თავიდან Mil-Dot-ი გათვალისწინებული იყო მხოლოდ სამხედრო და სამართალდამცავების ოპტიკური სამიზნეებისთვის, მაგრამ ბოლო დროს უფრო და უფრო პოპუილარული ხდება სამოქალაქო და სპორტულ ოპტიკაში.
პრინციპი.
Mil-Dot მარკის გამოყენებით, მსროლელს შეუძლია გამოთვალოს მიზნის ზომა, მიზნის ნაწილი ან მიზანთან ახლოს მდებარე ობიექტების, მარკაზე დატანილი წერტილების და მათ შუალედების მეშვეობით. მიზნის ან ახლო მდებარე ობიექტების ზომის გათვლით, მსროლელი იმახსოვრებს 'mil'-ების რაოდენობას რომლების უდრის მიზნის ზომას, და დაიანგარიშოს მიზნამდე მანძილი, ამ ფორმულის გამოყენებით: მიზნის ზომა (იარდებში)х1000, გაყოფილი მიზნის ზომაზე 'mil'-ებში,
ამისთვის დაგვჭირდება მხოლოდ ჯიბის კალკულატორი...
მაგრამ ეს რთული გზა... უკვე დიდიხანია, არსებობს ბალისტიკური კალკულატორები, ასევე სოფტი ბევრი მობილური მოწყობილობებისთვის, იგივე მობილური ტელეფონებისთვის, სადაც თქვენ შეგიძლიათ უმარტივესი გზით დაიანგარიშოთ მიზნამდე მანძილი...
მაგრამ ამაზე მოგვიანებით.
დასახელება Mil-Dot წარმოიშვა Milliradian Dot -იდან (მილირადიანის წერტილი). აქედან საზომი ერთეულები - მილ, მილები.
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
1 მილირადიანი = მანძილის 1 მეატასედი = 3,4377 MOA
დააწკაპუნეთ მიმაგრებული ფაილის სანახავად
1. შეაფასეთ ობიექტის ზომა, რომელზეც თქვენ გამოთვლით მანძილს.
2. გაზომეთ ობიექტი მილებში, MilDot მარკის მეშვეობით.
3. ფორმულით გამოთვალეთ მანძილი ობიექტამდე. (მეტრებში)
ფორმულა:
ობიექტის სიგანე ან სიმაღლე (მეტრებში) x 1000
----------------------------------------------------------- = მანძილი (მეტრებში)
ობიექტის სიგანე ან სიმაღლე (მილებში)
ან
ობიექტის სიგანე ან სიმაღლე (სანტიმეტრებში) x 10
----------------------------------------------------------- = მანძილი (მეტრებში)
ობიექტის სიგანე ან სიმაღლე (მილებში)
მაგალითად: 40 სმ x 10 / 2 მილი = 200 მეტრი
ჩვენს შემთხვევაში უმარტივესი გზა სროლის, ბარაბნები ტრიალის გარეშე...
მაგალითად მისროლილი გაქვთ ოპტიკა 50 მეტრზე , შუა ჯვარზე...
ესეიგი: 5.5 კალიბრში, სიჩქარე - 285მ/წ, ტყვია 1 გრამიანი,
100 მეტრზე სროლისას უნდა დაუმიზნო ქვედა ბილო მილზე, და სულ ეს არის...
ბალისტიკური კალკულატორი:
ვაყენებთ პროგრამას, ერთხელ შეგვყავს კალიბრი, სიჩქარე, ტყვიის წონა...
და ნებისმიერ საჭირო დროს ვიცით რა მილზე უნდა დაუმიზნოთ რა მანძილზე

ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იაფიან ოპტიკაში, ბარაბნის კლიკები არც თუ ისე განმეორებადია!!!
ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ჩემს ოპტიკას!!! ანუ კლიკებს შეიძლება დაუჯერო მხოლოდ 1500$ ლუპოლდფებში და ასე შემდეგ...
კალკულატორი - PC ვერსია
კალკულატორი - PocketPC ვერსია (რომელსაც ხმარობს თქვენი მონამორჩილი
