დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: შემარჩევინეთ ბალონი
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
giga-76
თუ იცით მანქანის გაზის ბალონი გამოგდგება ჰატცანისთვის, ან რას მირჩევთ?
gela
მე მგონი უნდა გამოდგეს, იმიტომ რომ უძლებს ეგ დიდი წნევას, საინტერესოა ჩვენი თანაფორუმელების აზრი, მაგრამ ცოტა დიდი გამოდის მოცულობაში და რეა ვიცი რეა ვიცი,
მე მგონი ელიავაზე უნდა ქონდეთ საკმაოდ კომპაქტური მაღალი წნევის ბალონები საკმაოდ იაფად.. თუმცა მთლად დარწმუნებითაც ვერ გეტყვი. ჯორჯიკამ თქვა ასეთი ბალონები იაფებიაო და რამდენად გამოსადეგია ჩვენს საქმიანობაში გვეტყვიან რომ შემოვლენ
shonia82
გიგა თქვენ გინდოდათ ჩემი ბალონი ხო? 551 33 90 77 ამ ნომერზე დამირეკე
gela
shonia82


კი დავით, გიგას უნდოდა შენი ბალონი,
shonia82
დგეს გამოვიწერე ტუმბო,ალბათ ორ კვირაში ჩამოვა და მერე მოგყიდი,თუ სასწრაფო არარის...რავი თუ ჩამოვიდა,მარა მგონი რო ჩამოვა...biggrin.gif
gela
shonia82
ჩამოსვლით კი ჩამოვა, აბა სად წავა, ნასოსია ტანკი ხო არა : ))

shonia82
გელა მგონი ტუმბოს ატარაბენ საბაჯოზე უპრობლემოდ არა?და მერე გიგას დავუთმობდი ბალონს...

ამაზონზე,სადგაც 330 ლარი ჯდება სულ,
gela
კი კაცო, ტუმბოზე პრობლემა არ არის. მაგაზე კაციშვილი ვერ შემოგედავება, ჰაერის დამჭირხნავია და ვსიო,
ახლა ჩვენ ვფლუდავთ ამ თემაში, კაცმა თემა გახსნა რჩევისათვის და ჩვენ კი პირადი საუბრებისათვის ვიყენებთ,
ბოდიშს ვიხდი თემის ავტორთან და ადმინისტრატორთან
shonia82
გელ ჩვენ კიდე ვერ მოვრიგდით,რავი მეც ძაან ნუ დამადანაშაულებ გამოჩნდება კიდე რამე....
giga-76
გაიხარეთ ფორუმელებო. მე ვერ ვერკვევი და ფულის გადაყრაც არ მინდა, სადღაც ვნახე ბალონები კბ ყიდიან 20 დოლარად, ფაბერის ბალონია. რა დამჭირდება დამატებით რომ ჰატცანზე მოვარგო. კარგი იქნება თუ რჩევას მომცემდით
gela
giga-76
შენ ბალონი იშოვე და მორგებით ბიჭები დაგეხმარებიან, მაგაზე პრობლემა არ არის გიგა, გამოგიჩარხავენ გადამყვანს უპრობლემოდ : )
giga-76
მადლობა გელა
ja_ja
გაზის ბალონებს შეეშვით!

არცერთი არაა 200-მაქსიმუმ 250-ზე მეტი წნევისთვის შექმნილი. უმეტესობას აწერიათ 200/300 ანუ 200 სამუშაო და 300 შესამოწმებელი წნევა... მაგისთანა ბალონებს მე რამდენადაც გავიგე ჩვენი მამაცი მანქანის მძღოლები და ყველანაირი უსაფრთხოების ფეხებზე დამკიდი კალონკები უპრობლემოდ ტენიან 250-ზე იმ იმედათ რომ - ყველა ტენის და არაფერი მოსდის და რა პრობლემააო.

უნდა აიღო და ეგ ბალონი ტრაკში უნდა შეტენო მაგ უბედურებს, რას ქვია ყველა ტენის... ყველა რომ ხტებოდეს ხიდიდან მტკვარში შენც უნდა გადახტე? იმიტომ რომ ყველა უტვინო ხტება? და თუ ტვინი გაქვს რატომ უნდა გადახტე?

კაროჩე, არაა ეგ ბალონები ჩვენი საქმისთვის და ნუ გაიხდით საშაროს, ნურს პნევმო სამყაროს მიაყენებთ ჩრდილს, ნურც საკუთარ თავს ჩაიგდებთ საფრთხეში და რაც მთავარია, ეგეთი ბალონი კაციშვილი არ დაგინახოთ შეხვედრაზე, გარდა იმისა რომ საკუთარ თავს იგდებთ საფრთხეში, მთელს კოლექტივს უქმნით საფრთხეს... ხალხნო რა ჯანდაბაა 200 ატმოსფერო იცით მაინცა? ხელყუმბარის აფეთქებისას არ წარმოიქმნება ეგეთი დარტყმის ტალღა, და ამასობაში ჩვენ თამამად ვსაუბრობთ არა 50 მილილიტრის მოცულობაზე, არამედ რამდენიმე ლიტრზე!

ნუ გადამრევთ და ეკონომიის გამო ნუ ჩაუკრავთ თვალს მიქელ გაბრიელს... ღმერთმა დაგიფაროთ და მაგ ბალონის გახევა იქნება საავიაციო ჭურვის ამოქმედების ექვივალენტი, თუ გადარჩეს რაიმე ცოცხალი 50 მეტრის რადიუსში (ანუ 100 მეტრის დიამეტრში) მე ვიყო გარეთ... 100-150 მეტრის რადიუსში შრაპნელი რამდენს დაასახიჩრებს კიდევ კაცმა არ იცის... შეეშვით რა ეგეთ თამაშებს...


gela
ციტატა(gela @ 23rd March 2013 - 09:45 PM) *
ჯორჯიკამ თქვა ასეთი ბალონები იაფებიაო და რამდენად გამოსადეგია ჩვენს საქმიანობაში გვეტყვიან რომ შემოვლენ

სულ რაღაც 1 კვირის წინ დავწერე ვეებერთელა პოსტი სადღაც, არ შეიძლება ჟანგბადის და co2-ის ბალონების ჩვენს საქმეში გამოყენება ეგენი გათვლილია სამუშაო 150 ატმოსფეროზე, და შესამოწმებელ 225 ატმოსფეროზე... რა უნდა ჩატუმბო შიგნით? 150 არ გაწყობს, მეტი არ შეიძლება სულ რომ 10 თეთრი ღირდეს რაში უნდა გამოიყენო?
giga-76
მადლობა პატივცემულო ja-ja რჩევისთვის
giga-76
shonia 82
დავით ბატონო, რამდენჯერ ტენის ბალონი თქვენს ფიშტოს, მე ჰატსანისთვის მინდა, და ნეტავი ხომ არ იცით ჩემს ჰატსანს რამდენს დატენის. თუ ფასსაც მიუთითებთ კარგი იქნება რომ გავითვალისწინო
shonia82
ნასოსი რო ჩამომივა მერე ალბათ გავყიდი ფასი არ ვიცი მართლა მარა რაგაც შემოთავაზება რო გქონდა დაახლოვებით მასე ალბათ,551 33 90 77 ამ ნომერზე ვარ როცა გინდა დამირეკე... და ტუმბო რო იყიდო არ გირჩევნია?
ja_ja
shonia82
ვაბშეტა მოგელაპარაკათ შენ და გიგას კი ჯობდა სანამ მაგ ნასოსს იყიდიდი, იმიტომ რომ გიგას ნასოსი აქვს და არ უნდა, დაიღალა მაგის მუშაობით, შენ კიდებ ბალონი გაქვს და ნასოსი გინდა....

გაცვლიდით და მორჩებოდა საქმე (შენც იხეირებდი და ისიც), დაგეწერა უბრალოდ რომ ნასოსის დათრევას აპირებდი ბალონის მაგივრად და....
shonia82
მე ვაფშედა ორივე მინდა მარა თუ ზაან უნდა და ვერ ისჰოვა მე კიდე ტუმბო თუ კარგად ვიხმარე მაგ შემთხვევაში დავუთმობდი,ჯერ ჩამოსვლას მინდა დაველოდო...
gela
გიგა თუ გაყიდის ნასოსს მე ავიღებდი, მაინც საყიდელი მექნება თოფისთვის და... თოფს კიდევ ახლო მომავალში აუცილებლად დავითრევ, მაქვს რაღაც სხვა პრასვეტი და დარწმუნებით იმიტომ ვამბობ : ) ასე რომ გიგა მომე შენი ნასოსი : ))
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.