დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: მიშველეთ , მგონი ოპტიკა გამიფუჭდა : |
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
Ex3
მოკლედ , გუშინწინ ჩამომივიდა utg bug buster ოპტიკური სამიზნე ,ამაზონიდან გამოვიწერე,
დავაყენე იარაღზე და ვისვროდი მშვენივრად , ადვილი გასასწორებელი იყო სამიზნეც
ხოდა დღეს რომ ვცადე სროლა , წაიღო ტყვიები ზემოთ და მარჯვნივ , გასწორებაც ვცადე , ცოტათი მოძრაობს ბადე და თან სხვადასხვა მიმართულებით : | შედეგი იგივე, ვერ გავასწორე ,
რისი ბრალი შეიძლება იყოს?
თუ არ გაკეთდება ამერიკაში ამის return ზე დაბრუნების შანსი რამდენია?
შეიძლება რამე ელემენტარულ შეცდომას ვუშვებდე?
ხო კიდე დავამატებ , გუშინ შევამოწმე და კარგად არ იყო რელსებზე დამაგრებული , ძალას თუ დაატანდი სრიალებდა , მერე დავამაგრე კარგად , მოძრაობას შეეძლო აერია მაგრამ რატომ აღარ სწორდება? : |
ტყვიებსაც იგივეს ვიყენებდი მარა რა აზრი აქვს , სულ ერთ ადგილზე მიაქვს ტყვიები
geojorjika
Ex3
ნუ ჯერ აგონიისან გამოდი და დამშვიდდი

1)ტურეტი ნახე ჩაკეტილი ხომ არ გაქვს
2)რომელი ტურეტის მოძარაობისას არ დადის ბადე? ორივე?
3)ტოფი(ან ოპტიკა) დაამაგრე ტისკში ან რაიმეში უძრავად და ისე ცადე ოპტიკის ბადის გადაადგილება თავიც უძრავად გქობდეს და ნახე მოძრაობს თუ არა ბადე

ჯერ ესენი ნახე და მერე ვილაპარაკოთ , ამერიკაში გაგზავნა დაივიწყე
ja_ja
Ex3
ციტატა(Ex3 @ 2nd October 2013 - 07:14 PM) *
დაბრუნების შანსი რამდენია?

0-ს მინუს 300 ლარი... ანუ შეიძLება რაღაც გზის გამოძებნა, რომელიღაც გადამზიდავი წერდა კიდევათაც რომ გვაქვს უკან გაგზავნაო, მაგრამ ფასი ისეთი ჰქონდა რომ მგონი ჯობია მეორე გამოიწერო და ჩამოიტანო smile.gif

თუ შიგნით ბადე მოძრაობს აზრი არ აქვს მაქედან სროლას, რაზეც არ უნდა გაასწორე მაინც დაიძრება... ბევრს ჰგონია - რა მნიშვნელობა აქვს შუა წერტილი ხომ ერთი და იგივეაო, მაგრამ დამიჯერე იდეალური ოპტიკა რომ გაასწორო და ერთი და იგივე წერტილში ისროდეს, მერე რომ ძალით მოატრიალო და ვთქვათ 10 გრადუსით დახარო, დაინახავ რომ ტყვიები სულ სხვა ადგილზე წავა... მაგ დროს კუთხური დახრა დიდ როლს თამაშობს.

ასე რომ გაკეთებამდე მიზნის გასწორებაზე საუბარს აზრი არ აქვს.

რაც შეეხება გასწორებას... 1-2-ს მგონი ჰქონდა დაშლილი ოპტიკა (ერთი მეც დავშალე მარა აღარ მახსოვს რაფერ smile.gif ), მოკლედ დაშლა შეიძლება და მერე უნდა ნახო ის მინა რომელზეც ბადეა დამაგდებული თუ რგოლებით ჩერდება უნდა გადაუჭირო ეგ რგოლები, ხოლო თუ მიწეპებული იყო უნდა მიაწებო... მოკლედ რემონტის მერე ძირითადად ყოლიფერი ნორმაში მოდის ხოლმე.

იმედია შემოვა ის ხალხი ვინც დაშალა და ახსოვს რაფერ, მერე კი....
foxi
Ex3

თუ გეხერხება დაშლა აწყობა, მაშინ ასე მოიქეცი დაშალე ოპტიკა,ის ნაწილი რომელზეც ბადეა დამაგრებული ძალიან წვრილი ვინტებით არის მიმაგრებული. მაგ ვინტების მოჭერის წინ ჩაასხი ცოტა წებო. მერე მოუჭირე ეგ ვინტები და ბადე აღარ იმოძრაცებს მაგ ოპტიკაში.

აუცილებელია სიფრთხილე ბადესთან მიმართემაშიI!!!! ოდნავაც რამე რომ შეეხოს ჩათვალე ვეღარ გაასწორებ ბადის სისწორეს. ან სულაც გაგლეჯავ. ასევე დაიმახსოვრე დაშლის თანმიმდევრობაც. თორემ ვეღარ ააწყობ.
Ex3
foxi
geojorjika
ja_ja
მადლობა გამოხმაურებისთვის
პოსტები რომ დავინახე ეგრევე დავიწყე შემოწმება რომელი ბადე მოძრაობს რომელი არა , მაგიდაზე დავდე უბრალოდ უძრავად და ორივე ბადე მოძრაობდა, დავაყენე შუაში ანუ თუ მოძრაობდა სრული ბრუნით სანამ არ მყარდებოდა a დან b მდე , ამათ შორის მოვაქციე ორივე knobზე ასე გავაკეთე.
მერე გავედი გარეთ და რომ გავისროლე , ჰოი საოცრებავ
გასწორებაც არ დაჭირვებია მიახლ. 5 მეტრზე, მერე 12 ჩვეულებრივი ნაბიჯი გადავდგი მიზნიდან და მიახლოებით 1 სმ იანი გაშლა მომცა 4 ტყვიაზე , მოოკლედ რისი ბრალი იყო ვერ მივხვდი ან რატომ ვერ გავასწორე, ალბათ მე ჩავვარდი უცებ აგონიაში და ახლა მეცინება ჩემს პოსტზე biggrin.gif
მადლობა სამივეს რჩევებისთვის, თუ პრობლემა შემექმნა კიდე მეცოდინება რა უნდა ვქნა ))
okela84
ვსიო ჩათვალე რო კაშეი ოპტიკა გაქვს biggrin.gif
Ex3
okela84
ციტატა
კაშეი

ეს რას ნიშნავს ? biggrin.gif
okela84
Ex3
ციტატა(Ex3 @ 2nd October 2013 - 09:48 PM) *
ეს რას ნიშნავს ?


მუდმივი, რო დაბერდები შვილიშვილს გადასცემ, ადრე ხო ხმლებს და თოფებს ჩუქნიდნენ, შენ რო დაბერდები ბაბუს ნაქონი ოპტიკა აჩუქე biggrin.gif
kaka8079
Ex3
უკვდავს,რუსული ზღაპრების პერსონაჯია)))
Ex3
გასაგებია biggrin.gif
ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ ამ ოპტიკით , 9 ჯერადობაზეც სუფთად აჩვენებს, უსასრულობაზე ქვემოთ პარალაქსს ალბათ იშვიათად ჩამოვიყვან
okela84
Ex3
ნიტრო გაქვს თუ ზდპ ?
Ex3
okela84
1377 მაქვს )
ეს ჩემი არაა, თითქმის ასე გამოიყურება ახლა, კოლოფზე ღია სამიზნის და რაღაც უცნაური რინგის გარეშე , მაგრამ ეს მგონი 6x32 ია
okela84
Ex3
200 მწ-მდე ქაჩავს ?
geojorjika
okela84
პატრონის კუნთებს გააჩნია smile.gif
Ex3
okela84
ჩემი ვერა და მოდიფიცირებულებით ქაჩავენ, ჩემს მარტო გარეგნულად რაც ეტყობა ის აქვს შეცვლილი, ალბათ მიახლოებით 150 მეტრ წამით ისვრის ახლა.
თუ ძალა არ მეყოფა გავუკეთებ მოდიფიკაციებს.
okela84
Ex3
წონაში რამხელაა ოპტიკიანად ?
okela84
წონას გააჩნია, თუ ძაან მსუბუქია 150-საც არაუშავს,
Ex3
სამზარეულოს სასწორით ავწონე და ასე გამოვიდა არ ვიცი რამდენად ზუსტია
1377 რკინის კოლოფით 1.2კგ
კონდახი 0.5კგ
ოპტიკა 0.6 კგ
სულ 2.3კგ , სხვა პნევმატური არ მქონია და არ ვიცი ხოდა როგორი წონაა?
okela84
Ex3
ძაან კარგი წონაა, ხელიდან სასროლად და სახეტიალოდაც ძაან მოსახერხებელი იქნება, ნუ ცოტა სიმძლავრესაც თუ გაუზრდი კარგი იქნება smile.gif
მეც მინდა რამე კომპაქტური და საშუალოზე ოდნავ ძლიერი sad.gif
Ex3
okela84
ხო კომპაქტურობის გამო მაწყობს/მომწონს მეც , სიმძლავრეს რაც შეეხება ჯერ დავამუღამებ და ჩემს შესაძლებლობებს რომ გავუთანაბრებ იარაღისას მერე სიმძლავრის მოდებსაც გავუკეთებ,
1 თვე მქონდა როგორც პისტოლი და ბოლოს მივეჩვიე ხელი არ ირხეოდა იმდენად რომ პრობლემა შემქმნოდა დამიზნების დროს, ახლა კონდახიანად მაქვს მისაჩვევი ხელი თორე მექანება biggrin.gif
okela84
Ex3
თან ზემოთ გიწერია რო 12 მეტრზე 10 მმ-ნი რაზბროსი აქვს, ხელიდან სასროლი მანძილისთვის საკმარისია ყველანაერად, დავიჯერო 30 მეტრზე 40 მმ-ზე მეტად გაშლის . mda.gif
შენი არ ვიცი და მე ხელიდან დაახლოებით 30-ზე შორს არ ვისვრი ხოლმე.
Ex3
okela84
ეგ ხელიდან არ მისვრია , დადებული მქონდა დაბალ მაგიდაზე, მე კიდე ვიჯექი იატაკზე, მე მეგონა მაგით იარაღის სიზუსტე მოწმდებოდა და არა მსროლელის და იმიტო ვისროლე მასე biggrin.gif
ტყვიები რომ ჩამომივა ვცდი კიდე ხელში დავიჭერ ამჯერად, ეს jsb ს domed ტყვიები იყო რომელიც აღარ მაქვს , ტყვიები რომ ჩამომივა crosman field hunting და hollow point( ეს ნაკლებად ზუსტია როგორც ვიცი) ორივეთი ვცდი.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.