EnDeL ედ გაპაპსავებული U2G თითსაც არ გაანძრევს გადასაგზავნად, მაგათი ზანგი ტუ-ტუ-ტუუუუ
Giorg1 მოკლედ მე არ მისინჯია, მაგრამ ძმაკაცს მაგდაგვარივე ომი ჰქონდა Usa2Georgia-სთან,. ოღონდ იმან დაუკვეთა შვილდ ისრის ჯოხები. იდეაში კარბონის ტრუბკები. ნუ როგორც შენს შემთხვევაში Usa2Georgia-მ გაჭედა და გინდა თუ არა საშიში ნივთია და ვერ გამოვაგზავნითო.
ნუ საქმე რაში იყო, ტიპმა ამაზონზე იყიდა იმენნა მილები, არც ისრის თავი აქვს არც ბუმბული ვაბშე არაფერი, იმენნა კარბონის მილია, მერე ვინც ყიდულობს, იმან თვითონ უნდა დაჭრას სასურველ ზომაზე და სასურველი ბუმბული და თავი დაუყენოს. ვერ გააგებინა მაგ კიკინებიან გოგონებს რომ იმენნა ტრუბაა და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
მერე გაახსენდა რომ იყიდა რაცხა შვილდისრების საიტზე და კოლოფს ეწერა გამომგზავნი Archer.com თუ რაღაც ეგეთი, ჰოდა ამათმა წაიკითხეს რომ რაცხა შვილდისრების საიტიდანაა და იმენნა გაჭედეს. 1 კვირიანმა საუბარმა შედეგი არ გამოიღო რომ გადაუხდიდა თანხას და მაღაზიაში დაებრუნებინათ, ან სხვა გადამზიდავთან გადაეგზავნათ, იმენნა რობოტები არიან იძახოდნენ მარტო ერთს - საშიში ნივთია უნდა გავანადგუროთო (თითქოს და რაღაც კაიფს ნახულობენ რა ან განადგურებაში და ტიპს რომ სულიერად სპობენ უხარიათ, იმენნა არანაირ მომხმარებლის ზრუნვაზე საუბარი არაა)
მოკლედ მერე ძმაკაცმა ასეთი შტუკა გაუჩალიჩა მაგ ჩემისებს, რომლის მერეც მოკეტეს და....
მეთოდი კი იყო შემდეგი:
ტიპი დარეგისტრირდა UPS-ის საიტზე, მიუთითა რომ ამანათია წასაღები ამა და ამ ორგანიზაციიდან რომელიც ამა და ამ მისამართზეა და ამა და ამ ტიპის სახელზეა ამანათი.
მიუთითა მიმღებად თავისი თავი ოღონდ სხვა გადამზიდავი (კონკრეტულად კამექსი, მაგრამ ჯობია ბესტექსზე გაუშვა ისინი უპრობლემოები არიან), ჯამში კამექსი იგივე შტატში იგივე ქალაქშია და მგონი იგივე ქუჩაზეა რაც U2G-ს ოფისი
ლამის გადაღმა ქუჩაზეა
ჰოდა მერე გადაურეკა Usa2Georgia-ს და უთხრა თქვენი ჭკუაცო, ახლა კურიერი გამოვუშვი, მოვა და წაიღებს ამანათსო და კარგად მეყოლეთო. ნუ იქ უკვე მოტვინა Usa2Gweorgia-მ რომ მაგარი მიქარა, დაიწყეს კუდის ქნევა აუ-უი, თუ მართლა საშიში არაფერია ჩვენ გამოვუშვებთო და ისაო და ესაო, კაროჩე ტიპმა იასნია ცივი უარი უთხრა და კურიერს სხვა გადამზიდავთან გადაატანინა, რომელმაც უპრობლემოდ ჩამოიტანა ლამის მართლა ავტოკალმის სისქის წვრილი მილები
ნუ სამწუხაროდ დეტალებს ზუსტად ვერ გეტყვი ახლა ის ძმაკაცი აქინე არაა (6 თვით გაფრინდა უცხოეთში), თორემ დეტალურად გამოვკითხავდი ყოლიფერს. მარა წესით იგივეს გამეორება რთული საქმე არ უნდა იყოს
მთავარი მორალი კი ასეთია, U2G იგივე Usa2Georgia გამოიყენება მხოლოდ ტრუსიკებისა და ნასკებისთვის, ოდნავ მოღუნული რკინა რომ იყოს, ეგრევე ფალოიმიტატორი ჰგონიათ და ეშინიათ გზაში იმ ფალოიმიტატორმა ბუინი არ დაიწყოს