
პირველ რიგში შესაბამის თემებს გადავხედე ინტერნეტშიც მოვიძიე ცოტაოდენი ინფორმაცია და შევუდექი საქმეს. მე თავად ავეჯის საამქროში ვმუშაობ მაგრამ კარგი მასალის შოვნა ვერ მოვახერხე, თანაც პირველად უნდა მომეკიდა მასეთი საქმისათვის ხელი და ავირჩიე წაბლი. ნუ რა ვთქვა - არის დალიან რბილი, მსუბუქი და ხელებს აშავებს გიხაროდეს

რამდენიმე დღის ხახუნის მერე რაღაც გამომივიდა და როდესაც უკვე საკმაოდ დავჯიჯგნე თან სანამ მექანიზმს მოვარგებდი და ფერს მივეცმდი, ჩემი თანამშრომელი გამომეცხადა. მიატრიალ მოატრიალა ჩემი შედევრი და მკითხა: - აი მასალა ვარგა ძამა კონდახიზაა??


ხოდა აქედან დავიწყებ ახლა მოკლედ მოყოლას, რას როგორ გავართვი თავი. პირველ რიგში ბატონი ვაჟას შეწუხება მომიწია, რომელიც ცნც-ზე მუშაობს, გადავუგეთ სურატი უკვე გაკეთებულ ბულკას, ვაჟამ მერე სახლში წაიმუშავა პროგრამა, გააკეთა და როგორც კი უფროსი საზღვარგარეთ გავისტუმრეთ, შევუვარდით საქმეს წელში.

ესაც ცნც-ს მონიტორი უკვე მზა პროგრამით

შემდეგ უკვე ვაჟიკო დეტალის დაყენების პროცესშია
სამწუხაროდ მუშაობის პროცესში ვერ გადავიგე ფოტოები, ჯერ ერთი რომ არ ჩანს კარგად და მობილურით საერთოდ არაფერი გამომივიდა

აი ასეთი რამ გამოგვივიდა, იყო ბევრი შეცდომა, არასწორი ზომები და რაც მთავარია ინსტრუმენტების ნაკლებობა 120 000 ევროიან ჩარხზე


ბოლო ჯამში კი მე მომიწია ისევ ხელით ხეხვა, ფხეკვა და სექსაობა
