პირადად მე ნორიკას ნაწარმიდან ორ ეგზემპლარტან მქონდა შეხება, ორივე ზ.დ.პ... მოკედლ მე მილიონჯერ დავფიქრდებოდი სანამ მაგ მწარმოებლისკენ გავიხედავდი....
მწარმოებლის იმ 2 მოდელს ძირითად მინუსებში ჩავუსვავდი კარგ უკუცემას (ანუ საკმარისს რომ აგითამაშდეს გასროლისას თოფი ხელში), საშინელ, ენით აუღწერელ სასხლეტს რომელიც არანაირ გაუმჯობესებას არ ექვემდებარება. სასხლეტის ძალა ნუ აი ენით ვერ ავღწერ, ალბათ 10 კილოზე მეტი დაწოლაა შაწირო რომ გასროლა მოხდეს.
ეგ არაადეკვატური ძალა იმას იწვევს რომ აწვები და აწვები სასხლეტს, გასროლა არა და არ ხდება, კიდევ აწვები ... ბოლოს ისე გაქვს თითი მოჭიმული რომ გინდა არ თოფს მიმართულებას უცვლი მარჯვნივ და ზემოთ, გასროლის მომენტში ტყვია დამიზნებული ადგილიდან მუდამ ზემოთ და მარჯვნივ მიდის. პლიუს არაგანმეორადი გასროლის გამო (თითი იღლება, ნერვები მაიმუნობს გასროლა რომ არ ხდება), მოკედლ სამიზნეში ტყვიის გარტყმა საკმაოდ რთულდება.
ჩემის პირადი გამოცდილებით მაგ ფირმის ზ.დ.პ-ები (ნუ თუ ბოლო 1 წელიწადში რაიმე ზრაპრული ეგზემპლარი არ გამოუშვეს, რაშიც დიდი ეჭვი მეპარება) მოკელდ ზედგამოწერილია ტირის მეპატრონეებისთვის.
ანუ ძნელი გადასატენია, ძნელი გასასროლია, მიზანს არ ხვდება... მოკლედ მუდმივი ფულის წყარო იქნება

ნუ ახლა მოყვანილი ტექსტი არანაირად არ ეხება აქ ნახსენებ norica intrepid silver-ს რადგან კონკრეტულად ამ მოდელთან შეხება არ მქონია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ქვემოთ მოყვანილ სასხლეტს... ნუ გადატენვა არ ვიცი, მაგრამ გასროლის, დამიზნების და მიზანში მორტყმის სირთულე ზუსტად იგივე იქნება რაც Norica Dragon და Norica Goliath-ი.
ანუ სასხლეტის კაკვი გადამცემი ბერკეტების გარეშე პირდაპირ ვეებერთელა ძალის მქონე ზამბარით მიჭიმულ დგუშს იჭერს. შედეგად გასროლისას ცდილობ სასხლეტი კაკვის წამონაზარდი ძალით გამოაცალო ზამბარით მიჭეჭყილ დგუშს.... ძალა და ხახუნის კოეფიციენტი კი... ნუ ცოცხალი თავის არ გითმობს პოზიციებს