foxi
Aug 17 2013, 12:45 PM
ყველა ფორუმელს გილოცავთ ნადირობის სეზონის გახსნას. იმედია პოსტებს გამოაქვეყნებთ ჩვენი უბადრუკი კანონების შესატყვისს.
ყველა კანონსაწინააღმდეგო პოსტები, წაიშლება განმარტების გარეშე.
geojorjika
Aug 17 2013, 02:20 PM
სამწუხაროს გახსნაზე ვერსად ვერ მივდივარ

ისე გილოცავთ ყველა მონადირეს
ReMiNgToN
Aug 18 2013, 05:47 PM
ხოო მომილოცავს აბა სეზონის გახსნა + აქვე მოვაყოლებ მისალმებას, ეს ზაფხული ინტერნეტიდან შორს გავატარე. აბა სულ კაი ნადირობები ყველას, ჩემი ჩათვლით
Ex3
Aug 20 2013, 03:01 PM
გილოცავთ )
სანამდე გრძელდება? გუგლში რომ ჩავწერე მულტფილმი ამომიგდო ))
26 დეკემბრიდან 26 იანვრამდე რამეზე ნადირობა შეიძლება პესტების გარდა?
ლიცენზიას სად იღებთ?
მადლობა )
kaka8079
Aug 20 2013, 03:06 PM
Ex3
ლიცენზიას ნებისმიერ ბანკში,მიხვალ და ეტყვი მინდა ქვითარი გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღების თუ რაღაც ამდაგვარს,მოკლედ ნადირობის ქვითარი თქო და მიხვდებიან,ნადირობა კი დაშვებულია გადამფრენ ფრინველზე პირველ მარტამდე,ოღონდ ყველა ფრინველზე ვერ ინადირებ ამ ვადამდე,ყველას თავისი გარკვეული დრო აქვს,ანუ თვეებს ვგულისხმობ.
Ex3
Aug 20 2013, 03:26 PM
kaka8079
მადლობა ) კონკრეტულად რომელ გადმფრენზე შეიძლება ნადირობა რომელიღაცა თემაში იყო თუ არ ვცდები, მოვძებნი მერე
smekosmeko
Oct 1 2013, 02:48 PM
რატო არავინ არ ნადირობს? კარგ რეპორტებს ველოდებოდი ამ სეზონზე და ჯერ არაფერია სამწუხაროდ. ყველა ხომ არ მუშაობს. მე ქედანის სეზონს რომ ვმაზავ ცუდად ვარ, არ უნდა გამეყიდა ფიშტო

წელს უკვე თითქმის ყველას პცპ აქვს და მაინც პასიურია პნევმოთი ნადირობა.
ja_ja
Oct 1 2013, 02:56 PM
წერა ეზარება ყველას

გაზარმაცდა ყველა, მხოლოდ ნადირობენ და ჭამენ

მერე კი გავსებულ მუცელზე ტექსტის აკრეფა ყველას ეზარება

ისე რეპორტები მეც ოხრად მაქვს დასადები... ვიზე ვლაყბობ

წავედი დავახვიე სანამ გამლახეს
foxi
Oct 1 2013, 05:06 PM
ქედანი კი არა ბეღურებიც კი აღარდატოვეს ვაი მონადირეებმა! ცალკე მოწამლული ყანებიც დაუმატე და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ყველაფერი გამოჩნდება. თუ რატომ არავინ არ დებს რეპორტს. არის კიდევ ერთი მიზეზი,გაურკვეველი კანონების გამო ალბათ თავს იკავებს ხალხი წეროს იმაზე რასაც აკეთებენ ნადირობაზე.
ReMiNgToN
Oct 1 2013, 07:55 PM
მე მაგალითად მეზარება ხოლმე წერა, ხანაც სურათებს ვერ ვიღებ კარგს და ასე შემდეგ...
smekosmeko
Oct 1 2013, 08:31 PM
ხო უფრო ეს კანონი ატრაკებს, თან ოპტიკით ნადირობა... აიძულებენ რომ მხოლოდ გლუვით ინადიროს ყველამ. ოდითგანვა მონადირეები იყვნენ ქართველები, გამორჩეული და დღესდღეუბით არაფერი დაგვრჩა ამ დიდი დრადიციისაგან. ცოტა მონადირე შემორჩა უკვე, დანარჩენი მეხორცეები არიან.
name
Oct 1 2013, 10:06 PM
smekosmekoისე შენი ნადირობის რეპორტები რატომღაც გამოკვეთილად მახსოვს სხვებისგან განსვებით, კარგად ასუქებდი ფორუმს
თუმცა რა გასკვირიც არ უნდა იყოს ,
foxi ვიდეომ მომწამლა ნადირობის თვალსაზრისით მარტო, სადაც ტურა გაისტუმრა საიქიოში, რაც მე დღემდე ვერ მოვახერხე
ჯაჯ კი როგორ ახერხებს თავის. "ზე" უგამორჩეულესი რეპორტს გადაბიჯოს, მითუმეტეს ეხლანდელი ჩემპიონატის, არ მესმის
okela84
Oct 1 2013, 10:20 PM
name ციტატა(name @ 1st October 2013 - 11:06 PM)

სადაც ტურა გაისტუმრა საიქიოში
დისკოთი ?
ReMiNgToN
Oct 1 2013, 10:30 PM
okela84
remington nitro
okela84
Oct 1 2013, 11:05 PM
კამუფლაჟიანი კონდახი რო აქვს ეგ ?
iorama
Oct 2 2013, 06:14 AM
რომელ გაურკვეველ კანონზეა ლაპარაკი?
gela
Oct 2 2013, 08:40 PM
iorama ციტატა(iorama @ 2nd October 2013 - 07:14 AM)

რომელ გაურკვეველ კანონზეა ლაპარაკი?
ისე ეგ მეც მაინტერესებს
ალბათ პნევმატურით რომ აკრძალულია ნადირობა მაგაზე
foxi
Oct 2 2013, 09:19 PM
მე პირადად იმ კანონზე მაქვს საუბარი, რომელიც არეგულირებს პნევმატური იარაღით ნადირობას.
თუ ვინმეს სრული ინფო გაქვთ.(უტყუარი წყაროს მითითებით. )იქნებ მოგვაწოდოს შესაბამის თემაში.
smekosmeko
Oct 2 2013, 10:12 PM
ოპტიკით ნადირობაზე. არ შეიძლება არაფრის დიდებით

მარადიორით რომ ისვრი ოპტიკის გარეშე : D მეორნეობებში მგონი შეიძლება ოპტიკით ნადირობა.
gela
Oct 2 2013, 10:19 PM
okela84 ციტატა(aleqsandre @ 2nd October 2013 - 12:05 AM)

კამუფლაჟიანი კონდახი რო აქვს ეგ ?
კი ეგ არის : )) თუმცა არსებობს მაგისი უკომუფლიაჟო ვარიანტებიც : ))
foxi ციტატა(kakha @ 2nd October 2013 - 10:19 PM)

მე პირადად იმ კანონზე მაქვს საუბარი, რომელიც არეგულირებს პნევმატური იარაღით ნადირობას.
თუ ვინმეს სრული ინფო გაქვთ.(უტყუარი წყაროს მითითებით. )იქნებ მოგვაწოდოს შესაბამის თემაში.
ვეთანხმები ამხანაგის დასკვნას, მოგვაწოდონ ბატონო აი დოკუმენტი სადაც ნათლად წერია რომ ჩემი ფიშტოთი ნადირობის შემთხვევაში კანონს ვარღვევ და სასწრაფოდ ვყიდი და ვყიდულობ რაგატკას
smekosmeko
Oct 3 2013, 08:22 AM
gela ვშიშობ რაგატკითაც არღვევ

არ ირღვევა კანონი, პროსტო დაძაბული უნდა იარო სანადიროდ და რაღაც ვერ ხარ სრულად ნადირობისათვის გაწყობილი, რადგან არც დაშვებულია და არც აკრძალული. მე გამიტრაკეს ერთხევ(პიკაპით იყვნენ პოლიციელები) ქვეყნის ვედავე, ბოლოს ჩემი მონაცემები ჩაიწერეს მანქანის ჩათვლით და გამიშვეს.
დღეს მან ჩხართვი შეიწირა 1377 ით და სიხარულით მე 9 ცაზეა , მის სოფელში ამ ფრინველს სვირინას უძახიან.სხვა ფრინველს უმიზნებდა და უცებ მასთან ახლოს დაფრინდა ეს ჩხართვი, მეორეჯერ სროლა დაჭირდა და დარწმუნდა რომ მოდიფიცირება უნდა მის 1377 ს.
ეს მე3 პირში რომ წერია , მგონი გასაგებია რატომაცაა.
geojorjika
Nov 2 2013, 03:37 PM
Ex3 რომელი ტომიდან ხარ შენ იროკეზს არ გავხარ საუბრის მანერით
okela84
Nov 2 2013, 04:08 PM
Ex3 ციტატა(Ex3 @ 2nd November 2013 - 04:29 PM)

დღეს მან ჩხართვი შეიწირა
ძაან დამპალი რამეა, ვერ ვუახლოვდები სასროლ მანძილზე, როგორც წესი მტაცებლებს უფრო მაღალი ინტელექტი აქვთ და ძნელია მიპარვა. ხელიდან კი ვესვროლე უამრავჯერ 150-200 მეტრიდან, მაგრამ შედეგი 0 ჯერჯერობით
smekosmeko
Nov 2 2013, 04:33 PM
ჩხლართვია ძნელი მოსანადირებელი? რას ამბობ უმარტივესია

მიახლოება (მიპარვა) არ უნდა... თვითონ უნდა მოვიდეს შენთან : D ერთ ადგილას დგეხარ და ეგაა.
ციტატა
ძაან დამპალი რამეა, ვერ ვუახლოვდები სასროლ მანძილზე, როგორც წესი მტაცებლებს უფრო მაღალი ინტელექტი აქვთ და ძნელია მიპარვა. ხელიდან კი ვესვროლე უამრავჯერ 150-200 მეტრიდან, მაგრამ შედეგი 0 ჯერჯერობით sad.gif
smekosmeko მ სწორად თქვა ) მივიდა და რამდენიმე მეტრში დაჯდა ხეზე,არც სიფრთხილე არ ემჩნეოდა, აქ (აჭარაში) საკმაოდ გავრცელებულია. სხვა პატარა ფრინველებთან შედარებით გემრიელია რაც გამისინჯავს იქედან )
რომ დავაკვირდი ყვავებზეც მიახლოებით ასეა, თუ სასროლად მიდიხარ შორიდანვე მიფრინავს , ისე კი შეიძლება 20-30 მეტრში და ზოგჯერ უფრო ახლოს მიხვიდე სხვა დროს
foxi
Nov 2 2013, 08:11 PM
მაგარი ვიხალისე.
Ex3 ისე მესამე პირის რა გითხრა და ცოტა უფრო რომ დაალაგო რასაც ამბობ, იქნებ არც წავშალო შენი ნათქვამი. თორემ მან,მას,ის,ქნან და ასეთი რამე ძალიან გვაბნევს და ჩაგვაფიქრებს.
foxiხო მეც რომ ვკითხულობ მეცინება , მარა სიფრთხილეს თავი არ ტკივაო

რავიცი წაშალე მაშინ )
ციტატა(kakha @ 2nd November 2013 - 09:11 PM)

მაგარი ვიხალისე. Ex3 ისე მესამე პირის რა გითხრა და ცოტა უფრო რომ დაალაგო რასაც ამბობ, იქნებ არც წავშალო შენი ნათქვამი. თორემ მან,მას,ის,ქნან და ასეთი რამე ძალიან გვაბნევს და ჩაგვაფიქრებს.
სიხარულმა პროზაში გადააგდო ბიჭი.

რას ერჩი არაფერს აშავებს უსწორდება და წერს როგორც უნდა.

მეც თავიდან დავიბენი როცა ვკითხულობდი მაგრამ მეორედ წავიკითხე გამისწორდა
Ex3 აჭარაში რომელ სოფელში მოხდა ეგ ამბავი?
დიჩის სურათიც თუ გაქ რო დადო კარგი იქნება
iloარა მაგ ფორმით ლაპარაკობენ რამე არალეგალურის გადმოცემა თუ უნდათ

მაგალითად ამ ფორუმზე :
http://www.drugs-forum.com/SWIM - Someone who isn't me , და მერე მესამე პირში ლაპარაკობენ რა, სამართლებრივად რამდენად სწორია არ ვიცი მარა მთელი ფორუმი რომ მასე ლაპარაკობს ტყუილად არ იქნება მაგი )
ბობოყვათში მოხდა ეს ამბავი )

შავგული ბერურაც(ხომ ეგაა?) ჩანს სურათზე მაგრამ უცბად გადაღებული ფოტოა ჩხართვის გადაღების მიზნით და ბეღურას აღარ მივაქციე ყურადღება.
აჭარაში სად და რაზე შეიძლება პნევმატიკით ნადირობა ხომ არ იცი? მას უნდა ნადირობა

გაპუტვის მერე გამოჩნდა გულ-მკერდის ორივე მხარეს ნატყვიარი , ერთი ფართო რომელიც სურათზე ჩანს და მეორე წვრილი მეორე მხარეს, მეორე ტყვია სად გავარტყი არ ვიცი. ეს სხვადასხვა ტყვიების არ იქნება იმიტომ რომ შიგ არ ქონდა ნატყვიარი და სხვაგანაც ვერ ვუნახე
geojorjika
Nov 5 2013, 06:16 PM
Ex3
ეგ არ არის ჩხართვი , ეგაა წრიპა ანუ ჯიჯღი და საერთ არაეთიკურია ნაწლავებგადმოყრილი ნანადირევის დადება ღია თემაში
geojorjikaნაღდად?
ესენი ერთი და იგივე არაა?

ციტატა
და საერთ არაეთიკურია ნაწლავებგადმოყრილი ნანადირევის დადება ღია თემაში
ვეღარ ვასწორებ და ლინკს თუ შეგიძლია მოუხსენი მაშინ თეგები ) არ მიფიქრია მაგაზე )
ეგეთი მეც ჩამოვაგდე ხიდან გავგიჟდი ზურგიდან ისე გავს მწყერს, მაგრამ სისინებდა თუ სვირინებდა მივხდი რო მწყერი არ იყო
geojorjika
Nov 5 2013, 07:01 PM
ilo ციტატა(iglait @ 5th November 2013 - 07:34 PM)

მეც ჩამოვაგდე ხიდან
ციტატა(iglait @ 5th November 2013 - 07:34 PM)

სისინებდა თუ სვირინებდა მივხდი რო მწყერი არ იყო
ხიდან ჩამოაგდე და სისინით მიხვდი რომ მწყერი არ იყო?
Ex3 ჩხართვი

ჯიჯღი იგივე წრიპა

მხარწითელა

ბოლოშავა, ამასაც ჩხართვს ეძახიან
ციტატა(giorgi @ 5th November 2013 - 08:01 PM)

ხიდან ჩამოაგდე და სისინით მიხვდი რომ მწყერი არ იყო?
კი ვიცოდი მწყერი რო არ იყო სისინებდა ხეზე, ისე ძველი მონადირეები ამბობენ იშვიათ შემთხვევაში მაგრამ მწყერი ხეზეც ჯდება.
geojorjika
Nov 5 2013, 07:31 PM
Dave
Nov 5 2013, 07:37 PM
მიმინო

მიყვარს, მაგარი ფრინველია
ციტატა(giorgi @ 5th November 2013 - 08:31 PM)

, ჰოვიცი , ალბათ ძველი რუსული ფოლადის ლეგენდაც გაგებული გექნება და კიდევ ბეჟამინ ღლონტი რომ ქვებით იკვებებოდა ისიც
რას მეჩხუბები კაცო? ისე შენ ხუმრობასთან ძაან ახლოს ხარ
geojorjika
Nov 5 2013, 07:48 PM
ilo არ გეჩხუბები უბრალოდ შენ ვერ იგებ

, კაი ეგ არაფერი
მოკლედ "ძველი მონადირეები" ლეგენდებზე რომ არ იყო და საერთოდ დღევანდელ დღეს ლეგენდებზე საერთოდ არ უნდა იყოს ადამიანი იმიტომ რომ ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი უმარტივესად და უსწრადესად
მწყერი იმიტომ ვერ ჯდება ხეზემ ბუჩქზე, მავთულზე თუ ღობეზე რომე არ აქვს უფრო სწორედ კი ძალიან პატარა თითი აქვს ფეხზე რომელიც უზრუნველყობს მოჭერას და თავის დამაგრებას ნებისმიერ ნივთზე რომელიც არ არის ბრტყელი ზედაპირით, აი დაახლოვებით იგივე ბუნქციას ასრულებს რაც ჩვენთვის ცერა თითი, მარტივი გასაგები რომ იყოს უბრალოდ სცადე ჭიქის აღება ცერა თითის გარეშე და მიხვდები რაზეა საუბარი
რა ჩაიციკლე ამ მწყერზე შე კაცო. თუ 100 პროცენტით დარწმუნებული ხარ რომ მწყერი არ ჯდება ხეზე დაწერე ეგ.
არც მე დამიწერია რო მწყერი იყო მეთქი შევხედე და გავდა მწყერს და რა შენ ჩემზე კარგად დაინახე რა ჩამოვაგდე და რას გავდა?
barbarossa
Nov 5 2013, 07:49 PM
ეს მაინც არ გაგიგია? <<არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი>>
geojorjika
Nov 5 2013, 07:49 PM
ასე რომ როგორი ძველიც არ უნდა იყოს მონადირე და როგორი პატივსაცემით მწყერს ხეზე დაჯდომის საშუალება ფიზიკურად არ აქვს, ანატომია არ აძლევს ამის საშუალებას თორემ დიდი სოამოვნებით დაჯდებოდა

, მისი ფეხები მოწყობილია მიწაზე სწრაფად სირბილისთვის
აჰააა მადლობა ინფოსთვის
smekosmeko
Nov 5 2013, 07:52 PM
ისე ჩხლართს იშვიათად ვხედავ ხოლმე ეს ბოლო პერიოდი, ძირითადად წრიპა დაფრიალებს. ჩხლართვი უფრო დიდია ვიდრე წრიპა, ეგ სხვაობა 50 მეტრიდანაც კი შესამჩნევია, მაგრამ არცერთი არაა სანადირო ობიექტი. ამ კლასის წარმომადგენლებში ბოლოშავა ყველაზე დიდია.
feroni
Nov 5 2013, 08:08 PM
ეუფ გამიჭირდა რაღაც ამოცნობა, ეტყობა ასოების ბრალია
სურათები წაშლილია , ფოტოზე იყო ჭრელი კოდალა, რომლის მოკვლაც სასტიკად აკრძალულია როგორც კანონით ისე მორალურადაცშენ 10% ვორნი, ბანს იმიტომ არ გადებ რომ არ იცოდი რას ესროდი და უნებლიედ მოგივიდა, თუმცა უნებლიედ მოკვლა არ არსებობს , ჯობია სანადირო ობიექტების ნუსხას გადახედო საქართველოში
და გამიჩნდა კითხვა
რა უგავს მაგ კოდალას მწყერის რომ ხმით გაგერჩია მართლა ვერ მივხვდი

მწყერს რომელიც გავდა იმისთვის ფოტო არ გადამიგია
geojorjika
10 % ვორნი რაღა იყო ისე ვერ წაშლიდი?
feroni
Nov 5 2013, 09:30 PM
ilo შე კაი ადამიანო მაინც და მაინც ამ წითელი წიგნის ფრინველებს რომ დაერიე, ყვავი ან კაჭკაჭი ვერსად ნახე? აბა მაგ კოდალას მოკვლა იქნება
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.