SANDRO... ნუ კაი პრივეტები და ახლა კი ინფოები
ესე იგი ამ ერთ კვირაში უკვე მგონი მეორე ეგეთი თემა იხსნება..... ვერ შემოიტან

უფროსწორედ, გამოიწერ, გამოაგზავნიან, მოვა საქართველოს საბაჟომდე და აქ ცუდი ბიძიები იტყვიან აპ!!!! აპ-აპ-აპ-აპ არ შაიძლებაო და მორჩება მაგით საქმე

სასტავს 2 წელია ვერ გამოუტანია თავისი ნივთები საბაჟოდან, სასამართლოებშია საქმე, ასე რომ ნუ გექნება ცრუ იმედები თითქოს და ვინმეს დაიხმარ რამეს გააკეთებ და....
დალშე რაც გითხრა ჯორჯიკამ "კისტის თოფზე" ეგეთი იარაღი ბუნებაში არ არსებობს. ეგ არის, ძველი გოიმური კომუნისტური სიტყვა, რომელიც იარაღს კი არა იარაღის უვიცობას აღნიშნავს. რომ იცოდე საიდან წამოვიდა, 2 საქართველოში გავრცელებული მდაბიო სიტყვა ძირს ჩამოგიწერ განმარტებებს (იმედია არ მიწყენ და ჭკუის სწავლებად არ ჩამითვლი)
ტირის თოფი - იმის გამო რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში წესით უპრობლემოდ იყო სამოქალაქო ბრუნვაში პნევმატური იარაღი, მაგრამ რეალურად მაღაზიებში დეფიციტური საქონელი იყო, სასტავი ძირითადად გასართობ/დასასვენებელ პარკებში არსებულ ტირში ხედავდა პნევმატურ თოფს და ერთმანეთისთვის რომ აეხსნათ რა იარაღზე ჰქონდათ საუბარი და თან ამასობაში კაციშვილი გაგებაში არ იყო რა არის, ჰაერი როგორ მუშაობს თოფი რა ჭირია პნევმატიკა, ერთმანეთს ეუბნებოდნენ "ტირის თოფს" . იმედია დღეს ცოოტა უფრო გაგვინათლდა ტვინები და შეგვიძლია ადამიანურად ვახსენოთ რომ საქმე გვაქვს პნევმატიურ (ანუ შეკუმშული ჰაერის მუხტით მომუშავე) იარაღთან.
კისტის თოფი - კიდევ ერთი ნონსენსი, ისევ საბჭოთა კავშირის დროინდელი... საქმე იმაშია რომ იგივე გართობის პარკებში ტყვიების ეკონომიის თვალსაზრისით თოფიდან ტყვიებს კი არა რკინის სადგისებს ისროდნენ უკნიდან ბუმბულები რომ არვს გამოტენილი... კაცი გაისროდა, ტირში მომუშავე ააგროვებდა ამ კისტებს და ხელახლა ყიდიდა მეორე მომხმარებელზე და ასე იყო უსასრულო წრეზე.... საქმე იმაშია რომ ეგ კისტოჩკები აფუჭებენ თოფის ლულას, ხრახნისები ფუჭდება და ლულა კარგავს სიზუსტეს რის მერეც გინდა გქონია გინდა არ გქონია ეგ თოფი., ნუ საბჭოთა კავშირში ეგ ეკიდათ და ახლა თოფში რომ 200-300 და ზოგიერთი კიდევ 2- და 3 ათასს რომ მისცემს რაფრა ფიქრობ უნდა ლულის გაფუჭება? შედეგად მაგისთანა მდაბიო შტუკას რომელსაც "კისკი" ჰქვია არავინ ნორმალური თავის თოფში არ დებს. შედეგად თუ თოფი ეგეთ უბედურებას არ ისვრის რაღაზე ეძახი ეგეთ დამცინავ და მდაბიოობის აღმნიშველ სახელს?
სხვათა შორის ასევე არ ახსენო არსად სიტყვა
პლევმატიკა - არსებობს მხოლოდ პნევმო სისტემა, მაგრამ პლევმო არ არსებობს, რუსულად არის პლევატსია, ანუ ფურთხება, შენ ახლა თუ საფურთხელებელი თოფი გინდა არ ვიცი და

ჩვენ ქე ვისვრით ჰაერის ხარჯზე

მოკლედ კეთილი იყოს შენი შემოსვლა პნევმატური იარაღის მოყვარულთა საიტზე და შენც გისურვებ კაი პნევმატური თოფის ყიდვას, მაგრამ შეურაწყოფას ნურს შენს გასართობს მიაყენებ, ნურც შენს თავს და ნურც ჩვენ

მოვილაპარაკეთ