დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ლითონზე გრავირება სახლის პირობებში
Georgian Airgunners Portal > საერთო > ფლეიმი
baxuti
ინტერნეტში წავაწყდი თუ როგორ არის შესაძლებელი სახლის სამზარეულოს პირობებში ლითონზე სასურველი წარწერის ანუ გრავირების გაკეთება
საჭიროა: 1.დენის ტრანსფორმატორი (თუ გაქვთ 12ვოლტზე კაია თუ არა და ტელეფონის დამტენიც წავა) მუდმივი დენი
2. ჭიქა.
3.მარილი.
4.ფრჩილის ლაქი ანუ "მანიკური"
5. ლაქის გამხსნელი
6. თვითონ ლითონი რაზეც ვაპირებთ წარწერის დატანას და რაიმე რკინის საგანი მაგ.:დანა ან კოვზი
7. ბამბა



ჩავთვალოთ რომ კოვზზე გვინდა სახელის ამოტვიფრა. კოვზზე ვუსვავთ ლაქს რათა დაიცვას ის ადგილი რომელზეც გრავირება არ გვინდა
და ასანთის ღერით უნდა ამოვჩხაპნოთ წარწერა რისი გრავირებაც გვინდა.




ჭიქაში ვყრით მარილს რამოდენიმე კოვზს და ვასხავთ წყალს




ვიღებთ ტრანსფორმატორს მინუსს ვყობთ წყალში რაიმე ლითონის დახმარებით და პლიუსს ვადებთ ჩვენ კოვზს და იმასაც ვდებთ წყალში (შეეცადეთ რომ ეს ორი ლითონი წყალში ერთმანეთს არ მიედოს.ვინც ელექტროობაში არ ერკვევა იმათ ვეტყვი რომ არაფერი საშიში არაა დენი არ დაგარტყავთ biggrin.gif)



იწყება ქიმიური პროცესი წყალი თითქოს დუღდება და იწყებს გაშავებას



რამოდენიმე წუთში გააჩნია ტრანსფორმატორი რა სიმძლავრისაა შედეგი მზად იქნება შეგიძლიათ გზადაგზა აკონტროლოთ გრავირების სიღრმე



საბოლოოდ კოვზს ვიღებთ წყიდან ვწმენდთ ლაქის გამხსნელით და შედეგი ცხვირწინაა biggrin.gif




მე უკვე ჩავატარე ცდა და შედეგიც მაქვს. ბოდიშს გიხდით უცხო სურათებისთვის ჩემ სურათებს გადავყრი კომპში და ფორუმზეც ავტვირთავ უახლოეს მომავალში, მაგრამ ესე ლამაზად არ გამომსვლია biggrin.gif გისურვებთ წარმატებებს

შენიშვნა: არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ რკინის ჭიქა თორე რა მოხდება არ ვიცი biggrin.gif.
და კიდევ ეს ჩემთვის პირველი თემაა და არ გამკიცხოთ თუ რამე არასწორედ დავწერე და გავაკეთე
ja_ja
სიტყვა მეტალი ჩაგისწორე. რატომღაც საქართველოშI ამ სიტყვით კაცმა არ იცის რას აღნიშნავენ, ზოგი მეტალს ეძახის რკინას და ფოლადს, ზოგი კი ყველა სახის ნივთიერებას რასაც გარკვეული თვისებები ახასიათებს.

მინდა შეგახსენოთ რომ რკინას აქვს სახელი რკინა, ფოლადს ფოლადი, და მეტალი არის, ნივთიერებათა ერთობლიობის ანუ კლასის აღმნიშვნელი აქ შეგის რკინაც, ალუმინიც, კობალტიც, ურანიც და სხვა ყველა ნივთიერება რაც ატარებს დენს სითბოს, იწელება, დნება და ასე შედმეგ....

და ბოლოს ამ დაწყევლილი არაქართულ სიტყვა მეტალს აქვს გადასარევი ქართული ანალოგი - ლითონი. დიდი თხოვნაა ყველა ფორუმელის მიმართ ეს ტერმინი გამოიყენოთ შემდეგში, ეს მარტო ამ თემის ავტორს არ ეხება smile.gif
baxuti
ja_ja
კიბატონო ლითონი მაგრამ ჩვეულებრივ რკინაზეც კეთდება და უჟანგავზეც ანუ მემგონი ყველანაირ ლითონზე გააკეთებს

"ია ტაკ დუმაუ" biggrin.gif
ja_ja
baxuti
რა თქმა უნდა ყველანაირზე გაკეთდება, პროსტა ჩვენთან მაგ სტრანნი სიტყვას რომელი ლითონის მიამრთ ხმარობენ ხოლმე კაცმა არ იცის smile.gif

რაცხა ბოლო წვეთივით იყო და ცოტა გავაჯაზე, ბოდიშს ვითხოვ შენს თემაში რომ მომივიდა ეს გაჯაზება, მაგრამ აწი მთელს ფორუმზე გავაჯაზებ ამ სიტყვასთან დაკავშირებით smile.gif
koknar
baxuti
ეგეთი რაღაცეები თუ გეხერხება, ალუმინის შეღებვაზე იექსპერიმენტე უფრო გამოსადეგარი პროცესია
baxuti
ციტატა(koknar @ Mar 15 2013, 04:24 PM) *
baxuti
ეგეთი რაღაცეები თუ გეხერხება, ალუმინის შეღებვაზე იექსპერიმენტე უფრო გამოსადეგარი პროცესია

ვცდი მაგრამ ალბათ შეღებავს კიარა შეჭამს მთლიანად biggrin.gif
koknar
baxuti
არა შენც 1 საათი ნუ გააჩერებ ცოტა შეჭამს მარა მთავარია შეიღებოს
foxi
ja_ja

მთელი ფორუმი რუსული სიტყვებით არის გამოტენილი და მარტო მაგ სიტყვაზე რატომ გაბრაზდი უცნობია.

baxuti

ძალიან კარგი თემაა.იმედია ბევრს გამოადგება.
ja_ja
foxi
რუსულ სიტყვაზე არ გავბრაზდი, გავბრაზდი მის შინაარსზე რომელიც ჩვენი ფორუმელების აზრით გაუგებარ მასალას აღნიჩნავს, ზოგი მეტას ეძახის რკინას, ზოგი კაცმა არ იცის რას, აი ეგ მაბრაზებს....
koknar
ციტატა(kakha @ 15th March 2013 - 09:25 PM) *
მთელი ფორუმი რუსული სიტყვებით არის გამოტენილი და მარტო მაგ სიტყვაზე რატომ გაბრაზდი უცნობია.

და რუსული რატოა ეს ლამაზი ლათინური სიტყვა ?
foxi
ციტატა(koka @ 16th March 2013 - 12:00 AM) *
რუსული რატოა ეს ლამაზი ლათინური სიტყვა ?


მით უმეტეს თუ მაგდენი ვიცით. მაგ აღნიშვნას ბევრი ნაცია იყენებს,უფრო ხშირად კი რუსები.


ისე საინტერესოა,მასეთი გრავირება რამდენ ხანს გასტანს? ანუ რამდენად ღრმაა.
koknar
ყველაზე კაი ის პრიბორია უკან რო დგას, ლომონოსოვმა გადააგდო ალბათ ახალი რო იყიდა biggrin.gif
TAMPLIER
მე მაგ ამბავს აზოტმჟავით და მარილმჟავით(ხნდახან მათი კოქტეილით )ვაკეტებდი
geojorjika
მე როგორც ვიცი გრავირების ეგ ხერხი ყველაზე მდარე ხარისხისაა
ilariona
ახლა ტელეფონით ვარ შემოსული და ხვალ ყველა არათემატურ პოსტს გადავიტან ლითონების თემაში! (რომელიც საკმარისზე მეტია ამ ფორუმზე smile.gif )

baxuti
მშვენიერი თემაა, მე აუცილებლად ვცდი ჩემს რომელიმე თოფის კოლოფზე რამის მიწერას smile.gif

baxuti
ციტატა(geojorjika @ Mar 16 2013, 01:29 AM) *
მე როგორც ვიცი გრავირების ეგ ხერხი ყველაზე მდარე ხარისხისაა

მემგონი გააჩნია როგორ დახატავ თავიდან ანუ ლაქს როგორ ამოჩხაპნი,რავიცი დღეს ვაპირებ კიდე სხვადასხვა ლითონებზე ცდების ჩატარებას და ვნახოთ რა გამოვა რამდენად დახვეწილ ფორმებს გამოვიყვან smile.gif
kaka8079
შევამოწმე ეგ მეტოდი და მართლა მუშაობს)))თუმცა ახლა უკეტესი ვარიანთიც ვნახე ნეტ ში და ეგეც უნდა ვცადო თუ გამოვა ოოო ეგ უკვე მაგარი გამოვა<ტან ტიპი წერს ტყვიისა და ვერცხილის გარდა ყოველგვარ ლითოზე მუშაობსო ეგ მეტოდიო,აი ალუმინზე ტუ იმუშავებს კაი იქნება.
koknar
kaka8079
იმ წარწერებს ხელით რო დააწერ მგონი ნამეტანი კუსტარული იქნება, არ შეიძლება რამე პლოტერით ამოჭრა არაკალზე და ის დააწებო, რო გავდეს რამეს
kaka8079
მე ვნახე ახლა ვიდეო სადაც ტიპი სკოჩს აკრავს დანას და იმ სკოჩზე ამოჭრის წარწერას, ანუ რაც უნდა დაჩეს მომავალში,იღებს დენის გარდამქმნელს დანას უერთებს + მმინუსის მავთულს მოარგებს პ[ატარა ლურსმანს ამ ლურსმანზე კიდევ წამოაცობს ყურის საწმენდი ჩხირის მხოლოდ იმ ნაჭერს სადაც ბამბაა დახვეული და მაგით გაწმენდს იმ ადგილს სადაც გრავირება უნდა მოხდეს,ნუ ამას ხსნარი დასჭირდება,მარილხსნარი,პროპო
რციები ამდაგვარია 50მლ წყალზე 1ჩაის კოვზი მარილი.ამ პროცედურის რამოდენიმეჯერ გამეორების მერე ცვლის პოლუსებს ანუ სიტყვაზე დანას უერთებ მინუსს ხოლო + დაუყვები იმ ადგილებს სადაც გრავირება უნდა მოხდეს და ეგაა ოღონდ აქაც რარათქმა უნდა ბამბა უნდა იყოს გაჟღენთილი მარილხსნარით,აი ლინკიც ნუ რუსულ ენაზე კი არის მაგრამ იმედია ყველა გაიგებს.
http://www.kakprosto.ru/kak-29550-kak-sdel...isunok-na-nozhe
gela
koknar
აი კაკ რაზ აქ არის შენ რასაც ამბობ : )



Davitus
"მანიკურებით" დღაბნაობას, ჯობია უფრო მარტივი და ზუსტი მეთოდი, (პლოტერი ცოტა ძნელია, თან ისე ვერ ამოჭრი რომ შუაში თავისუფალი სივრცე დარჩეს (რამემ ხომ უნდა დაიკავოს), ასევე სკოჩზე რამის ამოჭრა ძაან მარაზმია და ზუსტი არც გამოვა) ამიტომ პრინტერზე უნდა ამოიპრინტოს (პლასტიკატის ფურცელზე, გაცხელების გარეშე, რცება მხოლოდ საღებავი, რომელიც გაცხელებისას მაგრდება და სანამ არ გავაცხელებთ ადვილად გაცლადია)

მერე მეტალზე დავადებთ ამოპრინტულ გამჭვირვალე ფირს, რომელზეც დატანებულია გამოსახულება, ზემოდან ვადებთ რამე თაბახს ან ნაჭერს და უთოთი ვაცხელებთ, საღებავი იგივე პოლიმერია, გაცხელებისას გადავა რკინაზე და დარჩება მყარად, მერე შეგვიძლია გადავატაროთ მარილიან წყალში დასველებული, წრედში ჩართული და გამტარზე დახვეული ბამბა

პოლიმერია არ გაატარებს და იმ არეს დაიცავს, მერე მოვწმინდავთ აცეტონით ან რამე გამხსნელით და ეგაა
baxuti
Davitus
კი მართალი ხარ 100%, ძალიან გამიჭირდა რამეს რომ დამსგავსებოდა,პლოტერის მეთოდი უეჭველი უფრო ეფექტური და მარტივია, მაგრამ ჩემი ცდების გადამკიდე 3 კვების ბლოკი გადავწვი და მეტი არ მაქვს ჯერჯერობით რომ კიდე ვცადო biggrin.gif."კაკრას" ჩემი სახლის ფანჯრების წინ 1 კვირაა რაც გახსნეს სარეკლამო კომპანია და როცა მოვიცლი ვესტუმრები და იმედია რამე გამომივა.
TAMPLIER
















ja_ja
TAMPLIER
ე ბიჯო 1 ტილიანი სიტყვა მაინც მიგეწერა რაიმე, რისი სურათებია, ნუ დანა რომაა იასნია, ვსმისლე შენი გაკეთებულია სხვისი იგივე მეთოდით, უფრო ნავაროჩენი მეთოდით.... რისთვისაა რას აღნიშნავენ რას გვასწავლიან ეს დადებული მატარებელი სურათები smile.gif

ვაა რავა გაზარმაცდა რა ხალხი smile.gif

მალე ერთი რაღაც სურათს დადებს, მეორე მეორე სურათს დადებს, მესამე კიდევ რაცხას და ერთი არ დაწერთ ერთ ტილიან სიტყავს, გახდება ეს მამაძაღლი му-му ფორუმი ბლიაძ smile.gif

baxuti
როგორც იქნა შემიძლია სურათების ატვირთვა, მაგრამ სანამ მოვახერხე და ავტვირთე ამ თემაში ისეთი გრავირების სურათები და იდეები გაჩნდა რომ ცოტა მეუხერხულება ჩემი ნათხიპნი ნამუშევრის გამომზეურება biggrin.gif













და შემდეგ მაიტერესებდა რა დაემართებოდა ბრტყელტუჩას და აი შედეგიც biggrin.gif









და დამთავრდა გარდამქმნელის დადნობით biggrin.gif



foxi
ისე მაგდენი გარდამქნელების გაფუჭებას,ხელოსანს მიმართო არ ჯობია? 19.gif თუ თოფზე ან სერიოზულ დანაზე გინდა რაიმე წარწერის ან სიმბოლიკის დატანა,მერწმუნე სახლის პირობებში მაგას ვერ გააკეთებ ლაზერზე უკეთესად.

რაც შეეხება ზემოთ სურათებს,რამდენადაც ვიცი მანდ მჭედლის ეგრეთ წოდებულ "ჩიკანკას" ააქვს ადგილი და არა ლაზერულ გრავირებას.
foxi
www.lasermark.ge
მისამართი:
პლეხანოვი,პასტერის ქუჩა 3
საკონტაკტო ტელეფონი:
2 182 141/2 182 143

ესეც მისამართი თუ ვინმეს გაინტერესებთ. იმედია თემის ავტორი არ მიწყენს.

TAMPLIER
ja_ja
მეგონა წინა გვერდზე დავწერე უკვე რომ მჯავით ვაკეთებ მეთქი და ეგრევე სურათები დავდე!


foxi
თუ ჩემს სურათებზე უბრობ ეგ ჩიკანკა არ არის!ჩვეულებრივი ტრავკაა
geojorjika
TAMPLIER
არა ჩვენ კი ვიცით რომ შენი ბასასუნა თითებით არის გაკეთებული, უბრალოდ პატ (სრულად: პატივცემულ biggrin.gif) საზოგადოებას აინტერესებდა მაგ დანებს რა ფოლადისგან აკეთებ? ტიპა რესორ ილი შტოტა დრუგოე?
ja_ja
geojorjika
ციტატა(giorgi @ 18th March 2013 - 08:57 PM) *
საზოგადოებას აინტერესებდა მაგ დანებს რა ფოლადისგან აკეთებ? ტიპა რესორ ილი შტოტა დრუგოე?

სეკრეტნი მასალაა, სახელად "პოლდიუმა ტრუბა" biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
geojorjika
ციტატა(ja_ja @ Mar 18 2013, 08:59 PM) *
geojorjika

სეკრეტნი მასალაა, სახელად "პოლდიუმა ტრუბა" biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ნაინ , ეგა გრამატნად აკეთებს ეგეთ შტუკებს ქართველ მაიმარკეტჩიკებს კი არ გავს , მაგარი ფოლადიათი რომ ყიდიან დანას smile.gif
TAMPLIER
geojorjika
ციტატა(giorgi @ 18th March 2013 - 08:57 PM) *
TAMPLIER
არა ჩვენ კი ვიცით რომ შენი ბასასუნა თითებით არის გაკეთებული, უბრალოდ პატ (სრულად: პატივცემულ ) საზოგადოებას აინტერესებდა მაგ დანებს რა ფოლადისგან აკეთებ? ტიპა რესორ ილი შტოტა დრუგოე?

კაცო ესა ჰრავირების თემაა თუ დანების!? biggrin.gif
მასალას ხან რას ხან რას ვხმარობ,ძირითადათ კი ან უ8 ან საკისრის ბურთულას(რესორებს კარგა ხანია გამოვეთხოვე)(მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ პატივს არ ვცემ)
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 18th March 2013 - 08:59 PM) *
სეკრეტნი მასალაა, სახელად "პოლდიუმა ტრუბა"

შეგეშალა ჯაჯ ტრუბაკვატრატი მაგისგან გაკეთებულ დანას უფრო კარგი ფხა აქვს biggrin.gif biggrin.gif
ja_ja
TAMPLIER
ციტატა(TAMPLIER @ 18th March 2013 - 09:30 PM) *
შეგეშალა ჯაჯ ტრუბაკვატრატი

აააა!!! ხომ გათქმევინე, ხომ გათქმევინე ეგ საიდუმლო მასალის წყარო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
TAMPLIER
ja_ja
ციტატა(ja_ja @ 18th March 2013 - 09:44 PM) *
აააა!!! ხომ გათქმევინე, ხომ გათქმევინე ეგ საიდუმლო მასალის წყარო

ისე თუ სერიოზულად და ოფოფადაც არ ჩამითვლით ტრუბაკვადრატი ფართოდ გამოიყენება მჭედლებში!
koknar
TAMPLIER
გამოდნობაც შეგიძლია, ლეგილება რო გაუკეთი როგორიც გინდა ?
TAMPLIER
koknar
რაიიი!? biggrin.gif
ტრუბაკვადრატი ძირითადად პაკეტის შესაქმნელად გამოიყენება
ეს სხვა კინოა
მოვრჩეთ აქ
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.