დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: FX-Airguns
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
Jah
ეს არის შვედეთის, ერთერთი პნევმატიკის მწარმოებლის FX AirGuns სარეკლამო რგოლები
აუცილებლად გადმოწერეთ და უყურეთ, არ დაგეზაროთ.
ზუსტად ამ რგოლებმა დამაავადეს პნევმით


http://www.link.ge/file/116140/FXchallenge2007.wmv.html
http://bin.ge/file/207035/FXAirguns.wmv.html


vito
მანგარი ვიდეოა, ეგ სათამაშოები იმდენი ეღირება რომ....
ძალიან მომეწონა მოდელი monsoon ფასი სად გავიგო, მაგითი სანადიროდ ვივლიდი

PCP რას ნიშნავს? რისი აბრევიატურაა და ცოტა დაწვრილებით იქნებ ახნა, თემაც რომ გააკეთოთ, კარგად დაახასიათოთ და აპინოთ მემგონი უკეთესი იქნება
Jah
ციტატა(vito @ 8th February 2009 - 09:53 AM) *
PCP რას ნიშნავს? რისი აბრევიატურაა და ცოტა დაწვრილებით იქნებ ახნა, თემაც რომ გააკეთოთ, კარგად დაახასიათოთ და აპინოთ მემგონი უკეთესი იქნება

აუცილებლად იქნება გახსნილი ცალკე თემა, სადაც ყველა აბრევიატურა და სპეციფიური თერმინი იქნება ახსნილი. უბრალო ცოტახანიც მაცადეთ სულ მე 3 დღეა ფორუმი გაიხსნა smile.gif
ისე - PCP - Pre Charged Pneumatics - პნევმატური იარაღი, ხაერის წინასწარი დატუმბვით.
vito
მოკლედ რა, ამითმოწამვლა ღა მაკლდა რა :angry:
ჯაჰ იქნებ მირჩიო სანადიროდ რომელი გამოდგება ყველაზე უფრო, ამათი ოფიციალური საიტი ვერ ვნახე, ფასები მაინტერესებს...
და კიდევ 1 ნიუანსი, ჩემ Stoeger X20-ს რომელიც არის 4,5 კალ. რაც მოვიძიე 1000-1200ფ.წ.-ში ანუ 303-364 მწ, ხოლო იგივე კალიბრს FS Monsoon-ს უწერია 1000ფ.წ.-ში(303მ.წ.), ეხლა რას ვერ ვხვდები, თუ ჩემმა ჯაბახანამ შეიძლება რაღაც მომენთში უკეთესი შედეგი აჩვენოს მაშინ რა გამოდის რომ მჭიდის გულისთვის არის ფასის ამხელა განსხვავება თუ პცპ, რომ არის იმიტომ, და კიდევ ზოგადად მაინტერესებს ზამბარდგუშიანთან რა ტექნიკური უპირატესობები აქვს პცპ-ს


ჩემი "ჯერ ჯერობით" უვიცი თვალით მაღალი კლასის უნდა იყოს, ძალიან მომწონს ეს ბრენდი
FX-Airguns 2008 წლის კატალოგია

http://www.gamboabeltramin.cl/almacen/FX/FX_2008.pdf
geojorjika
ციტატა
სანადიროდ რომელი გამოდგება ყველაზე უფრო, ამათი ოფიციალური საიტი ვერ ვნახე, ფასები მაინტერესებს

სანადიროდ ყველა კარგი იქნება მაგრამ ფასებიი ოოოოოოოოო მონსუნი მგონი 2000$ ღირს smile.gif ყველას ფასები 1000$ ზევითაა თუ არ ვცდები ყოველშემტხევაშI მაგ ზღავრს ბევრით არ ცდება დაბლა smile.gif
Jah
ციტატა(vito @ 8th February 2009 - 04:22 PM) *
ჯაჰ იქნებ მირჩიო სანადიროდ რომელი გამოდგება ყველაზე უფრო

სანადიროდ პრინციპში ნებისმიერი FAK ვერსიის PCP შაშხანა გამოდგება, განსხვავება როგორც მანქანებშია...
ჩემი პირადი რჩევა - თავიდან იყიდე ყველაზე იაფი PCP შაშხანა Benjamin Discovery, მერე კი თუ მიხვდები რომ ეს შენია, შეგიძლია იფიქრო უფრო სერიოზულ აპარატზე.
კიდე უნდა გაითვალისწინო რომ თუ ჩიტის და ყურდღლის გარდა, აპირებ გოჭზეც ნადირობას, აუცილებლად გჭირდება 6.35 თუ არა მინიმუმ 5.5 ყალიბი, რომელსაც უკვე ნებართვა და ასე შემდეგ ზამაროჩკები სჭირდება.
მოკლედ FX და ასე შემდეგ კარგია, მაგრამ მე გირჩევ ჯერ საბიუჯეტო ვარიანტი გასინჯო. მართალია geojorjika FX -ის ფასები 1000$ დან იწყება, და არ დაგავიწყდეს კიდე ჩამოტანა სადღაც 200$ მდე smile.gif
vito
ჩამოტანა პრობლემა არ იქნება, მაგრამ იქნებ ჩემი პოსტის ყველა კითხვას უპასუხო და მერე კიდევ ღაღაცეებს გკითხავ smile.gif
vito
ციტატა(Jah @ Feb 8 2009, 04:45 PM) *
სანადიროდ პრინციპში ნებისმიერი FAK ვერსიის PCP შაშხანა გამოდგება, განსხვავება როგორც მანქანებშია...
ჩემი პირადი რჩევა - თავიდან იყიდე ყველაზე იაფი PCP შაშხანა Benjamin Discovery, მერე კი თუ მიხვდები რომ ეს შენია, შეგიძლია იფიქრო უფრო სერიოზულ აპარატზე.
კიდე უნდა გაითვალისწინო რომ თუ ჩიტის და ყურდღლის გარდა, აპირებ გოჭზეც ნადირობას, აუცილებლად გჭირდება 6.35 თუ არა მინიმუმ 5.5 ყალიბი, რომელსაც უკვე ნებართვა და ასე შემდეგ ზამაროჩკები სჭირდება.
მოკლედ FX და ასე შემდეგ კარგია, მაგრამ მე გირჩევ ჯერ საბიუჯეტო ვარიანტი გასინჯო. მართალია geojorjika FX -ის ფასები 1000$ დან იწყება, და არ დაგავიწყდეს კიდე ჩამოტანა სადღაც 200$ მდე smile.gif


ეს FAK რაღაა??? ჩემობაზე არ არის, პნევმატიკას და თან ეგეთ ფასიანს 2ჯერ ვერ ვიყიდი, ამიტომ მირჩევნია ერთხელ ვიყიდო მაგრამ მთლათ როიალ კლასის კი არა, hi class-ც საკმარისი იქნება და რამენაირად პრაქტიკაში თქვენ დამეხმარებით, თან მეც უკვე დაინტერესებული ვარ და ცოტცოტას გავერკვევი ყიდვამდე
Jah
ციტატა(vito @ 8th February 2009 - 04:22 PM) *
მოკლედ რა, ამითმოწამვლა ღა მაკლდა რა
ჯაჰ იქნებ მირჩიო სანადიროდ რომელი გამოდგება ყველაზე უფრო, ამათი ოფიციალური საიტი ვერ ვნახე, ფასები მაინტერესებს...
და კიდევ 1 ნიუანსი, ჩემ Stoeger X20-ს რომელიც არის 4,5 კალ. რაც მოვიძიე 1000-1200ფ.წ.-ში ანუ 303-364 მწ, ხოლო იგივე კალიბრს FS Monsoon-ს უწერია 1000ფ.წ.-ში(303მ.წ.), ეხლა რას ვერ ვხვდები, თუ ჩემმა ჯაბახანამ შეიძლება რაღაც მომენთში უკეთესი შედეგი აჩვენოს მაშინ რა გამოდის რომ მჭიდის გულისთვის არის ფასის ამხელა განსხვავება თუ პცპ, რომ არის იმიტომ, და კიდევ ზოგადად მაინტერესებს ზამბარდგუშიანთან რა ტექნიკური უპირატესობები აქვს პცპ-ს

OK
1. FX დან სანადიროდ, მე პირადად ავირჩევდი გლადიატორს. მუსონი კი არის "სამოზარიადნი" მაგრამ ძალიან ბევრი მინუსი აქვს, არ შეუღრმავდები ჯერ მენდეთ სიტყვაზე. და გლადიატორი მაგიტომ რომ ძალიან ბევრ გასროლას ყოფნის რეზერვუარი.
2. შენს Stoeger X20-ს 1000-1200fps რომ აწერია ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო სვლა smile.gif თუ დაუჯეროთ რომ 950fps აქვს რეალურად ისეც იქნება შემოწმებული იმ "კალპაჩოკი" ტყვიით, როგორებიც იყო საბჭოთა ტირებში. ეს ტყვიები ძალიან მსუბუქია, იქედან გამომდინარე საწყისი სიჩქარე აქვთ დიდი, მაგრამ ძალიან სწრაფად კარგავენ ტრაექტორიას და, მოკლედ მინომიოტი გამოდის smile.gif. და წესიერი 0.6 გრამიანი jsb რომ ჩადო მაქსიმუმ 800fps აქვს გამოწერილი. და FX-ები მოწმდება 0.6 გრამიანი jsb-თი
3.PCP პნევმატიკას ის უპირატესობა აქვს რომ საერთოდ არ აქვს უკუდარტყმა, არ საჭიროებს გადატენვას, და არც ერთი wink.gif , სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთი ზამბარ-დგუშიანი შაშხანა ვერ აჯობებს PCP-ს თავის ტექნიკურ მონაცემებით, სიზუსტით და ზიმძლავრით. არ არსებობ არც ერთი ზამბარ-დგუშიანი შაშხანა რომელიც აკეთებს 5 გასროლიდან, 100 მეტრზე 1.5მმ იან ჯგუფს. და PCP ძალიან ბევრი, ზამბარ-დგუშიანიდან 100 მეტრზე სროლისას, კარგია თუ A4 ფორმატის სამიზნეში ჩაეტევით smile.gif
ჩემთვის პირადად ზამბარ-დგუშიანს 1 + აქვს - არ უნდა დარბოდე სად იშოვო ჰაერი smile.gif გადატენე და ისროლე. მაგრამ როდესაც დაინახავ იხვს წყალზე 80-100 მეტრში, ზალიან კარგია იყო დარწმუნებული და პირდაპირ თავში დასვა ტყვია, იმიტომ რომ ამ მანძილზე ტანში პნევმო ტყვია მხოლოდ დაჭრის იხვს (ეს ისე მაგალითისთვის)
ჩვენი რესურსი ჯერ ცარიელია. მზადდება ვრცელი სტატიები, სადაც იქნება ახსნილი სხვა და სხვა ტიპის პნევმატური იარაღის მუშაობის პრინციპები, დადებითი და უარყოფითი თვისებები და ასე შემდეგ.
vito
გაიხარე, აი უკვე რაღაცეები გავიგეეე, ჯერჯერობით მატო შენ ხარ მგონი პსპ-ს მფლობელიმ, ხოდა გაგვიშვი ზამბარდგუშიანები smile.gif
parna
ჯაჰ ჩემსაში რომ ჩავდე ეგ ეწ ჩაშკა ტყვია ბგერის ბარიერი გადალახა! ხმა ქონდა სუპერსონიკ ბამ ის smile.gif
Jah
ციტატა(parna @ 8th February 2009 - 04:41 PM) *
ჯაჰ ჩემსაში რომ ჩავდე ეგ ეწ ჩაშკა ტყვია ბგერის ბარიერი გადალახა! ხმა ქონდა სუპერსონიკ ბამ ის

წარმომიდგენია smile.gif
ისე ჩვენ სიჩქარეებზე ძალიან ზოგადად ვლაპარაკობთ, აი მე ვაპირებ კლუბისთვის, ქრონოგრაფის შეძენას, და გასვლებზე გავსინჯოთ ხოლმე საწყისი სიჩქარე smile.gif
Jah
ციტატა(parna @ 8th February 2009 - 09:44 PM) *
გაკეთებაც ხო შეიძლება?

კი რა თქმა უნდა. მე სქემაც მაქვს smile.gif უმარტივესია - 2 ოპტიკური დატჩიკი და რაღაც მიკროსქემაა. მე საერთოდ ჩაინიკი ვარ ელექტრონიკაში.
აი ვინმემ თუ იცის... მე ვისაც ვიცნობ, ვთხოვე და არავის არ ცალია. ხო და ვიფიქრე ამდენ ჩალიჩს, დაუზაკაზებ თკო...
vito
ციტატა(Jah @ Feb 9 2009, 07:35 AM) *
კი რა თქმა უნდა. მე სქემაც მაქვს smile.gif უმარტივესია - 2 ოპტიკური დატჩიკი და რაღაც მიკროსქემაა. მე საერთოდ ჩაინიკი ვარ ელექტრონიკაში.
აი ვინმემ თუ იცის... მე ვისაც ვიცნობ, ვთხოვე და არავის არ ცალია. ხო და ვიფიქრე ამდენ ჩალიჩს, დაუზაკაზებ თკო...



უცხოეთიდან არ დააზაკაზო, თუ იცი რა დეტალები ჭირდება, აქვე ავაწყობინოთ ვინმეს, ან სკას ტირში ეცოდინებათ ან ბოლო ბოლო პირიმზეს სატავს ან ტელეატელიეებში ან ეგეთ რაღაცაში ააწყობენ
Jah
მეგობრებო, Ja-Ja-ს ქრონოგრაფზე საუბარი გავაგრზელოდ აქ: http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=69
ეს თემა გავასუფთავე, ვეცადე მაქსიმალურად ლოგიკურად დამემთავრებინა smile.gif იმედია არავის გეწყინათ, რომ პოსტები წავშალე.
აქ კი გავაგრძელოდ FX Airguns იარაღზე საუბრები...
parna
full auto მაგარია :lol:
bazuka
Jah
ციტატა(Jah @ 8th February 2009 - 04:45 PM) *
FAK ვერსიის PCP შაშხანა გამოდგება

ეს fak რამე ისეთს ნიშნავს რაც მე არვიციი???
Jah
ციტატა(bazuka @ 23rd March 2009 - 03:10 PM) *
ეს fak რამე ისეთს ნიშნავს რაც მე არვიციი???

FA K C ვერსია - სრულყოფილძალიანი ვერსიაა... ანუ სხვადასხვა ქვეყნის კანონების მიხედვით სიჩქარეს ამცირებენ... ხელოვნურად.
ძირითადად 7.5ჯოულამდე smile.gif და ის შეზღუდული ვერსიებია - სადაც F - ხუთკუდხედში ახატია.
parna
აქ შეზღუდვა არგვაქვს კიდეკრგი ნუ ჯერჯერობით არგვაქ :lol:
gela
ორი წელი გახდება რაც ამ თემას არავინ შეხებია და მე კი შემთხვევით ინტერნეტში ბოდიალის დროს წავაწყდი ინფოს ამ პნევმო წარმოების შესახებ და მინდა გითხრათ ძალიან მომეწონა, ვაპირებდი გამეხსნა ამ იარაღებთან დაკავშირებიტ თემა, მაგრამ მაინც გადავამოწმე, შეიძლება უკვე ყოფილიყო და აღმოვაჩინე რომ მართლაც ყოფილა უკვე გახსნილი და აქვე დავპოსტე, არ ვიცი 2 წლის წინ როგორ მდგომარეობაში ქონდათ ეს ყველაფერი მაგრამ დრევანდელი გადასახედიდან საკმაოდ ხარისხიან და ბევრისთვის დამაკმაყოფილებელ პროდუქციას აწარმოებენ.

ესეც საიტი http://www.fxairguns.com/ სადაც განყოფილებაში RIFLES მათი პროდუქციის ბევრ საინტერესო და სხვადასხვა მოდელის პნევმოებს ნახავთ, ვფიქრობ ბევრს დაგაინტერესებთ

ესეც ვიდეო რომლითაც ძალიან მოვიხიბლე : )

gela
ესეც კიდევ ერთი ვიდეო ამ პნევმო მწარმოელების მიერ, მართალია ჩისტა სარეკლამოა მაგრამ ვგონებ ხარისხის თვალსაზრისით ბევრი არაფრით იქნება რეალობისაგან დაშორებული : )

ja_ja
gela
გელაჯან ამ ფირმას ყველა ასევთქვათ გამოცდილი ფორუმელი ვიცნობთ, დარწმუნებული ვარ უმეტესობას ნერწყვები სდის იმის დედა ვატირე, მაგრამ ამ კომპანიის პროდუქცია ჩვენტან არ იყიდება, რომც იყოს ძალიან ძვირია, ხალხი უფრო შტეერებს და ვალტერებს იყიდიდა. თუმცა რა თქმა უნდა აქვს მომხიბვლელი პუნქტები.

ყველაზე ცუდი კი მაინც ფასია, ჩვენთვის ყველაზე იაფიანი ამერიკის ბაზარია და მანდ რომ იყიდო FX-ის კარგი თოფი, ნუ სულ მინიმუმ 1200$-დან უნდა დაიწყო ფიქრი, რეალურად TOP მოდელები 1700-1800-1900$ ღირს, პლიუს გამოგზავნა, პლიუს განბაჟება და რეალურად ახვალ 2500$-ზე sad.gif

აი ეგ ბოლო პუნქტი გვიკლავს ხალისს< თორე ინტერესი კი არის, აგერ სასტავი FX Munson-ის პრინციპით ნახევრადავტომატურის გაკეთებაზე ფიქრობს....
ilariona
gela

ძაან მაგარი ფიშტოები აქვს FX-ს, სიამოვნებით ვიქონიებდი ნახევრად ავტომატურ munson-ს, სანადიროთ იდეალური მოდელია.
რომ იყიდებოდეს ფასსაც აღარ დავაკვირდებოდი smile.gif
ja_ja
ilariona
ციტატა(ilariona @ 31st January 2012 - 11:56 AM) *
რომ იყიდებოდეს ფასსაც აღარ დავაკვირდებოდი

ბაზარი არაა, ყიდვით იყიდება smile.gif

აგერ ფასები

მუსონი პლასტიკატის კონდახით 1500, ხიდ კონდახით 1700, ხოლო ერთერთი ტიპ მოდელი FX ROYALE 0.5 ლიტრიანი ბალონით სულერ ლულით 65 სმ და Smoot Twist-ით სულ რაღაც 1835$

შენ გამოგზავნა განბაჟება და საერთოდ საბაჟოდან გამოტანა თქვი თორემ ყრია smile.gif ყრია ბლინ smile.gif ასეთი მაღაზიები ოხრადაა
foxi
ერთი რამე გამარკვიეთ ბატონებო, ეს თოფი რიმე ახირებაა თუ მოდას აყოლა? რას უწუნებთ AA ან HW-ს????

ilariona
foxi

არცერთი არ არის ნახევრად ავტომატური და მაგას smile.gif FX-ის მთელი მუღამი ჩემი აზრით არის ნახევრად ავტომატური რეჟიმი, თორე ვაირაუხი კი მაქვს და ძალიანაც კმაყოფილი ვარ.

ja_ja
foxi
ეს თუ გაქვს ნანახი



სამწუხაროდ მარტო რეკლამა არაა, ძალიან ბევრი აქებს, თითქმის მაგდაგვარივე მეთოდს იყენებს ამერიკელი Mac1-ი რომ არის, აი ამ ბაბაზგანა თოფებში.







ნუ უბრალოდ ეს კაცი თავის თოფებშI იყენებს მთელს სიგრძეზე ხრახნებს, მაგრამ მხოლდო 2 ცალს. გინდა აზაგე გინდა, ეჯაჯგურე და ფაქტია, მაგის თოფებით ხალხი ამერიკაში ვეჩნა პირველ ადგილზეა და როგორც თვითონ შემქმნელი ამბობს, უმეტესი წილი სწორედ მაგ 2 ხრახნიან ლულაზე მოდის.

P.S. ჰო ახლა არ თქვათ ეს რა კაი რეზერვუარი აქვს და სანადიროდ დამხატავდაო.. მარტო თოფი 8-9 კილომდე ადის biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif სუფთა ბენჩ რესტის ვარიანტია, და სანადიროდ არ განიხილება, მიუხედავად იმისა რომ ბევრი ნადირობს, მაგრამ ჩაჯდომით და ლოდინით, მაგის თრევა წარმოუდგენელი ბაბასირობაა biggrin.gif ზომაც მგონი მეტრანახევარი აქვს თოფს smile.gif
cz80
ესეც საინტერესო ვიდეოა..მარაა რაღაც ჯგუფები არ მომეწონა, უკეთესს ველოდებოდი biggrin.gif

ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.