომ ეგ მტრედები გარეულია?

EnDeL
Dec 5 2013, 03:32 PM
piettro ცოტა მაღლა დაწერა უკვე
foxi-მ
ციტატა(dato_janashvili @ 7th November 2013 - 09:52 AM)

შეიძლება ვცდები კიდეც მარა ესენი რაღაც გარეულ მტრედებს არ გვანან
ციტატა(kakha @ 7th November 2013 - 12:24 PM)

dato_janashvili
გარეული მტრედი როგორც ასეთი, პირობითია. ვიკიპედიას თუ დავეყრდნობით პირდაპირი მნიშვნელობით გარეული მტრედის განმარტებას ვერ ვნახავთ. გარეულ მტრედს ჩვენთან საქართველოში ეძახიან ყველა იმ მტრედს რომლების ცხოვრობენ სახურავებსა თუ სხვენებში. ასევე მიტოვებულ შენობებში. თუ კარგად ჩაუფიქრდები ყველა არსება გარეულია რომელსაც პატრონი არ ყავს. გარეული ღორი,გარეული ქათამი. უბრალოდ ეს ცხოველები სახეს და ათას რამეს იცვლიან ასეთ პირობებში.
არსებობს მტრედის ნაირსახეობის 150 ჯიში! მეხორცული,საფოსტო,დეკორატიულ
ი. ერთი სიტყვით, ვიკიპედია წაიკითხე თუ ძალიან გაინტერესებთ:
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%...83%9A%E1%83%98)
piettro
Dec 5 2013, 04:02 PM
EnDeL მადლობა. ისე მე პირადად რამდენიმე სახეობა ვიცი, მაგრამ ასეთი ფერადები არ არიან ეგ ეგრეთწოდებული "გარეული" მტრედები,
ამიტომ გავამახვილე ყურადღება. დასავლეთში, ჩემთან სამეგრელოში ძირითადად გავრცელებულია ე.წ. "ქალაქის მრედი", ეგეთივე მოლურჯო - მოიასამნისფრო შეფერილობით,
იშვიათად თეთრი და ყავისფერი შეგხვდეს

ამაზე არ ვნადირობთ ხოლმე (არ ვიცი რატომ). სანადიროდ კი დავდივართ უფრო მომცრო ზომის მტრედებზე, რომლის ფოტოც დავდე, ეგ არის ქედანი. არის ადგილობრივიც ცოტა რაოდენობით და ასევე ნოემბრის ბოლოდან თებერვლის ბოლომდე არის გადამფრენიც, რომლებიც გუნდებად დაფრინავენ ხოლმე

ნაცრისფერი ან ღია ყავისფერი შეფერილობისაა და ფერთა სიმრავლით არ გამოირჩევა
piettro
Dec 5 2013, 04:14 PM
საერთოდ კი, მართლაც, რაც შინაური არაა - გარეულია

ეგ მტრედები კი შინაურები ნაღდად არაა
okela84
Dec 6 2013, 11:11 PM
კოლუმბუსი დაარქვა მაგას მგონი დარვინმა
Davitus
Dec 7 2013, 07:33 AM
ქალაქთან ახლო მცხოვრებ მტრედებს მაინცდამაინც ნუ მიეძალებით

ფიაა
piettro მისტერ ხობი ,მესმის რომ ფორუმზე ახალი ხართ და ამუღამებთ, მაინტერესებს პმ-ის წაკითხვა თუ დაამუღამეთ
gocha311
Oct 8 2014, 05:55 PM
სალამი ყველას დღეს ვაზიანში ვიყავი ,მტრედებზე ვინადირე მართლა ბლომად არიან, სიმინდებია დარჩენილი როგორც შედიხარ პოლიგონისკენ და იქ მოდიან ,მოკლედ მაგრად გავერთე მარა ერთი რამ კი ნაღდად არ ვიცოდი, თუ ესეთი ძლიერი ფრინველი იყო გარეული მტრედი მოკლედ თავში თუ არ მოხვდა არ კვდებიან ადგილზე,,,ორი ცალი ავიყვანე.
ikaaa
Oct 8 2014, 06:13 PM
gocha311
რა ტყვიას ესროდი? BARAKUDA HUNTER-ი საკმაოდ კარგად მუშაობს მაგათზე.
gocha311
Oct 8 2014, 07:03 PM
ტყვიები /EXACT HEAVY DIABOLO 0,670g/ ესენი მქონდა ,,,,,,, ჩემი ფიშტო ცო2 -ზეა და 50 ატმოსფერომდეც აღარ იტენება, სიცივე არ მოსწონს ცო2-ს

და ძალაც კანეჩნო ცოტა სლაბი აქვს ,ნუ 20-30 მეტრში არაუშავს დალშე აზრიც აღარ ააქვს სროლას,,,ისე ბარაკუდა ჰუნტერი მართლა განსხვავებული ტყვიები ჩანს 0.67 გრამიანებიც ყოფილა ,გავსინჯავ ერთი სპასიბა.
smekosmeko
Oct 8 2014, 08:07 PM
რავიცი მე როცა ვესროლი მკერდში ეგრევე ვარდებოდა... ისეთი ადგილი უნდა აირჩიო დასამიზნებლად სადაც ძვალი აქვს. თუ ძვალი არ გაუტყდა წაიღებს ტყვიას. ზურგი არის ეგეთი 100% შედეგი. მკერდში დამიზნებისას ზედა ნაწილში კისერთან ახლოს. ამწუთას ვნახე ცო2-ითო დაგიწერია, ხო ალბათ ძალა არ ყოფნის მაგას თორე არაა რთული მოსანადირებელი.
kaka8079
Oct 8 2014, 08:08 PM
gocha311
ისე ბლომად არის მტრედი?აი რამდენს ესროლე ფა შენი თოფის იმედი 100 მეტრზე რომ გქონოდა რამდენს ესროდი? უბრალოდ მეც მინდა მტრედზე სანადიროდ გასვლა და ამიტომაც ვსვავ ამდენ კითხვას.
gocha311
Oct 8 2014, 09:21 PM
gundebi dafrinaven .adgili unda modzebno sadac sxdebian.denis sadenebi gadis da me erti adgili vnaxe sul iq trialebdnen da jdebodnen.simagle sadgac 40metri eqneba.mokled garadoks gacsebi vazianshi da iqvea ra.telefonit ver vwer mere kargad gaswavli sadac unda mixvide dzalian didi gundebia mec gamikvirda..sheidzleba amindic egeto iyo .magrad modzrapbdnen
kaka8079
Oct 8 2014, 09:36 PM
gocha311
ოკ მომწერე რა ძმურად კომპით რომ შემოხვალ.ან თუ აპირებ კიდევ გასვლას მეც გამომიარე,ყველა ვარიანტში მოგიწევს აეროპორტის გასვლა თუ ქალაქიდან მოდიხარ.
maqsimusa
Oct 9 2014, 05:32 PM
ეს ჩემი პირველი ნადირობა მარაუდერით და ნანადირევიც
ja_ja
Oct 10 2014, 08:03 AM
maqsimusa
Oct 10 2014, 11:35 AM
ja_ja სიამოვნებით მივირთმევ
ცოტა მაგარი ხორცი აქ მაგრამ იჭმევა რა:-)
gocha311
Oct 10 2014, 01:04 PM
ori saati wyalshi vaduge mere xaxvi davacheri wyali ro chaushra zeti davasxi da shevwvi:) mshvenieri zakuska gamovida arayze
ja_ja
Oct 10 2014, 02:22 PM
gocha311
დიდი თხოვნაა ქართული ალფავიტი გამოიყენე, ლათინური ტექსტები არ მიირება ფორუმზე, ფორუმის წესებსაც არღვევს და ფიზიკურად წაკიტხვაც ძალიან მოუხერხებელია. მობილურში SMS-ი კიდევ ჯანდაბას, მაგრამ ტექსდატ ლათინური სიმბოლოებით ქართული ტექსტი აჭრილი ტრანსკლიპციებით კოშმარია...
smekosmeko
Oct 10 2014, 02:54 PM
მტრედს არააქს სახარბიელო ხორცი, უგემურია და მაგარი. კარგია ქედანი, გულიო, გვრიტი... ეჰჰ ბოლოს როდის ვინადირე პნევმატიკით არც მახსოვს.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.