
მინდა ვიყიდო მანქანის ვიდეო რეგისტრატორი. ბორბლებიანის მფლობელთათვის გასაგებია ალბათ თემის აქტუალობა. არის სხვა რიგი მიზეზებიც, რომელიც ამ გაჯეტს სასურველს ხდის ყოველდღიურ ავტო-ცხოვრებაში, ამიტომ მინდა ფორუმის წევრებს ვკითხო მოსაზრება ამ მოწყობილობის შესახებ.
mymarket.ge-ზე დევს რამოდენიმე გასაყიდად, ასევე ვნახე http://www.agenti.ge/category.php?id_category=17 ვებგვერდი, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს ანალოგიურ პროდუქციას. სავარაუდო ფასები კია მითითებულია ზემოთმოყვანილ ბმულებში (~90 ლარიდან 245 ლარამდე, მაგრამ ამაზონზე უფრო დიდი დიაპაზონია, როგორც ფასის, ასევე ტექნიკური პარამეტრების მიხედვით), მაგრამ არაა ამომწურავი.
ვინმე ხომ ვერ გამიზიარებდით თქვენს გამოცდილებას? რა ჯობია, რომელი მოდელი, რა ТТХ-ს აქვთ თქვენს მოწყობილობას? რამდენ წუთიან მონაკვეთს იწერს HD ფორმატში? აქვს თუ არა ავტონომიური კვების წყარო თუ მანქანის აკუმულატორიდან იკვებება? PM-ში ან ტელეფონით კონსულტაციაზე წინასწარ დიდ მადლობა.
პატივისცემით,
nxs027