ციტატა(shonia82 @ 2nd February 2013 - 10:50 PM)

რომელს მირჩევთ, AIRAMS S510-ი ჯობია თუ Benjamin Marauder-ი?
მდაააა, იმდენად რთული კითხვაა რომ არ ვიცი რა გიპასუხო. 510 ძაან კარგი მოდელია, წონა, სიზუსტე, შესრულება, ნუ იდეაში მე ყველაფერი მომწონს მაგ მოდელში, მაგრამ 2150 ლარი ღირს ნასოსის გარეშე.
მარადა კი როდესაც იყო ბაზარზე 1500 ლარი ღირდა ნასოსიანად. ესეც საკმაოდ კარგი მოდელია, მითუმეტეს, რომ საკმაოდ ფლექსიბალი. რასაც გინდა იმას უკეთებ თოფს, აირ არმსთან განსხვავებით.
ბევრი რამის შეცვლა შეგიძლია, რედუქტორი ადვილად დგება (ესეც აირ არმსისგან განსხვავებით), რეზერვუარის დაგრძელება და რავი რა არ შეიძლება. ერთი სიტყვით მარადა საკმაოდ კარგი თოფია და საკმაოდ იაფიც ღირს სხვა მაგ დონის თოფებთან განსხვავებით.
ნუ ახლა დაამატე 510-ს ნასოსის ფული 510 ლარი და გამოდის 2660 ლარი.
ახლა თქვენ მითხარით, 1140 ლარი სხვაობა ღიირს თუ არა რომ გადაიხადო ბევრად დახვეწილ თოფში

წონით, შესრულებით და რავი კიდევ რა არა აქვს უკეთესი.
ხო კიდევ 30 ფუნტი დამატებითი კლიპი ღირს მარტო მაგ თოფზე

მარადაზე კი 14 დოლარი
რავი მე ამ ორ იარაღს ერთ კლასში არასდროს არ გავატარებდი და მითუმეტეს ერთმანეთს არასდროს არ შევადარებდი.
აქ მხოლოდ რჩება ბიუჯეტი.