დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Benjamin Discovery-ს ყიდვა მინდა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
roo
გამარჯობა, კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ფორუმზე

მინდა Benjamin Discovery 4.5 კალიბრიანის ყიდვა. რამდენად არის შესაძლებელი ამაზონით, კროსმანის საიტით ან pyramydair-ით შეძენა. რომელს მირჩევთ?

და კიდევ, თუ შესაძლებელია ზემო აღნიშნული საიტებიდან გამოწერა, რომელ გადამზიდ კომპანიას მირჩევთ..

საქართველოში ჩამოტანაზე რაიმე პრობლემა ხომ არააა?
ja_ja
ნუუ რამდენიმე გზა გაქვს:

1) აქ ვინმესგან ხელზე იყიდო (მგონი ამწუთას ფორუმელებიდან არავინ ყიდის, მაგრამ შეიძLება მაი მარკეტზე გაიჩითოს)
2) დაელოდო აქაურ წარმომადგენელს და შეიძლება აგვისტოს ბოლოს სექტემბრის შუა რიცხვებში ჩამოიტანოს ახალი პარტია საიტის აქვს და გადახედე iaragi.ge
3) შენით ითრიო ზემოთ ხსენებული საიტებიდან, მაგრამ მანდანე რაცხა პაწუა წყალქვეშა კენჭები გელოდება:

- ნუ მიუხედავად აურაცხელი ვაი ვუისა რაცხა 1-2 პისტალეტის გარდა ვინმე ვერ ვნახეთ რომ წარმატებულად ჩამოეტანოს რომელიმე გადამზიდავით თოფი ამერიკიდან

- რამდენიმე გადამზიდავს ვიცი რომ საერთოდ ტვირთი გაუჩერეს და ამერიკიდანვე არ გამოატანეს, ასე რომ პრობლემამ უკვე იქეთ საზღვარზე გადაინაცვლა და არა აქ, თუმცა აქ ჩამოსვლისას რა მოხდება ეგ ჯერ არ ვიცი, ანუ გამოგატანენ რადგანაც 4.5 კალიბრია, თუ იმ სტანდარტებით დაიწყენებ ხელმძღვანელობას რაც ამასწონათ მიირეს კაცმა არ იცის

- ამაზონზე ან სადმე შეძენისას დააკვირდი რა შტატში აგზავნი, ზოგიერთ შტატში სათამაშო იარაღის გადატანაც კი არ შეიძლება ფოსტით, პნევმატიკა ავტომატურად შავ სიაშია, ასე რომ გაარკვიე რა შტატში მაპირებ ჩატანას და იქაური კანონი ხომ არ გიშლის ხელს, თორემ გადაიხდი დაიბლოკება თანხა და მერე მოგწერე იზვინი ვერ გიგზავნით მაგ შტატშიო, გააუქმებენ დაკვეთას და მოგიწევს 30 დღე ლოდინი სანამ ტაბნხა ანგარიშზე დაბრუნდება

- შეგიძლაი მაგალიტად პირამიდზე დაუკვეთო UPS-ით გამოგზავნა. ჩამოვა უპრობლემოდ 3-4 დღეში, პროსტა გამოგზავნა დაგიჯდება 250-300$ ანუ ფასი მგონი უნასოსო არის 250$ ნასოსით კი 400$ ნუ მაგას დაემატება ხსენებული 250-300$ პლიუს განბაჟება მოუწევს ნებისმიერ პონტში ანუ კიდევ მაგ ხსენებულ ფასებს დამატებული 18% (250+250+18%, ან 400+250+18%)

ასეთია უხეში მონახაზი ბატონო, კონკრეტულად რომელს ჩამოაქვს არ ვიცი, წინასწარ დაუკავშირდი გადამზიდავებს და დაეკითხე ხომ არ ექნებათ პრობლემა გამოაგზავნონ საქართველოში, ვიცი რომ ბევრმა უარი თქვა, მიუხედავად იმისა რომ 1 თვის წინ ყველა აგვიკლეს, არიქა დაუშვეს პნევმატიკა და იყიდეთ რაც გინდაო, მარა მერე მოკუკეს ხელი smile.gif
ja_ja
P.S. ამაზონიდან და პირამიდიდან უპრობლემოდ იყიდი, მაგრამ კროსმანის საიტიდან ვერ იყიდი, ტყუილა არც სცადო, ჩვენი ბარათები იმენნა ახატიათ, ბარათი გაცემული უნდა იყოს აუციელბლად ამერიკაში, პლიუს სატელეფონო კავშირს ითხოვენ ხოლმე და ნუ თავისი ამერიკული ზახოდები აქვთ, პლიუს კიდევ ერთი ფაქტი - კროსმანის საიტზე უფრო ძვირია საქონლის ფასი ვიდრე პირამიდზე, ასე რომ ნებისმიერ პონტშI პირამიდი ჯობია ამოირჩიო. ერთადერთი გაითვალისწინე, პირამიდზეც ჩვენი ბარათით არ მიქარო და არ გადაიხადო (პეიპალიც არ მიქარო, მხოლოდ ამერიკის მისამაღტით დარეგისტრირებულ პეიპალს იღებენ), მაგათაც ახატიათ სხვა ქვეყნების ბარათები.

მაგრამ პირამიდს აქვს AMAZON Checout-ი, ანუ ამაზონის ექაუნთით გადაიხდი და მორჩება საქმე, ის მიირებს ტავის ფულს ამაზონიდან, ამაზონი არ ეუბნება რომელი ყვეყნის ბარათი იყო პროსტა თანხას ურიცხავს, ისიც ვერ ხვდება რომ შენ აქაური ხარ და უპრობლემოდ გიგზავნის ტავარს, თუ რა ტქმა უნდა ისეთ შტატში არ ხარ სადაც გაგზავნა შეზღუდულია, აგერ სრული სია სადაც არ აგზავნიან თოფებს და ნებისმიერ იარაღს
roo
გაიხარე, უდიდესი მადლობა

ახლა დავრეკე usa2georgia-ში და camex-ში. პირველმა არაო, ჩვენ არ ჩამოგვაქვსო, საქართველოში უკვე დაიშვაო, მაგრამ ჩვენ თავს ვარიდებთო.

კამექსმა, კი ჩამოგვაქვსო, მაგრამ ამჟამად რაც შეუკვეთეს, გაჩერებულია ამერიკის საბაჟოზეო და ველოდებით პასუხსო იმათგანო, ჯერ-ჯერობით არ შეუკვეთოთო სანამ არ გაირკვევაო.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.