კარგა ხანი მქონდა იჟ38ც და რაღაც წარმოდგენები შემექმნა მაგ თოფზე, მეც გირჩევ რამეს

პირველ რიგში სიმძლავრე დაივიწყე მაგ თოფის ერთდაერთი პლიუსი სიზუსტეა, თან ფიზიკურად ვერ გააძლიერებ (ცილინდრი აქვს პატარა)
პირველ რიგში ამოიღე ცილინდრიდან დგუში, და იმდენი შკურკე სანამ სარკესავით არ გახდება

(ჯერ მსხვილი შკურკით მერე 1000იანით)
მერე აიღე და დაშალე სასხლეტი, ეგეც კარგად მოაშლიფოვკე (ააწყე ისევ)
მერე გიწერია დაზეთვა არ აკლდაო, აიღე ნაჭერი დაახვიე რამე შტირზე და ამოწმინდე ეგ შენი ნაზეთები ცილინდრიდან

ოღონდ არ დაკაწრო ცილინდრი
მერე გაიხედე ლულაში, იშოვე, იყიდე, წაართვი ვინმეს შომპოლი და გაწმინდე ეგ შენი გაზეთილი ლულა

შემდეგ ჩემო ბატონო იყიდე ახალი ზამბარა ოღონდ მაგისივე რუსული, შიგნით მეორე პატარა ზამბარა ექნება და ეგ ამოაძრე , თორემ დიდ ზამბარასაც გაგიფუჭებს, 20ლარი ღირს
როგორც სეკურიფამ გითხრა ტოკარს გააკეთებინე დგუშზე ვინტიკი რომ პლასტმასის მანჟეტი გაუკეთო (ტყავზე არაფერს აზრი არ აქვს)
მერე დაიადე რელსი ოპტიკისთვის და ვინაიდან და რადგანაც დიდი ენერგია არ აქვს თოფს დააწებე ეპოქსიდის წებოთი (წითელი და შავი წებოა ერევა ერთმანეთში)
თუ ძაან გინდა რომ ზანზარი და რამე მოსპო მიმმართველი გააკეთებინე ტოკარს, ზამბარა უნდა წამოცვა და სასხლეტში ჩადო( სხვანაირად ვერ ავხსნი

)
მერე ბატონო ჩემო აიღე 700გრამიანი ჰანტელის ნაწილი და კონდახში ჩადე (კონდახს ეხსნება უკან ხუფივით აქვს ზუსტად ჩადის

) ესეც კონდახის დამძიმება
ჰო ოპტიკას რომ დაუყენებ აიღე ნაჟოვკა ან ბარგალკა და მოაჭერი წინ მუშკა, ოღონდ ლულა არ დაგაწრო და არც გადაჭრა

მერე ბატონო ჩემო იყიდე წინ ლულაში ჩასადები რეზინა ახალი რომ ჰაერი არ გააპაროს (ჩემსას უკან ცილინდრზე ეყენა შესაზე არ ვიცი როგორაა)
ამის მერე აიღე და ბოლტი გამოაძრე ლულიდან და იგივე ზომის ბოლტი დაუყენე ოღონდ რეზბიანი და გაიკით დაუჭირე მაგრად, შაიბა დაუდე დაკლაკნილივით რომაა ისეთი რომ აღარ იმოძრაოს ადვილად
ყანყალებიც მოვსპეთ ეხლა კი იყიდე ჯსბ ტყვიები მსუბუქი ოღონდ როგორც გირჩიეს და გაისვრი ამ ტყვიებს სადღაც 170-180მ/წ ით

მტრედს, შაშვს და ა.შ 30მეტრში უპრობლემოდ მოკლავ

ჰო რა გამომრჩა აწყობის პროცესში სულ ოდნავ როგორც ჩვენი ერთ ერთი მოდერი იტყოდა თითის ანაბეჭდის სისქე ზეთი წაუსვი მანჟეტს კიდეებს,მერე თითით გაატარ გამოატარე დგუში და ეგაა, სასურველი კი არადა აუცილებელიცაა რომ არაალებადი ზეთი იყოს თორემ ამოგიწვავს მანჟეტს
პატივისცემით თქვენი არჩერი