დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Hawke eclips 30 6x24x50 SF Mil-dot Dot- IR
Georgian Airgunners Portal > ოპტიკა > ოპტიკა მფლობელის თვალით
dawiti
გამარჯობათ!

მინდა შემოგთავაზოთ Hawke eclips 6x24x50 SF Mil-dot Dot- IR ოპტიკის განხილვა.



დიდი ხანია მინდოდა ახალი ოპტიკა და საბოლოოდ არჩევანი ამ ოპტიკაზე შევაჩერე, გამოდგება როგორც პნევმატურზე ისე ცეცხსასროლ იარაღზე.
ჩვენთან ფორუმზე ეს ოპტიკა არავის ქონდა რჩევებისთვის რუსულ და უკრაინულ ფორუმებს მივაკითხე და საკმაოდ კარგად ახასიათებდნენ ჩრდილოელი ჰაერთოფელები smile.gif

www.geqor.com ამ ფირმის მეშვეობით ჩამოვიტანე.

ოპტიკა იდო მუყაოს ყუთში და გაფორმებული არის სურათით და ოპტიკის მახასიათებლებით.







ეხლა რაც შეეხება ოპტიკას:
Hawke eclips 30 6x24x50 SF Mil-dot Dot- IR ეს იშიფრება შემდეგნაირად
ბრენდი Hawke,
1. მოდელი eclips 30mm ტუბით და ნათელი ლინზებით.
2. ოტიკის ჯერადობა 6x24
3. გამომავალი ლინზა 50mm ლინზის ფერი არის ღია მწვანე
4. პარალაქსის გვერდიდან გასწორაბა SF, მინიმალური 10 იარდიდან
5. ოპტიკის ბადე Mil-dot
6. ბადის განათება Dot-IR (ნათდება მხოლოდ შუაში წერტილი)
7. წონა 773 გრამი
8. სიგრძე 405 mm
9. ბარაბნები 1/4 moa 100 იარდზე

პარალაქსის ბარაბანი


ესე გამოიყურება ოპტიკის განათებული ბადე



ბარაბნები დამცავი ხუფების გარეშე





ესეც მარადიორთან ერთად

gregory
ძალიან სიმპატიურად გამოიყურება smile.gif
dawiti
პარალაქსი მოსინჯე და მართლაც 10 იარდიდან სწორდება? იმიტომ გეკითხები, რომ ერთ-ერთ ოპტიკასაც(300მმ მილით) ეგრე ეწერა, მაგრამ რეალში 2 მეტრიდან იდეალური გამოსახულება ქინდა.

Dave
dawiti

იქნებ ფასიც დაწერო .... smile.gif მეც ვეძებ ოპტიკას სახარბიელო ფასში და მაგიტომ მაინტერესებს, ინტრიგანი არ გეგონო biggrin.gif
ja_ja
Dave
ციტატა(Saint Dave @ 15th June 2013 - 07:10 PM) *
იქნებ ფასიც დაწერო

300 მკვახე ფული biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

dawiti
ნუ კაივშI კი მოგილოცე მარა აქაც გილოცავ, ბევრი რაცხა მომეწონა მაგ ოპტიკაშI, ნათელია და განათება მხოლოდ შუა წერტილში, არანაირი გადანათებული მილი, ანარეკლები და ათასი უბებურება, კონკრეტული წერტილი და მორჩა საქმე ჭკვიანურადაა გაკეთებული
Dave
და რა მაინტერესებს კიდევ: "ზუმის" დროს ბადე მოძრაობს თუ მარტო ლინზები ??? შეიძლება რაღაც სწორად ვერ ავხსენი მარა მგონი მიხვდებით smile.gif აი ზუმზე რო ოპტიკას ახლიდან არ უნდა გასწორება ეგ ვიგულისხმე რა biggrin.gif
geojorjika
მოკლედ რეალშI მოგილოცე , ვნახე და ძალიან მომეწონა, აქაც გილოცავ , სულ 10-ანებში smile.gif
dawiti
გაიხარეთ დიდი მადლობა smile.gif

Dave ხვალ ხო მოდიხარ და შენ თვიტონ ნახე wink.gif
ilariona
ციტატა(ja_ja @ 15th June 2013 - 07:13 PM) *
კაივშI

ეს რამე ახალი ქალაქია? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



dawiti
ვააა, გილოცავ და ხვალ გაგვაჭვრიტე აბა.

Power_VANO
გილოცავ დავით, მშვიდობაში და 10-იანებში სულ! smile.gif
okela84
რამდენად გაიყიდა ?
ja_ja
სად წერია რომ ვინმემ რამე გაყიდა smile.gif

კაცმა იყიდა და თავის გამოცდილება და შეხედულება გაგვიზიარა smile.gif დააკვირდი რომელ განყოფილებაში ხარ smile.gif
okela84
ja_ja
ციტატა(Saint Dave @ 15th June 2013 - 07:10 PM) *
იქნებ ფასიც დაწერო

ამით შევედი შეცდომაში . biggrin.gif
bazuka
dawiti
ვააჰ, რა მაგრი ოპტიკაა
2+ უკვე სახეზეა, პარალაქსი ახლოში და განათებული წერტილი, არანაირი ლუსრტები და ილარიონები biggrin.gif

ხო ბადეც საკმაოდ საინტერესოა სად აქვს განთავსებული ...

მოკლედ გილოცავ
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.