leogeo ციტატა(leogeo @ 25th April 2013 - 03:58 PM)

მენიუ როგორია სამარხვო თუ ყარაჩოღლური ?
კაი ხალხისთვის არაფერი არ გვენანება, რეალური ჯიშიანი ქართველებისთვის განიხილება შემდეგი მენიუ:
1) მოხარშული ლეღვის ფოთლები ცაცხვის წვენში
2) დაბრაწული მაწვლის ეკლიანი ტოტები აჯიკასთან ერთად
3) წინასწარ დახვრეტილი, თხლად გატარებული და ნელთბილ ალზე შემწვარი სამიზნეები, ფორმატი A4 ( სპეც დაკვეთის შემთხვევაში შეიძლება A3)
4) სვეჟი ჭაობის წყლის ნაჟური მასშივე მცხოვრები არსებიბის ნარევით
ნუ რავი ვროდე გვეყოფა რა

აი ვინმე დასასჯელი თუ იქნება რომ კაი ქართულ მაგიდასთან არ მიიშვებოდეს, იმათთვის ცალკე გავშლით სუფრას ყველანაირი გადასაყრელი საკვებით, ნუ მაგალითად:
1) უჯიშოდ გაზრდილი და ტალახში ჩასუქებული მღრუტავი არსების ათლილი გვერდები შემწვარი ალის გარეშე
2) გაბრტყელებული ცომეულში გახვეული ძროხის ნაწველი სითხისგან ამოღებული შედედებული მასით, ერთად გადახვეული და ნელგრილად შემწვარი
3) მებრტყელებული ცომეული ჩამბალი და გაუბედურებული კუანა სუნის გამომცემი მარცვლეულობით
4) ბოსტნეულის არეულ დარეული ნარევი (სპეც დაკვეთის შემთხვევაში შეიძლება მინდვრიდან მოტანილი ბალახების ზედ დაყრა)
5) ურწმუნო გადამთიელების მიერ გამოწურული გაუგებარი გრილი სითხეები
6) ცეცხლოვანი წყალი ნავთისა და ასანთის გარეშე
ნუ ძირითადი ეს იქნება რა ახლა ნამეტანი არ დავსჯით ხალხს, მაინც ადამიანები არიან და ცოდონი არიან
bazuka ციტატა(bazuka @ 25th April 2013 - 04:20 PM)

მაგრად მინდა მარა, სად მცალია
აი ერთერთი დასასჯელ სუფრასთან დასასმელი შენ ხარ