azzy შენს მიერ ნასროლი ტყვიები ძალიან კაი მაგალითია ზოგიერთისთვის რომელიც ადრე ამტკიცებდა რომ დაბალ სიჩქარეზე ტყვია გატყეპებას ვერ მოახერხებს ენერგია არ ეყოფაო... შედეგად ფორუმზე წუწუნები ისმოდა აი ექსპანსიურ ტყვიებს დაბალ სიჩქარეზე აზრი არ ექნბაო.
შენმა ნასროლმა კი 100%-ით დაამტკიცა რომ ტყვიას იმდენი ენერგია აქვს რომ გაიგლისოს და დაეტყეპოს საგანს რასაც მოხვდება... მოკლედ ჩაგეთვალა, კაი ექსპერიმენტი გამოვიდა მიუხედავად იმისა რომ მაგ იდეას არ უმიზნებდი თავიდან

ახლა რაც შეეხება შენს მოთხოვნას რომ ტყვია ვერ ამტვრებს და BB კი ამტვრევს და რაშია საქმე... სწორედ ზემოთ მოყვანილი გატყეპების ეფექტის გამო ხდება ეგ. ნუ თუ გაინტერესებს აგერ დეტალური ჩამონათვალი:
- ტყვია როდესაც ხვდება საგანს, მასში აკუმულირებული ენერგია კი გადაეცემა ობიექტს, მაგრამ როგორც შენს მიერ დადებული სურათები გვიჩვენებს უმეტესი ნაწილი აკუმულირებული ენერგიისა იხარჯება ტყვიის ფორმის შეცვლაში (მექანიკური მოძრაობის ენერგია სითბურში გადადის და შედეგად ტყვიას დეფორმაციას უკეთებს),
- შედეგად სიტყვაზე ტყვიას ჰქონდა აკუმულირებული 5 ჯოული ენერგია, ტყვიის დეფორმაციაზე დაიხარჯა ვთქვათ 3 ჯოული ენერგია დარჩენილი 2 ჯოული კი ვერ ტეხავს ბოთლს, მაგრამ არა იმის გამო რომ 2 ჯოული საკმარისია არაა არამედ იმის გამო რაც შემდეგ პუნქტში იქნება აღწერილი
- ტყვიის დეფორმირების შემდეგ ტყვია უფრო დიდი ხდება, ანუ სივდება და შედეგად უფრო დიდი ზედაპირს ეხება, რომ გადავიანგარიშოთ არა დეფორმირებულ და დეფორმირებულ ტყვიას შორის, იქნება კოლოსალური განსხვავება ზომებში, მაგალითად შენ ისროდი წვეტიან ტყვიას, წვეტი კი მინიმალური დიამეტრია, ვთქვათ 0.1 კვადრატული სანტიმეტრია ანუ ერთი წვრილი წერტილია და ამ წერტილზე მოდის 2 ჯოული ან მთლიანი 5 ჯოული ენერგიის ზეწოლა. მაგ ადგილით რომ იყოს ზეწოლა ბოთლის კედელზე, კედელი ვერ გაუძლებდა წვრილ ზეწოლას და გატყდებოდა, მაგრამ ტყვიამ ფორმა შეიცვალა და გასივდა შედეგად 0.1 მილიმეტრის მაგივრად სიტყვაზე გახდა 3-4 კვადრატული მილიმეტრი, ანუ ფართობი გაიზარდა ენერგია კი იგივე დარჩა, ფიზიკის კურსის მიხედვით კი რაც მეტია ფართობი მით უფრო ნაკლები ენერგია მოდის, იგივე თითოეულ 0.1 კვადრატულ მილიმეტრზე, შედეგად ერთ წერტილში კი არ ხდება დარჩენილი 2 ჯოულის ენერგიის კონცენტრირება, არამედ ეს 2 ჯოული ენერგია გადანაწილდება საერთო დიდ ფართობზე და თითოეულ მიკრო წერტილს მოუწევს მიკრო ენერგიის ნაწილი რაც ბოთლის ზედაპირის გასახვრეტად უკვე საკმარისი აღარაა
- რატომ ხვრიტავს BB ტყვია ალბათ ეგეც გაინტერესებს, იმიტომ რომ რკინისაა ზედაპირ სრა იცვლის და ენერგია ტყვიის ფორმის შეცვლაში არ იკარგება პლიუს მრგვალია რაც იმას უზრუნველყოფს რომ ობიექტის ზედაპირთან შეხების ადგილი იქნება მინიმალური (ნუ ბრტყელი მხარე BB ტყვიას არ აქვს, ანუ ყოველთვის კონცენტრირებულად წერტილოვან ზეწოლას გააკეთებს), შედეგად ბოთლის კედელი ვერ უძლებს და ნანატრი დამსხვრევაც იჩითება

ნუ ახლა დეტალურად კიდევ მილიონი მიკრო პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ნუ ძIრითადი აზრი ესაა რა

იმედია ახლა გასაგებია ყოლიფები... შედეგი კი ერთია, ჩვეულებრივმა პლუმბუმის ტყვიამ რომ დაამტვრიოს ბოთლი საჭიროა უფრო მეტი ენერგია ჰქონდეს ტყვიას, რომ დეფორმაციაზე დახარჯული ენერგიის მერე დარჩეს კიდევ იმდენი საკმარისი ენერგია რომ გადიდებულ ტყვიას და ზედაპირს კიდევ ჰქონდეს საკმარისი ზეწოლა ობიექტზე. ეგ კი ხშირად ძნელია co2 პისტალეტებზე და სუს პნევმატიკაზე.
რჩევა იქნებოდა გესინჯა უფრო მყარი ტყვიები რომელიც დეფორმაციას ნაკლებად განიცდიან, ასეთებია Crosman Premier-ი 10.5 გრანიანი (ნუ შენი თოფებისთვსი ცოტა არ იყოს მძიმეა და არ გამოდგება), ან მისი მსუბუქი ვერსია Crosman Premier 7.9 გრანიანი.
გაითვალისწინე მე საუბარი მაქვს Crosman Premier-ზე, რომელიც იყიდება მუყაოს კოლოფში და პაჩკაში არის, 1250 ცალი ტყვია, ნუ გაჭირვებისას შეიძლება რკინის კოლოფიანი ითრიო 500 ცალი რომაა, მაგრამ მაგათ უკვე ჰქვია Crosman Ulrta Magnum Premier-ები, შემოკლებით ვეძახით CUM-ს მარა აი დანარჩენი ტყვიები როგორიცაა წვეტიანი, ბრტყელთავიანი, თავში ჩაღრმავებით, ყველა ეგ ტყვია არის რბილი და იგივე გატყლეპების ეფექტს მოგცემს.