zaza1998 ისეთი რაღაცეები დაწერე რომ არ ვიცი კომენტარი რაფერ გავაკეთო....
ნუ ფაქტია საქმეში არ ხარ ჩახედული და ცოტაოდენ ცხოვრებას სხვა კუთხით, კერძოდ კი საზღვარზე მომუშავე ხალხის თვალით უნდა შეხედო... შენი ლოგიკიდან გამომდინარე გამოდის, ვიღაცას გერმანიიდან ბირთული ბომბისთვის პლუტონიუმის ღერძი რომ დავაბარო უპრობლემოდ ჩამოვა. ახლა კი მოდი რეალურად, შენი 1 სტრიქონიანი წინადადებაა, ვეებერთელა პუნქტებად ჩავშალოთ და თუ მაინც ჩათვლი რომ პრობლემა არაა... ნუ დალშე ყველანი დავჯდებით და მძაფრსიუჟეტიანი ფილმივით შევხედავთ შენს თავგადასავლებს

ნუ დევიწყეთ ანალიზი - პირველი და უმთავრესი, ნუ წერტილ მძიმე გამოიყენე რა, ძალიან ჭირს აზრის გაგება, პირველი 5 სიტყვა რომ წაიკითხო უკვე ვეჭედები

ამიტომაც ისე მოვთარგმნი როგორც მე მესმის და ნუ გეწყინება

1) ესეიგი შენ წერ...
ციტატა(zaza1998 @ 21st January 2013 - 04:26 PM)

მემგონი შეიძლება
უკაცრავად რა? გულისხმობ ჩამოტანას (ნუ იგივე გამოგზავნას?) ბაზარი არაა შეიძლება, ჩვენს ქართულ საზღვრამდე შეიძლება, დალშე უკვე ბოდიში, საზღვრის გადმოკვეთა არაფერს არ შეუძლია შემოწმების გარეშე, არა აქვს მნიშვნელობა, სატვირთო განყოფილებაშია, გადამზიდავს ჩამოაქვს, ვინმე შენი ახლობელი ჩამოდის და ჩანთაში უდევს თუ რა ხდება. ყველაფერი "პაგალოვნად" გადის შმონს, იქნება ეს სკანერით, თუ პირადი შემოწმებით აფსოლუტურად ყველაფერი გადის შმონს, აქამდე ვერავინ ვერ მოახერხა ის რასაც შენ აპირებ და რავიცი აბა...
2) ნუ დალშე მე ჩავთვალე რომ მე-3 სიტყვიდან სხვა აზრს აგრძელებ
ციტატა(zaza1998 @ 21st January 2013 - 04:26 PM)

საბაჟოზე როგორ შეაკავებენ
ჩვეულებრივად, გააჩერებენ ტვირთს და გეტყვიან არ შეგვიძლია გაგატანოთო, რადგან სპეციფიკაციები არ გვაქვს, თუ რა ტიპის პნევმატიკის შემოტანა შეიძლება საქართველოშიო, ამიტომაც შენს ნივთ გადავაგზავნით საწყობში და იქ იქნება მანამდე სანამ სტანდარტები არ გვეტყვიან გეკუთვნის ეს ნივთი, თუ არაო (სტანდარტები კი უკვე 2.5 წელია ვერ შეუმუშავებითათ და 2013 წლის შემოდგომამდე პროსტა არაფერს არ შეიმუშავებენ)
3) ნუ დალშე მემგონი ახალი აზრი მოდის, იდეაში ეს სამი ნაწილი მძიმეებით რომ გამოგეყო გადასარევი იქნებოდა, მესმის მეც ვიყავი სკოლის მოსწავლე და ქართულის გაკვეთილებზე ვატრაკებდი, მაგრამ ნუ ფაქტია როდესაც კაცს არ ესაუბრები პირდაპირ, არამედ მის ნაწერს კითხულობ, აზრის გასაგებად აშკარაა რომ საჭიროა სასვენი ნიშნები, იმედია მეთანხმები
ციტატა(zaza1998 @ 21st January 2013 - 04:26 PM)

თუ პირდაპირ თბილისში ჩამოფრინდება თვითმფრინავი
ყველას ნივთი პირდაპირ თბილისში ჩამოდის, და 99% ჩამოდის თბილისის აეროპორტის გავლით... შენ რა გგონია აბა დანარჩენებს სასამართლოებში რომ აქვთ საქმეები და ზოგიერთს კიდევ 2 წელია საბაჟოს საწყობიდან თავიანთი კუთვნილი ნივთები ვერ გამოუტანიათ, სად ჩამოუვიდათ ნივთები? არავის არ ჩამოსვლის ქუთაისში, გორში, ხულოში, ან რავიცი კიდევ სად.... იმენნა ვერ ჩავწვდი იდეას, რას ნიშნავს პირდაპირ თბილისში ჩამოვა, აბა სხვაგან სად უნდა ჩამოვიდეს

4) ნუ ბოლო პუნქტი შენს წინადადებაში
ციტატა(zaza1998 @ 21st January 2013 - 04:26 PM)

შემიძლია დავავალო აქედან
ვის ავალებ? ნუ ვსმისლე ვინმე შენიან ნაცნობს? ნუ ზემოთ უკვე გითხარი როგორ შემოწმებას გაივლის და რაფერ წრმოგიდგენია ყუთზე უნდა ეწეროს - ააა ეს ისაა ZAZA1998-მა რომ დააბარაო და გამოატარებენ? ნუ რავი მემგონი არ გამოატარებენ და დანარჩენი შენ უნდა გადაწყვიტო.
P.S. გაითვალისწინე საზღვარი კარგადაა ჩაკეტილი, არ ეპარებათ პლასტმასის პისტალეტები, რკინაზე საუბარიც კი არაა, ეგრევე ჩანს სკანერში გატარებისას, პირველი არ ხარ ვინც არ ეგუება ამ სიტუაციას, მაგრამ ისევ და ისევ პირველი არ იქნები ვინც ასევე დაიწყებ მერე საბაჟოზე სიარულს ჩივილებს, სასამართლოებში სირბილს, ალბათ ფორუმზეც გახსნი რაიმე თემას - არ მაძლევენ მიშველეთ და ასე შემდეგ. როგორც ვთქვი, პირველი არ ხარ და ძალიან ნაცნობი თემაა, ცუდი ისაა რომ ყველა ახალბედა პირდაპირ აი ამ მიმართულებით იწყებს მუშაობას და ერთხელაც არ გკითხულობს სხვის დაწერილს

აქ გვქონდა ერთი ისეთი შემთხვევაც, როდესაც ერთერთმა წევრმა ლამის გვაგინა, ნუ ტიპა უტრაკოები ხართო, მე იმას ვიცნობო, ამა ჩავრევო, აბა გაბედონ არ მომცენო... ნუ ბევრი ბაქი ბუქი იყო, მარა ბოლოს ისევე მორჩა რავარც სხვა ფორუმელების საქმე, ასე რომ რავი, კი მინდა რაიმე კაი მოგწერო, მარა არსებული სიტუაციიდან არ გამომდის

P.S. p.s. ნუ ეს ყველაფერი რაც დავწერე რა თქმა უნდა არ ეხება იმ შემთხვევას, თუ კონტრაბანდაზეა საუბარი, ან მებაჟე მამაშენია და თვითონ გამოიტანს რაიმეს საბაჟოდან, მაგრამ ასეთ შემთხვევაში კანონს ეთანმაშები და რამდენად გაგიმართლებს.... მოკლედ მე არაკანონიერ გზებს არ გირჩევ არანაირად და ნურც აქ განვიხილავთ, კანონიერი გზებით კი შენი ჩაფიქრებული ყველანაირ ლოგიკას მოკლებულია და გაჭედილი პონტია