დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ნორიკას პროექტი
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > PCP - Pre Charged Pneumatics
გვერდი: 1, 2, 3, 4, 5, 6
norica_dragon
ჰოდა რა ხდება ეხლა....

უკვე რამოდენიმე დღეა ვმუშაობ ახალ პროექტზე, არ მოვყვები რას როგორ რანაირად წინასწარ, მარა ჯერჯერობით 2 რაღაცას ვიტყვი მარტო:

1. ძაან მაგარი საიტი გავჩითე:
https://sdp-si.com/eStore/
2. მინდა ილიას რომ რეზერვუარი აქვს და რომ არ იყენებს ისეთი რამე biggrin.gif

აუ ჩემი სახელი შეუცვალეთ რა biggrin.gif
geojorjika
norica_dragon
ნოტიკა როდიდან გახდი biggrin.gif

მაგარი რითია? smile.gif

ციტატა(Avto @ 26th March 2013 - 02:45 PM) *
2. მინდა ილიას რომ რეზერვუარი აქვს და რომ არ იყენებს ისეთი რამე

http://www.paintballgateway.com/guaircoairta2.html
norica_dragon
ოოო ეს არ მინდა მე ილიასნაირი მინდა პატარა რომ აქვს ტალონის აი ის smile.gif
geojorjika
norica_dragon
ციტატა(Avto @ 26th March 2013 - 03:36 PM) *
ილიასნაირი მინდა პატარა რომ აქვს


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
tengo
ციტატა(giorgi @ 26th March 2013 - 03:06 PM) *

ესეთი მე მაქვს კაი ხანია.
ilariona
geojorjika
ნევოსპიტანიი ხამ! biggrin.gif

norica_dragon
ილიას რომ აქვს პატარა 100 ლარი ღირს biggrin.gif

რა ნაწილ-ნაწილ მიგაქვს ეგ თოფი უკან ტო! ჯერ ოპტიკა, ახლა ბალონი, მერე ლულაც მოგინდება biggrin.gif
kaka8079
tengo
რამდენია ეგ მინი ბალონი წონაში?და ლირტებში 0.360ლიტრია?
soxa
ბიჯო რეებს ლაპარაკობთ თქვენა სულ წახვედით ხელიდან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
norica_dragon
მშვენიერი ფასია smile.gif

მივიღე ჯერ მაქამღე smile.gif
tengo
ციტატა(kaka8079 @ 26th March 2013 - 07:16 PM) *
რამდენია ეგ მინი ბალონი წონაში?და ლირტებში 0.360ლიტრია?

წონაში 850 გრამია თავისი რედუქტორით და მოცულობაში მგონი 0.460 უნდა იყოს.
kaka8079
tengo
ამ რეზიკით რამის წამოწყებას აპირებ თუ უკვე ბოლოშიც გადიხარ?
tengo
ციტატა(kaka8079 @ 26th March 2013 - 08:11 PM) *
ამ რეზიკით რამის წამოწყებას აპირებ თუ უკვე ბოლოშიც გადიხარ?

არა, ვაპირებ მომავალში.
ja_ja
kaka8079
ციტატა(kaka8079 @ 26th March 2013 - 08:11 PM) *
თუ უკვე ბოლოშიც გადიხარ?

ჰო აი კნოპკაზეღა დარჩა ხელის დაჭერა რა smile.gif ოღონდ ასე - ლეტ ჩერეზ 5 გენატსვალე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(tengo @ 26th March 2013 - 08:07 PM) *
და მოცულობაში მგონი 0.460 უნდა იყოს

მგონი ასე 0.1 ლიტრი უნდა მოაკლო და კაკრაზ იმაზე დაბრუნდები რაც კაკოიემ დაწერა smile.gif
tengo
ციტატა(ja_ja @ 26th March 2013 - 09:18 PM) *
მგონი ასე 0.1 ლიტრი უნდა მოაკლო და კაკრაზ იმაზე დაბრუნდები რაც კაკოიემ დაწერა

დიამეტრი არის 63მმ, სიმაღლე სანამ მომრგვალება დაიწყება არის 240მმ., საერთოსიმაღლე კი არის 300მდე.
5 მმ. რომ ავიღოთ კედლის სისქე გამოდის 53მმ. შიდა დიამეტრი. რავიცი მგონი ნახევარ ლიტრს უკაკუნებს.
ja_ja
tengo
თენგო რამდენი მათემატიკა გიყვარს და დაშვებები, ის რომ ასეთი იყოს, ეს ასეთი smile.gif ბორჯომის ბოთლს რომ ყიდულობ მოცულობას როგორ ანგარიშობ ხოლმე? რამსიმაღლეა ბოთლი, რამსისქე აქვთ კედელი, ყელი სად ეწყება.... აეეე ... smile.gif უბრალოდ იღებ და წარეწრას უყურებ ხომ: - რა აწერია, ამოატრიალე და უი აწერია 0.5 ლიტრი ი ვსიო... რაღათ გინდა აბა ამ კოლბის შემთხვევაში ასტრონომიაზე რომ იკლავ თავს smile.gif

აწერია მაგ მამაძაღლს 22ci/3000psi მთავარი არის მოცულობის ერთეული 22 კუბური ინჩი, გადაიყვანე რა ლიტრებში და ნახავ რამდენია, თუ არაგჯერავს აგერ კონვერტორი, ჩაწერე მაგიური ციფრი 22 და მიიღებ ლიტრებში რამდენია 22 Cubic Inches = 0.360515408 Liter

რათ უნდა ამას გარე დიამეტრი, შიდა დიამეტრი, კედლის სისქე, ყელი, ყური, ძირის სისქე, მოღუნულობა, გამრუდება, მზე ამდენჯერ ამოდის, მთვარე ამდენჯერ ჩადის biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
norica_dragon
მართალია ჯერ ჩაინიკი ვარ მაქსის მარა 2 დრისთვის სწავლისთვის მემეგონი ცუდი არ არის smile.gif

მოკლედ ესე გამოიყურება ჩემი პროეტი.....

კიდე რომ დამუშავდება ვიდეოს დავდებ.

აუ ვერ დავდე რა ვიდეო, ვერ გავიგე როგორ უნდა.



თემა ნუ გამიოფეთ :P
ja_ja
norica_dragon
ოხ შენი IT-შნიკობა ვჭამე რა დილა საღამოს smile.gif

4 წელი გავიდა და youtube-ს კოდის ჩასმა ვერ ისწავლე ამოდენა კაცმა smile.gif რაცხას აგდებ ვეჩნა იმის იმედათ რომ ვიღაც ჩაგისწორებს


გვარცხვენ, გვარცხვენ ამხანაგო ჭიპილია რაიონული მაშტაბით smile.gif სასწრაფოდ მოკურცხლე ახალ და ილარიონას მიერ დადებულ ვიდეო მანუალს უყურე რომ ეგებ და რაიმე დაამუღამო smile.gif
norica_dragon
ჯაჯ როგორ ფიქრობ იმუშავებს?????
ja_ja
ნუ მხოლოდ ნაწილი ჩანს როგორ მუშაობს....

პლიუს რაც არ უნდა იდეალური ნახაზი ან ანიმაცია იყოს, სანამ მოქმედი მაკეტი არ გაკეთდება....
norica_dragon
მე პირველ რიგში დავიწყებ კბილანების ჩარხვის დამუღამებას... ამი მერე საცდელ ვერსიასა ვაწყობ რამეს და მერე ვნახოთ რა იქნება... biggrin.gif თუ გამოვიდა ძაან იდეალური რამე იენქბა, ამ კონსტრუქციაშ განსხვავებით ყველა ავტო აირგანისგან კარგი ის არის რომ ტყვია ნელა შედის ლულაში და არა ზამბარისგან გაკანებული
kaka8079
ნორიკ ავტომატი არა და რაგატკა მგონი გამოვა smile.gif
tengo
ციტატა(ja_ja @ 26th March 2013 - 10:16 PM) *
ბორჯომის ბოთლს რომ ყიდულობ მოცულობას როგორ ანგარიშობ ხოლმე? რამსიმაღლეა ბოთლი, რამსისქე აქვთ კედელი, ყელი სად ეწყება.... აეეე ... უბრალოდ იღებ და წარეწრას უყურებ ხომ

ბორჯომის ბოთლი და ეს ბალონი ერთია კაცო biggrin.gif რამდენი ხანი ვეძებდი ამას. კი კონვერტორის მიხედვით გამოდის 0.360, მაგრამ მე ვფიქრობ რომ გაცილებით მეტი იქნება.
რეალური ზომები იმიტომ დავდევი. მართალია სისქე არ ვიცი მაგრამ ნახევარ სანტიმეტრზე მეტი როგორ იქნება, თან 3000 PSI-იზე იტენება. რავიცი, რავიცი.
თავი მოსახსნელი მაქვს მაინც და მერე ზუსტად მოგახსენებთ მაგის მოცულობას.
ციტატა(ja_ja @ 26th March 2013 - 10:16 PM) *
რათ უნდა ამას გარე დიამეტრი, შიდა დიამეტრი, კედლის სისქე, ყელი, ყური, ძირის სისქე, მოღუნულობა, გამრუდება, მზე ამდენჯერ ამოდის, მთვარე ამდენჯერ ჩადის

უნდა, უნდა ჯაჯა თორემ სხვანაირად ზუსტად ვერ გავიგებთ რამდენია biggrin.gif თორემ აგერ კიდევ კონვექტორი.
ციტატა(Avto @ 26th March 2013 - 10:24 PM) *
მოკლედ ესე გამოიყურება ჩემი პროეტი.....

ავთო აბა შენ იცი რაღაც საინტერესოს გეგმავ.
ja_ja
tengo
ციტატა(tengo @ 26th March 2013 - 11:24 PM) *
კი კონვერტორის მიხედვით გამოდის 0.360, მაგრამ მე ვფიქრობ რომ გაცილებით მეტი იქნება.

ოხ მოკლედ რა smile.gif, კაი შენ ითრიე და მერე არწყე და გვითხარი რამდენს გვატყუებენ ეგ საზიზღარი კაპიტალისტები biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
tengo
ციტატა(ja_ja @ 26th March 2013 - 11:32 PM) *
კაი შენ ითრიე და მერე არწყე და გვითხარი რამდენს გვატყუებენ ეგ საზიზღარი კაპიტალისტები

რა ვითრიო კაცოო, უკვე ერთი წელი იქნება სახლში მიდევს biggrin.gif შენ ის მითხარი მაგის თავი როგორ მოვხსნა, ხომ არ გაქვს მაგის პრაქტიკა smile.gif
ja_ja
tengo
ციტატა(tengo @ 26th March 2013 - 11:40 PM) *
შენ ის მითხარი მაგის თავი როგორ მოვხსნა, ხომ არ გაქვს მაგის პრაქტიკა

ნუ რედუქტორი დამიშლია მარა თვითონ თავი არ მომიძვრია.... რავი არ დამჭირვებია, ისე კი ცოტა გაატრაკებს მოხსნისას, იმიტომ რომ რეზბაზე წასმული აქვს Thread Locker-ი, ანუ რეზბის გამჭედი რომაა ლურჯი და წითელი რაცხა ქინძობა smile.gif

მოსახსნელად მე რაც მინახავ ხსნიან Burst Disk-ებს (გადაჭარბებული წნევისგან დამცავი ვინტები რომ აქვს, აქეთ იქედან გაყრილი), ან ხსნიან ხოლმე მანომეტრს და დამტენ პორტს და მანდ ახრახნიან ცოტა გრძელ სახელურიან ვინტს, თუ ღერძს, და მერე ერთი რეზკი მოძრაობით ატრიალებენ (ამასობაში ზედა ნაწილს რომ ქვედა ნაჭილთან ამაგრებს 2 ვინტი უნდა იყოს მოშნად გადაჭერილი), მაგრამ თვითონ ბოთლი არის ხოლმე რაღაც სტრანნი შტუკაში დაფიქსირებული, სალტეებივით აქვს რაცხა გადაჭერილი რომ არ დასრიალდეს და მაგ სალტეების ქვეშ ამოფელინია ხოლმე რეზინა (ნუ ტიპა არც დაკაწრავს ბალონს და არც დასრიალდება რა).

ნუ იდეაში შეიძლება პროსტა მეორე კაცი დაიხმარო, ანუ იმან დაიჭიროს ხელით მაგრა ბოთლი და მეორემ სახელური მოატრიალოს და მორჩა საქმე, თუმცა ეს სასაუბროთ არის იოლი და რეალში რაფრაა არ ვიცი smile.gif
tengo
ციტატა(ja_ja @ 27th March 2013 - 12:09 AM) *
მოსახსნელად მე რაც მინახავ ხსნიან Burst Disk-ებს (გადაჭარბებული წნევისგან დამცავი ვინტები რომ აქვს, აქეთ იქედან გაყრილი), ან ხსნიან ხოლმე მანომეტრს და დამტენ პორტს და მანდ ახრახნიან ცოტა გრძელ სახელურიან ვინტს, თუ ღერძს, და მერე ერთი რეზკი მოძრაობით ატრიალებენ

მეც ამ ადგილებზე ვფიქრე რომ სხვა ვინტები მომეხრახნა, გასაგებია ამ ადგილებს გამოვიყენებ მაგრამ გახურება ხომ არ უნდა კიდევ ისე რომ საღებავი არ აძვრეს, თუ
მაგ წებოზე არ იმოქმედებს გახურება?
ilariona
tengo
გახურება კი, ოღონდ ფენით.

ნორიკჯან,

არ გინდა მაგ პროექტისთვის ახალი ბლოკნოტი შეიძინო და ყველა დახარჯული კაპიკი იქ ჩაწერო? biggrin.gif
norica_dragon
ციტატა(ilariona @ 27th March 2013 - 09:35 AM) *
ნორიკჯან,

არ გინდა მაგ პროექტისთვის ახალი ბლოკნოტი შეიძინო და ყველა დახარჯული კაპიკი იქ ჩაწერო?


რატო?? ფიქრობ რომ ძვირი დაჯდბეა?? smile.gif
ja_ja
პროსტო ინტერესტნო რა დაჯდება....

ოღონდ მანდ უნდა ჩამოწერო მასალებიც, და ინსტრუმენტებიც რა მაგ შტუკისთვის დაგჭირდა და შეიძინე, ნუ დაზგა და ეგეთი დიდი შტუკები ნი ვსჩოტ smile.gif

აი ალუმინი საცდელი, კბილანა, ზამბარა, სვერლო, ვინტი, ბალონი და ასე შემდეგ...

პირველი კაცი იქნები ვინც ხარჯთაღრიცვა გექნება, აქამდე ვინც გააკეთა რამე ყველა თავისთვის აკეთებს და კაციშვილი არაფერს არ ითვლის, მერე სხვას რომ მოუნდება ხოლმე არის, კლასიკური კითხვა - რა დაგიჯდა? და პასუხად როგორც წესი სიჩუმეა ხოლმე smile.gif
ilariona
ციტატა(ja_ja @ 27th March 2013 - 11:16 AM) *
კლასიკური კითხვა - რა დაგიჯდა?

ციტატა(ja_ja @ 27th March 2013 - 11:16 AM) *
და პასუხად როგორც წესი სიჩუმეა ხოლმე

სიჩუმე იქნება აბა რა ჯანდაბა იქნება, მაგ კითხვის მერე მიდის მიახლოებითი ჩამოჩოთქვა და მერე ვალერიანების ყლაპვა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

bazuka
ilariona
+სტანოკის, საჭრისმაჭრისების თანხასაც რომ უმატებენ დეტალის თვითღირებულებას ! biggrin.gif

ნუ ივერაზე დარწმუნებული ვარ ეგრე იანგარიშებს biggrin.gif
geojorjika
bazuka
გადი მიდი მოდი რა biggrin.gif მასე მე რომ ეხლა რამე გავაკეთო თვითღIრებულება 5K-ს მიუაზლოვდება იმდენი ბარახლოვკა ვიყიდე biggrin.gif
ilariona
ციტატა(giorgi @ 27th March 2013 - 01:00 PM) *
თვითღIრებულება 5K-ს მიუაზლოვდება

აუფ, მასეთი სიტყვების კრებული საიდან? biggrin.gif

norica_dragon
აუუუ ვერაფერს ვერ დავიწყებ თუ არ მასწავლით როგორ გავაკეთო GEAR, ანუ კბილანებიანი რგოლები.....

რამე ათაჩი მინდა სტანოკისთვის, ან კუსტარულად უნდა ვიჩალიჩო, ან საიტი მინდა რო 3-7 დოლარი ღირდეს სადმე.... 30 დოლარს და 60 დოლარს მე ვერ გადავიხდი თითო გეარში.....

კიბატონო ხარჯთაღრიცხვას ეხლავე დავიწყებ რაც ვიცი რომ უნდა ვიყიდო:

1. ლულა 195 ლარი
2. რეზიკი 100 ლარი

ჯერჯრობით ხარჯი 295 ლარია.
ilariona
ციტატა(Avto @ 27th March 2013 - 02:08 PM) *
2. რეზიკი 100 ლარი

120 ლარი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ინფლაცია და გაძვირდა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
norica_dragon
ეე რა 120 ლარი, რა ამბავია biggrin.gif
ja_ja
შენ აი ეს გინდა smile.gif



ეს კი ძველი ვიდეო გაკვეთილები საერთო განვითარებისთვის გამოგადგება



აგერ ვიდეო კურსი იმის შესახებ თუ რაფრა გააკეთო კიჭები სტანოკზედა შინა





ნუ რავი დალშე იუტულზე ეძებე რამდენიც გინდა იმდენნაირი ვიდეოებია...

მე როცა დამჭირდა, უბრალოდ რეზბების მოსაჭრელი 60 გრადუსიანი რეზეცი 90 გრადუსით დავაწვინე, მერე ბაბთაში საჭირო ზომის პლასტმასი ჩავდე, კომპში დავხაზე რაც მინდოდა და პლასტმასზე ამობეჭდილი ქაღალდი მივაწეპე. მერე კი წინ და უკან მოძრაობით ნელნელა გამოვთალე თითო კიჭი. მინდა გითხრა რომ დიდი დრო მიაქვს მაგ საქმეს, ჩემი მეთოდი არ არის ზუსტი და გრადუსებს ზუსტად ვერ ითვალისწინებ (მაგრამ მე რისთვისაც მინდოდა იმ მომენტში გამოდგა და მერე ორიგინალი ვითრიე) და ასე შედმეგ რა
ja_ja
ჰო მართლა თუ გაწყობს პლასტმასის კბილანები შემიძლია შემოგთავაზო მაგარი იოლი გამოსავალი და მგონი იაფიც იქნება....

შენ ხაზავ სასურველ ფორმებს, მიგაქვს ნებისმიერ სარეკლამოში რომელსაც აქვს, ლაზერის საჭრელი, უკვეთავ სასურველ პლასტიკატს (როგორც წესი გამჭირვალე ორგმინა აქვთ ხოლმე, მაგრამ პირველადი ცდებისთვსი გამოდგება), ამზადებინებ რამდენიც და როგორიც გინდა, მოდიხარ სახლში და ტესტავ.

თუ გამოგადგა იწყებ რკინის კბილანების გაკეთებაზე ფიქრს, თუ არ გამოგადგება ხელახლა ახალს შეიმუშავებ და ასე შედმეგ რა
norica_dragon
აბა ვინ მიხვღება რა არის


geojorjika
norica_dragon
რა არის არ ვიცი მაგრამ კაი ხელა ბალვანკები რომ გაგიფუჭებია ვხედავ smile.gif
ilariona
geojorjika
+100 biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
norica_dragon
არ ვიცი რა არის, რაცხა ბუასილის ნაკრებია, მარა აი რაც შეხება დეტალების გამზადებას, და განსაკუთრებით შუაში ამოღებულ ხვრელს.... თუ არ გვატყუებ და მართლა შენი ამოღებულია 1 კვირა სტანოკთან გაკარების თავზე... მალადეც შენ smile.gif

მარა რაცხა მეეჭვება მაგი შენი გაკეთებული იყოს smile.gif
norica_dragon
აბა ვისი ამოღებული უნდა იყოს???? smile.gif

შენი მილინგ ათაჩი გამოვიყენე უკვე smile.gif ძაან მაგარი ვეში, ოღონდ ხველის ამოსაღებად არ გამომიყენებია.

ჯაჯ შენი საქ ბანკის ანგარიში მინდა PM ში smile.gif
norica_dragon
თქვენ გგონია რომ ეს პროექტი შეიძლება შენელდეს ან რამე ეგეთი??? ცდებით!!! :P

დღეს აი ესენი ვიყიდე:
geojorjika
norica_dragon
კბილანებისთბის?
norica_dragon
აჰა
geojorjika
norica_dragon
ეხლა მივხდი ის ოყნა რისთვის გჭირდება biggrin.gif
geojorjika
norica_dragon
ისე ეგენი სად იყიდე?
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 29th March 2013 - 10:54 PM) *
ისე ეგენი სად იყიდე?

ელიავაზე ყრია, პროსტა თვალები ნადო ატკრივატ smile.gif
geojorjika
ja_ja
კი ვიცი რომ ყრია მარა ეგენი ახლებივით გამოიყურება და იქ ნაჭამ ნაქაქარი უდევთ დახლებზე ხოლმე
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.