დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: weihrauch 35
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > პნევმატიკა მფლობელის თვალით
smekosmeko
შევიძინე weihrauch 35-ი, დამე ინ გერმან. სამწუხაროდ რომელი წლის გამოშვებაა ვერ დავადგინე და ამის დასადგენი საშუალება თუ არსებობს იქნებ მითხრათ.... საკმაოდ ძველია წლოვანებისაა. პირველ რიგში ავღნიშნავ ხარისხს, როგორც კი ხელიში დავიჭირე ეგრევე იგრძობა მაღალი ხარისხის შესრულება, ლულა იდეალურად გადადის და იკეტება თან ესეთ ძველ იარაღზე. აქვს ლულის ჩამკეტი რასაც ძალიან დიდ პლიუსად ვთვლი, ხელის ლულაზე შემთხვევით მირტყმის ან რაიმე საგანზე მიტყმის შედეგად ლულა არ გადაიხსნება. ლულაში არის 12 ნარეზი, ლულის დასასრულს ანუ ტყვიის ლულიდან დატოვების ადგილი არის იდეალურად დამუშავებული. აქვს რეგულირებადი სასხლეტიი, რომლის სიმძიმე ძალიან ადვილად რეგულირდება. ხე აქვს უმაღლესი ხარისხის მართლაც, კაკლის კონდახი. გარე სამიზნე თურქულების მსგავსად პლასტმასის არაა, არის მეტალის და კარგი დასამიზნებელია, დისკომფორტს არ ქმნის. რელსი ოპტიკისთვის არის 11მმ, მერცხლის კუდი. მეორე დიდი პლიუსი: საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი თოფის გაუსროლელად გაუვნებელყოფა შეიძლება, ანუ ლულას გადაწევ და სასხლეტს გამოკრავ./ არვიცი შეიძლება ეგეთი კროსმანებსაც ქონდეს. ერთი სიტყვით ძალიან მომწონს, დარწმუნებული ვარ ძალიან ზუსტია ზდპ-ებს შორის. ტყვიის სიჩქარე მწარმოებლის განაცხადიდ 230 მ/წმ-ა მაგრამ რომელი ტყვიით ჩორტზნაეტ. ოპტიკას რომ შევიძენ მერე შედეგებსაც დავდებ ხოლმე. ჯერ მცირე ხელის შევლებას საჭიროებს, ვარანენიე და ხის გაახლება. დავდებ ფოტოებს ქვემოთ. ეს ის ზდპ-ა რომელმაც სიამოვნება მომანიჭა, ახლა ვხვდები რატომ ღირს weihrauch-ი ძვირი.





ნუ ჩემს გადაღებულს მეტს არ დავდებ სანამ არ გაავახლებ. ქვევით კი ნახეთ თუ როგორ გამოიყურება weihrauch 35-ი.



gregory
smekosmeko
გილოცავ,
და წონა როგორი აქვს?

smekosmeko
მძიმე ქეა ისე. კონდახია მძიმე, ახლა მოხსნილი მაქვს ვაახლებ. 3.8 კგ ეწერა გუგლეში ვნახე.
smekosmeko
ისე ლილოს ოპტიკა გამოდგება ამ ფიშტოზე? თუ მოარყევს ვითომ? არააქვს ძლიერი უკუცემა და რავიცი.
Power_VANO
smekosmeko
გილოცავ მშვიდობაში!

ლილოს ოპტიკს დაგიშლის თავისთავად, გინდა-არ გინდა ზდპ-ს უკუცემა იაფფასიან ოპტიკას მაინც აფუჭებს. ჩამოიტანე ამაზონიდან ნორმალური, ზდპ-ზე გათვლილი რამე smile.gif
smekosmeko
რომელ წლიანია როგორ გავიგო? არის ამის რაიმე შანსი?


აი ამ ფოტოზე მარცხენა მხარეს ზემოდან პირველს რომ მუშკა აქვს ისეთია, პრინციპში ეგ მოდელი უნდა იყოს. ვერსად ვერ დავადგინე ასაკი, არ აწერია არსად. გამყიდველის თქმით სამოცდათიან წლებში აჩუქეს.
geojorjika
smekosmeko
გილოცავ მშვიდობაშI, მშVენიერი იარაღია, სულ მინდოდა ხარისხიანი ზდპ მქონოდა, მაგრამ რამდენჯერაც არ ვისროლე შეხვედრაზე ეგ სურვილი მაშინვე მიქრება და რატომ არ ვიცი smile.gif
smekosmeko
მოკლედ მოვრჩი ფიშტოს გაახლებას. დავდებ ფოტოებს თუ როგორი იყო ადრე და როგორია ახლა.

ადრე:










ახლა:















ხსნარების წყალობით რეზინა დაიშალა და იმედია ვიშოვი სადმე.



რემენი და კაი ოპტიკა მინდა ახლა და ვსიო მზადაა შესანახად. მერე როცა მოვიცლი მიზანში გავტესტავ.
smekosmeko
ბოლო ფოტოზე თეთრები რომ ჩანს ეგ არააქვს, სპიშკამ ქნა ესე.
ja_ja
გარეგნულად მშვენივრად გამოიყურება, რა ხსნარებით იშალიჩე? და თხოვნა მექნება თუ გაქვს საშუალება ლულის დაბოლოვება გადაიღე ახლოდან, ასევე ლულაში წინიდან ჩადე ყურების საწმენდი ბამბის ჩხირი, ან უბრალოდ ბამბა და ასე 3-4 მილიმეტრით შიგნით შეწიე, შემდეგ კი Macro გადაღებით გადაუღე ლულის ფასკას.

მოკლედ პირველი მაინტერესებს იმიტომ რომ ბოლო პოსტშI რომ გაქვს პირველი სურათი ლულის საწყისი და მუშკა საშინლად გამოიყურება, ხოლო შემდგომზე კი თავი არ ჩანს და მაინტერესებს მაგ უბედურება რამდენად მოსცილდა.

მეორე კი მაინტერესებს ფასკის პონტში და გამომავალი ხრახნები რა დღეშია, ერთერთ სურათზე ვერცხლისფერი ნადები ჩანს და მგონი მოშნად გასაწმენდი იქნება ლულა. ფასკა არამგონია გასასწორებელი იყოს გერმანელებს მაგი არ შეეშლებოდათ smile.gif

ახლა რაც შეეხება რეზინას... ნუ მოკლედ შეიძლება რაიმე გზა უკვე იცი, მაგრამ თუ არ იცი აი ეს ლინკი გამოგადგება, კაკრაზ შენი ფიშტოს ორიგინალი რეზინაა, თან მყარი და მალე არ გაცვდება.




გირჩევ ბრიტანული იბაიდან იყიდო იმიტომ რომ შიპინგი უფასოა, დარეგისტრირდი getit.ge-ზე მაგათ აქვთ ინგლისიდან ჩამოტანა და უპრობლემოდ ჩამოიტან. ხოლო თუ მაინცა და მაინც ამერიკული მისამართით გინდა გამოწერა, მაშინ ისარგებლე ამ ლინკით, მაგრამ შიპინგის თანხა დაემატება ინგლისიდან ამერიკაში გაგზავნისთვის, პლიუს 2-3 კვირა გზაში იქნება მაი უბედური რეზინა smile.gif
smekosmeko
მოკლედ ეს ციცქნა რეზინა რამდენი საჩალიჩო ყოფილა :დ მაგრამ შლანგის გადანაჭრელს მირჩევნია გამოვიწერო ეგ რეზინა. ფოტოებს გადავუღებ ახლა თუ გამოჩნდა ამ სიბნელეში.





smekosmeko
ja_ja თუ შეძლებ ვინტების კრებულის ლინკი რომ დამიდო ამ მოდელის, ანუ გამოსაწერად თუ არის ეგეთი რამ. ყველა ვინტი რომ იყოს. ერთი ვინტი შეცვლილი აქვს და ზოგის თავი ნახმარია ეტყობა. დგუშს არაფერი ჩირდა, ძველებუირი ზავაცკოი ეყენა თან. ამ დგუშის ლინკსაც თუ დამიდებ და ზამბარასაც კარგს იზამ, ბარემ შევცვლი ყველაფერს ნელ-ნელა. ისე ჰაერის ზამბარა არ ჩადგება ამაში?
ja_ja
და ბარემ მთლიანად თოფი გეყიდა ნაწილებად smile.gif

კაი დავძებნი და თუ ვიპოვი დავყრი.
smekosmeko
პრინციპში არც ჭირდება და ძალით ვაწვალებ ახლა თოფს. ეგ რეზინა უნდა და ვსიო კი მუშაობს დანარჩენი. ეგ ვინტები თუ იქნება სადმე ხომ კარგი და ეგაა.
ja_ja
ახლა ვნახე სურათები smile.gif
მაგარი ვიცინე smile.gif

კაცოუ მაგი ბამბის ჩხირი ბოლომდე ჩადე ლულაში და შიგნით შეწიე 3-4 მილიმეტრით smile.gif ანუ ფოტოს გადაღებისას ვსპიშკის შუქი აირეკლება მაგ თეთრი ბამბიდან და ლულის შიგნეულობას გამოაჩენს (ნუ ძალიან ღრმად თუ შეტენუ არაფერი არ გამოჩნდება, მაგიტომ გეუბნები 3-4 მილიმეტრით მეთი smile.gif )

ანუ რაღაც აი ასეთი რომ გამოვიდეს



თორემ ეგრე ბამბის ჩხირისთვის გაქვს გადაღებული სურათები და მაგი დარწმუმნებული ვარ არცერთ იარაღის მოყვარულს არ აინტერესებს biggrin.gif
smekosmeko
biggrin.gif მობილურით ვიღებ და ეგეთი მაკრო გაგიდებით არამგონი გადაიღოს. ვცდი და დავდებ, თუ არ გამოვიდა მერე ხვალ ფოტოაპარატით გადავიღებ.
ja_ja
მოკლედ ახლა თუ არ გამლახავ კაი იქნება smile.gif ესეიგი გიპოვე რანცხაები და ვავა შენც და მეც biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

1) კონდახი ნახმარი

2) ზამბარა, ტიპი 2 ცალს ყიდის 80 და 35-ისას და უწერია რომ 80-ის ზამბარას 2 რგოლი მოჭრილი აქვს რომ ჩატეულიყოო

3) შპილკები, ლულის დასამაგრებელი ვინტი, დგუშინ მიმმართველი თყუ რაცხა ეგეთი

4) ლულის ვინტი იდეალურ მდგომარეობაში სულ ახალი

5) ზამბარა ახალი რატომაა მოსპილენძებული გაგებაში არ ვარ, უწერია სუპერ ძლიერიაო, რას ნიშNავს მაგი ნუ....

6) მცველის ვინტი

7) კონდახის ვინტები მგონი იგივე მიდის 35-ზეც

8) უკანა სამიზნე რა ჭIრად გინდა, მარა რავი არის და....

9) დგუშის რეზინა, ნა ვსიაკი სლუჩაი

10) და ვაბშე რა აგერაა მთელი ნაწილები, ეგ მაღაზია პირდაპირ საქართველოშიც აგზავნის გამოცდილია. პროსტა გადახდისთვის აღარ მახსოვს ბარათი უნდა, თუ მხოლოდ საბანკო გადარიცხვით იღებს

რავი მეტი რაღა დავწერო smile.gif
smekosmeko


ამაზე უკეთესი არ გამოდის.

მეტი რაღა უნდა დაგეწერა smile.gif გაიხარე. დავიწყებ ჯერ რეზინით.
nihontoman
smekosmeko
სერიულიტ ვერ გაიგებ რომელი წლისაა? იმეილი მისწერე ვაირაუხს და გეტყვიან ალბათ. ან ჩარტის პონტში იქნება რამე, რომ გაშიფრო და ა.შ.
smekosmeko
Weihrauch-მა მომწერა. ეგ მოდელი ყოფილა 1959 წელს გამოშვებული, ანუ ითვლის 54 წელს. როგორც ზემოთ ვახსენე მექანიზმნი არის იდეალურ მდგომარეობაში smile.gif
smekosmeko








სავარაუდოდ გავყიდი. ნამდვილად უზუსტესია, გარე სამიზმით 20 მეტრში ძალიან კარგად მიაქვს მაგრამ პცპ-ს მერე ცოტა ვერ შევეგუე. ისევ პცპ უნდა ვიყიდო.
ja_ja
smekosmeko
სადააა მცირე აღწერა? 3 სურათია აღწერა?

ციტატა(smekosmeko @ 23rd August 2013 - 10:19 AM) *
მაგრამ პცპ-ს მერე ცოტა ვერ შევეგუე

ეგ ყველას განაჩენია ვინც ერთხელ მაინც PCP-ს გაუგო გემო, უკან დასაბრუნებელი გზა პროსტა არ არსებობს smile.gif
smekosmeko
ამ ფოტოების გადატანა შეიძლება გაყიდვების თემაში? მცირე აღწერასაც იქვე მივუწერ თუ არადა თავიდან ავტვირთავ გაყიდვების თებაში ფოტოებს.
ja_ja
ციტატა(smekosmeko @ 24th August 2013 - 05:13 PM) *
ამ ფოტოების გადატანა შეიძლება გაყიდვების თემაში?

სურათზე მარჯვენა კლიკი, აირჩიე Properties გამოჩნდება სურათის მისამართი, მონიშნე და დააკოპირე. გადადი იმ თემაშI სადაც გინდა გამოყენება, დააჭირე სურათის ჩასმის ღილაკს და დააჭირე კლავიატურაზე კომბინაციას Control+V მორჩა ჩაჯდება სურათის ლინკი, დააჭირე OK და აჰა ბატონო შენი გადატანაც
WARNer brother
გაყიდვას ფიქრობ?
ისე , ეხლა ვხვდები რა, საოცარი ხარისხია ეს ვაირაუხები.
საშვილიშვილო იარაღები ყოფილა
smekosmeko
არანაერი შანსი არაა weihrauch 35-ზე ჰაერის ზამბარა რომ დადგეს?
foxi
გერმანულ თოფებზე არ დგება ჰაერის ზამბარები. ნიტო კონსტრუქცია აქ ასე ცერენ უკრაინელები.
okela84
ვაირაუხი არ უშვებს ნიტროებს ?
ja_ja
და რათ უნდა ვაირაუხს ნიტრო?

რკინის ზამბარაზეც იდეალურად მომუშავეს უშვებენ, ეგენი ხარისხს მისდევენ და არა ქაჯურ ძალას, ასე რომ HATSAN-ის მაგვარი არაადეკვატური ძალის მქონე თოფს მაგათ ლისტინგში ვერ ნახავ. ნორმალურად გათვლილ თოფს კი არც უკუცემა ექნება დიდი, არც გადატენვა იქნება ძნელი და არც ზამბარა გაუტყდება (მითუმეტეს გერმანული ხარისხის ზამბარა).... ერთერთი დისკომფორტი იქნება ის რომ 1 კვირა და 3 თვე და 2 წელი თუ რაც იქნება ვერ დატოვებ თოფს გადატენილს, ზამბარა დაჯდება....
Dave
okela84

ციტატა(aleqsandre @ 7th October 2013 - 01:44 PM) *
ვაირაუხი არ უშვებს ნიტროებს ?


კი აქვს smile.gif hw 95
okela84

ja_ja
ციტატა(ja_ja @ 7th October 2013 - 03:23 PM) *
ეგენი ხარისხს მისდევენ და არა ქაჯურ ძალას,

ნიტრო ქაჯური ძალაა ? biggrin.gif რატომღაც მგონია, რომ საშუალო ხარისხის ნიტრო ყველაზე კარგ ზდპ-ს თუ არ ჯობია არც უნდა ჩამოუვარდებოდეს.
ნიტრო თავიდანვე უფრო მეტ შესაძლებლობას იძლევა და მაგიტო ვიკითხე, გერმანელები თუ ასეთ კარგ ზდპ-ებს აკეთებენ, ნიტრო ბევრად უკეთესი გამოუვათ.
smekosmeko
არა ყევალა დეტალი მართლა მაგარი ხარისხიანი აქვს, თავისი მანჟეტი აქვს და უნაკლოა ჯერაც biggrin.gif (1959 წელი) ისე უკუცემა დიდიაქვსთქო ვერ ვიტყვი, ლულის გადაწევაც ადვილია. პროსტო გასროლისას პრუჟუნის ხმა ისმისავით და არ მსიანოვნებს.ა
გადავწყვიტე კონდახი ტავიდან გადავარესტავრირო: D თორე აჭრელებული გამომივიდე. კარგად უნდა გადაშკურკვა.

https://www.gunspares.co.uk/products/24562/HW35/ ისე ამ მაღაზიიდან რომელი გადამზიდი ცამოიტანს ხომ არ იცით? მინდა რამოდენიმე ვინტი, რეზინის კალცო და კიდე რაღაც დეტალი.
ja_ja
smekosmeko
ბრიტანეთიდან ჩამოაქვს getit.ge-ს, მარა მაი საიტი პირდაპირ გურჯისტანში უპრობლემოდ აგზავნის



okela84
ციტატა(aleqsandre @ 7th October 2013 - 03:35 PM) *
ნიტრო ქაჯური ძალაა ?

ნუ ნიტროთი მე არ მინახია თოფი 16 ჯოულზე დაბლა, HW კი ზ.დ.პ-ებში ძირითადად აქცენტირებას აკეტებს 16 და ნაკლებ ჯოულზე, მგონი სულ 2 მოდელი აქვს 16-ზე ზემოთ (თუმცა შეიძლება ვცდები, ზ.დ.პ-ებში დიდად ძლიერი ვერ ვარ sad.gif )
smekosmeko
დაახლოებით 38 ევრო გამომდის ნაწილები. რამდენი დამიჯდება სრულად არ მწერს არც getit.ge და არც ბესტექსი. თუ ამას ბევრი ემატება მაშინ ამოვაკლებდი ზოგ რაღაცეებს. ესე 15 ევრომდე თავისუფლად შეიძლება ჩამოვწიო. ამათი წონა ჰა ჰაა 300 გრამი იყოს ყველასი ერთად : D
okela84
ja_ja
ნუ ჰაცანის ზდპ და ნიტრო რა შესადარებელია, მაგრამ უზარმაზარი სხვაობა ვიგრძენი ნიტრო რო ვიყიდე. აი ნიტროდან მარადაზე რო გადავედი მაგხელა სხვაობა ვეღარ ვიგრძენი. პირიქით ნადირობის ამბავში ნიტრო მერჩივნა მარადას და ეხლა რაც მაქვს იმასაც.
ციტატა(ja_ja @ 7th October 2013 - 03:57 PM) *
ნუ ნიტროთი მე არ მინახია თოფი 16 ჯოულზე დაბლა,

მითუმეტეს, მაღალი სიმძლავრის ფონზე მაინც ზუსტია ზდპ-ებთან შედარებით.
Dave
ციტატა(smekosmeko @ 7th October 2013 - 04:33 PM) *
ესე 15 ევრომდე თავისუფლად შეიძლება ჩამოვწიო


შეგისწორებ და გეტყვი რომ მაგ საიტზე ფუნტებში იყიდება ყველაფერი და არა ევროში
smekosmeko
ე.ი. მით უარესი : D
Dave
smekosmeko

მაგაზე იაფიან საიტს მაინც ვერ ნახავ სადაც ვაირაუხის ნაწილებია smile.gif მე მქონდა hw 85 და მაგ საიტიდან 4 ნაწილი გამოვიწერე და 210 ლარი დამიჯდა smile.gif პირდაპირ საქართველოში გამოუშვეს ....
smekosmeko
Dave და ეგ 4 ნაწილი რა ღირდა ერთად ადგილზე? წონა?
Dave
თუ ჩამოტანის ფასი გაინტერესებს დაჯდა 15 ლარი ჩამოტანა. სათითაოდ ფასები აღარ მახსოვს ...

1. დგუში თავისი მანჟეტით (მანჟეტი მოყვება)
2. რიჩაგი ( რითაც ლულა დგუშს აწვება )
3. ზამბარა

აი ეს ნაწილები დამიჯდა 210 ლარი smile.gif
smekosmeko
რომელ გადამზიდმა ჩამოიტანა? მე ბარათი არ მაქვს და ისეთი გადამზიდი მინდა რომელიც თავისი ბარათით დაუკვეთავ.
ჩემებია: 1) 4 ვინტი 2) ტყვიის ჩასადებთან რომ რეზინაა 3) ლულის დამჭერი მექანიზმნი. სულ 20 ფუნტი, მაგრამ ვფიქრობ ეგ ვინტები იქნებ აქაც მეშოვნა სადმე თითოში 3 ფუნტი არ მივცე.
Dave
გადამზიდით არ მისარგებლია და არც გაგზავნეს გადამზიდის მისამართზე. დგუშს საკუთარ მოქალაქეებზე არ ყიდიან, რაღაც უაზრო კანონები აქვთ მაგათაც .... ფოსტით გამოგიგზავნიან საქართველოში
smekosmeko
ფიშტომ მიიღო ახალი სახე. (კონდახის რესტავრირების შემდგომ) + ოპტიკა center point 4X32





ახლა უნდა რემენი და ვსიო მზადაა.
geojorjika
smekosmeko
ეგ ყველაფერი კაი მარა ეგ რა წაისვი ლაქი?
ilariona
geojorjika
მგონი პრიალა ლაქია.
smekosmeko
ჯერ ბაეცი და მერე ზეთოვანი ლაქი. შეიძლება ერთი ფენა ლაქი კიდე დასჭირდეს.
geojorjika
მემგონი რომ ლაქი იარაღს საერთოდ არ უხდება, ავეჯის ვიდზე არ უნდა იყოს თოფი IMHO
smekosmeko
ზეთმა ვერ დააყენა კარგ ფერზე, 2ჯერ ვცადე სხვადასხვა ფერი. მერე ერთმა მითხრა ზეთით დასამუშავებელი მასალა აუცილებლად კაკალი უნდა იყოსო.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.