დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: დიზელის მოვლენა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
Jah
ამ თემაში საუბარი წავა ეგრეწოდებულ "დიზელის" მოვლენაზე ზამბარ-დგუშიან პნევმატიკაზე.
ძალიან გთხოვთ ვიყოთ კორექტულები და არ დავფლუდოთ.
Jah
საუბარი იმაზე მავნეა დიზელი პნევმატურ იარაღში თუ არა, იგივეა რაც საუბარი მავნეა თუ არა "პოროხი" ცეცხლსასროლზე.
ანუ დიდიხანია ცნობილი ფაქტია რომ დიზელი - არის, უბრალო ენით ვთქვათ, კონსერვაციული ზეთის აფეთქება მნევმატური იარაღის ცილინდრში, მაღალი წნევის შექმნის მომენტში. ასევე ცნობილია რომ მაგნუმ კლასის ზამბარ-დგუშიან პნევმატურ შაშხანებში, დიზელი იმდენად ძლიერია რომ ხშირ შემთხვევაში შედეგი დამწვარი მანჟეტი. რა თქმა უნდა დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი "სმაზკა" დაუდვია მწარმოებელს. თურქებს მაგალითად სულ არ აქვთ მაგის კონტროლი.
მაგრამ ამ თემაში მინდა ვისაუბროთ დიზელის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენებაზე. :rolleyes:
ყველას მოგვსვლია თავში, ჩვენი პნევმატური შაშხანების გაძლიერება. ახალი გაძლიერებული ზამბარა ზამბარა, დამატებითი "დამამძიმებელი" დგუშში... და ასე შემდეგ
მაგრამ არსებობს ბევრად მარტივი, თუმცა თავისი წყალქვეშა ქვებით მეთოდი :rolleyes:
უკვე როგორც ვთქვით დიზელი მავნეა მხოლოდ ცილინდრში, სადაც მაგის აფეთქება "წვავს" მანჟეტს.
მაგრამ ლულაში... :rolleyes: არავითარი უკუჩვენებაა!!!
მეთოდი ძალზე მარტივია. ყველაფერი რაც დაგვჭირდება, ცოტაოდენი იარაღის ზეთი, სასურველია ძალიან თხელი არ იყოს.
გასროლის წინ ვიღებთ ტყვიას, და უკან პიპეტკით ვაწვეთებთ 1 წვეთ ზეთს. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი რომ ზეთი უკან, გარკვეული ფიზიკური კანონებით, არ გადმოდის.
რა თქმა უნდა, საჭიროა მხოლოდ ერთი პატარა წვეთი. ზეთი ფეთქდება უკვე არა ცილინდრში, რაც ადრე გვაძლევდა სიჩქარის მომატება, არამედ უკვე ტყვიის "ტრაკში"... წარმოიდგინეთ რა სიჩქარეს მიიღებს იგი...
და სულ ეს არის!!! თქვენ მიიღებთ თითქმის "გეკოს" სიმძლავრეს. რა თქმა უნდა შაშხანას გააჩნია.
მაგალითად ხატსან 125 ან 155 ტორპედო-ში, ნაღდად "მელკაშკა" გამოდის.
თუ დიზელის გარეშე შაშხანა გვაძლევს 290-300 მ/წ. დიზელით 470-490 მ/წ.
უბრალოდ დაფიქრდით ეს სადღაც 55-60ჯოული.
და ეს ყველაფერი არავიტარი გადაკეთების გარეშე.
Jah
ახლა კი, პირველი ეიფორიის სემდეგ ვისაუბროდ ზუსტად იმ წყალქვესა ქვებზე...
ყველამ ვიცით რომ პნევმატური ტყვიების ბალისტიკური კოეფიციენტია დაბალზე დაბალია, მხოლოდ 0.021 - 0.032 ტყვიას გააჩნია.
აქედან გამომდინარე ნებისმიერი სიჩქარის სხვაობა გასროლიდან გასროლამდე, შეცვლის ჩვენი ტყვიის ისედაც "მინამიოტნი" ტრაექტორიას, რაც სულაც არ გვაწყობს. ანუ საქმე იმაშია, რომ ძნელია ზუსტად იგივე ოდენობის ზეთის ჩაწვეთება ტყვიიდან ტყვიამდე...
მაგრამშესაძლებელია რამე დოზიმეტრის მაგვარი გამოვიყენოთ, მაგალითად წამლის რომელიმე პატარა ბოთლი... პატარა ნახვრეტით, როგორც ვალერიანის და კორვალოლის ბოთლებზეა...
Jah
მაგრამ რჩება ერთი კითხვა... გვინდა ჩვენ ამხელა სიჩქარე თუ არა.
პნევმატური შაშხანების ლულის ღარების "ტვისტი" არ არის გათვლილი ზებგერის სიჩქარეზე. ანუ ჩვენ კი მივიღებთ ძლიერ გამანადგურებელ ძალას, მაგრამ ტყვია ლულიდან გასვლისას ვერ ასწრებს სტაბილიზაციას... აქედან იკარგება "კუჩნოსტი". პნევმატური შაშხანების ტვისტია 405-450 მმ არის რაც მეტყველებს იმაზე რომ 300 მ/წ სიჩქარეებზე, ტყვია მოიქცევა არაპროგნოზირებულად.
ჩემი პირადი აზრია - გააჩნია რა მიზნებისთვის გამოვიყენებთ ჩვენს იარაღს. მაგალიტად თუ ნადირობისთვის 5-6 სანტიმეტრიანი ჯგუფი 50 მეტრში სავსებით საკმარისია. სპორტული და უბრალოდ სამოყვარულო ქაღალდის მიზნებში სროლისთვის ზალიან ცუდი რეზულტატია.
ასე რომ ყველას გვაქვს არჩევანი გამოვიყენოთ თუ არა "დიზელი"

excl.gif wink.gif
parna
http://www.youtube.com/watch?v=gLzEqfRVeOA დიზელის ვიდეო smile.gif
Jah
ციტატა(parna @ 7th February 2009 - 10:13 PM) *
დიზელის ვიდეო

კარგია. მე მახსოვს შენც ქონდა რაგაც ვიდეო ამ თემაზე გადაღებული smile.gif
ესეც დააგდე
vito
მეც გავაკთე, მაგარი გაკვირვებული ვარ!!!!
parna
ეს ჩემი ვიდეო სადაც აშკარად ჩანს რომ დიზელით ძალა ორმაგდება უკეთეს ვიდეოსაც გადავიღებ smile.gif ჯერ ეს ნახეთ smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=FAWptRKtPwY
vito
აბა? :rolleyes:
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.