დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: ჰაერის (გაზის) ზამბარის დაყენება
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რემონტი, აპგრეიდი, ტიუნინგი...
minchanin
გადავწყვიტე გამეხსნა ეს თემა, რათა ჰაერის ზამბარების დაყენება უბრალო პროცესი არ არის, და დაშვებული შეცდომა ხშირად საკმაოდ ძვირი შეიძლება დაჯდეს. მაშ ასე.
ჰაერის ზამბარის დაყენება სტეოგერ იქს50-ზე.

ადრე ამ იარაღთან შეხება არ მქონია, და ჰაერის ზამბარის დაყენებამ მოითხოვა ჩემი მხრიდან არა სტამდარტული მოქმედებები. თოფში რომ ჰაერის ზამბარა ჩავაყენოთ საჭიროა მისი დაშლა, არა მთლიანად, არამედ კომპრესორის დაშლა. ამისათვის საჭიროა:
1. მოვხსნათ კონდახი, რომელიც 3 ვინტითაა (ორი გვერდით, ცევიოზე და ერთიც ძორიდან სასხლეტთან) დამაგრებული.

2. მოვხსნათ დამცველის ("პრედახრანიტელის") ზამბარა.


3. მოვხსნათ დამცველის ჩამკეტი შაიბა.


4.მოვხსნათ დამცველი კნოპკის ჩამკეტი შაიბა


5. მოვხსნათ დამცველი კნოპკის ზამბარა.

6.მოვხსნათ დამცველი კნოპკა.


7. შემდეგ "სტრუბცინის" საშუალებით მოვხსნათ "ზადნიკის" დამჭერი ორი ვინტი მ4.




8.შემდეგ გამოვიღოთ "ზადნიკის" დამჭერი "შტიფტი".


9.ამოვიღოთ "ზადნიკი".


10.მოვხსნატ სასხლეტი მექანიზმი.


11.ამოვიღოთ ზამბარა და დგუში



12. საჭიროა "ზადნიკისა" და დგუშის გადაკეთება.

იყო

გადაკეთების მერე

დგუშის მთლიანი წონა იყო 340 გრ. რაც ჰაერის ზამბარისთვის (8 მმ-იანი შტოკით) არამიზანშეწონილია. ამიტომ - დგუში იქნა თერმიულად მოშვებული, მოხსნილი თავი (სადაც მანჯეტი ეგება), რისთვისაც საჭირო გახდა ამ ნაწილის გაწითლებამდე გახურება და დგუშის თავის გამოწნეხვა, შემდეგ დგუშის მეორე თავის (სადაც "შეპტალოსთან" ჩაკეტვა ხდება) გაცხელება და

მოშვება ნორმალიზაცია, რადგან დგუშის ეს ნაწილი ნაწრთობია (მადლობა მწარმოებელს, რადგან ბევრ მსგავს თურQულ თოფებში დგუშის ეს ნაწილი უწრთობია, რის გამოც თოფი ხშირად გამოდის მწყობრიდან) და მისი მექანიკური დამუშავება პრაქტიკულად შეუძლებელია. შემდეგ ამოჭრილი იჩნა ორი გრძელი Fანჯარა 20 მმ.ით მოკლე ჩამკეტი მხრიდან და 10 მმ.ის

სიგანის. ასევე იქნა მოჭრილი შიგა მიმმართველის (ჩანს ზემოთა სურათში დგუშის შიგნით) რომელიც მანჯეტის დამჭერთან ერთადაა გაერთიანებული და ამ მანჟეტის დამჭერში დგუშის მხრიდან იქნა ჩაბურღული დიამეტრით 8.5 მმ. და სიღრმით 5მმ.(ზამბარის შტოკის დასაჭერად, რადგან ჰაერის ზამბარა დაყენდება შტოკით დგუშში) ამის შემდეგ მანჟეტის დამჭერი ნაწილი იქნა

ჩაყენებული დგეშში და დგუშის კორპუსი მასზე შემოტვიფრული. უფრო მეტი საიმედობისთვის გამოყენებული იქნა თითფერის შელღობის მეთოდი, რადგან ამ ადგილზე სვარკის გამოყენება ნაკლებად მიზანშეწონილია.შემდეგ იქნა დგუშის მეორე თავი (ჩამკეტი მხრიდან) თერმოდამუშავებული (წრთობა , მოშვება), შემდეკ კი გაშლიფოვკებული.

ზადნიკზე იქნა მოჭრილი პირველი საფეხური მიმმართველთან ერთად და გამოჩარხული შიგნიდან დიამეტრით 20 მმ. და სიღრმით 13 მმ.
შემდეგ დგუშზე ეგება მანჟეტა, ხდება მისი საპოხი მასალის წასმა (საპოხ მასალად ვიყენებ ავტომობილის ძრავის ზეთისა და

"შრუსის" საპოხი მასალის ნარევს 3/1) დგუში ყენდება კომპრესორში, მასში ყენდება ჰაერის ზამბარა და ა.შ. იწყობა თოფი.
minchanin
ერთი მთავარი რამ დამავიწყდა, გადაკეთების მერე დგუშის წონა გახდა 220 გრ.
guricha
ძალიან მაინტერესებს ასეთ სისტემაზე გადასვლა ძალას არ ამცირებს? პრინციპში რაღა დარჩა ხვალამდე smile.gif სოსო დიდი მადლობა და მოუთმენლად ველი იარაღს თანაც ახალი ოპტიკა ჩამოდის ხვალისთვის
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.