დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: აკვარიუმი
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
smekosmeko
რამოდენიმე დღის წინ გავყავი თავი ხათაბალაში აკვარიუმის სახით. მევასება რა ეგეთი რამეები ხოდა რაღაც პრობლემები შემექმნა რადგან ვარ დამწყები აკვარიუმისტიკაში. ვიყიდე 40 ლიტრიანი აკვარიუმი, ჩავდგი, ფილტრი,კომპრესორი, გამათბობელი. (გრუნტი და ხელოვნური მცენარეებით) გავუშვი შიგ 8 პატარა თევზი (2გუპია, 2 ბალონი, 2 გურამი, 2 ტომასი) ხოდა პირველი კვირის მანძ8ილზე გუპიები და ბალონები დაიბრიდა. საჭმელს ვაჭმევდი დილა-საღამოს იმდენს რამდენსაც 1-2 წუთის მანძილზე შეჭამდნენ (ანუ ცოტას რადგან ესე გამაფრთხილა გამყიდველმა) ყოველ 4-5 დღეში ვცვლი წყლის 30%-ს. მერე 10 ცალი ლიფსიტა მოვიყვანე (ზუსტად არვიცი რაქვია) და დაიწყეს დახოცვა, 3-მა კვამლი გაუშვა უკვე. რაღაც კრუნჩხვები ეწყებათ. ეს არის პირველი პრობლემა რაც ვერ ავხსენი და ახლა მეორე პრობლემა:
2) შევვიძინე დიდი აკვარიუმი (220ლიტრიანი) გადავსვი 5 ლიპსიტა და გადასმისთავანა კანტუზიანივით დაიწყეს აქეთ-იქეთ ცურვა და დაიბრიდა ხუთივე 10 წუთის მანძილზე. რა მოხდა? ამ დიდ აკვარიუმში გათბობა არ მქონდა და ჩემი დასკვნით თბილიდან ცივში რომ გადავსვი დაუსკდათ კაპილარები : D 2 დღე დიდი აკვარიუმში წყალი ოთახის ტემპერატურამდე გათბა... გადავსვი ახლახან ერთი ლიპსიტა და ეგრევე დაიბრიდა (კანტუზია დაემართა ამასაც) რა ჯანდაბის ფენომენთან მაქვს საქმე? biggrin.gif
ReMiNgToN
smekosmeko
ჰმ... საინტერესო დრამაა biggrin.gif 1-2 დღეში მექნება მაგის მცოდნესთან კონტაქტი და შეგეხმიანები, ისე მაინც წყლის ბრალი მგონია ან რამე ფლიტრი ხო არ წამლავს წყალს
r-O-m-A
თბილისის ფორუმზეა აკვარიუმის თემები და კარგად ერკვევიან მაგ საკითხშI, იქ იკითხე და აგიხსნიან ყველაფერს .
okela84
ეგრევე თუ ფართხალს იწყებენ, დენი ხომ არ გადააქვს საიდანღაც ? biggrin.gif
smekosmeko
გაირკვა, ანუ თბილიდან შედარებით ცივ წყალში გადასმისას + ბიოლოგიური რაღაც კანონზომიერებები არ ყოფილა დიდ აკვარიუმში დამყარებული რადგან სანამ თევზს გადასვამ თურმე 7 დღე მაინც უნდა ესხას შიგ წყალი. დაემართათ შოკი, რის შედეგად გაუჩერდათ გული. კინაღამ მცემეს ეს რა გიქნიაო biggrin.gif მაგრამ მადლობა რომ არ დამიჭირეს biggrin.gif
okela84
დაგეთრია ძმა კარასები და შეგეღება ნიტრო საღებავით სხვადასხვაფერებად და გვარდებოდა ყველა პრობლემა biggrin.gif
smekosmeko
კარასი დაჟე ხმელეთზეც ცოცხლობს biggrin.gif
Axalbeda
მეც მყავს თევზები უკვე 3 წელია . დამწყებისთვის ყველაზე ადვილი მოსავლელი ოქრის თევზებია. კარასის პონტშია biggrin.gif არც გათბობა უნდა და ჯანგბადიც აუცილებელი არაა .
smekosmeko
ციტატა(Axalbeda @ Sep 23 2013, 06:01 PM) *
მეც მყავს თევზები უკვე 3 წელია . დამწყებისთვის ყველაზე ადვილი მოსავლელი ოქრის თევზებია. კარასის პონტშია biggrin.gif არც გათბობა უნდა და ჯანგბადიც აუცილებელი არაა .


და ისეთ წყალში რომ იყოს სადაც გათბობაა ჩართული (25 ცელსიუსი) დაიბრიდება? რამე ისეთი თევზი მინდა რა რომელიც წყნარად დაცურავს და არავის ერჩის. მე რაც მყავს თევზებია თუ კრაკადილები ვერ გავიგე ისეთი ავებია biggrin.gif პახოდი ადვილად რომ მრავლდებოდეს ისეთი.
smekosmeko
ახალი აკვარიუმი დავითრიე, მინები სილიკონით არის დასვრილი და რითი ცილდება სილიკონი? აცეტონი ვცადე მაგრამ ვითომ რაღაც ქნა ოდნავ. არის რამე ისეთი სითხე რაც სილიკონს აცილებს?
beqa
smekosmeko
ციტატა(smekosmeko @ 24th September 2013 - 08:11 PM) *
არის რამე ისეთი სითხე რაც სილიკონს აცილებს?


საკანცელარიო დანის პირით მოწმინდე (მოფხიკე) ოღონდ ისე არა მინა რომ დაკაწრო , მერე სამედიცინო სპირტით

smekosmeko
ციტატა(beqa @ Sep 24 2013, 10:34 PM) *
smekosmeko


საკანცელარიო დანის პირით მოწმინდე (მოფხიკე) ოღონდ ისე არა მინა რომ დაკაწრო , მერე სამედიცინო სპირტით


ანუ ბრიტვით. ვცდი აბა.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.