guni
May 10 2013, 12:12 AM
მოგესალმებით ყველას ეს ჩემი პირველი პოსტია

გადავწყვიტე ზამბარიანი იარაგის ყიდვა ისე გასართობად მინდა უფრო სწორედ სანადიროთაც
მაგრამ გარტყმაში არ ვარ რომელი ან როგორი ვიყიდო რაც შეიძლება ძლიერი მინდა რო იყოს
ჰატსან 150 ვნახე მომეწონა ვიდეოები ვნახე და მგონი კარგი უნდა იყოს მაგრამ თუ იცით რამე უფრო ძლიერი მირჩიეთ გთხოვთ
დაახლოებით 400-700 ლარის ფარგლებში
გმადლოBთ წინასწარ
geojorjika
May 10 2013, 12:16 AM
guni გაგიმარჯოს
ჰაცან 150-ზე ძლიერი რაღა გინდა ისედაც ზარვაზანია
მე მაქვს ჰაცან 95 გაზის ზამბარით და მაყუჩით , რავიცი ხომ არ გავყიდო
guni
May 10 2013, 12:35 AM
გაზის ზამბარა რას ნიშნავს ვერ ვხვდები ვერ ვერკვევი და რა ვქნა ::

ესეიგი ღირს ჰატსან 150 ის ყიდვა? და როგორ შეევამოწმო ყიდვის დროს ხომ ვერ მეტყვით?
geojorjika
May 10 2013, 12:45 AM
guni ძალა ააქვს , მაგრამ იმ ძალას მიმართულების მიცემა ხომ უნდა, მიზანში თუ ვერ გაარტყი რათ გინდა ისე

გაზის ზამბარა არის, ე.წ. პრუჟინის ნაცვლად ჩაყენებულია, მანქანის ამორტიზატორის მსგავსი მექანიზმი , რომელიც მუშაობს მაღალი წნევით ჰაერზე,
პლიუსები აქვს ის რომ გადატენვა არის რბილის და სასიამოვნო, გასროლისას უკუცემაც არის მოკლე და არ ზანზარებს იარაღი, ხმა დაბალი და გადატენილი რომ დატოვო მთელი დღე ეს ზამბარაზე არ მოქმედებს, ანუ არ "დაჯდება"
ja_ja
May 10 2013, 08:43 AM
guni
ჰაჩიკა 150 არ იყიდოოოოო თხოვნაა არ იყიდო, ნუ აი ძალიან დიდი თხოვნაა რომ არ იყიდო თორემ პნევმატიკაზე წარმოდგენა დაგეკარგება 1 კვირაში.
საერთოდ ჰაჩიკებიდან მოდელები 125, მოდელი 135 და ასევე მოდელი 150 არის, საშინელება, საიწყის 125-ით და უმატეს და უმატეს ძალა 150-მდე. 150-დან არ მისვრია, მაგრამ 125 მე ლიჩნად ლამის ბეჭს მამტვრევს (ნუ მილურჯებს გარანტირებულად), პლიუს ისე დახტის ხელში გასროლის მერე რომ ლამის 5-10 წამი ეძებ იმ ადგილს სადაც ესროლე, თან ცდილობ ხელში თოფი გააჩერო. გადატენვისას მე ლიჩნად მიწევს ფეხებშუა ამოდება და ორივე ხელით ლულაზე ჩამოკიდება რომ გადავტენო თოფი.
135 უფრო ქაჯობაა, ანუ ისედაც ქაჯი ძალა ჰქონდა და უფრო გააძლიერეს, შედეგად უხეში ზამბარა რომ იშლება ცილინდრში, ეგ ზამბარა როგორც დგუშს აწვება და წინ მიაქანებს, ეგრევე შენც გირახუნებს ბეჭჭი. შედეგად ჯერ გასროლი არ არის ტყვია და თოფი უკვე ხელში დახტის... რამდენად დადებითად იმოქმედებს გასროლის სიზუსტეზე შენთვითონ განსაზღვრე. ახლა ეს ყველაფერი 150-ზე რაც მოგცემს იანგარიშე, კონსტრუქცია იგივე დარჩა და ზამბარა უფრო ხისტია!
ახლა რაც შეეხება სიძლიერეს, ბაზარი არაა ძლიერია, ხვრიტავს ემალირებულ ქვაბებს, ტაფებს დსპ-ს შკაფებს ორმხრივად ლეწავს და ასე შედმეგ, მაგრამ ჯერესერთი რომ ემალურებული ქვაბები არც დაფრინავს და არც ტაფები დაფრინავს, პლიუს რომ დაფრინავდნენ მაგათი ხორცი ცოტა არ იყოს ძნელი მოსამზადებელია :)
აი ცოცხალ სამიზნეს რაც შეეხება იმდენად ჩქარა ხვრიტავს (თან 4.5 კალიბრი ძალიან წვრილია და ჭრილობა უც
Archery
May 10 2013, 04:51 PM
თან 4.5 კალიბრი ძალიან წვრილია და სამიზნე შოკისგან ვერანაირად ვერ მოკვდება, შედეგად გაფრინდება იფრენს იფრენს ცხრა მთას გადაიფრენს და მერე ჩამოვარდება

იმდენად წვრილ ნახვრეტს დატოვებს 4.5მმ მაგხელა სიჩქარეზე რომ კუნთები რომ შეიკუმშება სისხლდენაც შემცირდება და ა.შ სამიზნე არ მოკვდება მინიმუმ 10წამი , 10წამში კიდევ როგორ ზემოთ ვთქვი ისე მოხდება
guni
May 10 2013, 05:45 PM
ძალიან კაი ინფორმაცია მომაწოდეტ მადლობთ . და რას მირჩევთ რომელი ვიყიდო?
Archery
May 11 2013, 02:30 AM
ციტატა(guni @ May 10 2013, 06:45 PM)

ძალიან კაი ინფორმაცია მომაწოდეტ მადლობთ . და რას მირჩევთ რომელი ვიყიდო?
400-700ლარამდე გერმანელი იყიდე hw85 და მისნაირები,
თუ მაგდენი ფული ნეტუ, მაშინ ქუესტი ან ფანტომი, ჰატსან 90- ან 99 იც შეიძლება