მიხომიტო
Jan 28 2013, 06:05 PM
ყველაფერი ახალია! ვყიდი ერთად.
ოპტიკა 240ლარი
კრონშტეინი 11მმ 30ლარი
კრონშტეინის რგოლი 25მმ 35ლარი
baueroptics რგოლი 25მმ/ 11მმ 45ლარი
200ს ბოლო ფასად გავყიდიდი. რადგან ფოტოებს ვერ ვდებ...
http://www.mymarket.ge/product_info.php?ty...duct_id=3654752ან გავცვლი baueroptics 4x32s
ilo
Jan 29 2013, 12:52 AM
bsa 6-24x40 მაქვს თუ გინდა...
მიხომიტო
Jan 29 2013, 09:32 AM
კონკრეტულ მოდელზე გავცვი - ბაუერის 4-32ს და შესაძლებელია ლეაპერსის 6-32მოკლეზე ჩემზე ფასის დამატებით.
გუშინ პირველად დავაყენე ლეაპერსი სულ 10 გასროლაზე ჩემს ახალ ვაირახუ 95ზე გამოვცდითქო სანამ არ გაიყიდა. პნევმატიკამაც გუშინ გაისროლა პირველად ოპტიკა გავასწორე 20 მეტრზე. და მერე მოხდა სასწაული 45 მეტრზე პირველივე გასროლიდან (ერთ თეთრიანში)!!! ჩაჯდა ტყვია. ვაირახუსი არ მიკვირს ჩემი 80 ვარიაც 50 მეტრში ტყვიას ტყვიაში აჯენს, ოპტიკა ლეაპერსის მაგარი ყოფილა! ბაუერის გასწორებას კი ორი დღე მოვუნდი

ოპტიკას ვყიდი სასწრაფოდ! დიდ ზუმიანი,ზუმიანი, ბადის განათებით და მძიმე არ მჭირდება რაც ეს ოპტიკაა.
მიხომიტო
Jan 29 2013, 06:57 PM
180 ლარი. მეტს ვერ დავაკლებ დავიტოვებ და ეგაა
მიხომიტო
Jan 30 2013, 11:10 AM
170 ლარი მეტის დაკლება შეუძლებელია...
მიხომიტო
Jan 31 2013, 08:20 PM
სულ 170 ლარად გავყიდი ახალი უხმარი ახალ წელს ნაყიდი. სახლიდან არ გამიტანია. ოპტიკა, კრონშტეინი, ორი კომპლექტი რგოლები. ყველაფერი ეს დამიჯდა 340 ლარი.
ზარალს არ ვჩივი მინდა სასწრაფოდ ახალი ვიყიდო ან გავცვალო 240 გრამიან ოპტიკზე-ბაუერის.შაშხანის წონის უკმაყოფილო თუ ვინმე ყოფილა კი გამიგებს:) ვარია80 4.5 კილოა და 95 მინდა მჩატე ვარიანტი. ლამის ვფიქრობ ოპტიკის გარეშე ხო არ დავტოვო. მაგას მაგარი სამიზნეები მოყვება სხვადასხვა ფორმის 50 მეტრზე კი მეყოფა.
მიხომიტო
Feb 2 2013, 11:15 AM
165 ლარი
მიხომიტო
Feb 2 2013, 07:10 PM
155ლარი
nikola_migina
Feb 2 2013, 07:32 PM
პმ ნახეთ
მიხომიტო
Feb 2 2013, 10:54 PM
შენც ნახე აუცილებლად პმ
მიხომიტო
Feb 3 2013, 11:17 AM
ოპტიკა ისევ იყიდება, ცოტა მეტად 190 ლარად. ეს ფასი აღარ შეიცვლება. გუშინ ერთერთ ფორუმელთან ბევრი მჯელობის და რჩევის შედეგად გადაწყვეტილება მივიღე 40 ლარი მიმემატა

მაისამდე მაინც არ მეჩქარება გაყიდვა .
sekurifa
Feb 3 2013, 01:29 PM
ციტატა(მიხომიტო @ 3rd February 2013 - 11:17 AM)

ოპტიკა ისევ იყიდება, ცოტა მეტად 190 ლარად.
ეგ მაიმარკეტის ლუკმა უფროა მაგ ფასად. აქ მგონი ცალ-ცალკე გაყიდო გირჩევნია. ხომ იცი, სადაც ამაზონი და ებაი არსებობს ............
მიხომიტო
Feb 3 2013, 03:32 PM
მასეც შეიზლება.. ვაცლი ოღონდ ცოტა ხან დროს . ჩემი ფასი ამაზონზე იაფია მემგონი, გუშინ დავთვალე კიდევ ერთხელ ოპტიკა კრონშტეინი და რგოლები ყველაფერი ცალცალკე რო გამოიწერო ამაზონიდან საერთო ჯამი 240 ლარი გამოვიდა.
მე მაგნუმში 285 ლარი გადავიხადე . ოპტიკა 240 კრონშტეინი 20 და რგოლები 25. ჩემი აზრით თუ ყიდვაა ერთად უფრო მოგებაში დარჩება ადამიანი ვიდრე ცალცალკე. რგოლები 11 დოლარი ღირს ამაზონზე+გზა მაგნუმში 25 ლარი. რამდენად გავყიდო?- ახლები? 10ლარი რეალური ფასია ანუ ნახევარი. მაგათ გაყიდვას მირჩევნია მივაყოლო ოპტიკას. დავიცდი . არ ვხმარობ არ მინდა , მინდა მჩატე ბაუერი. ორი თვე კიდე არ მეჩქარება. მე არ ვნადირობ, მიზანში ვისვრი გასართობად და 155ლარად ზაფხულშიც გავყიდი მერე აღარ შევხედავ მაგ 40 ლარს დავამატებ 100ს და აუცილებლად ვიყიდი ბაუერს 250 ლარად ქარავანში.
sekurifa
Feb 3 2013, 03:47 PM
ციტატა(მიხომიტო @ 3rd February 2013 - 04:32 PM)

ოპტიკა 240
აი ეგაა ზუსტად. 240 რომ მიეცი მაგ ოპტიკაში ძნელია ახლა დათმო იმ ფასში რაც სინამდვილეში ღირს. აქ ფორუმზე სანამ ვინმე ყიდვას დააპირებს ყველანაირად ამოწმებს ინფორმაციას. მიტოა ეგ მაიმარკეტის ლუკმა
მიხომიტო
Feb 3 2013, 05:45 PM
კაი ბატონო. მეც შევამოწმე ამაზონი ბევრჯერ .. რათქმაუნდა ნაკლებ ფასებშია კრონშტეინის და რგოლების გარეშე სადღაც 100 დოლარი ახალი თავის გზებიანად აქამდე 170-190 ლარი.
ამაზონზე ქვეყანა რამე მაქვს ნაყიდი ბავშვისთვის ცოლისთვის რა ჩამოთვლის პაკუპკებს. ეს ოხერი ოპტიკის ჩამოტანა რო შეიძლებოდა არც მომაფიქრდა . მეორედ უკვე ახალ წელს 31ში ვაირახუ რო ვიყიდე მაგნუმში ზედ მივაყოლე ლეაპერსი ისე რო წონა არც გავშინჯე. ნეტა ქარავანში შევსულიყავი! ეხლა ხო კმაყოფილი ვიქნებოდი ბაუერით. 240გრამი 480 წინააღმდეგ . ბაუერი უცხოეთში 49 ევრო ღირს მარა ვერსად ვერ ვნახე საყიდლად აქ კი 250 ლარი ღირს. და მაინც ვიყიდი

ლეაპერსში 155 ლარს მაძლევენ მაიმარკეტზე მაგ ფასში კი მენანება. სამშაბათს მაგისთვის კაცი ჩამოდის რაიონიდან ვნახოთ.
მიხომიტო
Feb 4 2013, 08:38 PM
150 ლარი - ოპტიკა, კრონშტეინი, რგოლები .
kaka8079
Feb 4 2013, 09:04 PM
მიხომიტო ცუდად ეძებ მეგობარო,აი შენი ნანატრი ბაუერის ოპტიკა
http://www.armyfox.com/foxshop/de/ziel/250...hjb-4x32-s.htmlაგერ კიდევ გადამზიდავი კომპანიის ბმული რომელიც ახორციელებს ამანათების ტრანსპორტირებას გერმანიიდან.
http://www.a-manati.com
მიხომიტო
Feb 4 2013, 10:30 PM
ვა ეს სურპრიზია..ეგ საიტი კი ვიცი გერმანული აქ ფორუმზეც ამას წინებზე დავდე, მარა ამ ამანათის შესახებ პირველად მესმის. ხვალ დილასვე დავრეკავ მანდ და ყველაფერს გავიგებ. მე ვიცი, რომ მხოლოდ ამაზონიდან შესაძლებელია ჩვენთვის ყიდვა იბეიდან კი იძახიან გართულდაო.
დამცინიან მარა ასეთი ჩამოტანის გზები რო არსებობდა ნამდვილად არ ვიცოდი.
kaka8079 დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ნეტა ხვალ რამდენს დამიფასებენ.
kaka8079
Feb 4 2013, 11:13 PM
მიხომიტო
მთლიანი თანხის 10% გადაუხდი იმ შემთხვევაში თუ მათ აყიდინებ თავისი ბარათით,თუ შენი ბარათით იყიდი მაშინ მხოლოდ ტრანსპორტირების თანხას გადაუხდი და ეგაა,შეიძლება სულელური პასუხი გითხრან იმასთან დაკავშირებით რომ აი იცით საქართველოში არ შეიძლება ოპტიკური სამიზნეების ჩამოტანა საბაჯო არ გამოგვატანს და ასე შემდეგ,უთხარი დაიკიდეთ თქო ჩემი რისკის ხარჯზე ჩამოიტანეთ თქო,აქ კი ყველამ ვიცით რომ ოპტიკურ სამიზნეებს ჩვეულებრივად ატარებს ჩვენი საბაჯო.
gela
Feb 4 2013, 11:53 PM
მიხომიტო
ერთი მოკრძალებული კითხვა მაქვს, რად გინდა მაინცდა მაინც ეგ ბაუერის ოპტიკა, ან რით არის შენს ლიპერსზე უკეთესი? რა აქვს ბაუერს ლიპერსზე უკეთესი. უბრალოდ მართლა მაინტერესებს. არა და ახლა რომ ვუყურებ მე ლპერსი უფრო მესიმპატიურება, მითუმეტეს ვიცი რომ დარტყმაგამძლეა სხვა ბიუჯეტურ ოპტიკებთან შედარებით, რეა ვიცი რეა ვიცი, თან მგონი შენც ზდპ-ზე გინდა დაყენება ხო?
მიხომიტო
Feb 5 2013, 07:55 AM
gela
წონაა მთავარი მიზეზი!! სხვა მიზეზები დიდი ზუმი და საერთოდ ზუმი არ მჭირდება და კიდე განათება ხო არმჭირდება და არმჭირდება. ას პროცენტიანი დარტყგამძლეა ამერიკულ საიტებზე მაგრა აქებენ ამ ოპტიკას და წერენ ძლიერი პნევმატიკებისთვის იდეალური არისო. ბაუერი კი მაქვს ერთი უკვე 3-9-32ლ. სინათლე მომწონს და წვრილი ბადე. სიზუსტე კი ლეაპერსის ბევრად ზუსტია, თუ არსებობს საერთოდ ოპტიკების შედარება სიზუსტეზე. ლეაპერს აქვს ოპტიკა 4-32 და 6-32 ესენი 300 გრამია უგანათებოები, უზუმოები, რავიცი რავიცი ვფიქრობ... მაგათაც არაუშავს სკრომნებია

ეს დარტყგამძლეობა კი მაფიქრებს ჩემს ბაუერს მოტყდა განათების რგოლი ვაირახუ 80-ზე
მიხომიტო
Feb 5 2013, 10:47 AM
ბაუერი სულ სადღაც 65 ევრო დამიჯდება ანუ მიახლოებით 150 ლარი. დარჩა ლეაპერსის გაყიდვა
kaka8079
Feb 5 2013, 10:50 AM
მიხომიტო
შენ ცოტა იჩქარე იმ საიტზე ეწერა რომ მხოლოდ ერთი ცალი გვაქო დარჩენილი,ისე სხვა ნივთებზეც იგივეს წერენ რაც ცოტა უცნაური და დამაფიქრებელია.
მიხომიტო
Feb 5 2013, 03:04 PM
აი ამათი ოფიციალური საიტი და ალბათ აქედანაც შეიძლება ყიდვა..?
http://uk.baueroptics.com/zielfernrohre/hj...hjb-4x32-s.html
sekurifa
Feb 5 2013, 03:25 PM
მიხომიტო
კიმარა მილდოტების გარეშე ხომ არის ეგ ბაუერი? პნევმოზე როგორ ხმარობ?
მიხომიტო
Feb 5 2013, 03:46 PM
მემგონი ბაუერები ყველა ასეთია და 3-9-32 რო მაქვს ბაუერის ისიც ეგეთია. მე ხომ ერთი წერტილიდან ვისვრი ერთ წერტილში , როგორც სპორტში შეჯიბრებეზე. შუა წერტილს ვასწორებ ზუსტად 50 მეტრზე ი ვსიო ვისვრი იქ. მე (უვიცი)

ვფიქრობ საერთოდ მილდოტი უფრო ავტომატურებისთვისაა . თან ორმოზდაათ მეტრზე ვაირახუ ტყვიას ტყვიაზე ოპტიკის გარეშადაც აჭედებს ერთმანეთზე. აუცილებლად ამ დღეებში მასე გავისვრი ვნახოდ რა გამოვა...
sekurifa
Feb 5 2013, 04:50 PM
ციტატა(მიხომიტო @ 5th February 2013 - 04:46 PM)

წერტილს ვასწორებ ზუსტად 50 მეტრზე ი ვსიო ვისვრი იქ. მე (უვიცი) ვფიქრობ საერთოდ მილდოტი უფრო ავტომატურებისთვისაა . თან ორმოზდაათ მეტრზე ვაირახუ ტყვიას ტყვიაზე ოპტიკის გარეშადაც აჭედებს ერთმანეთზე. აუცილებლად ამ დღეებში მასე გავისვრი ვნახოდ რა გამოვა...
არაა ეგ საქმე მთლად მასე

50 მეტრზე რომ გაასწორებ ოპტიკას, ის ჯვარი მარტო 50 მეტრზე დააჯდება და კიდე სადღაც 15-20 მეტრში. დანარჩენ მანძილებზე კი 10, 30, 35, 40, 45, 60 და ა.შ. ჯვარი არ იმუშავებს. იქ უკვე მილდოტებია საჭირო. თვალით გამოთვლი საით უნდა წაიღო ჯვარი 30 მეტრში რომ მიზანს მოხვდეს ზუსტად?
იქ მერე კიდე ქარის ამბავიცაა და ამაში ჰორიზონტალური მილებია საჭირო. კარგად დაფიქრდი და შენთვითონ ნახე ყველაფერი. დასვი ჯვარი 50 მეტრზე ოღონდ გაშეშებული მაგიდიდან თუ ამის საშუალება გაქვს და ნახავ მერე სად მოხვდება ტყვია სხვადასხვა დისტანციებზე.
ნუ ახლა მტრედისხელა სამიზნეზე შეიძლება იმუშაოს ჯვარმა ასე თუ ისე მარა ბოთლის თავსახურისხელა მიზანზე არა.
მიხომიტო
Feb 5 2013, 05:39 PM
გეთანხმები ყველაფერში. ამიტომაც სავარჯიშოდ და არა სანადიროდ მჭირდება ოპტიკა. აქ ბაუერიც საკმარისსზე მეტია ჩემი აზრით. ამ დღეებშიკი აუცილებლად გამოვცდი ვარიას უოპტიკოდ მაინტერესებს რას იზამს 50 მეტრზე.
sekurifa
Feb 5 2013, 05:48 PM
ციტატა(მიხომიტო @ 5th February 2013 - 06:39 PM)

ამ დღეებშიკი აუცილებლად გამოვცდი ვარიას უოპტიკოდ მაინტერესებს რას იზამს 50 მეტრზე.
ნუ ეგ შენ იცი უკვე. მე უბრალოდ გამიკვირდა ის რომ ვარიაზე მილდოტიანი ოპტიკის დაყენება რომ არგინდა. თუ მარტო ერთიდაიგივე დისტანციაზე აპირებ სროლას და ჯვარსაც იმ მანძილზე დასვამ მაშინ არაა პრობლემა.
მიხომიტო
Feb 5 2013, 06:03 PM
ციტატა(sekurifa @ Feb 5 2013, 05:48 PM)

ნუ ეგ შენ იცი უკვე. მე უბრალოდ გამიკვირდა ის რომ ვარიაზე მილდოტიანი ოპტიკის დაყენება რომ არგინდა. თუ მარტო ერთიდაიგივე დისტანციაზე აპირებ სროლას და ჯვარსაც იმ მანძილზე დასვამ მაშინ არაა პრობლემა.
კი და რაც უმთავრესია წონა!! ნერვებს მიშლის გრამებს ვითვლი

ნეტა თუ იქნება პნევმატიკები კილოიანი 300 მეტრზე რო გაისვრიან
რაც ეხება ჩემს ლეაპერს 3-12X40TF სახლში 13 მეტრზე რამოდენიმე გასროლაში ტყვია ტყვიაში დაჯდა -გასწორდა შემოხაზულ წითლად ერთ თეთრიანში აოთხზე. მერე ვერ მოვითმინე გავედი ბალკონზე ღამე! მეორე სართულზე, ეზოში ორი მეზობელი ბიჭი იდგა . ჩავუგდე აოთხის კარდონზე დაწეპებული ქაღალდი ისევ წითლად შემოხაზული მხოლოდ ერთ თეთრიანი და დავადებინე 40 მეტრზე (დილას გავზომე). იარაღი მივაქვავე ცალი ხელით ბალკონის მოაჯირზე დადებულ ბალიშზე, მეთვითონ მუხლებზე დავდექი. დავასვი ჯვრი 12ზუმით შიგ წითელ წრეში უგანათებოთ. ძლივს ლივლივებდა ქუჩის ლამპიონის განათებაზე წერტილი. ჩავისუნთქე ღრმად გავქვავდი და გავისროლე. სანახავად წასულ ბიჭებს მივაძახე : სად მოხვდა რო გავასწოროთქო მიზანი. რო მივიდნენ დამიძახეს მოხვედრილი არსად არიო და მერე რო დააკვირდნენ გაშეშდნენ შიგ წითელ წერტილში მოხვედრილი იყო.

მეორეჯერ აღარ გავისროლე რადგან მივხვდი რო ოპტიკა! მაგარია! ბაუერი ასჯერ გამაწვალებდა.
მიხომიტო
Feb 6 2013, 06:17 PM
ვყიდი ახალ ოპტიკას კრონშტეინს რგოლებით 150 ლარად
მიხომიტო
Feb 11 2013, 10:35 AM
ისევ ვყიდი უკვე 145 ლარში Leapers 3-12X40 1Full Size TF2 + კრონშტეინი + რგოლები ყველაფერი ახალია და უხმარი!
მიხომიტო
Feb 14 2013, 11:03 PM
140 ლარი
მიხომიტო
Feb 16 2013, 09:36 AM
135 ?
მიხომიტო
Feb 17 2013, 04:00 PM
ოპტიკა გაიყიდა.
cz80
Feb 17 2013, 05:38 PM
თემა დახურულია
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.