EnDeL აუ ენდელ დასაბრიდი ხარ

ხომ დავწერე ადრეც სისულელეს აკეთებს ეს კაცი ვიდეოში მეთქი, მაინც ყრიდი ყველგან და აჰაა.... ახლა მიდი კაცს დაეხმარე

იზვინი მაგრამ ამ შენს ვიდეოებს ვშლი.
Rebellion ესეიგი ვკითხულობდი და ყოველი წინადადების მერე თვალები შუბლზე ადიოდა და ადიოდა სანამ ლურსმანზე და ქლიბზე არ მიდგა საკითხი, მაგ დროს კაკრას თვალებმა იმდენად აიწია რომ უკვე კეფაზე გადავიდა და დალშე ვეღარ წავიკითხე რა წერია...

კაცოუ!!! კაცოუ გე-დე-ვი-რი-ე!!!!!
ჯერესერთი ახალ თოფში რა უნდოდა მაგ ტილოს! მითუმეტეს თუ გასროლილიც არ იყო
მეორეცესერთი მაგ ვიდეოში ძუაა ნაჩვენები თუ სპეციალური ლულის საწმენდი ტროსი რომელიც არ წყდება?
მესამეც ზეთის გარეშე მშრალზე რა უნდოდა მაგ უბედურებას ლულაში
მეოთხე, რა უნდოდა მთლიან ნაჭერს ლულაში
ეს თემა მაინც გენახა მაგ ნაჭრის ნახევარს რომ ვდებ ლულაში ძლივს გამომაქვს გარეთ მთლიანის შეტენვის შემთხვევაში ნუ რავი.... ზომა მაინც ნახე მაგ ვიდეოში თხელ და პატარა ნაჭერს იყენებს, ოტისის ნაჭერი კი მინიმუმ 2-ჯერ დიდია და თან სქელია.
მეხუთე, რომ ეცი და ალუმინის მავთული ჩატენე ნუ ბაზარი არაა კაი იდეაა ალუმინის მავთული და იზოლაცია, მაგრამ მაგ მცდელობით შენ ლულაში უფრო გაჭედე ის ნაჭერი. ახლა ეგ ნაჭერი თავისი ზეთით ისეა შიგნით გაჭედილი როგორც ფილთა თოფების დროს ტყვიას რომ ტენიდნენ... მაგის დაძვრა ან შეუძლებელი იქნება აწი, ან ძალიან ძნელი იქნება.
მეექვსე, არ მიქარო არანაირი ფოლადი ლულაში არ ჩადო, ან ეგრევე მოხსენი ლულა და გადააგდე, შედეგი ერთი იქნება, ვერ დაძრავ მაგას ვერაფრით პირიქით უფრო და უფრო ჩატენი.
გამოსავალი გაქვს მხოლოდ ერთი ნელ-ნელა ამოწიწკნო ეგ ნაჭერი, გჭირდება ბრინჯაოს ტავიანი რაიმე შტუკა რომელსაც წინ ექნება პატარა აპრეხილები, ნუ რაცხა ნესკავივით, ჩადებ ლულაში ცოტათი დაატრიალებ რომ წამოედოს ნაჭერი, ამოიღებ მოწმინდავ თავს და თავიდან, ასე მოგიწევს არა ერთი ასეული მოძრაობა, ბოლო თუ მოსუსტდება ნაჭერი და საკმაოდ ამოიძენძება, ისევ ბრინჯაოს წვეტიანი შტუკა გინდა რომ გახვრიტოსავით ჩარჩენილი ნაჭერი და ნელ-ნელა გამოიტანო.
არ მიაქარო თუ ვინმე ჭკვიანი იდეალურ გამოსავალს შემოგთავაზებს ლულის გაცხელებით და ნაჭრის შიგნით დაწვით. არ ქნა მაგი! ლულა გაიღუნება გაცხელება გაციებისას. პლიუს წრთობას დაკარგავს და ისევ და ისევ გადასაგდები იქნება.
არის კიდევ ერთი ძალიან აპასნი მეთოდი, მაგრამ მაგასაც ცოდნა უნდა და შესაბამისი ინსტრუმენტარიუმი. შეიძლება წვრილი სვერლოს გამოყენება (ასე 2 ან 2.5 მილმეტრიანი), უნდა მიამაგრო რაიმე ღერძზე, ღერძზეც და სვერლოს დიდ ნაჭილზე რაიმე შემოკრული უნდა იყოს იზოლაციასავით, უნდა ჩანდეს მარტო პატარა ნაწილი ასე 5 მილიმეტრი. და ნელნელა ჩაყოფ, მოატრიალებ, ამოძიძგნი, ამოიღებ გამოწმინდავ, ისევ თავიდან, და ასე ნელნელა გამოიტან. ბოლოში ნაჭერი ან მთლიანად შემოეხვევა სვერლოს და გამოვა, ან შუაში გაიხვრიტებ, მერე ისევ შენი საყვარელი ალუმისნ მავთული ჩაყავი ჩაჭედე და ისევ სვერლოთი იშალიჩე, ან ხვრელშI უნდა გააძვრინო წვრილი მავთული ბოლოშI რომრაცხა თავი ფქონდეს გასიებული (ვთქვათ პლასტმასის), ჩადებ მაგას გაატარებ ხვრელშI და გამოძვრენ ჩარჩენილ ნაჭერსაც, მაგრამ გიმეორებ მაგას შესაბამისი ინსტრუმენტარიუმი უნდა, დიდი მოთბინება და გარკვეული ცოდნა, წინაამდეგ შემთXვევაში ნარეზებს შუგნით მოსპობ.
შემდეგისთვის კაი გაკვეთილი იქნება, შომპოლი რომ გეყიდა თავისი ნასადკებით გიჯდებოდა მაქსიმუმ 12-15 ლარი (7-8 ლარი შომპოლი და 4-5 ლარი ნასადჯკები). 4-5 წლის წინ მე რომ ვჩალიჩOბდი და ის გოიმური მეთოდიც რომ დავდე მაშინ არ იყო შემოტანილი შომპოლები 4.5 კალიბრისთვის, ახლა კიდევ ყრია მაგნუმში... შედეგად მყარიცაა და ნუ კაი რამეა რა, მარა ახლა უკვე გვიანია.