momxre
Aug 17 2013, 04:27 PM
მოგესალმებით მეგობრებო!
გავხსენი თემა რომელიც დღეისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და აქტუალურია. ბევრს აინტერესებს თუ რა ბედი ეწევა მის მიერ გამოწერილ პნევმატიკას, ღიირს კი საერთოდ გამოწერა?! სათაურიც შესაბამისი შევურჩიე “გამოწერა არ გამოწერა საკითხავი აი ეს არის”

ამ თემის გმირმა, ტატოს მერანივით უნდა განვლოს “გზა” ამერიკიდან საბურთალომდე საქართველოს საბაჟოს გავლით
“ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
და ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს”
და დაუსვას დიდი წერტილი ზემოთ ხსენებულ კითხვას

ეს ორი სახელი კი ცისფერი მთების არ იყოს იმიტომ ავარჩიე რომ , თუ ექსპერიმენტი ჩაფლავდა ცოტა სახლისო მაინც იყოს

მოკლედ, გადავწყვიტე ამაზონიდან გამოვიწერო კროსმანის ფანტომი
ეს ჩვენი თემის გმირი ლინკი
ფანტომიესეც გადამზიდავი ლინკი
ბესტექსიშტატი: Minnesota
ქალაქი: Mendota Heights
თუმცა, თქვენი დახმარების გარეშე ეს საქმე მაინც არ გამოვა. მირჩიეთ ამაზონიდან გამოვიწერო ტუ პირამიდიდან? ბესტექსით თუ სხვა გადამზიდავით? ფორუმზე წავიკითხე: პირამიდა ამერიკის ყველა ქალაქში არ აგზავნისო, კამექსის ტვირთი ამერრიკის საბაჟომ გააჩერაო და ასეთები....
შეკვეთას კვირა საღამოს ან ორშაბათ დილით გავაკეთებ სავარაუდოდ. მანამდე კი თქვენ რჩევებს დაველოდები.
მადლობა ყველას ვინც თავის აზრს ჩვენც გაგვიზიარებს .
geojorjika
Aug 17 2013, 05:01 PM
ციტატა
დღესს გამოვიტანე კამექსიდან იარაღი პნევმატური 1 თვე ველოდე და მეტიც მგონი, იმხელა იყო ყველა მე მიყურებდა biggrin.gif ოპტიკაც მოყვა და ყველაფერი smile.gif
უბრალოდ დიდი დრო უნდა რაა
წყარო: forum.ge
foxi
Aug 17 2013, 08:41 PM
momxre
მშვენიერი საქმე წამოგიწყია. იმედია შედეგებს დადებ და ჩვენც მერე ერთად გადავწყვეტავთ: გამოწერა თუ არ გამოწერა.
r-O-m-A
Aug 17 2013, 10:24 PM
momxre ველოდები შენს შედეგს, მე ვაპირებდი პირველი მერცხალი ვყოფილიყავი და ცოტა მოვატორმუზე,

ისე ბეტექსს აქებენ მაგ ამბავშI, თან საიტზე უწერიატ აკრძალულ ნივთთა ნუსხაშI 4.5 მმ ის კალიბრის ზემოთ ჩამოგვაქ პნევმატიური იარაღიო.
Ex3
Aug 17 2013, 11:58 PM
ციტატა
აი ეს იარაღი
http://www.amazon.com/gp/product/B004ZIEWI...=UTF8&psc=1 40 ლარამდე დამიჯდა რა წონის გადასახადი. მაგარი რამეა. ოპტიკაც მომეწონა მიზანში მიაქვს კარგად. სხვადასხვა სახის ტყვიები ედება და საკმაოდ მძლავრია. კურდღელს მოკლავს საჭიროების შემთხვევაში.
კამექსით ველოდე 1 თვემდე და ჩამომიტანეს მაინც.
წყარო: forum.ge , იგივე იუზერი.
geojorjika
Aug 18 2013, 01:20 AM
ვახ კაცო არ შე..ეს ამ კურდღელს ნეტა რომელიმე მანახა ვისაც პნევმატიკით კურდღლები ყავს დახოცილი სულ მაგალითად კურდღელი რომ მოყავთ
Ex3
Aug 18 2013, 01:51 AM
customer review ებს კითხულობენ ამერიკელების ალბათ
bazuka
Aug 18 2013, 10:50 AM
კურდღელი მგონი ყველაზე ნაზი არსებაა დედამიწის ზურგზე
ერთი გვარიანად რომ შეაფურთხო ისიც კი მოკლავს მგონი
ნუ ეხლა ამ ფურთხებას ნუ აიტაცებთ მაინცდამაინც
ja_ja
Aug 18 2013, 02:42 PM
მოკლედ
ერთი დადასტურებილი ჩამოტანის ფაქტი უკვე გვაქვს და დალშე იმედია ექსპერიმენტები საჭირო აღარ იქნება თუმცა აზრის გასამყარებლად რაც მეტი დადასტურებული შემთხვევა იქნება მით უკეთესი, ანუ დაგვეხმარება ფსიქოლოგიური ბარიების გადალახვაშI რომ რაღაც აკრძალულია.
momxre
Aug 18 2013, 10:57 PM
შეკვეთა გაკეთებულია!
დაველოდოთ თU როგორ განვითარდება მოვლენები

Your estimated delivery date is:
Friday, August 23, 2013 -
Wednesday, August 28, 2013
iorama
Aug 19 2013, 02:51 PM
nihontoman
Aug 19 2013, 03:00 PM
geojorjika მე მოვკალი ერთხელ ერთი, ოგონდ შინაური იყო და კეფაზე მიდებული ვესროლე

სანამ გაატრაკებდეთ ისა და ესაო, შე არაადამიანო და კაცის მკვლელოო, ეგ კურდღელი მაინც დასაკლავიდ იყო და ყელის გამოჭრას მგონი ტყვია ჯობდა ჰუმანურობის პონტში....
ja_ja
Aug 19 2013, 03:22 PM
nihontoman ციტატა(nihontoman @ 19th August 2013 - 04:00 PM)

კეფაზე მიდებული ვესროლე
რა იყო SS-ის ბრიგადებში გადიოდი წვრთნებს

ისე თუ მაინც დასაკლავი იყო ცოტა შორს გაგეშვა და მოგესინჯა ჯალები გამოგივიდოდა თუ არა მონადირება. კეფაში იასნია დაიბრიდებოდა
nihontoman
Aug 19 2013, 03:27 PM
ja_ja
სად უნდა გამეშვა? რომელი ჭკუათმყოფელი გაუშვებდა კურდღელს შორიდან სასროლად. დატყდებოდა სადმე ბუჩქებში და დავრჩებოდი ჩიჩიის გარეშე.
gregory
Aug 19 2013, 03:28 PM
ციტატა(nihontoman @ 19th August 2013 - 04:00 PM)

მე მოვკალი ერთხელ ერთი, ოგონდ შინაური იყო და კეფაზე მიდებული ვესროლე
nihontoman თვალები თუ აუხვიე და ბოლო სიტყვის უფლება თუ მიეცი
geojorjika
Aug 19 2013, 03:43 PM
nihontoman ციტატა(nihontoman @ 19th August 2013 - 04:00 PM)

ყელის გამოჭრას მგონი ტყვია ჯობდა ჰუმანურობის პონტში....
ასეთI ჰუმანურობაც არ არის საჭირო ერის ცხოვრება დაგჩაგრავს
nihontoman
Aug 19 2013, 03:57 PM
rekshet
Aug 19 2013, 11:07 PM
მე ხო ბედი არ მაქ მეორე იარაღი გამოვიწერე და კიდე საბაჯომ გამიჩერა ! რაღაც ნებართვას ითხოვენ და ვერ გავიგე რა ნებართვას არც მეუბნებიან შსს მიბრძანდიტ და მანდ გაარკვიეთო და მოგცებენო ნებართვას რა მიზნით გააჩერეს რა უფლებით არაპერს არ მეუბნებიან უნდა ვესტუმრო ხვალ !
gregory
Aug 20 2013, 07:50 AM
rekshet
რა ჩამოვიდა? რომელი გადამზიდავით? რაც დაწერე გადამზიდავმა გითხრა თუ საბაჟომ?
ja_ja
Aug 20 2013, 08:16 AM
rekshet
მოდელი დაწერე რა გამოიწერე ეგეთი... მართალი გითხრა მაგარი არ მესიამოვნა ეგ ამბავი....
Ex3
Aug 20 2013, 08:36 AM
რა ნებართვას ითხოვენ ნეტა თვითონ იციან ? : |
მგონი მარტო შენ შეგექმნა პრობლემა კანონის შეცვლის შემდეგ : (
ესეიგი გამართლებაზეა მებაჟე ვინ მოგიწევს, იმედია რომ მიხვალ ნორმალური დაგხვდება ვინმე : |
Der Rote Baron
Aug 20 2013, 08:55 AM
ციტატა(gregory @ Aug 19 2013, 04:28 PM)

momxre
Aug 20 2013, 11:37 AM
Tracking Information:
STATUS: In transit
SHIP CARRIER: UPS
TRACKING ID: 1Z17RV430311273502
LATEST EVENT: Plainfield IN
Package has left seller facility and is in transit to carrier - August 19, 2013 6:14:35 PM
TEXT TRACE:
Sign-up to receive text tracking alerts
დაიძრა...
gregory
Aug 20 2013, 12:50 PM
ციტატა(momxre @ 20th August 2013 - 12:37 PM)

დაიძრა...
ნუ აშშ მისამართისკენ რომ უპრობლემოდ დაიძრებოდა ეგ ტავისთავად ცხადია
momxre
Aug 21 2013, 09:15 PM
STATUS: Delivered
LOCATION: Shipping dock
SIGNED FOR BY: HOTEVT
SHIP CARRIER: UPS
TRACKING ID: 1Z17RV430311273502
LATEST EVENT: Saint Paul MN
Delivered - August 21, 2013 8:13:00 AM
TEXT TRACE: Your package has been delivered and you will not receive any further text messages for this package. Be sure to sign-up your other packages for Text Trace.
ბესტექსის ოფისშიც აისახა
3.19 კილოგრამი
43.10 ლარი
აწი იწყება თავგადასავლები
rekshet
Aug 21 2013, 10:54 PM
Hellados
Aug 24 2013, 12:31 AM
ორი იარაღი გამოვიწერე ერთი ბესტექსის მეორე კამექსისი მისამართზე, ბესტექსში მივიდა და წამოვიდა კიდეც, ამ ოთხშაბათს ალბათ ავიღებ თუ ყველაფერი კარგად იქნა

აი ეს კამექსი კი მოკლედ ძალიან დაძირულა და არ ვიცოდი, იარაღი 4 დღეა მივიდა და ჯერაც არ ასახულა, ორჯერ დავურეკე მეილიც მივწერე და მეილზე საერთოდ არ მიპასუხეს და ტელეფონზე მეუბნებიან გვიან აისახებაო, ჩამოსვლითაც შეაგვიანდებაო სხვა ნივთებისგან განსხვავებით...
მოკლედ ამ კამექსს არ გაეკაროთ ჯერ, ხალხს ივლისში გამოწერილი ამანათები ვერ აუღიათ ჯერ, ძალიან არეულები არიან. დამატებით რამე სიახლე რომ იქნება შეგატყობინებთ
momxre
Aug 24 2013, 07:47 AM
"bestex.ge" <info@bestex.ge>
თქვენი ამანათი გამოფრინდა ამერიკიდან
პატივისცემით Bestex.ge
გაგრძელება იქნება....
ველოდებით
rekshet
Aug 24 2013, 02:49 PM
ყველა მოერიდეთ კამეხ-ს !!!!!! მაგათზე სიაფანტი კომპანია არ არსებობს აქ დავწერე რო ნივთი შეჩერებული მკონდა საბაჯოზე და წესით დღეს უნდა მიეცათ ჩემთვის კუთნილი იარაღი და მივწერე თრექიქინკ კოდი მევთქვი ჩამოვიდა და არაო 30 ჩამოვა 26 გამოიგზავნებაო :@ მიდი და მაგის მერე დაუჯერე !
ja_ja
Aug 24 2013, 04:40 PM
rekshet მე გავედი ფონს, იმის მერე რაც 3.5 კვირა მაპამპულავეს, სამშაბათს ოთხშაბათს კვირის ბოლოს... სამშაბათს ოთხშაბათს კვირის ბოლოს.... სამშაბათს ოთხშაბათს კვირის ბოლოს და ბოლო შაბათს რომ არ ჩამოვიდა და წერილი რომ მივწერე სადაა მეთქი (მაშინ ტელეფონი ვერ მოვძებნე გამწარებულ გულზე), მოიწერეს სამშაბათშო და.... სამშაბათს ხომ დავურეკე, არ მილანძღია პროსტა ტექნიკურად დავურხიე, დაიწყო ბოდიშები და ხვალ იქნება 11 საათიდანო. ოთხშაბათსაც 11-ზე რომ არაფერი გამოჩნდა 12-ზე დავურეკე და ისეთი ამბავი ავტეხე, ჯერ ხომ ერთი გამექცა, მეორე მეორე, ბოლოს მენეჯერამდე მივედი, აი იმას რომ ტექნიკურად შევუსრულე და ვიგრძენი ზადნი მისცა, აი მერე ხომ ავუწიე და ავუწიე ტონებს, მეთქი რომ იძახით შაბათს იქნებაო, ეგრე 3 კვირაა მეუბნებით ეგ მეოთხეა მეთქი, ახლა ტელეფონს ვთიშავ და შაბათს მოვდივარ და ან ჩემი ამანათი გამაქვს და ან მისი ღირებულება ამინაზღაურეთ მახატია მეთქი....
დავითანხმე, ცდილობდა რაცხანაირად ლაზეიკის დატოვებას მარა არ მივეცი საშუალება, უკვე ახალ ვიდაკს ვეძებდი იბეიზე და ხუთშაბათს გადმომირეკეს ჩამოვიდა შეგიძლიათ გაიტანოთო

გეფიცები ვერაფერი ვერ გავიგე, ოთხშაბათს თუ არ იყო ხუთშაბათს მაგათ რეისი არ აქვთ და საიდან გაჩითეს არ ვიცი, ნუ რავი ვიდაკი გამოვტანე, დავაყენე მუშაობს, პროსტა შემრჩა 3.5 კვირა ნერვების გლეჯა და ნულოვანი სერვისი...

ახლა რაცხა ერთი ამანათია კიდევ გზაში ჩამოვა და მაგ კომპანიასთან მე კაპუტ საქმე, ბაზარზე ოხრადაა სხვა კომპანიები და ტილიანი 1$-ის ეკონომია არ ღირს ამდენ ნერვების გლეჯად.
თუ მოგვიანებით გამოსწორდებიან მერე ერთეულ მძიმე ტვირთებს გავუშვებ ხოლმე მაგათთან თუ არა და....
momxre ციტატა(momxre @ 24th August 2013 - 08:47 AM)

თქვენი ამანათი გამოფრინდა ამერიკიდანპატივისცემით Bestex.ge
მშვენიალურია, ანუ ბესტექს თუ პრობლემა არ აქვს, ამ კუკუ კამექსმა ნეტა რა მიქარა ეგეთი რომ დღემდე არ ატანენ ამანათებს? თუმცა ეგ შენგან შორს, ველით ბესტექსს
momxre
Aug 26 2013, 02:46 PM
ვააააააა
ჩვენი გმირი საქართველოშია
თქვენი ამანათი ჩამოფრინდა საქართველოში
ამანათის გაცემის სავარაუდო თარიღი: 23.08.13-ის რეისი ჩამოსულია გაცემა დაიწყება 27.08.2013-ში 15 საათიდან. უფასო საკურიერო პარასკევს.
პატივისცემით Bestex.ge
სიტუაცია სულ უფრო იძაბება დადადადა
momxre
Aug 27 2013, 12:28 PM
არის ასრულდა ოცნება

ჩამოვიდა ჩემი გმირი, ფანტომი.
თანაც რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს უპრობლემოდ
მადლობა ბესტექს

მოკლე რეზიუმე:
შევიძინე crosman phantom ოპტიკის გარეშე 84 $-ად ამაზონზე ( ლარებში 84*1.65=138.60 )
ტრანსპორტირება 43.10 ლარი (თოფის რეალური წონაა 2.605კგ მიანგარიშეს 3.19 კგ მოცულობითი წონა)
ჯამში 181.70 ლარი
გადამზიდავი ბესეტექსი
ჩამოიტანა უპრობლემოდ
ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ თამამად გამოიწეროთ!
ესაა ჩემი კომენტარი
Hellados
Aug 27 2013, 12:59 PM
აიღე უკვე?
ჩემიც ჩამოსულია ბესტექსში და მეზარება გავლა...
მეორე თოფი რომელიც კამექსში მივიდა არც ასახულა და არც აპირებენ მგონი ასახვას... რა კანტორა გახდა რა შეცვალეს ამისთანა რომ დედა უტირეს თავიანთ მომსახურებას არ მესმის.
ja_ja
Aug 27 2013, 01:15 PM
momxre გილოცავ, ძალიან კაი ესეიგი კიდევ ერთი დადასტურებული ფაქტი გვაქვს რომ პრობლემები ნიხტ. ვერი გუდ ბატონო
Der Rote Baron
Aug 27 2013, 04:24 PM
ვა.. საღოლ..
momxre
Aug 28 2013, 08:30 AM
ჯა ჯა
მადლობა, იქნებ ოპტიკია მირჩიოთ რაიმე ძაან ძვირიანი არა და ტყვიებიც
მინდა ფანტომზე ვრცელი რეპორტი დავდო თავისი ფოტოებით
თუ ვინმე დამეხმარებით დეკომპრესაციაში
მგონი საინტერესო გამოვა ფორუმისთვისაც და დამწყებებისთვისაც
Ex3
Aug 28 2013, 08:46 AM
გილოცავ გილოცავ )) კაია )
ბესტექსის თვითმფრინავი სად ჩამოდის?
მე იმედია ქუთაისის აეროპორტში გამიმართლებს მებაჟეები
gela
Sep 3 2013, 07:01 PM
მოკლედ ხალხნო და ჯამაათნო, სურვილი გამიოჩნდა მქონოდა საშუალო კლასის ზდპ, და 29 აგვისტოს გამოვიწერე CROSMAN TITAN NP .177 . ბესტექსის გადამზიდ კომპანიით, ჯერ არ მისულა საწყობში, წესით უკვე მალე უნდა მივიდეს, როგორ ჩამოვა და რანაირად ამას დაწვრილებით შემდეგ მოგახსენებთ, ამ იარაღის შესახებ არაფერი ვიცი, მხოლოდ ის ვიცი რომ ჩვენს ფორუმელ ვიტეკას აქვს და ძალიან კმაყოფილია. ველი მოვლენების განვითარებას ,,
TARASICHA
Sep 3 2013, 09:05 PM
გაუმარჯოს ფორუმელებს, ამ ორი იარაღიდან რომელს მირჩევთ და რა განსხვავებაა მათ შორის იქნებ მომწეროთ თუ შეგიძლიათ რა, გამოწერა მინდა და რომელი უდრო ზუსტი და ძლიერია? CROSMAN TITAN NP .177 თუ nitro venom dusk .177
geojorjika
Sep 3 2013, 10:11 PM
TARASICHA
დიდი სხვაობაა არაა, რომელიც მოგწონს ის იყიდე
TARASICHA
Sep 3 2013, 10:31 PM
რითი განსხვავდებიან ერთმანეთისგან? თუ იცით იქნებ მომწეროთ რა.
EnDeL
Sep 3 2013, 10:52 PM
სალამი ყველას

რამდენი ხანია აქ არ შემოვსულვარ
TARASICHA ვენომს უკეთესი ოპტიკა მოყვება (3-9x32) ტიტანს კი (4x32). დამატებით ინფოს ამ თოფების მფლობელები თუ მოგაწვდიან თორემ მწარმოებლის მონაცემებით ვიზუალის და ოპტიკის გარდა განსხვავება არ ჩანს

წონაც და ზომაც კი ერთნაირია 7.4 lbs 44.5 in
TARASICHA
Sep 4 2013, 08:57 AM
ციტატა(EnDeL @ Sep 3 2013, 10:52 PM)

სალამი ყველას

რამდენი ხანია აქ არ შემოვსულვარ
TARASICHA ვენომს უკეთესი ოპტიკა მოყვება (3-9x32) ტიტანს კი (4x32). დამატებით ინფოს ამ თოფების მფლობელები თუ მოგაწვდიან თორემ მწარმოებლის მონაცემებით ვიზუალის და ოპტიკის გარდა განსხვავება არ ჩანს

წონაც და ზომაც კი ერთნაირია 7.4 lbs 44.5 in

გაიხარე, დიდი მადლობა
bacho
Sep 4 2013, 03:47 PM
გამარჯობათ,გამოვიწერე პნევმატური პისტოლეტი bestex.ge_და საიტზე რო არ ასახულა ვკითხე და ასე მიპასუხეს რო აკრძალულ ნივთებშიაო და რა ვქნა?4.5 კალიბრიანია
bazuka
Sep 4 2013, 03:53 PM
bacho
კონკრეტულ პასუხს ვერავინ გეტყვის, უცხო პლანეტელები არსებობენ თუ არა მაგ თემიდანაა
სამწუხაროდ
kaka8079
Sep 4 2013, 04:07 PM
bacho
ის უთხარი რომ ამ ერთი თვის განმავლობაში საკმაოდ ბევრი პნევმატური იარაღი შემოვიდა თქო თქვენი კომპანიის მეშვეობით საქართველოში,ასე რომ ბაბუაშენს მოუყევითქო ეგ ზღაპრები,4.5 კალიბრი დაშვებულია და გამოუშვი თქო აქეთ ან ფყლი მაიტათქო,და ისე როდის მოხდა ეგ ამბავი?აგერ უწერიათ რა არის აკრძალული.
აეროზოლი, პულივიზატორი
ალკოჰოლი
ცხოველები
აკუმულიატორები (დამცავი შეფუთვის გარეშე, აალებადი, სითხის შემცველი)
სანთებელა (გაჟღენთილი საპოხი მასალით)
ნაღდი ფული, მონეტები, და მსგავსი პროდუქცია
ბეწვი, ტყავი, ან სხვა ცხოველის ნაწილი
სუნამოები
მალფუჭებადი პროდუქცია
ხილი, ბოსტნეული, ხორცი და სხვა მსგავსი პროდუქცია
მცენარეები
პორნოგრაფიული მასალა (ნებისმიერი სახის, გარდა სექს სათამაშოებისა)
სამხედრო ტაქტიკური აღჭურვილობა, სათვალთვალო პროდუქცია (ტაქტიკური) .
ამუნიცია, ტყვია წამალი, ღამის ხედვის ხელსაწყოები, სამხედრო და სამიზნეები,
ბიო არომატიზატორი, მოსაწევი თუთუნის მსგავსი
პნევმატური იარაღები 4.5 კალიბრზე დიდი
აალებადი ნივთიერება ნებისმიერი სახის ან მისი შემცველი პროდუქცია
gregory
Sep 4 2013, 04:26 PM
ხალხნო gecor-ის რამე ხომ არ იცით? დაიკარგნენ საერთოდ და ჩემი ოპტიკაც ზედ მიაყოლეს
bacho
Sep 4 2013, 04:29 PM
ციტატა(kaka8079 @ 4th September 2013 - 05:07 PM)

ისე როდის მოხდა ეგ ამბავი?
დღეს მომწერეს ეგრე,ანუ შეიძლება აკრძალული ნივთების დაბრუნება?
ja_ja
Sep 4 2013, 04:33 PM
bacho
აგერ ცალცალკე თემებში ხალხი წერს ჩამოვიტანეთ ბესტექსითო და მადლობებს უხდიან და.... რაცხა მეც ვერ გავიგე რაღა შენს ეგზემპლარზე გაჭედეს?
bacho
Sep 4 2013, 04:35 PM
აუ რავიცი ყველაფერი მე უნდა დამეტაკოს რააა,ეხლა მივწერე მეილზე და არაფერს არ მწერენ
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.