წინასწარ თქვით რომელ დღეს ვაპირებთ, შაბათს თუ კვირას. წამოსვლა მინდა, მაგრამ მორიგეობა უნდა შევათანხმო, ისე არ გამომიშვებენ.
რაც შეეხება ადგილს, რაიმე არის უკვე შერჩეული??? მე გუშინ კუსტბიდან სადრაც ზემოთ ვიყავი ასული, ფეზით სადღაც 45 წუთის სავალია, კაი კაკლნარი ვნახე (შემთხვევით). პატარა მინდორია და კაკლებია გაშენებული. კაკლები გაშენებულია ხაზებად და თითო ხაზს შორის არის 11 ნაბიჯი. სულ გამოდის 7 გაყოფილი ტარგეტ ზონა, ყველაზე გრძელი არის 103 ნაბიჯი, ყველაზე პატარა 61 ნაბიჯი. შეგვიძლია იქ ავიდეთ, მაგრამ სასიარულო ბევრია.
არის ჩიტებიც, შაშვი კოდალა, და ჩხიკვი, ნუ პატარა ჩიტებს აღარ ვთვლი. ერთხელ დავინახე ციყვიც. თუმცა უმრავლესობა უფრო გაქალაქებულია და ვაკის პარკში არიან გადასახლებული (რა დროის გირჩია აგერ ხალხი მზესუზირას და პოპკონს იძლებიან

).
ჰო ჩიტებს მოყვარულებმა გაითვალისწინეთ, სამიზნეთ ტოტზე არ ჩამოგიჯდებიან, უნდა სდიოთ და ხეებში ათვალიეროთ.
გასათვალისიწნებელია რამდენიმე ნიუანსი:
პლიუსები1) შესაძლებელია ცეცხლის დანთება და ვთქვათ სოსისების და ვიჩინის (გინდა ხორცის) შეწვა.
2) სიგრილეა, სიქყნარეა
3) სამიზნის ბოლოს პატარა ბორცვაკია დ ატყვიები ბორცვში გაეჭედება სადღაც ვირაცას არ მოხვდება
მინუსები1) იქვე ბილიკი გადის და შეიძლება ზედმეტი ხალხი გაიჩითოს, რომელიც ტვინს წაიღებს
2) გუშინ 4:30-ის მერე უკვე სიგრილე იგრძნობოდა, ასე რომ დისკომფორტი მოსალოდნელია
ცოტახანში სურათებს დავყრი, მაგრამ მგონი ჯობია ამ ადგილზე ერთხელ დასაზვერად გავიდეთ და გადავწყვითოთ ღირს საერთოდ თუ არა.