Mamia
Feb 23 2013, 10:29 PM
როგორც იქნა ფულს თავი მოვუყარე და გავეშურე ჩემე პირველი პნევმატური თოფის საყიდლად . WEIHRAUCH HW 97 ყიდვა მინდოდა თავიდან მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ამ მოდელს ზედაპირული სამიზნე არ აქვს და ოპტიკა სჭირდება მიზანში სასროლად მე კი ოპტიკის ფული აგარ მქონდა გადავწყვიტე რომ არჩევანი WEIHRAUCH HW 80 -ზე შემეჩერებინა . ინტერნეტით მოვიძიე ინფორმაცია და საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა ამ მოდელს, ასე რომ გავეშურე გუდვილში მაგაზია მაგნურში .
ცოტა კურიოზული სიტუაციის მომსწრე გავხდი მაგაზიაში კერძოთ : გამყიდველს ვეკითხები პნევმატური თოფის ყიდვა მსურს და რა მოდელები გაქვთ ? ის კი მპასუხობს შენ რომელი მოდელი გინდაო ? მე ვეუბნები WEIHRAUCH HW 90 გააქვს ? არა არ მაქვსო WEIHRAUCH HW 77 თუ გაქვს? არა არც ეგ მაქვსო , WEIHRAUCH HW 97 -იც არ გაქვს ვკითხე მოძებნა და ვერ ნახა ისეთი ზარმაცი გამყიდველი იყო დახლზე WEIHRAUCH HW 97 ქონდა და ვერ დაინახა ეს იქიდან გავარკვიე რომ WEIHRAUCH HW 80 ის ყუთის მოსატანად რომ წავიდა მეორე გამყიდველ ქალბატონს ვკითხე აი ია თოფი თუ შეიძლება მითხარით რა მოდელია ? მან ნახა და WEIHRAUCH HW 97 იყო

ასე იყო თუ ისე არაკომპეტენტური გამყიდველები გვყავს .
თოფით კმაყოფილი ვარ საკმაოდ ძლიერი და ზუსტი იარაღია ცოტა მძიმეცაა 4 კილოს იწონის. მიზანი გავასწორე და პარკში გავეშურე თოფის დასატესტად . ყვავები 50 მეტრზე ახლოს არ მიშვებდნენ ორი ფრინველი მოვინადირე დაახლოებით 25 მეტრიდან ჩემთვის გაურკვეველი ჯიშის იმედია წითელ წიგნში არ იყვნენ შესული .
ტყვიები JSB DIABOLO EXACT HEAVY და H&N Sport, Field Target Trophy შევიდზინე მგონი ცუდი არჩევანი არ გამიკეთებია მე კმაყოფილი ვარ ტყვიების სიზუსტით და ხარისხით



ეს კი მიზნის გასწორებისას ავტო ფარეხის დაზიანებული კარები
nihontoman
Feb 23 2013, 11:03 PM
Mamia გილოცავ

ეგ მაგ თოფისათვის მძიმე არაა, მაგნუმ კლასის ზ.დ.პ.-ეა და სჭირდება სიმძიმე რომ მიზანში კარგად ისროლოს.
პირველი რეკომენდაცია რასაც მოგცემდი - დეკონსერვაცია ჩაატარე
Dave
Feb 23 2013, 11:06 PM
Mamia მომილოცავს შენაძენი... კაი გემოვნება გქონია პირველივე გერმანელი მეგობარი რომ გაგიჩენია
Mamia
Feb 24 2013, 11:44 AM
დიდი მადლობა
gregory
Feb 24 2013, 11:51 AM
Mamia პირველ რიგში გილოცავ ასეთ ხარისხიან იარაღს

რა მანძილზე ასწორებდი მიზანს და როგორი პოზიციიდან?
ძაან დიდი გაბნევაა ჩმა და ის სურათიც დაგედო ბარემ გასწორების შემდეგ რა შედეგი მიიღე
მიხომიტო
Feb 24 2013, 12:11 PM
გუდვილში მეც დამაბნიეს- ტელეფონში

არა გვაქო! ეს ვარია 95ტი და რა ვქნათო! წავედი 97ის საყიდლად გადმოვიღე ეს 97 და ვუყურებ დახლს... ეეე ეს ერთი მანახეთ მეთქი ... უყურე... ვარია 95. ჰოდა ვიყიდე 95. გადავრჩი ზედმეტი ფულის ხარჯს და სიჩქარე ტყვიის ერთნაირია.
არავითარ შემთხვევაში არანაირი დეკონსერვაცია-დაშლა! ხელი არ ახლო! ვაირახუს და დიანას ახალს არავინ ხელს არსად არ კიდებს ! ეს ორი ცნობილი მოდელის შაშხანა ცნობილია თავიანთი გერმანული უმაღლესი ხარისხით. 5000 გასროლის შემდეგ , დაშალე და გაწმინდე ისიც თუ გაქვს სურვილი . ვაირახუ ცნობილია როგორც შაშხანა საშვილთაშვილო! თაობების! მე მაქვს ვარია 80ცი და ეხლა 95 ვიყიდე და 100 საც ვიყიდი. ვარია 80 კი მძიმეა, მაგითი ისვრიან ან დაწოლილი ან მიყუდებით, მუხლებზე კიდე. 100 მეტრზე ფრინველს უპრობლემოდ მოინადირებ. ოპტიკა აუცილებლად გინდა. 12 ზუმი მინიმუმ. კონკრეტულად ვარია 80ზე ოფიციალურად შეგიძლია აწიო ტყვიის სიჩქარე ზამბარის და დგუშის შეცვლით.
Mamia
Feb 24 2013, 10:24 PM
მადლობა რჩევებისთვის და მოლოცვისთვის . წინა სურათები უხარისხო იყო აიპადით გადავიგე ჩემი ფოტოაპარატი სხვას ვათხოვე , დამიბრუნებენ და სურათებს დავდებ და სურათის ფორმატსაც შევამცირებ შენიშვნა მომცეს ძალიან დიდ ფორმატშიაო
Mamia
Feb 24 2013, 10:35 PM
მიზანს ვასწორებდი დაახლოებით 15 მეტრიდან ფეხზე მდგომარე, დამეზარა მაგიდის გამოტანა ეზოში. gregory ექსკლუზიურად თქვენთვის კიდევ ვესვრი ქაალდის სამიზნეს, სურათს და ფოტოს ავტვირთავ ფორუმზე
nihontoman
Feb 25 2013, 01:03 AM
ციტატა(მიხომიტო @ Feb 24 2013, 01:11 PM)

არავითარ შემთხვევაში არანაირი დეკონსერვაცია-დაშლა! ხელი არ ახლო! ვაირახუს და დიანას ახალს არავინ ხელს არსად არ კიდებს ! ეს ორი ცნობილი მოდელის შაშხანა ცნობილია თავიანთი გერმანული უმაღლესი ხარისხით. 5000 გასროლის შემდეგ , დაშალე და გაწმინდე ისიც თუ გაქვს სურვილი .
ეგ ისეთი ვარიანტია, ჩვენთან 5W30 ზეთებს რომ ასხავენ სპორტულ მანქანებში და მერე უკვირთ რატომ იკიდებს "სტუკს" მატორი ზაფხულობით.
ეგ თოფი არის მაგნუმ კლასის, .177 კალიბრში ზ.დ.პ.-სათვის დიდი სიმძლავრე აქვს, შესაბამისად ნებისმიერი ზედმეტი ზეთი ეგრევე დეტონირდება გასროლისას და მერე მანჟეტი ან იწვება, ან აი ასეთი რამე ემართება:

ასევე ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ ამდენი ხნის დების შემდეგთოფს ძალიან ცოტა ზეთი ქონდეს შემორჩენილი. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვაირაუხი ქარხნიდან ზეტში ჩაძირულ თოფებს არ აგზავნის, არ ნიშნავს იმას, რომ რისკზე წასვლა ღირს. შესაძლოა რომ დაშალოს აღმოჩნდეს, რომ არაფერიც არ სჭირდება, მაგრამ ასევე შეიძლება საპირისპირო ვარიანტი - ან საჭიროზე მეტი იყოს, ან საჭიროზე ნაკლები. ეს ახირება არაა, საჭირო ეტაპია ნებისმიერი ზ.დ.პ. შაშხანის ექსპლუატაციისათვის და მე პირადად დავშლიდი და ვნახავდი შიგ რა და როგორ მდგომარეობაშია...
მიხომიტო
Feb 25 2013, 08:32 AM
ციტატა
ეს ახირება არაა, საჭირო ეტაპია ნებისმიერი ზ.დ.პ. შაშხანის ექსპლუატაციისათვის და მე პირადად დავშლიდი და ვნახავდი შიგ რა და როგორ მდგომარეობაშია...
ვაირახუს ეს არ ჭირდება ამას წერს ყველა ვაირახუს მფლობელი.2 წლის მანზილზე მე არსად არ შემხვედრია ის ფაქტი, რომ ვინმე ვაირახუს მფლობელს ეყიდოს ახალი შაშხანა და დაეშალოს გასაწმენდად ან პირველ - მე-1000 სროლაზე გაფუჭებოდეს. კიბატონო ვაირახუ იშლება და იწმინდება მხოლოდ დიდი რესურსის მერე ან ნაწილის შეცვლის მიზნის შემთხვევაში. ყველა გერმანული ქარხნული ვაირახუ არის 100 პროცენტიანი უმაჭლესი ხარისხი და ახლის შეძენის დროს არაფერს არ საჭიროებს! გარდა მშრალად შიგნიდან ლულის გაწმენდისა ისიც კი არ უნდა. ეს მე სამ ფორუმზე და აქაც სხვათაშორის გამაფრთხილეს. (ხელი არ ახლო, არ უნდა, არ შეეხო, არ დაშალო, ის რაც შიგნით სმასკაა ის უნდა ქონდესო) ასე მწერდნენ კატეგორიულად პასუხებს, როცა მე ერთი სული მქონდა შიგნით ჩამეხედა. ჩმს პირველ ვარია 80ზე თითქმის 2000 გასროლა მაქვს გაკეთებული. სოელში მეზობელს ერთი წელი დავუტოვე გაოცებულია ვარიას სიზლიერით და მიზნით.
foxi
Feb 25 2013, 02:04 PM
მიხომიტო
ბევრი უკრაინელიც ამას წერს. არაფერი ზეტმეტი არ უნდა მაგ თოფს. იყიდე ისროლე.ამიტომაც არის გერმანული იარაღი სხვებზე უკეთესი.
ja_ja
Feb 25 2013, 04:11 PM
მიხომიტო ციტატა ბლინ ციტატა.... ყველა ახალბედა ამ ჭირიან ბოლდს რომ ნახულობს ის მაგიჟებს, და ამასობაში ყოველი წევრის ავატარის ქვეშ რომ წერია
ნიკის ჩასმა
ციტირება ამას კაციშვილი ვერ ხედავს!

ვაა

ნუ იგონებ საკუთარ სტანდარტებს ოპონენტის ტექსტების ციტირებისთვის, სასწრაფოდ გადაიკითხე
მთლიანად ეს განყოფილება და მისი თემები, არ დავინახო მეორეთ რაიმე ამდაგვარი, ან ნებისმიერი ის საკითხი რაც იმ თემებშია განხილული (ვიდეოს, სურათის, ვეგ გვერდის მისამართის, ციტატის და სხვა რაღაცეების ჩასმასთან დაკავშირებით)
sekurifa
Feb 25 2013, 04:11 PM
Mamia - არ დაშალო თოფი. ნემცებს არ ჭირდება დეკონსერვაცია. მაქ ყველაფერი გათვლილია უკვე. მე მაქვს ნანახი ახლად ნაყიდი ვაირაუხი და არანაირი დიზელი მას არ ქონია.
დარწმუნებული იყავი რომ თუ მაგას დაშლი და თავიდან დასმაზკავ უეჭველი აკიდებ დიზელს. გააქვს სილიკონის ტაოტი? სხვას აზრი არააქვს არცერთს. ასე რომ მაგას ჯერ კაიხანს არ დაჭირდება არაფერი.
მიხომიტო
Feb 25 2013, 10:14 PM
ზამბარიანი ვარიას დაშლა, გაწმენდა, დაზეთვა, აწყობა. ვიდეო შედგება ოთხი ნაწილისაგან.
undefined
Mamia
Feb 27 2013, 08:34 PM
დიდი მადლობა ყველას რჩევებისათვის კომენტარისა და აზრების გაზიარებისათვის
Mamia
Feb 27 2013, 08:41 PM
gregory ესეც თქვენთვის დაპირებული ქაღალდის სამიზნეში სროლის სურათი მანძილი 10 მეტრი
gregory
Feb 28 2013, 07:27 AM
ციტატა(Mamia @ 27th February 2013 - 09:41 PM)

gregory ესეც თქვენთვის დაპირებული ქაღალდის სამიზნეში სროლის სურათი მანძილი 10 მეტრი
Mamia მადლობა, მაგრამ შემდეგისთვის გაითვალისწინეთ და ესეც მიაწერეთ ხოლმე:
1. როგორი პოზიციიდან ისვრით
2. რა ტყვიებს ისვრით
3. რა ოპტიკით ისვრით
4. რამდენი ტყვიაა ნასროლი
ასეთი რამეები თუ არ დააკონკრეტეთ, ძალიან ძნელია შედეგზე საუბარი

P.S.
ჯგუფს აშკარად არასწორად ზომავთ: შტანგელი უნდა იდოს მაქსიმალურად დაშორებულ ორი ნატყვიარის განაპირა მზარეებზე
და საერთოდ, ასეთი თოფის პატრონმა, ჯობს ან ამობეჭდოთ სამიზნე, ან ბოლობოლო უჯრებიან რვეულზე დახატოთ
Mamia
Feb 28 2013, 04:20 PM
1 ფეხზე მდგომარე პოზიციიდან ვისროდი
2 H&N Sport, Field Target Trophy
3 ოპტიკა არ მაქვს ღია სამიზნით ვისროდი
5 ნასროლია 5 ტყვია
6 არაპროსიონალისთვის ანუ მოყვარულისთვის ცუდი შედეგი არ არის მგონი თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ პნევმატური თობიდან ბოლოს ვისროლე რუსთავქალაქობას სადაც პატარა სატამაშო დათუნია მოვიგე მიზანში სროლაში ახლობლისთვის
nihontoman
Mar 1 2013, 12:59 AM
კიბატნო არ სჭირდებოდეს

პატრონის ნებაა...
Mamia ღია სამიზნისათვის კი არაუშავს მარა 10 მეტრზე უკეთესიც შეიძლება

ცოტა ვარჯიში და ძალიან კარგ შედეგებს მიიღებთ
bazuka
Mar 1 2013, 03:10 PM
ციტატა(Mamia @ Feb 27 2013, 09:41 PM)

gregory ესეც თქვენთვის დაპირებული ქაღალდის სამიზნეში სროლის სურათი მანძილი 10 მეტრი

საშინელი შედეგია, ისეროლე ნორმალური პოზიციიდან ნორმალური ტყვიებით, და ნუ არცხვენ მაგ თობს
აი ჩმი დიანას შედეგი, ამაზე უარსი არუნდა იყოს
ციტატა
ამერიკული 1250 CP

ბიმენ კოდიაკ მაჩი

და ჯეგენდარული ჯიესბი JSB

ამ ბოლო სურათზე ერთ ერთი ჩემი ბრალია, ბუმბულიან ბალიშზე მედო თოფი და რაღაც უცნაურად წაიბორძიკა.
ყველა ტყვია არის 10+ გრაინიანი
სროლის მანძილი გადავზომე და 12 მეტრია. მე პირადად თვალებს არ დავუჯერე
Mamia
Mar 1 2013, 10:10 PM
ბატონო ადმინისტრატორო bazuka მეც რომ იგივე რაოდენობის ტყვიებს გავისვრი ჩემი პნევნოდან რაც თქვენ გაქვთ ნასროლი თქვენი თოფიდან მერწმუნეთ ასეთი საშინელი შედეგი აგარ მექნება
bazuka
Mar 2 2013, 01:41 AM
Mamia ბატონობამდე ცოტაღა მაკლია

მანამდე ეს პოსტი ნახე
http://www.airgun.ge/forums/index.php?s=&a...ost&p=42166პლიუს ზდპდან ჯგუფური სროლა არაა იოლი საქმე, ვიბრაციის გამო
ამიტომ გარკვეული პირობებია შესაქმნელი იმისათვის, რომ გაიგო შენი შაშხანა როგორ ისვრის
SCORPIONS
Jan 9 2015, 09:36 AM
nihontoman ჩემ hw 80-ზეც არ გამიკეთებია დეკონ. არანაირი დიზელი და ა.შ. ისვროდა ჩვეულებრივ,პირველი გასროლიდანვე.
SCORPIONS
Jan 9 2015, 08:18 PM
ადამიანის ხელით გაუკეთებელი არაფერია!!! ამბობენ, hw-80-ზე არ ყენდება აირზამბარაო.. მე კი ჯიუტად მჯერა,რომ დაუყენებელი არაფერია ადამიანისთვის. შეიძლება მწარმოებელმა არ გათვალა ეს თავის დროზე,მაგრამ დავიჯერო ესეთი უსაშველო ჭირს 80-ცს??? მე არ დამიშლია და არც მიცდია,მარა მგონია გამოსავალი უნდა იყოს.იმედია
geojorjika
Jan 10 2015, 12:06 AM
SCORPIONS
ცენტრალური "ზაცეპიტ" არის არა 80-?
SCORPIONS
Jan 10 2015, 12:09 AM
მაგდენი არ ვიციgeojorjika
geojorjika
Jan 10 2015, 12:12 AM

დააკვირდი დრუშს , შუაში კრინის ღერძი რომ აქვს ღარიანი, მაგით დგება სასხლეტზე ეგ ფიშტო ანუ ცენტრალური ღერძით იკავებს ზამბარას , ჰოდა მაგიტომ გითხარი
მაგის გაზის ზამბარა საკმაოდ ძვირი დაჯდება და ეჭვი მეპარება აქ ვინმემ ეგ კარგად გაგიკეთოს , ნუ პრინციპში გაუკეთებელი არაფერი მაგრამ ერთეული შემთხვევისთვის ამ ყველაფრის გაკეთება საკმაოდ ძვირი დაჯდება და არამგონია გიღირდეს
SCORPIONS
Jan 10 2015, 12:21 AM
ნუ,თანხას გააჩნია...
kubi11
Jan 10 2015, 12:22 AM
ციტატა(SCORPIONS @ Jan 9 2015, 09:18 PM)

ადამიანის ხელით გაუკეთებელი არაფერია!!! ამბობენ, hw-80-ზე არ ყენდება აირზამბარაო.. მე კი ჯიუტად მჯერა,რომ დაუყენებელი არაფერია ადამიანისთვის. შეიძლება მწარმოებელმა არ გათვალა ეს თავის დროზე,მაგრამ დავიჯერო ესეთი უსაშველო ჭირს 80-ცს??? მე არ დამიშლია და არც მიცდია,მარა მგონია გამოსავალი უნდა იყოს.იმედია
და თავიდანვე ნიტრო გეყიდა რათ გინდა რომ იწვალო? თუ ვინმემ გადააკეთა გემოზე გაგატყავებს

არგიღირს ნამდვილად
geojorjika
Jan 10 2015, 12:26 AM
kubi11 ციტატა(kubi11 @ 10th January 2015 - 01:22 AM)

და თავიდანვე ნიტრო გეყიდა რათ გინდა რომ იწვალო? თუ ვინმემ გადააკეთა გემოზე გაგატყავებს არგიღირს ნამდვილად
რომელი ვაირაუხი უნდა ეყიდა ნიტროზე? 90-? ეგ მოდელი არ იყიდება ჩვენთან და თან ძალიან ძვირიც ღირს
გატყავება კიდევ არაფერ შუაშია, სულ რომ ენთუზიაზმზე იმუშაოს ვიღაცამ, მხოლოდ ნახაზების კეთება, გაცვეთილი იარაღები, მორგება , ექსპერიმენტები, მასალა და დახარჯული დრო იმდენი დაჯდება რომ არ იქნება ადეკვატური მიღებული შედეგისა
SCORPIONS
Jan 10 2015, 08:45 AM
kubi11 თუ ვინმემ გადააკეთა გემოზე გაგატყავებს biggrin.gif არგიღირს ნამდვილად wink.gifgeojorjika
სულ რომ ენთუზიაზმზე იმუშაოს ვიღაცამ, მხოლოდ ნახაზების კეთება, გაცვეთილი იარაღები, მორგება , ექსპერიმენტები, მასალა და დახარჯული დრო იმდენი დაჯდება რომ არ იქნება ადეკვატური მიღებული შედეგისა. მე ესე არ ვფიქრობ,რომ ვიღაცამ,ვინმემ და ა.შ. მეც მხრებიდან მეზრდება ხელები.
geojorjika
Jan 10 2015, 09:32 AM
SCORPIONS მაშინ გააკეთე მიდი

, მაგისთვის დაგჭირდება მინიმუმ ტოკარნიკი და ინსტრუმენტების მთელი ნაბორი + რაღაც ცოდნა და ხაზვის დამუღამება, მინიმუმ ფურცელზე მაინც
SCORPIONS
Jan 10 2015, 07:37 PM
geojorjika ეეხ,ჟორჟიკ, ნეტავ მხოლოდ ეგ მქონდეს საფიქრალი ჩემ ქორბუდასთან დაკავშირებით..დგეს,ბზარი შევნიშნე კონდახზე
geojorjika ფოტოების დადება მინდა და ვნახოთ..............
geojorjika
Jan 10 2015, 08:00 PM
დადე აბა
kubi11
Jan 10 2015, 08:10 PM
ციტატა(geojorjika @ Jan 10 2015, 01:26 AM)

kubi11
რომელი ვაირაუხი უნდა ეყიდა ნიტროზე? 90-? ეგ მოდელი არ იყიდება ჩვენთან და თან ძალიან ძვირიც ღირს
გატყავება კიდევ არაფერ შუაშია, სულ რომ ენთუზიაზმზე იმუშაოს ვიღაცამ, მხოლოდ ნახაზების კეთება, გაცვეთილი იარაღები, მორგება , ექსპერიმენტები, მასალა და დახარჯული დრო იმდენი დაჯდება რომ არ იქნება ადეკვატური მიღებული შედეგისა
საერთოდ ეყიდა ნიტროზე ეგ ვიგულისხმე მაინც და მაინც ვაირაოხი არა

ხო ეგ მართლა ძვირია და მაგდენ ფულს არავინ გადაყრის იჟ-ის შესახედაობის თოფში იმედია

650 დოლარად უკვე სერიოზულ პსპ იყიდი
SCORPIONS
Jan 10 2015, 08:26 PM
geojorjika
SCORPIONS
Jan 10 2015, 08:37 PM
geojorjika
Jan 10 2015, 09:00 PM
SCORPIONS
მდაა , ღრმა ბზარია, შიდა მხრიდანაც არის?
SCORPIONS
Jan 10 2015, 09:08 PM
ხალასტოიზე არ გამისვრია და თოფის ჩავარდნაზე ხო ზედმეტია ლაპარაკი!!! მიძნელდება ვინმეს დავაბრალო ეს ბზარი,მაგრამ დიდი ალბათობაა იმის,რომ სანამ ვიყიდდი,ხალასტოიზე ატყლაშუნა ვინმე უვიცმა!!! დახლიდან მომაწოდა გამყიდველმა და დავცქერი ამ თოფს ისე როგორც მაიმუნი ყუმბარას,ყოველი შემთხვევისთვის ეხლა უკვე მაიმუნის როლში ვარ. გამყიდველს ვუთხარი,იმედია გასინჯვა არ უნდა,ეს ხო გერმანელიათქო..დამხმარე გოგომ გაიგო ჩემი ნათქვამი და ეუბნება,-მიდი ერთი გაისროლეო,ანუ ხალასტოი გაატყვრეო რა,ყოველი შემთხვევისთვის მე ესე გავიგე,იმიტომ,რომ გუდვილის მაგნუმში ტირს არავინ მომიწყობდა. ამ ბიჭმა კი უპასუხა,-დეკონსერვაციამდე სროლა არ შეიძლებაო.განა ის კი არ უთხრა,რომ-ცარელაზე არ შეიძლებაო!!! ერთი სიტყვით,დიდი ეჭვია,რო ცარელაზე აქვთ ნატყლაშუნები..... ძალიან საწყენია,მაგრამ რაღა ვქნა? ვის რას დაუმტკიცებ ეხლა? თხოვნა მექნება გამოუცდელებთან: ჩემ შეცდომაზე ისწავლონ. სხვამ რამ უნდა მისცეს ამ ადგილზე ბზარი კონდახს,თუარა ცარიელმა ტყლაშუნმა.???
geojorjika შიდა მხრიდანაცაა 1.5 სმ. ისიც უკან მიდის.
SCORPIONS
Jan 10 2015, 09:26 PM
არავის არ ვაბრალებ!!! ჩემი უვიცობის ბრალია,უნდა შემემოწმებინა თავის დროზე ნორმალურად და ზედმეტი კითხვებიც აღარ მექნებოდა ეხლა არავისთან. ჯანდაბას,ეგ ბზარი! ჩვენ ვიყოთ კარგად! მთავარია რო ბზარმა მუშაობაში გზა აღარ გააგრძელოს. მოვინდომე რა მაგარი თოფი...ნე ჟილი ბოგატო,ნე ხრენ ნაჩინატ
geojorjika
Jan 10 2015, 09:51 PM
SCORPIONS
არაუშავს ეგ არაფერი , სროლაში ხელს არ შეგიშლის, და ხალასტოიზე გასროლა ბზართან არაფერ შუაში არ არის საერთოდ, ეგ ქარხნული წუნია 99%
SCORPIONS
Jan 10 2015, 09:57 PM
სროლაში კი არა,მაგრამ რო გაიზარდოს ბზარი? ქარხნული არ მგონია. ქარხნული რო იყოს,ლაქს ბზარზე გადაატარებდნენ,ასე მგონია. ახლა კი ეტყობა,რომ ჯერ გალაქულია და მერე გაბზარული.
kubi11
Jan 10 2015, 09:59 PM
ამიტომაც სითეტიკური ტარით უნდა იყიდო ყოველთვის ხეს წვიმაში ვერ გაიტან, ყინვაც გაგიფუჭებს და ნესტიც, პლასტიკს არაფერი მოსდის

თუ არ დაამტვრიე ძალით ამინდი ვერ გაგიფუჭებს

ისე ეგეთ ძვირ თოფს კაკლის კონდახი რატომ არააქვს? კი გავს კაკალს ისე

მარა მაინც არ ღირს რა ისევ სინთეტიკა ჯობია ნუ მე მირჩევნია ყოველი შემთხვევისთვის ვათრევ მაინც სადაც მინდა

ისე მაგხელა ბაზარს ადრევე დაინახავდი რაღაცამ გახეთა უეჭველი ყინვამ ან დაინესტა და მერე გაიყინა ან გაიყინა და მერე სითბოში შეიტანე, ხე იოლად ზიანდება საერთოდ
SCORPIONS
Jan 10 2015, 10:04 PM
kubi11 ჯერ ესერთი რა ყინვა და რა წვიმა? გალაქე კარგად და ვერც ნესტი და ვერც ყინვა ვერას დააკლებს!!! რატოც ვერ შევატყვე,დავწერე უკვე. ფანარით რო ვაშუქებ მიტო ჩანს ეგრე საშინლად,თორე ისე თმის ღერი რო გვერდზე დაუდო,თმას უფრო შენიშნავ,ვიდრე ბზარს. სად პლასტიკი და სად ხე,კარგი რა თუ ძმა ხარ.
kubi11
Jan 10 2015, 10:07 PM
მოდი ახლა გამოვიძიოთ როგორ გაიბზარა

გაიტანე ყინვაში, ბევრი ისროლე ისე რომ ხელი დაგისველდა სროლისგან ან რავიცი რა მოხდა ნუ დაინესტა ხელის მოსაკიდებელ ადგილას, მერე შეიტანე სახლში იქ თავისთავად ცხელა ხოდა დაიძახა ტკაცანი

ხეს ემართება ეგრე

ციტატა(SCORPIONS @ Jan 10 2015, 11:04 PM)

kubi11 ჯერ ესერთი რა ყინვა და რა წვიმა? გალაქე კარგად და ვერც ნესტი და ვერც ყინვა ვერას დააკლებს!!! რატოც ვერ შევატყვე,დავწერე უკვე. ფანარით რო ვაშუქებ მიტო ჩანს ეგრე საშინლად,თორე ისე თმის ღერი რო გვერდზე დაუდო,თმას უფრო შენიშნავ,ვიდრე ბზარს. სად პლასტიკი და სად ხე,კარგი რა თუ ძმა ხარ.
გაიტანე წვიმაში

და რომელი უფრო გაუძლებს სინთეტიკა ყველა ამინდისთვის განკუთვნილი თუ ხე

ან იხვზე წადი ან რამე ეგეთზე და ნახავ ხეს რაც მოუვა
SCORPIONS
Jan 10 2015, 10:12 PM
kubi11 სულ 12 ტყვია მაქვს ნასროლი გარაჟში. მესმის რასაც იძახი,მარა ეგ ვერსია გამოირიცხა.
kubi11 მე ჯობიობანას არ ვიძახი..ვიძახი იმას,რომ თუ კარგად და ხარისხიანით გალაქავ, არ აიგებს გრამ წყალს. ლაქი,იზოლაციის როლს თამაშობს ხესა და წყალს შორის. წარმოიდგინე,რომ იგივე პლასტიკი აქვს შემოცმული ხეს.
kubi11
Jan 10 2015, 10:22 PM
ციტატა(SCORPIONS @ Jan 10 2015, 11:12 PM)

kubi11 სულ 12 ტყვია მაქვს ნასროლი გარაჟში. მესმის რასაც იძახი,მარა ეგ ვერსია გამოირიცხა.
kubi11 მე ჯობიობანას არ ვიძახი..ვიძახი იმას,რომ თუ კარგად და ხარისხიანით გალაქავ, არ აიგებს გრამ წყალს. ლაქი,იზოლაციის როლს თამაშობს ხესა და წყალს შორის. წარმოიდგინე,რომ იგივე პლასტიკი აქვს შემოცმული ხეს.
ეგ ხო მაგრამ ფაქტია რაღაცა მოხდა და გაიბზარა

მართლა გული დამწყდა რამდენი იჩალიჩე და მაინც რაღაცა გამოხტა გაუთვალისწინებელი

არაფერი მოუვა არამგონია გასკდეს ეგ ბზარი პროსტა ეგ ტეხავს რო იცი რომ რაღაცა ჭირს თუგინდე ეგეთი შეუმჩნეველი

ჩემი რო ნახო საერთოდ გავატყავე ხან რას წამოვდე ცხვირი ხან რას და პლასტმასი კაი ნათრევია

არიფიქრო მაგაზე ეგ ეგეთ მდგომარეობაში კიდე ბევრი წელი გამოგადგება

მერე ახლასაც იყიდი და ეგაა

ხე ძაან ლამაზია გეთანხმები უბრალოდ მოვლა უნდა შესაბამისი
SCORPIONS
Jan 10 2015, 10:22 PM
geojorjika თუ ხალასტოი ვერას დააკლებდა,მაშ გადატენვისასაა ლულა ნაზი ხელიდან გაქცეული...რავი სხვა რა ვიფიქრო. პასპორტში უწერია იგივე;- თუ გადატენვისას გაგექცათ,ან ლულა მიიღებს დეფორმაციას,თუ არადა კონდახის პალომკის გარანტიას გაძლევთო! დიდი ძახილის ნიშნით წერს მწარმოებელი.
SCORPIONS
Jan 10 2015, 10:35 PM
kubi11 ზუსტადაც მოსავლელად მოვხსენი კონდახი,გავლაქავ-თქო და რო შევნიშნე,გული კინაღამ გადამელაქა. შიგნიდან უნდა საერთოდ კარგი გალაქვა. როგორც მოუვლი იარაღს,ისე გემსახურება. რას ლაპარაკობ,რა თრევა ტო, ცივ ნიავს არ მივაკარებ. მოსკოვის სამხრეთით მდინარე დესნა-ა.ერთხელ ნაწვიმზე წავედი და კატუშკები მიწას არ გავაკარე,ქვეშ წინასწარ გამზადებული გაზეთები გავუფინე.რიბაკებმა ჩემ გასაგონად გადაულაპარაკეს ერთურთს-ვოტ კაკ ნადა-ო. ალბათ დამცინეს,მაგრამ მნე პო ხ... ხოდა თოფს დავდებ მე მიწაზე,ან სხვაზე?
kubi11
Jan 10 2015, 10:38 PM
ციტატა(SCORPIONS @ Jan 10 2015, 11:35 PM)

kubi11 ზუსტადაც მოსავლელად მოვხსენი კონდახი,გავლაქავ-თქო და რო შევნიშნე,გული კინაღამ გადამელაქა. შიგნიდან უნდა საერთოდ კარგი გალაქვა. როგორც მოუვლი იარაღს,ისე გემსახურება. რას ლაპარაკობ,რა თრევა ტო, ცივ ნიავს არ მივაკარებ. მოსკოვის სამხრეთით მდინარე დესნა-ა.ერთხელ ნაწვიმზე წავედი და კატუშკები მიწას არ გავაკარე,ქვეშ წინასწარ გამზადებული გაზეთები გავუფინე.რიბაკებმა ჩემ გასაგონად გადაულაპარაკეს ერთურთს-ვოტ კაკ ნადა-ო. ალბათ დამცინეს,მაგრამ მნე პო ხ... ხოდა თოფს დავდებ მე მიწაზე,ან სხვაზე?

ხოდა არ ინერვიულო კარგად გემსახურება შენი თოფი მოიბეზრებ და ახალსაც იყიდი და ეგ კიდე ხოდზე იქნება
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.