iorama ოქროზე გამახსენდა:
2კვირის წინ ,,უფროსობამ" დაგვპატიჟა გორში რაღაც რესტორანში, გორის იუსტიციის სახლის გახსნის აღსანიშნავად.
თან წამოიღეს ფოე-ფოე სასმელები, რაღაც არაყი, ვისკი და ღვინო.
მკითხეს რას დალევო? არაყს მეთქი! რომელსო? აი იმას მეთქი.
ცოტა სახე კი მოეღუნათ, მაგრამ გამიხსნეს და დამიდგეს მე. კიდევ ერთი კაცი შემომეწილა.
მაგ არყის ისტორია მოყვა ,,უფროსმა", მეგობარმა ჩამომიტანა კიევიდანო, არაყს დავხედე და ოქროები დაცურავდა შიგნით
ბოთლს ფასი ეწერა 11 200 გრივნა, უცებ გადავიანგარიშე და გამომივიდა სადღაც 140 დოლარი, ვახ კაი არაყია მეთქი

შევუბერეთ და თავის ოქროებიანად ვსანსლავდით (შემოწილებული ,,უფროსის" მოადგილე იყო) ბოლო წვეთამდე გამოვწრუპეთ ის ბოთლი.
მეორე დღეს სამსახურში მოვყევი ეს ისტორია და ფასიც გავაჟღერე, ხოდა სუფრასთან დაანგარიშებულმა კურსმა არ გაამართლა
80 -ზე გავყავი რატომღაც და უნდა გამეყო 8-ზე
მეორე დღეს კი მივხვდი რატომ მოეღუნათ სახეები, მაგრამ გვიან იყო
ასე რომ ჩემს ორგანიზმში ნამდვილად არის ოქროს კუსიკები