დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: დანის სალესი
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
nihontoman
\

ესაა ცნობილი დანის სალესის სისტემის ჩემეული მიმოხილვა. შემიფასეთ smile.gif
gregory
nihontoman
25 წუთის ყურებას ჩიფსი და ლუდი უნდა და ხვალ ჩავუჯდები smile.gif

nihontoman
gregory
biggrin.gif ხოო, მართალი ხარ. ცოტა გრძელი კი გამომივიდა, მარა რავი, ერთხელ ღირს ნახვა იმხო biggrin.gif
ja_ja
nihontoman
ჩანაფიქრი კაია, აღწერაც კაია, მაგრამ პაწუა რჩევა მექნება შემდეგისთვის:

1) მეტად თავდაჯერებული იყავი თორემ მაყურებელს იზმენას ჰკიდებ
2) სანამ ჩაწერ წაივარჯიშე ტექსტზე, ან ჩაწერო მეორეთ მესამედ სანამ ისეთ პონტს არ დაინახავ რომ შენთვითონ მოგეწონებოდა სხვისი რომ იყოს
3) ტემპი, ტემპი და კიდევ ერთხელ ტემპი smile.gif 25 წუთი კი არა შეიძლება კაი ვიდეოს 2 საათი უყურო, მაგრამ მაყურებელი ვეჩნა რაღაც ინტრიგაში უნდა იყოს არ უნდა ეძინებოდეს, ცოცხალი ხმა და ტემპი, ან ყველაფერი ლაკონურად და მოკლე 5-10 წუთიან ვიდეოშI უნდა იყოს ჩატეული.

ისე კი რა ვთქვა კაი ნამუშევარია, მაგრამ კიტაიოზებს გაუხმეთ ხელი smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
Davitus
სანამ ბოლომდე გავედი ნევროზი ავიკიდე ;D
nihontoman
ja_ja
ხო ეგენი მეც ვიცოდი მარა რეალში განხორციელება მაინც ძნელია smile.gif

ისე, მადლობა რომ ნახეთ biggrin.gif
baxuti
nihontoman
მშვენიეი მიმოხილვა იყო მე სიამოვნებით ვუყურე თავიდან ბოლომდე (დღეს ბევრი თავისუფალი დრო მაქვს biggrin.gif)
და ერთი რამ მაინტერესებს რა ღირს? და თუ შეგიძლია რომ მაგის ლინკი სადაც იყიდება გამომიგზავნო. მეც მიყვარს დანები ოღონდ ერთი ცუდი ჩვევა მაქვს, გაჩუქება მიყვარს და ვერ ვაგროვებ კოლექციას. თან რამოდენიმე დაბლაგვებული დანაც დამიგროვდა.
ja_ja
baxuti
ციტატა(baxuti @ 1st June 2013 - 01:03 PM) *
და ერთი რამ მაინტერესებს რა ღირს?

მდაა სტრანნი კითხვა იყო განსაკუთრებით ამის მერე smile.gif
ციტატა(baxuti @ 1st June 2013 - 01:03 PM) *
სიამოვნებით ვუყურე თავიდან ბოლომდე


და ვერსად ვერ მოისმინე რომ ამბობს 22 დოლარი ღირსო smile.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif



nihontoman
ეს კითხვა კიდევ შენ მიგინიშნებს კიდევ ერთ ხარვეზზე
ციტატა(baxuti @ 1st June 2013 - 01:03 PM) *
თუ შეგიძლია რომ მაგის ლინკი სადაც იყიდება გამომიგზავნო

ანუ დასახელება მაინც უნდა დაგეწერა ან სათაურში ან ტექსტში smile.gif
ხ.მ.ე.ლ.ო
ჰოოომ, ქაღალდს კი აჭრევინებ, იცოცხლე... biggrin.gif
sekurifa
მე გავაკეთე ადრე ეგეთი კონსტრუქცია. ძან ადვილია თუ ჩხირკედელაობა გესმის კაცს. კი გავლესე ერთი ორჯერ დანები. ძან კარგად ლესავს ოღონდ დრო უნდა რა. მარა ვერაფერი განსხვავება ვერ ვნახე იმ მეთოდთან განსხვავებით რასაც ახლა ვიყენებ.

220-იანი შკურკა მაქვს ლიპუჩკიან ნასადკაზე დაგებული, ნასადკა კი დრელზე. დრელი მაგიდაზე დაფიქსირებული მაქვს და ვხმარობ ტაჩილასავით. თუ ხშირად იხმარს კაცი ასეთ ვარიანტს ხელიც ეჩვევა და ძან ზუსტი ხაზებიც გამოდიც. კაკრაზ დღეს გავლესე ხერხიდან გამოჭრილი ჩემი ახალი დანა და ქაღალდის ჭრაზე რომ არაფერი ვთქვა წვერიც გავიპარსე პირდაპირი მნიშვნელობით smile.gif

nihontoman
baxuti
ბოლომდე არავინ უყურებთ მოკლედ biggrin.gif ღირს 22 დოლარი, პლიუს მაგას უ2გ-ს 15 ლარი (დიდი ყუთით მოდის) ხოდა ვიდეოს ბოლოს ვამბობ კიდევაც რომ ვყიდი, თან იაფად smile.gif ვყიდი 35 ლარად (ფაქტიურად ტრანსპორტირების თანხას ვაკლებ) ხოდა თუ მოგწონს, მოგყიდი biggrin.gif

ისე, აი აქაა მაგის სამშობლო:

http://www.aliexpress.com/item/Free-shippi.../791305222.html

ja_ja
სხვათაშორის ვფქრობდი კიდეც რომ დასახელება უნდა დამეწერა, მაგრამ Free shipping Professional Kitchen Knife Sharpener System Fix-angle 4 Stones Guaranteed 100% ან Professional Kitchen Knife Sharpener System Fix-angle 4 Stones Freeshipping Dropshipping Wholesale სახელად ცოტა დიდი იქნებოდა და არცერთი არაა ოფიციალური, ამიტომაც დავარქვი სათაურს Chinese Edge Pro (ნამდვილი სისტემა Edge Pro-ს ჩინური კლონი)- გაცილებით მოკლე და გასაგები იქნებოდა ვიფიქრე. ჩინელები სახელებზე დიდად თავს არ იწუხებენ და ყველანაირი სიტყვების კომბინაციებს ხმარობენ, მთავარია თემასთან ახლოს იყოს, ამიტომაც თავი შევიკავე მაგისაგან biggrin.gif


ხ.მ.ე.ლ.ო
არამარტო ქაღალდს - სახლში თუ რამე სერიოზულია დასაჭრელი (თევზი, ხორცი, ქათამი და.ა.შ.) ყველაფერს მე ვჭრი biggrin.gif გაცილებით ადვილად გამომდის, ვიდრე გამოცდილ დიასახლისებს მათი დანებით biggrin.gif

sekurifa
ეგ მთლა კარგი მეთოდი ვერაა ლესვისათვის და რატო -
1 - დიდია რისკი იმისა, რომ პირის მეათედი მილიმეტრი გადახურდეს და დაკარგოს სასარგებლო თვისებები
2 - 220 -იანი შკურკა ძალიან მსხვილია და მის მიერ მაგ პრინციპით გაკეთებული პირი კი იქნება მჭრელი, მაგრამ აუცილებლად ექნება ნაწიბური რაც მალევე დააბლაგვებს კიდეც პირს და ახლიდან იქნება გასალესი. მაგ მეთოდით გალესილი დანა ვერსადროს იქნება აი ასეთი ბასრი:



სხვათაშორის, ამ ვიდეოში ეგ დანა სწორედ ანალოგიური სისტემითაა გალესილი smile.gif

რა არის ნაწიბური:





მილიმეტრების მეასედს როცა შეადგენს ალბათ ხვდები რა ადვილად ტყდება ეს ნაწიბური და ტოვებს ფაქტიურად ბრტყელ, ბლაგვ ადგილს და არა სუფთა კუთხეს. ბლაგვი ადგილი კინ გაცილებით მალე ცვთება დიდი წინააღმდეგობის გამო, ვიდრე სუფთა კუთხე. სუფთა კუთხის მიღება კი მხოლოდ მყარი აბრაზივებით შეიძლება.

WARNer brother
nihontoman
ეგ რაარი ტო, ეგეთI მჭრელი დანა (ან რამე საერთოდ) თუ არსებობდა არ მეგონა...
nihontoman
WARNer brother
ხო აი ეს სალესი მასეთი რამეების გასაკეთებლადაა smile.gif
sekurifa
ციტატა(nihontoman @ 1st June 2013 - 09:24 PM) *
220 -იანი შკურკა ძალიან მსხვილია და მის მიერ მაგ პრინციპით გაკეთებული პირი კი იქნება მჭრელი, მაგრამ აუცილებლად ექნება ნაწიბური რაც მალევე დააბლაგვებს კიდეც პირს და ახლიდან იქნება გასალესი. მაგ მეთოდით გალესილი დანა ვერსადროს იქნება აი ასეთი ბასრი:

კი მართალი ხარ, მე უბრალოდ შევეჩვიე ეგეთ პრინციპს.თანაც მარტო შკურკით არ მამუშავებ, მერე ნულიოვკასაც ვხმარობ და ბოლოს ზელოინკა წასმულ ტყავზე ვაპრიალებ საბოლოოდ.

nihontoman
sekurifa
ხოო ეგეც მიგეწერა ბარემ biggrin.gif მარა გადახურებას როგორ არიდებ თავს? წყალს ხმარობ დრელის გამოყენების დროს?
sekurifa
ციტატა(nihontoman @ 2nd June 2013 - 04:11 AM) *
მარა გადახურებას როგორ არიდებ თავს? წყალს ხმარობ დრელის გამოყენების დროს?

ხო წყალს ვხმარობ და თვითონ შკურკასაც ვასოლებ. დრელს კი დაბალ აბაროტებზე ვაყენებ და ფეხით ვრთავ, ანუ პედალზეა რა. თვითონ დრელი ვერტიკალურად დგას, ანუ ნასადკა ჰორიზონტალურად ტრიალებს და მე ზემოდან ვედებ დანას. რავი ძან მოსახერხებელია რა.

WARNer brother
nihontoman
შენ დანას შეულია ეგრე ჭრა? ვგულისხმობ ვიდოეში რაცაა მოცემული
nihontoman
WARNer brother

ჩემსას ეგრე ჯერ არ შეუძლია, ვიდეოში კიდეც ვახსენე მიზეზი თუ რატომ smile.gif

აი ასე კი შეუძლია:

ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.