ასეა თუ ისეა უცებ მივაყრი სურათებს და მინი აღწერებს....
ესე იგი მივედით სადღაც 11:30-ზე უკვე კაიხნის დაწყებული ტვინბურღვაობა იყო... ზოგი იქეთ მიდიოდა ზოგი აქეთ ზოგიც უძინარი იყო და ზოგიც ნაქეიფები


მივადექით პირველ ადგილს, თუმცა რა ნომერი ჰქონდა ტრასას აღარ მახსოვს... მოკლედ კაი 30-40 მეტრიანი აღმართი იყო მგონი კაი 50 გრადუსიანი დახრით... უკვე გათხრილი იყო გზა, მარა ასული მანქანა მანდ ვერ ვნახეთ


მოკლედ მანქანები ზოგი იქეთ მიდიოდა, ზოგი აქეთ, ვერ გავიგეთ ვაბშე რა ხდებოდა და რატომ... ორგანიზატორებს დიდი მინუსი! მუსიე ტემლარების მეთაურო და მერვე ტრასის უმფროსო მსაჯო!

გადაეცი შენიანებს რომ თუ გინდათ ხალხი დაგესწროთ ხოლმე სიამოვნება მიიღოს და შემდეგში კიდევ თვითონაც მოიდეს და დამატებით 300 კაცი მოიყვანოს და შედეგად სერიოზული რაზმახი მიიღოს ამ საქმემ, მაშინ საჭიროა მინიმუმ რამდენიმე რამ -
1) სადღაც საწყისთან ფირნიში რომელზეც უვიცებისთვის და ახლად მოსულებისთვის ახსნილი იქნება რომ აი ასეთი და ასეთი ტრასებია, აქანე და აქანეო

2) კაი იქნება გამოცხადება, ვინ გამოდის, რა ხდება, რომელი მონაწილეა, რა დროში გაიარა... თორემ რაცხას მსაჯი იქ ებუტბუტება მძღორს, მერე ისიც ამთავრებს ტრასას თუ ვინმემ იღრიალა და საპასუხოდ ხმა მოგესმა - გაიგებ რაცხა ციფრს მაგალითად 19... მარა ეს 1 საათი და 19 წუთია, 19 წამია, 1 წუთი და 19 წამია თუ რაიმე კოდური აღმნიშვნელი ეგ კაციშვილმა არ იცის
ნუ კიდევ რაცხას მოგედავედობით, მარა ნუ ეს ორი რომ იყოს სერიოზულად გაუმარტივდებოდა დამსწრე საზოგადოებას მანდანე გაგება, რა ხდება და რაფრაა საქმე... თორემ ახლაც ნუ ცუდი კი არაფერი ხდება, მარა ნუ ორიენტაცია აღებული გაქვთ უფრო მონაწილეებზე, იმან ხომ იცის სად უნა მოვიდეს და რა უნდა ქნასო და მაყურებელი თავის ყაიდაზეა მიშვებული რა

, არადა ქე ითხოვთ ამ მაყურებლის მოსვლა დასწრებას, ზნაჩიტ ინტერესი გაქვთ.....
ახლა არ დამიწყო აირგანის შეჯიბრებაზე რატომ არ შვებითო, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში ჩვენს წრეში ვატარებთ შეჯიბრს და სულაც არ ვაწყობთ სახალხო გასართობ ღონისძიებას, ასე რომ 2 განსხვავებული ჩანაფიქრია!
კაროჩე ჩემი საქმე არაა, მარა გამომსვლელი თანხას ხომ იხდის? მანქანებში ხომ დოხრენა თანხა იხარჯება, ჰოდა ნელ-ნელა მეგაფონები შააგროვეთ და 1 კვირით ადრე თუ გეგმავთ ტრასას სურათები გადაიღეთ, რაიმე პოლიგრაფიულ კანტორას მიადექით და 1-2 დიდი ფირნიში ამოაბეჭდინეთ ი ვსიო... არა მგონია უსაშველოდ დიდ თანხებზე იყოს ბაასი



ნუ სადღაც 13:00-ზე შესვენება გამცხადდა, დაიკეტა ყველა ტრასა, ჩვენც გადავწყვიტეთ რაცხა დაგველია იქვე ამოსულ მოსიარულე მანქანა რესტორანში

, მანდ გადავაწყდით გზად ჯერ Templar-ას შემდეგ კი CAT-ს





ეს კიდო ჯადოქრებს მანქანა, ამბობენ იმ დღეს ჯადოქრების და გრძნეულების არმიაც მონაწილეობდაო


ეს კი მისი პროტექტორები

ეს კი დასვენებული სასტავი

თურქების ბუინი

მოწყობილი ელექტრო ათვლის სისტემა.... ნუ კი მესმის რომ ოფროუდერები მაინც დალეწავენ და რამე, მარა მთლად კანალიზაციის ტრუბები რანცხა ნე ესტეტიჩნო საერთაშორისო შეჯიბრზე



ეს ჩემთვის გაუგებარი მანქანის მიერ, აბორტის შედეგად შობილი გაუგებარი მექანიკური არსება


შესვენების შემდეგ გადავინაცვლეთ სხვა ტრასებზე



ეს კი ის ტალახი რომლის იმედიც გვქონდა დილიდან, მარა მიუხედავად იმისა რომ დილიდან კაი 2-3 საათი კოკისპირულად იწვიმა მთელი მიწა მშრალი იყო და ტალახებიდან მხოლოდ ეს პაწუა გუბე ვნახეთ

ნუ გავეშურეთ აქეთ იქეთ რომ ყველანაირი ტრასები გვენახა, მოგვიანებით გავიგეთ რომ თურმე იქეთ რაცხა სხვა ყოფილა, აქეთ სხვა, იმ მთის გადაღმა სხვა და ასე შემდეგ, თავიდან კი გვეგონა სადაც მანქანებია შეკრებილი ეგაა და გორის ციხე... ნუ რაფრა გაიგოს უბრალო მოკვდავმა სად რა ნახოს?







ესეც პანორამული ხედი თუ ვინმეს დაგაინტერესებთ, სამწუხაროდ დაპატარავებულია, იმიტომ რომ ორიგინალი 14 მეგაბაიტს იწონის და 22 000 პიქსელია სიგრძეში, არცერთმა ფაილის ასატვირთმა ჰოსტინგმა მისი ატვირთვის საშუალება არ მომცა

ეს კი სხვადასხვა ტრასების ხედები




ესეც პირველი გაჭედილი მანქანა....
ისე ორგანიზატორების ისევ მინუსი, ზის ჩვენი ტამპლიერა ზონტიკის ქვეშ და გაიძახის მე მთავარი მსაჯი ვარო, სხვა არაფერი მეხებაო.... მარა ის რომ მის ტრასაზე მანქანაა გაჭედილი ვერავინ გამოდის, ხალხი რიგშია დრო გადის, მაყურებლისთვის უაზრო ლოდინია, ინტერესი იკარგება, მაი არავის ადარდებს.
ნუ დაზღვეული არავინ არაა ასეთი სიტუაციისგან, მაგრამ ევაკუირების და ტრასის გაწმენდის ვარიაციები მოფიქრებული უნდა იყოს თუნდაც მფრინავი თეფშით მანქანის ორმოდან ამოწევა, არ ვიცი ჩემთვის სულერთია, როგორც მაყურებლისთვის ამ მანქანის საათნახევრიანი შველის ოპერაცია ნამეტანი მომაბეზრებელი და უინტერესო იყო, აშკარად სხვებისთვისაც უინტერესო იყო, იმიტომ რომ თუ ამ მანქანამდე მაყურებლები ოხრად იყვნენ ამ ტრასის ირგვლის, ამ ინციდენტის შემდეგ ყველა შემოიცალა
ასე რომ ჩემი ტამპლიერჯან მარტო ზონტიკის ქვეშ დგომა და ზეციური მანანის ლოდინი ნი ხოროშო

ნუ ამ მანქანის ავარია კი დავდე წინა პოსტებში ვიდეოს სახით, შველის ვიდეოს საღამოს დავდებ.








მოგვიანებით კოტეც გაიჩითა და დავითუსამაც ამოირბინა, მაგრამ ისევ გაიქცა


ეს კი გაღუნული ეგრეთწოდებული "ტიაგა", მთელი ძალით და წონით გაქანებული მანქანა ამ უბედურს დააწვა და ესეც ლამის ნახმარ შლანგს დაემსგავსა

, პლიუს როგორც გაირკვა წინა ხიდიც ჩაიშალა... მოკლედ მანქანას სერიოზულად ეტკინა და მგონი ანალგინი არ უშველიდა მაგ საქმეს


მანქანის ადგილზე გასწორება ვერ მოხერხდა, მთელი rescue იყო მოწყობილი და რავარც იქნა მანქანა თავისი ფეხით და ხალხის დახმარებით გამოვიდა სამშვიდობოს, შედმეგ მანქანა მინდორში გადიოდა ექსტრემ შეკეთებას

, ისე ნომერი თუ შეამჩნიეთ მანქანის ვინმემ


ნუ ესეც ბოლო კოლაჟები, მაგის მერე სურათები აღარ გადამიღია მხოლოდ ვიდეოებს ვიღებდი






