დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: მეტალის დეტექტორი
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
baxuti
მთელს საქართველოს ინტერნეტ ქსელში ვეძიე და ვერსად ვერ ვნახე შესაფერისი დისკუსია მეტალო დეტექტორებზე და გადავწყვიტე აქ გამეხსნა ახალი თემა/

ცოტა ხნის წინ შევიძინე აი ეს მეტალო დეტექტორი და ვაპირებ მოვიარო მინდვრები სადაც იმართებოდა დიდი ბრძოლები საქართველოს საზღვრების შესანარჩუნებლად საუკუნეების განმავლობაში.იმედი მაქვს ბევრ საინტერესო დაფლულ და ჩამარხულ ნივთებს ვიპოვნი.
მაგრამ რამოდენიმე ადამიანმა მითხრა დაგიჭერენ და მაგ შენ დეტექტორს შენვე გაგიკეთებენო biggrin.gif თან დიდ ჯარიმასაც გამოგიწერენო,ხოდა ვერსად ვერ ვნახე ინფორმაცია რა არის აკრძალული და რაზე ვერ შემომედავებიან, მაგალითად ზღვის სანაპიროზე მაქვს სახლი ხოდა ღამე რომ გავისეირნო და რამე ვიპოვო შემთხვევით ვინ უნდა მომედავოს ვერ ვხვდები.
მოკლედ ვინმეს თუ გაქვთ რაიმე გამოცდილება ან ინფორმაცია დაწერეთ ნუ მოგერიდებათbiggrin.gif თან შეიძლება დეტექტორიც ქონდეს ვინმეს და პრაქტიკაც.
geojorjika
baxuti
რომ არ მოგატყუო ბერვი არაფერი გამგება მაგენში , მაგრამ ერთი ვიცი რომ კარგი მეტალო დეტექტორი ნამეტნავი ძვირი სიამოვნებაა და 83$-ანი შტუკა რამდენად გაართევს მაგ საქმეს თავს ვერ გეტყვი , მაგრამ მაინც გილოცავ შენაძენს

ისე მაინც და მაინც ნუ მიეძალები ეგეთ ადგილებს რაიმე აუფეთქებელი შტუკა არ ამოთხარო biggrin.gif

და კიდევ ღამე ზღივს სანაპიროზე უფრო მეტ მოდღნაურე წყვილს უფრო იპოვნი ვიდრე რაიმე ფასეულს biggrin.gif
baxuti
სანაპიროს რაც შეეხება კი მართალი ხარ biggrin.gif დეტექტორის გარეშეც წავწყდომივარ წყვილებს მაგრამ რაც შეეხება ოქროს და დაკარგული სამკაულების ძიებას ჭორის დონეზე მითხრეს აკრძალულია და ჯარიმა ნაპოვნი ნივთების დეტექტორის ჩათვლით კონფესკაციას გაგიკეთებენო თან დაგაჯარიმებენო.
მემგონი ძალიან დიდი შავი ხვრელებია საქართველოს კანონმდებლობაში,მაგალითად რომელიმე ძალოვანმა რომ გამაჩეროს და გამომკითხოს რას ვაკეთებ პასუხად დაკარგულ გასაღებს ვეძებთქო არ დააკმაყოფილებს ნეტა?
koknar
baxuti
მაგარ შარში ხარ biggrin.gif, არამგონია მაგ საქმეში კანონმდებლობა ისე იყოს გაწყობილი რო გაერკვიო და პრობლემა აღარ ქონდეს. თან შეიძლება შემოტანაზეც კაი ბარიერი დაგხვდეს.

თუ იცი უკვე იცი ფარნავაზმა თბილისის შემოგარენში სად იპოვა განძი და რამოდენიმე ნივთი ვერ წამოიღო დარჩა, მაშინ გიღირს და დაიწყე ჩალიჩი, biggrin.gif

ისე სერიოზულად თუ გინდა, მაგ ამბავი არი შავი არქეოლოგია და ძალიანაც არ ისჯება თუ მართლა რამე სამარხი არ გაძარცვე ან საფლავი. საბაჟოზე გაარკვიე და იყიდი მაგ შტუკას.
baxuti
ჩამოვიტენე უკვე არანაირი პრობლემა არ შემქმნია ტრანსპორტირებისას
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.