დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: იარაღი იარაღის შეკეთებიასთვის და გაუმჯობესებისათვის
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > ზამბარ-დგუშიანი პნევმატიკა
გვერდი: 1, 2
Gigabyte13
მინდა ყურადღება გადავიტანო იარაღის მოვლისა და გაუმჯობესების საგანზე.
თითქმის ყველა ჩვენი ფორუმის წევრი უჩივის ადგლობრივ ბაზარზე შემოსულ
იარაღის (თურქული თუ ჩინური) ხარისხს. ეს სამართლიანია და მეც ამ აზრს
ვუერთდები. მაგრამ სად ვნახოთ გამოსავალი თუ არა პირამიდეირის საიტზე?!
თუ ჯერ-ჯერობით საშუალება არ გაგვაჩნია რამოდენიმე ასეული თუ ათასი დოლარის
ხარჯვისა? მაშინ აჯობებს საკუთარი ხელით მოვახდინოთ ამ პრობლემის სრული თუ
არა ნაწილობრივი აღმოფქრვა...

ეს რეკლამა არ არის!
უბრალოდ მინდა გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება იმ სამუშაო იარაღებისა და
საშუალებების შესახებ რაც მე თვითონ შევიძინე და საკმაოდ წარმატებით ვხმარობ უკვე
რამოდენიმე წლის მანძილზე. ეს დაახლოებით 600 გელას ფარგლებშია, მაგრამ აქ არა მარტო
პნევმატიკის მოსამსახურე იარაღია არამედ ისიც რაც სახლშიც გამოგადგებათ და ოჯახის
წევრების პროტესტს (ჩვენ საერთო ჰობიზე) თუ არ გააქრობს, შეარბილებს მაინც wink.gif
1. ეს არის ხელის ელ.ბორ-მანქანა DREMEL® 300 Series 25ც. სხვა და სხვა დანამატით 140 გელა
http://www.dremeleurope.com/dremelocs-ru/C...jsp?ccat_id=469

2. ჰოლანდიური ფირმა სკილ-ის ხელის დრელი 100 გელა 6386AD http://www.skileurope.com/catalogue/index....;pid=F0156386AD
3. ხელის ბეწო-ხერხი (ლობზიკი) 4003AA http://www.skileurope.com/catalogue/index.php? page=4&cid=CATEGORY350&sid=CATEGORY274&pid=F0154003AA რომელსაც 15 სხვა და სხვა პირი მოყვება. მგონი 120-140 გელა
4. ბალგარკა 550 ვატიანი 100 გელა http://www.skileurope.com/catalogue/index....;pid=F0159004AA
5. გირაგი (ტისკები) სტენლი, რომელსაც ძალიან მოხერხებულია შარნირიან თავი აქვს -30 გელა
6. იარაღების შესანახი ყუთი სტენლი 24"-იანია - 45 გელა
და აი ძალზედ სასრგებლო დაზგა, რომელსაც ჯერ ვერ ვყიდულობ, არ არის -http://www.skileurope.com/catalogue/index.php?page=4&cid=CATEGORY903&sid=CATEGORY904&pid=F0150900AA ან აი კიდევ
http://www.skiltools.com/en/AllTools/Categ...tml?pid=3100-07
7. რა თქმა უნდა ქლიბები, ქანჩები და (სახრახნისები) ატვიორტკები
8. სტენლის 4-ზომიანი სატეხები (სტამესკაები) -22 გელა

სტენლის იარაღები იყიდება ვაკე-საბურთალოზე დევოლტის მაღაზიაში.
დრემელი - გუდვილში
სკილი, მიცკევიჩის და ტაშკენტის გადაკვეთაზე ბოშის მაღაზიაში.

ეს რაც ჩამოვთვალე, ერთი საშუალო თოფის ფაისა, მაგრამ არა ერთხელ
გათქმევინებთ მადლობას და მოგანიჭებთ სიამოვნებას.

პატივისცემით და წარმატებების სურვილით
გიგა
parna
მაგარი რეპორტია smile.gif

კონდახის გაკეთება არგიცდია? smile.gif თავისუფლად შეძლებ მაგყველაფრით

კიდევ შტანგელი გამოგრჩა smile.gif
Gigabyte13
უკვე გაკეთებული მაქვს, აი იმ ჩინელზე...
ჯანდაბას, დღეს სურათს გადავუღებ და განახებ wink.gif
შტანგელი - მართალი ხარ გამომრჩა, თუმცა მაქვს... smile.gif
Gigabyte13
უი, და პატარა სტენლის შალაშინიც გამომრჩა!
parna
ხოო ძაან გამახარებ თუ დადებ მაგის სურათს smile.gif


პატარა სალაშინი ნამდვილად საჭირო რამაა არმქონდა ჩემ კონდახს რომ ვაკეთებდი და ხელების დაჩეხვაა მომიხდა :| ქლიბზე
ja_ja
Gigabyte13

ნუ ნაწილობრივ გეთანხმები, აგერ co2 ბალონზე რეზბა უნდა მომეჭრა და გავწამდი.

მეც და მამაჩემს ყოველთვის გვიყვარდა იარაღები, ამრამ ამ ბოლოდროს გაიფლანგა ყველაფერი და ხელახლა მაქვს დასათრევი.

მაგრამ იყო რაღაც რაღაცეები რამაც ღიმილი გამოიწვია smile.gif
ციტატა(Gigabyte13 @ 19th April 2009 - 06:19 PM) *
ბალგარკა 550 ვატიანი


კაცოუ ბალგარკა, ურო და ავტოგენი პნევმატიკისგან ცოტა არ იყოს შორსაა smile.gif, არა იდეაში კი შეიძლება, მაგრამ მივიღებთ საბჭოთაკავშირის ტექნოლოგიას smile.gif

ყველაზე კაი იქნებოდა რომ გვეთრია რაიმე დაზგა (რკინის ჩარხი), აი ეგ ბევრ რაღაცაში გამოდგებოდა, საჭიროა 2 დაზგა, ფრეზირებისთვის და რკინის გამოსაჩარხი. ნუ პლიუს რა თქმა უნდა მელკი რაღაც ინსტრუმენტარიუმი, მაგრამ ეგ ორი აგვაშენებდა.

იდეაში ფრეზირებისთვის ელიავაზე რაცხა უჯიშო შტუკა ვნახე 250 ლარად. იდეაში დრელია დამაგრებული ხემოთ ქვემოთ სამოძრაო დაზგაზე, მაგრამ გაჭირვებით გამოიყენებდა კაცი. აი სტანდარტული რაიმე მინი ჩარხი ჯერ ვერაფერი ვნახე sad.gif
Gigabyte13
ჯა-ჯა,

გინდა გეღიმებოდეს და გინდა გეცინებოდეს, თუ არ მეთანხმები მაი შენი საქმეა biggrin.gif !
მაშინ იარაღის ჩასალაგებელ ყუთზეც უნდა გაგეცინოს wink.gif მაგრამ "სკილის" და "მაკიტას"
ბალგარკებს "პრისტავკები" მოყვება, სამაგრებით "სტრიბცინა", რომ (2-1ში) ე.წ. ტაჩილა გქონდეს...

ისე განათლებით სამრეწველო დიზაინერი (პრაკტიკისი) ვარ და რაც მასალებსა და ტექნოლოგიებს შეეხება
საკმაოდ დიდი პრაქტიკაც გამაჩნია (არაქართული სკოლა, გერმანული) + ბავშვობაში ხობი მქონდა
საბრძოლო ავიამოდელიზმი და აკურატულობა და მიკრომრტრით მუშაობაზე მსმენია, მართალია მაშინ
12-13 წლის ვიყავი და მის მერე 23-24 წელი გავიდა smile.gif
bazuka
საინტერესოა, ელექტრო იარაღები ჩემი ტკივილია, რაც მე ჩინურ ნაგავჩი ფული გადამიყრია sad.gif
ja_ja
Gigabyte13
არა ბალგარკაზე მაინც ვერ დაგეთანხმები. smile.gif ნუ კაცია და გუნება.

ისე რაც შეხება შენს დანარჩენ გამოცდილებას, საკმაოდ საინტერესო ჩამონათვალია.

სრული სერიოზულობით მინდა გკითხო ხომ არ გსმენია ვინმეს ჩამოჰქონდეს ან აქ ყიდიდეს მინი დაზგებს, ფრეზირება ჩარხისთვის. უცხოეთში მინახავს ბოლო ბოლო ჩინურები 200-250$ ღირს, კაცი გარაჟში დააგდებდი რაცხას გააკეთებდი, მაგრამ აქ ვერაფერი მნახე.

აქ მხოლოდ აი ეს საიტი ვნახე და ამათ საკმაოდ ძვირიანი ტექნიკა აქვთ, თან უფრო გაფორმებაზე მუშაობენ და არა გამოჩარხვაზე.


ყველას
ისე ყველას მინდა გკითხოთ, სადმე რაიმე არ გსმენიათ? მართლა საინტერესოა, ადრე თუ გვიან ყველას დაგვჭირდება ასეთი რაღაც. ჩამოტანაზე ჩალიჩს აზრი არ აქვს მემგონი, ტრანსპორტირების ხარჯი იაქნება იმხელა რომ....
Gigabyte13
ჯა-ჯა,

რაც ფრეზზ შეეხება, მე გირჩევდი ისევ დრემელის საიტზე ნასადკები ნახო, რა ტქმა უნდა თუ მაღალ სიმძლავრეზე არაგაქვს პრეტენზია...
იმ საიტზე არაჩვეულებრივი "ნასადკები"-ა, გარადა ამისა თუ ამაზე სერიოზულ რამეზე ფიქრობ მაშინ ბარემ როტური უნდა აიგო კომპიუტერული
მართვით... biggrin.gif მაგრამ ფასიიიიიიი, ტეტაააა-ტეტტაააა... B) ლაზერული ფრეზიც მაგარი რამ არის. მე ერთ რაგაცასაც ვფიქრობ, ვისაც სანამდე მიუწვდება
ხელი და ვინ რომელ ოსტატს იცნობს იმის კოორდინატები დავდოთ და საერთოდ მონაცემთა ბაზა შევქმნათ. wink.gif ჰა, რას იტყვი?
ja_ja
Gigabyte13
ციტატა(Gigabyte13 @ 20th April 2009 - 05:10 PM) *
მე ერთ რაგაცასაც ვფიქრობ, ვისაც სანამდე მიუწვდება
ხელი და ვინ რომელ ოსტატს იცნობს იმის კოორდინატები დავდოთ და საერთოდ მონაცემთა ბაზა შევქმნათ.

მშვენიერი იდეაა.

აი ფრეზზე კი მარტო ნასადკებს რა კაიფი აქვს თუ სტანოკი არ არსებობს. მე რაღაც ქაჯობა ვნახე ელიავაზე აი სურათს დააკვირდი:



პატარა ღირდა 250 ლარი დიდი 480. ნუ იდეაში პატარა ჯობია, მაგრამ ძალიან შეზღუდული მოქმედებები აქვს, ანუ მარტო ჩამოწიე აწიე სვერლო. რაიმე გასაზომი მაგიდა, კოორდინატები სიღრმე და რამე ყველაფერი მოგონებებში და ოცნებებშია.

იდეაში მაგაზე პატარა რომ იყოს უკეტესია და ცოტა მეტი შესაძლებლობები რომ ქონდეს.
bazuka
ja_ja
რა ფასები ჰქონდა ამ ქაჯობებს ??
ja_ja
bazuka
პატარა ღირდა 250 ლარი
დიდი ღირდა 480 ლარი
parna
ეს ფაქტიურად არაფერია sad.gif მაგის მაგიდაზე უნდა ეყენოს ტისკი და მაგიდას უნდა შეეძლოს მოძრაობა ზევით ქვევით წინ უკან და მარჯვნივ მარცხნივ sad.gif
bazuka
ციტატა(parna @ 21st April 2009 - 01:09 PM) *
პატარა ღირდა 250 ლარი
დიდი ღირდა 480 ლარი

ტფუი რაამბავია, დრო იყოს და ამის აყობას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება (არც დიდი ხარჯი), ელძრავა, 2ცალი შკივი, ცოტა აზრზე მოსული სვარშიკი, და რაც ყველაზე მთავარია მექანიზმი რომელსაც ელიავაზე წააწყდები თუ კარგად დაძებნი. დანარჩენი უკვე ძელა ტეხნიკი wink.gif
Gigabyte13
biggrin.gif აზრზე მოსული (ცოტა აზრზე მოსული), ამისთანა სვარშიკი, ოსტატი არ არის - ია ტაკ დუმაიუ! wink.gif
მე6 თანრიგის შემდუღებელს ამ დუნიაზე ვეღარ ნახავ! მხოლოდ ძმები თიუთლები "ორაჯ ქანთრი ველიდან"
მატაციკლეტებს ქე რომ აწყობენ! :P
bazuka
Gigabyte13
ციტატა(Gigabyte13 @ 21st April 2009 - 08:05 PM) *
აზრზე მოსული (ცოტა აზრზე მოსული), ამისთანა სვარშიკი, ოსტატი არ არის - ია ტაკ დუმაიუ!

ადრე იყო ცენტროლიტში (მგონი სწორად მაზსოვს) ავჭალაში, კოლექტორებს ვადუღებინებდით, მერე ტრამვაი დაეჯახა (ტრამვა აიკიდა რაა) გაქლიბვის დროს თვალი დაიზიანა, სათვალის გაკეთება დაზარებია და ....
მერე აღარ ვიცი, კი გაყიდა ძმაკაცმა ის ავადსახსენები alfa romeo
parna
ციტატა(bazuka @ Apr 21 2009, 08:10 PM) *
Gigabyte13

ადრე იყო ცენტროლიტში (მგონი სწორად მაზსოვს) ავჭალაში, კოლექტორებს ვადუღებინებდით, მერე ტრამვაი დაეჯახა (ტრამვა აიკიდა რაა) გაქლიბვის დროს თვალი დაიზიანა, სათვალის გაკეთება დაზარებია და ....
მერე აღარ ვიცი, კი გაყიდა ძმაკაცმა ის ავადსახსენები alfa romeo



ეუ რამოსვლია :blink:
Gigabyte13
როგორც ყოველთვის, უსაფრთხოების ტექნიკა ქართველებს არ გვადარდებს! sad.gif
ნუ არც შრომის დისციპლინა! და მე რომ გამყიდველს ვკითხე სკილის ინსტრუმენტების
გამოდგომაზე, მიპასუხა: 3 საათი მუშაობს უპრობლემოდ (გაუჩერებლად), ოღონდო მეზობელს
არ ათხოვოო!!! 100%-ნია!!! biggrin.gif
bazuka
ციტატა(Gigabyte13 @ 21st April 2009 - 08:17 PM) *
ეუ რამოსვლია

აპააააა



ციტატა(Gigabyte13 @ 21st April 2009 - 08:17 PM) *
როგორც ყოველთვის, უსაფრთხოების ტექნიკა ქართველებს არ გვადარდებს!

ტექნიკაოო :lol: რაის ტექნიკა ტიპს ქამელეონები ქონდა (ხომ გახსოვს მოდაში რომ იყო ყავისფერი შუშებით) და იმის გაკეთება დაზარებია, ან ის რა გასაკეთებელი იყო :lol: მარა სულ თავზე ედო
parna
-_- თან ზედ ედო და გაკეთება რამ დაავიწყა :huh:
bazuka
Gigabyte13
ციტატა(Gigabyte13 @ 21st April 2009 - 08:17 PM) *
ოღონდო მეზობელს
არ ათხოვოო!!!

ეუფ მაგას ნუ გამაგონებ, დიდუბეში ვცხოვრობდი ერთი 18-20 წლის წინ და კარის მეზობელი გურული გვყავდა, ხოდა აი თეფშებიანი საწორი რომაა მილიგრამების ასაწონად ეგ გვქონდა თავისივე გირაკებით და ტიპი დღეში 3-ჯერ თხოულობდა, ბოლოს შეწუხებულმა მამაჩემმა გვითხრა, აჩუქეთ და ჩვენ რომ დაგვჭირდება ვეთხოვოთხოლმეო :lol:
მოკლედ მეზობლებზე თხოვებაზე ალერგია მაქ !!!
parna
ციტატა(bazuka @ Apr 21 2009, 08:23 PM) *
Gigabyte13

ეუფ მაგას ნუ გამაგონებ, დიდუბეში ვცხოვრობდი ერთი 18-20 წლის წინ და კარის მეზობელი გურული გვყავდა, ხოდა აი თეფშებიანი საწორი რომაა მილიგრამების ასაწონად ეგ გვქონდა თავისივე გირაკებით და ტიპი დღეში 3-ჯერ თხოულობდა, ბოლოს შეწუხებულმა მამაჩემმა გვითხრა, აჩუქეთ და ჩვენ რომ დაგვჭირდება ვეთხოვოთხოლმეო :lol:
მოკლედ მეზობლებზე თხოვებაზე ალერგია მაქ !!!


ლოილ 24.gif :lol:
nihontoman
ხალხო! ეს საიტი იცოდით-http://www.dazga.ge/ გავჩითე უახლესი ტექნოლოგიების წყლის ჭავლური მჭრელები ანუ wattercutter-ებიც კი. აქვთ უამრავი ხელსაწყო და შეიძლება რაღაც გამოვიდეს, ხო იცით biggrin.gif B)
parna
ციტატა(nihontoman @ May 23 2009, 03:22 PM) *
ხალხო! ეს საიტი იცოდით-http://www.dazga.ge/ გავჩითე უახლესი ტექნოლოგიების წყლის ჭავლური მჭრელები ანუ wattercutter-ებიც კი. აქვთ უამრავი ხელსაწყო და შეიძლება რაღაც გამოვიდეს, ხო იცით biggrin.gif B)


შეიძლება მარა მანდ თუ არააქვთ პფრეზერული ჩარხი ლაზერული ნავიძენიით მაშინ დიდი ხეირი არიქნება <_<
nihontoman
ციტატა
შეიძლება მარა მანდ თუ არააქვთ პფრეზერული ჩარხი ლაზერული ნავიძენიით მაშინ დიდი ხეირი არიქნება

ეგენი აქვთ, კარგად ნახე და იპოვი. ეხლა მთავარია ვინმემ გადაწყვიტოს ამის ყიდვა და ბიზნესის გაკეთება, ჩვენ კი მისი კლიენტები ვიქნებით :rolleyes:
parna
როგორც ვიცი სადღაც აქვთ მაგათ სახელოსნო
nihontoman
ციტატა
როგორც ვიცი სადღაც აქვთ მაგათ სახელოსნო


ხოდა გაიხარე, აბა ვის გინდათ მიმმართველები, დამამძიმებელები, დგუშები, მიესიეთ!
ალბათ, რა ფასებს მოხევენ!
ja_ja
nihontoman
ეგ კანტორა დაივიწყე.

ვიყავი მე მანდ, თვითონ დაზგები იმდენი ღირს რომ პონია მაგათი განხილვაც კი 5 კილოზე ნაკლები ფასი მწვანეში არცერთს არაქვს.

მაგის გარდა ვკითხე რამე რომ იყოს მედლებს თუ დაამზადებთქთო, კიო, ოღონდ თითოს ფასი 70 ლარი მომითხარეს, მართო ლითონზე სწორხაზვან ამოჭრაში, რელიეფულ ფორმებს ვერ ვაკეტებთო.

აი მაგალითად ასეთს გაგიკეთებენ ოღონდ შიგნიდან ჩაღრმავება რომაა ეგეთი მასალა შენ უნდა მიიტანო, ან პირდაპირ სწორ ზედაპირზე გაგიგეთებენ გრავირებას.



მერე იქვე ორგმინისტგან გაკეთებული რაღაც სიგელივით იყო, მაგისთანას რამდენში გააკეთებთქო


მომითხარა ფასი 130 ლარი. მანდ რომ რაიმე გააკეთო ბანკი ან ნავთობის კომპანია უნდა იყო smile.gif

ნამუშევრები შეგიძლია ნახო აი აქ, ხოლო დაზგების ფასები სადღაც მქონდა გადმოწერილი მარა ვავა. მაგათ ძირითადად პროდუქცია და მიმაღტულება გათვლილი აქვს სარეკლამო ბეზდელუშკებზე, სერიოზული საჩარხო სამე მანდ პონტია, ნიხტ....
nihontoman
ja_ja
ხო ვამბობდი ფასებს მოხევენ მეთქი ხოდა ეგრეც ყოფილა. ეეეეჰ, ამათ ხო იმენა აუდგებათ ხოლმე ფასის მომატებაზე რომ წავა ბაზარი :mad:
Gigabyte13
ძმებო აირგანერებო,

მერწმუნეთ, ამ ლაზერულ ფრეზს რუტერიანი ფრეზი ჯობია...
2 ცალი ვიცი სადაც და ვის აქვს, 1 ლაზერულისც ვიცი.
მაგრამ, ხომ იცით აქ ხალხი რაკეტას ყიდულობს სამარიაჟოთ
და კოსმონავტების წვრთნაში კაპიკის გადახდა ენანებათ biggrin.gif კაკ ვსეგდა
Gigabyte13
მე კი დრემელისათვის ფრეზერული მაგიდა შევიძინე wink.gif
http://www.dremeleurope.com/dremelocs-ru/P...amp;prod_id=226
აი ამ იარაღისათვის - http://www.dremeleurope.com/dremelocs-ru/P...amp;ccat_id=471

და მომავალში აი ამ ჯიგრის შეძენას ვაპირებ: http://www.dremeleurope.com/dremelocs-ru/P...amp;prod_id=330
Jah
დრემელი მე დიდიხანია მინდა ვიყიდო... თბილისში თუ არის მაგის ყიდვის საშუალება?
geojorjika
Gigabyte13
მართლა კარგი რამეა გილოცავ , მეც მინდა ეგეთის შეძენა , თუ საიდუმლო არ არის რა ჯდება ეგ სიამოვნება? smile.gif
geojorjika
Jah
გუდვილში არის და მგონი 220 ლარი ღირს smile.gif
parna
მაგარი რამაა მაგრამ როგორ უნდა ჩამოიტანო ძმიმე იქნება ძალიან თუ აქ იყიდე? smile.gif
Jah
ციტატა(giorgi @ 23rd May 2009 - 08:51 PM) *
Jah
გუდვილში არის და მგონი 220 ლარი ღირს

ხო არ გახსოვს რა მოდელი? მე რატომღაც 400 მინდა smile.gif
geojorjika
Jah
არა 400 ნამდვილად არ იყო smile.gif , ნუ მე არ მახსოვს ყოველ შემთხევაში , მეგონი 300-ი იყო და 220 ლარი ღირდა, შეიშლება 400-ის იყო მე უბრალოდ მხოლო 300-ის ფასი ვიკითხე და კიდევ იყო მაგის გვერდით სხვა მოდელებიც , დევალტიც არის და სკილიც მემგონი smile.gif
Jah
ხვალ თუ ვეცდები გავიარო...
ძალიან გემრიელი რამეა...
geojorjika
ისე ამაზონდე დრემელ 300 თავის ყითით და ნასადკებით 62.5$ ღირს + ტრანსპორტირება მაქსიმუმ 25 $
აი ლინკიც http://www.amazon.com/Dremel-300-N-55-Vari...2441&sr=8-7
Gigabyte13
დაივიწყეთ გუდვილი!!!
მე თვითონ დრემელი გუდვილში ვიყიდე 145 ლარად (დრემელ 300-25), მაგრამ იმის შემდეგ რაც
წარმომადგენელი გავიცანი, რომელიც საბურთალოს ქუჩაზე ზის ბოშის მაღაზიაში და წარმოადგენს:
ბოშს, მაკიტას, დრემელს, ირვაინს, შტილსა და სხვა მრავალ
ავტორიტეტულ ბრენდს... აწი მხოლოდ მანდ ვიყიდი გინდა დრემელს და გინდა ბოშს!
ისე მიცკევიჩზეც ზიან ჯიგრები, მაგრამ მაგათ თურქობას აბრალებენ, სამაგიეროდ
მაგათთან დრემელის ვერსა-ტიპია 120 ლარად, და 100 მომცემები არიან.
Jah
ციტატა(Gigabyte13 @ 23rd May 2009 - 09:23 PM) *
მაგრამ მაგათ თურქობას აბრალებენ

ეს რას ნიშნავს?
ანუ თურქეთში გამოშვებულ დრემელს ყიდიან?
Gigabyte13
დიახ, თურქეთში გამოშვებულ ბოშს აბრალებენ, ბოშს კი
თურქეთსი ქარხანა არ გააჩნიაო... ეს მითხრა ბოშის ოფიციალურმა
წარმომადგენელმა საქართველოში!
დრემელი კი ბოშის ბრენდია.
აი კიდევ ერთი საკმაოდ კარგი და საბიუჯეტო იარაღების
მაღაზია იგივე საბურთალოს ქუჩაზე - "სპარკი"
http://ru.sparkygroup.com/index.html
ja_ja
მე ადრე ვნახე ამაზონზე აი ეს შტუკა, მინდოდა დაკვეთა, მაგრამ თვითონ დრელის გარეშე რა აზრი ჰქონდა.

ძვირი არ ღირს, მაგრამ ხომ არ იცით ვარგა რამედ თუ არა, რაღაც მინი ფრეზის ვარიანტში გამოდგებოდა.
Gigabyte13
შემიძლია რარწმუნებით ვთქვა, რომ დრემელი
უმაღლესი ხარისხის სამუშაო იარაღია, ერთ რიგში დგას
მეტაბოსა და მაკიტასთან smile.gif
ja_ja
Gigabyte13
მე ვიკითხე გამოდგებოდა თუ არა ის დაზგა მე რომ დავაგდე მინი ფრეზირების სამუშაოებისთვისთქო. თორემ დრემელი ვარგა არ ვარგა ეგ არ მიკითხია smile.gif
Gigabyte13
ja_ja
დრემელ 300 მულტიფუნქციონალური საბაზო მექანიზმია,
რომელიც იქცევა: ბორ-მნქანადაც, ფრეზადაც (ზედა სუპორტით თუ საფრეზო მაგიდით),
დრელადაც და ცირკულარულ სახერხ დაზგადაც.
ანუ ივარგებს თუ საბაზო მექანიზმს შეიძენ და მერე
დანამატებსაც მოუყრი თავს!
და სხვა ბრენდის დრელი თუ გაქვს დრემელის აქსესუარებს ვერ გამოიყენებ ნუ
ბურღებისა და ფრეზების გარდა smile.gif
gela
ხოოოოდა რაშია ახლა სააქმეე : ) ეს თემა მივუახლოვე იმ კითხვას რომელიც მინდა დავსვა რადგან იარაღის ,,შესაძლო გაძლიერებასთან გვაქვს საქმე '' : )) და აბა კომპეტენტურო ხალხნო რას მირჩევთ : )) გუშინ ვიყიდე კროსმან ქვესტი , და რას დავაკვირდი, ის ნახვრეტი საიდანაც ჰაერი გამოდის, ანუ ლულაში რაც მიეწოდება, შევადარე და ლულის კალიბრზე შესამჩნევად ვიწრო ნახვრეტია, ანუ სადღაც 3 მილიმეტრის სისქის, არა და ლულა 4.52, და აი ისმება კითხვაც : ) ის ნახვრეტი რომ გავაფართოვო 4 მილიმეტრამდე, ვგონებ რომ საკმაოდ მოუმატებს იარარს სიძლიერეს და რას მეტყვის ამ საკითხში გამოცდილი და კომპეტენტური ჟიური? : )) არის ლოგიკასთან ახლოს თუ ამოვიგდო ეს იდეა თავიდან? : ))
nihontoman
gela
ან მოუმატებს, ან არა, უფრო სწორად ან მოუმატებს, ან პირიქით დააკლებს. მად ბევრი ისეთი ფაქტორი მოქმედებს, რისი გათვალისწინებაც ძნელია, მაგალითად იგივე ჰაერის შეკუმშვის ხარისხი ოპტიმალური სიმძლავრისათვის. დიდი ხვრელით ადვილად გამოვა ეგ ჰაერი, მარა ცილინდრში წნევა არ შეიქმნება საკმარისი და საბოლოო ჯამში დეტონაციის ეფექტი რაც მძლავრ ზ.დ.პ.-ებს აქვთ, შეიძლება დაიკარგოს და შედეგად მივიღებთ სუსტ გასროლას....

მოკლედ, სანამ ზ.დ.პ.-ს გატუნინგებას შეეცდები, წაიკითხე რუსული და უკრაინული ფორუმები. იქ იპოვი საჭირო ინფოს.
gela
ანუ ქარხანაში რაც გააკეთეს იქ სრული წესის დაცვით რაც ჭირდებოდათ ის სისქე მისცეს? და ზედმეტი ჩარევა უკეტეს შედეგს ვერ მოგვცემს? : ) პასუხი მიღებულია და საკმაოდ გარკვევით ახსნილი : ) მაადლობა ჯიგარო : ) ისე მაინც და იქნებ გამოჩნდეს ისეთი ვინმე ვისაც ამასთან რამე შეხება ქონია : ) იქნებ ვინმეს უკვე მოუვიდა ეს იდეა, განახორციელა და უკვე ინანა : )) ან პირიქით არ ინანა : ) შენი ახსნა კი საკმაოდ ლოგიკურად ჟღერს მინდა აღვნიშნო : )
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.