ვის სად გყავთ შემჩნეული ჭარბი რაოდენობით ცხოველები და ფრინველები დავწეროთ
მე დღეს რომ კვირონები ვნახე ცხოვრებაში არ მინახავს მაგდენი ერთად ერთ ადგილზე,მინიმუმ 200 მაინც იყო
როგორც ვიცი ეს ფრინველი მწერებით იკვებება და მეფუტკრეების კოშმარია
ადრე მწყერზე ვიყავით სანადიროდ და რამდენიმე კვირიონსაც დავუმოკლეთ სიცოცხლის ხანგრძლივობა
ხორცი მომეწონა,პირველად მაშინ გავსინჯე,მწყერთან შედარება არ შეიძლება მაგრამ მაინც კარგი ხორცი ქონდა
ძალიან ლამაზი ფრინველია და მგონი წითელ წიგნშიც არაა შეტანილი
ადგილს რაც შეეხება სადაც ესენი არიან დიდი რაოდენობით ფონიჭალა კუმისის გზაა,მატარებლის ლიანდაგს გასდევს ეს გზა ფონიჭალიდან კუმისამდე,რკინიგზას გვერდით დენის ხაზები მიდევს ,რკინიგზის დენის ხაზებზეც ოხრად ისხდნენ და იმ მეორე დენის ხაზებსეც ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორე დასახლებულ პუნქტამდე რომ გადაეცემა ხოლმე ხის ბოძებძე გაჭიმული
კუმისში კალიების შემოსევაა,ბალახი მგონი ფესვიანად აქვთ შეჭმული მაგ ოხრებს,ჩიტები ისე არიან დასუქებულები ძლივს დაფრინავენ,საჭმელი ოხრად აქვთ

ბოლნისიდან კაზრეთამდე კიდევ ძალიან ძალიან ბევრი შაშვია,კიდევ შაშვზე დიდი და შაშვივით შავი ფრინველი,ეგ არ ვიცი რა ფრინველია
მანდვე იყო მტრედზე ოდნავ დიდი ნაცრისფერ-ყავისფერი შეფერილობის რაღაც ფრინველი,ქედანი არ იყო ,ქედანს ვიცი კისერზე თეთრი რგოლი აქვს,იმათ არ ქონდათ თან ორივეზე დიდი იყო,გამოირჩეოდნენ ზანტი ფრენით,აფრენისას არ გამოსცემდნენ მტრედის ფრთების სპეციფიურ ხმას,ძირითადად წყვილ წყვილად მხვდებოდნენ ეგენი,სავარაუდოდ დედალ მამალი
რაც შეეხება ქედნებს ეგენი გარდაბნიდან აზებაიჯანისკენ მიმავალ გზის(რკინიგზის)მწვანე ქარსაცავ ზოლში არიან ძალიან ბევრნი



ასე რომ ვისაც დრო გაქვთ გაისეირნეთ,გულდაწყვეტილი არ დაბრუნდებით სახლში
