თავდაპირველად, მინდა გითხრა რომ ვეებერთელა ტექსტი გექნება წასაკითხი

(მე სამწუხაროდ სხვანაირად ვერ ვწერ ხოლმე

), მაგრამ ნუ მიიღებ შეურაცყოფად, ან რაიმე ისეთად თითქოს და ვინმე გებრძოდეს, ან ჭკუას გასწავლიდეს, პროსტა უნდა იცოდე რამდენიმე ძირითადი საკითხი ამ დურაკული თემატიკის ირგვლივ და იმედია მერე ეს საკითხი ავტომატურად იქნება გარკვეული შენთვის.
მესმის ახალი ხარ და გეზარება ყველაფრის გადაკითხვა და გინდა უცებ ყველაფერზე პასუხის მიღება, მაგრამ იმ თემამ და იმ კითხვამ რასაც შენ სვავ ამ ფორუმზე ერთმანეთს გადაკიდა ლამის ყოველი მეორე. ეს საკითხი მინიმუმ ტაბუდადებულია მანამდე სანამ არ გაეცნობი
ამ განყოფილების ყველა თემას.
წაიკითხავ იქ პეტიციებზე, ჩამორთმეულ საქონელზე, ერთმანეთის ლანძღვაზე, გინებაზე, კანონზე და ყველანაირ სისულელეზე.
მთავარი შინაარსი კი ერთია, კალიბრი და რამე აკრძალული არაა, ახალი კანონით ნებისმიერი კალიბრის ხელზე ქონა შეგიძლია, უბრალოდ ასე ვთქვათ იყოფა პნევმატიკა სუსტ და ძლიერ ტიპებად... სუსტს გაფორმება არ სჭირდება, ძლიერს გაფორმება სჭირდება და კანონის ბოლო რედაქციის მიხედვით შეძენიდან 10 დღის განმავლობაში შენი ნებით უნდა მიხვიდე და გადაიფორმო (ყველა საბუთი ერთად ჯდება ერთ თოფზე 55 ლარი).
მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა განსაზღვროს რა არის, სუსტი და რა არის, ძლიერი, ამისათვის 2.5 ნახევრის წინ ერთ ორგანიზაციას დაევალა სტანდარტების შემუშავება, მერე ძველ შსს-ს ახლა ახალს, მაგრამ სტანდარტები დღემდე არ არის შემუშავებული, ჩვენს შეთავაზებას დახმარებაზე შესაბამისი ორგანოები არ იღებენ (ეს იმას მოვაყოლე რომ თავიდან არ იყოს, არიქა მერე რას ვაკეთებთ ხელმოწერები შევაგროვოთ, ფეისბუქი ჩავრთოთ და ასე შედმეგ), ნასინჯი გვაქვს, უბრალოდ არ ვაფიშირებთ, მაგრამ შედეგი არის ნოლი, არ უნდათ სხვისგან არაფრის მიღება.
აღნიშნულიდან გამომდინარე რომ არ უნდა დახმარება და ვერც თვითონ ჩამოაყალიბეს, შეიქმნა კანონის კურიოზი, კანონმა არ იცის რომელია ნებადართული და რომელი არა. შედეგად რაც უკვე საქართველოშია, რაც გინდა იყიდე და გქონდეს, გაფორმება საჭირო ამ მომენტში არცერთზე არაა საჭირო, იმიტომ რომ სანებართვომაც არ იცის, რომელი უნდა გააფორმოს და რომელი არ უნდა გააფორმოს, ამიტომაც ელოდებიან სტანდარტებს.
აი აქვე ამოხტა კურიოზი საბაჟოსთან დაკავშირებით, ისევ იმის გამო რომ არ იციან რომელი შეიძლება და რომელი არა, შემოტანისას ამბობენ - ჯერ არ ვიცით შეიძლება თუ არა ამის შემოტანა, ამიტომაც მოდი ჩამოგართმევთ გადავიტანთ საწყობში და როცა იქნება სტანდარტი იმის მიხედვით გავიგებთ გეკუთვნის თუ უნდა ჩამოგართვათ საბოლოოდო.
ახლა იმედია გასაგებია რომ კანონი და კალიბრი არაფერ შუაშია, თეორიულად ჩამოტანის უფლებაც გაქვს, თუნდაც ძლიერის (ალბათ ეგეთს წინასწარ რაიმე ნებართვის აღება დასჭრდება მომავალში, მაგრამ ამ ეტაპზე ეგეთი არაფერი გაიცემა და არც შემოტანის უფლებას გაძლევენ, თუმცა სანებართვოში რომ იკითხო გეტყვიან კი კაცო რა პრობლემაა იყიდე ჩვენ მაგაზე არაფერ საბუთს არ გავცემთო), მაგრამ სტანდარტი არ არსებობს რომელიც განსაზღვრავს რომელია ძლიერი და რომელია სუსტი. როგორც უკვე ვთქვი ჩვენი ანუ გამოცდილება მქონე ხალხის და საკითხში ჩახედული ხალხის დახმარების მიღება ძალით არ უნდათ, პირდაპირ გვეუბნებიან არ გვაინტერესებს ჩვენ ჩვენი ექსპერტები გვყავს და ისინი არიან ამ საქმეში ჩართული, თქვენ დიდი მადლობა მაგრამ არ გვჭირდებითო.
შედეგად:
1) აქაურ ბაზარზე არსებული იარაღის ყიდვა უპრობლემოდ და გაფორმების გარეშე შეგიძლია გინდა მაღაზიიდან გინდა ხელზე
2) უკვე საქართველოში შემოტანილ იარაღს არსებული კაზუსის გამო ჯერჯერობით გაფორმება არ სჭირდება, როცა სტანდარტს მიიღებენ მერე ალბათ მოითხოვენ.
3) შემოტანით ვერ შემოაქვს ვერავის იმიტომ რომ საბაჟოს ბრძანება აქვს მიღებული კანონი დაიცვას და მხოლოდ ნებადართული იარაღი შემოუშვას, მაგრამ იმის გამო რომ არ იციან რომელია ნებადართული ყველას აჩერებენ სანამ შესაბამისი სპეციფიკაციები არ ექნებათ
4) რამდენიმე ათეულ ჩვენს წევს მაგ გაუგებრობის გამო საბაჟოს საწყობში აქვს საქონელი გამოკეტილი 2.5 წელია (იყო იქ ნაცნობის, ნათესავის ჩართვა ჩივილი, მუქარა და ათასი წირი შედეგი ნოლია)
5) მინიმუმ 2 სასამართლო პროცესია აწეული რომელიც იგივე 2 და2.5 წელია მიდის, მაგრამ შედეგი დღემდე არაა. ინსტანციიდან ინსტანციაში გადადის სხვადასხვა უაზრო მიზეზებით (კაროჩე ძალით ჭიმავენ რა)
6) როგორც უკვე მრავალჯერ ვთქვი ჩვენს დახმარებას არ იღებს არც სტანდარტების ორგანიზაცია არც შსს, და არც თავდაცვა, ყველა ან ერთმანეთისკენ იშვერს ხელს, ან პირდაპირ გვეუბნება, არ გვჭირდებით გაგვანებეთ თავიო
ძალიან დურაკული სიტუაციაა, მესმის რომ ასე ვთქვათ ახლახანს გადაეყარე ამ კედელს და არ გჯერავს, გინდა რაღაც სცადო, ის მეთოდი, ეს მეთოდი, დამიჯერე ყველაფერი უკვე ნასინჯია, არა ერთი მხრიდან, არა ერთი კუთხით და არა პროსტა წერილის მიწერით გადაჩურთულებით ან რაიმე, საკმაოდ მაღალ ეშელონებშიც არის გაკითხული და რაცხა რაცხა ამბები გარკვეული, ჩარეულიც იყო რაღაც შესაბამისი ხალხიც.... მოკლედ გლუხა კაკ ვ ტანკე

P.S. თხოვნაა არ მიიღო ეს ტექსტი ისე თითქოს და აგრესიულად ვწერდე, შევეცადე რეალური სიტუაცია მომეხაზა, ვცადე ამის დაწერა 2-3 დღის წინ როდესაც პირველად დაპოსტე ჩამოტანასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც ყველა ახალბედას ვარიანტში ჩავთვალე რომ ისევ ხიშტებით მიიღებდი და რატომღაც ჩათვლიდი რომ გტუქსავთ. არანაირად არ გტუქსავთ უბრალოდ დურაკული სიტუაციაა და ნუ არ გამოდის რა გარღვევა... ჩვენც გვინდა, მაგრამ არ გამოდის. ახლა შენ თუ შსს-ს მინისტრი ხარ და გვიმალავ და შენს ხელის მოწერას ელოდება ბრძანება არ ვიცი, მაგრამ სხვა გზები ნასინჯია და არაფერი გამოგვივიდა

ასე რომ ახლა შენს პასუხს ველით

აღაირე ხარ თუ არა შსს-ს მინისტრი და გვიმალავ თუ არა მაგ ფაქტს