ციტატა(satana @ 22nd September 2013 - 10:19 AM)

ჯვარი ყოველ გასაროლაზე მარჯვნივ ტრიალებს და რამე ამოვარდნილი ხომ არ ექნება?
ჯვარი არის დამზადებული ძან თხელი ფირფიტისგან რომელიც დაწეპებულია ალუმინის ბეჭდისდაგვარ სალნიკზე ანუ რგოლზე. ეგ რგოლი კი რეზბით იხრახნება ოპტიკის ცილინდრში. როცა აწყობისას დააფიქსირებენ სწორად მერე რეზბასე ასხამენ სპეციალურ სითხეს ლაქივით რომელიც ჭედავს მაგ სალნიკს რომ არ იტრიალოს.
შენს ოპტიკაზე სავარაუდოდ ეგ სალნიკი ტრიალებს რეზბაზე ან თვითონ ის ცილინდრი რაშიც ეგ სალნიკია ჩახრახნული. ჯვრის ფირფიტა რომ ამძვრალი იყოს მაშინ ჯვარი საერთოდ არ გამოჩნდებოდა ოპტიკაში. გამოსავალი ის არის რომ ოპტიკა უნდა დაიშალოს, ჯვარი გასწორდეს, რეზბა გაწეპდეს და თავიდან აიწყოს. ოღონდ ეგ ადვილი არაა

სპეციალური ინსტრუმენტები უნდა. ხორო რომც გაკეთდეს მერე სულ დაგტანჯავს ეგ ოპტიკა. მტვერი შევა აწყობისას და შავი წერტილები დააჩნდება ლინზაზე. ასევე აზოტიც გარეთ გამოვა და სიცივედან სახლში რომ შემოიტან შეიძლება დაგიორთქლოს ლინზები შიგნიდან.