დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: Marauder ტუმბოთი და ოპტიკით, phantom
Georgian Airgunners Portal > ყიდვა-გაყიდვა > გავყიდი
Quick
იარაღს ჯერ-ჯერობით არ ვყიდი

დიახ არ ვყიდი, მაგრამ დიდი შანსია რო თვის ბოლოს საზღვარგარეთ წავიდე დიდი ხნით და ამიტომ მინდა დავზვერო წინასწარ, არი თუ არა მოთხოვნა ამ თოფებზე. ვიზის პასუხს ველოდები და სტატისტიკას თუ დავუჯერებთ 99/1 არი დადებითი პასუხის შანსი, ასე რომ თუ ვინმეს გინდათ დაწერეთ აქ და დიდი ალბათობით მოგყიდით.

ესეიგი:
მარაუდერი .177 + 2 კლიპი + ტუმბო + ჩანთა: 1250 ლარი
კროსმან ფანტომი 1000: 200 ლარი

ორივე იარაღი არის იდეალურ მდგომარეობაში. მარაუდერიდან მაქვს ალბათ 10-მდე კლიპი გასროლილი, მეტი არა. რო ვიყიდე თავიდან ვერთობოდი და მერე აღარ მეცალა. ახლა უბრალოდ წელიწადში ორჯერ ვშლი, ვწმინდავ/ვზეთავ, ვაწყობ და ვინახავ. ორიგინალი ყუთებიც არ გადამიგდია და მოვაყოლებ.

კიდევ მაქვს ოპტიკა ლიპერს 3-9x50 ts platform. ამასაც 50 ლარის დამატებით ნებისმიერ იარაღს მოვაყოლებ.

ეს ფასები ფორუმელებისთვის smile.gif


აბა თუ არი მსურველები?
15 დღეში უნდა მქონდეს ვიზის პასუხი და დადებითის შემთხვევაში სულ რამდენიმე დღე მრჩება წასვლამდე და ვიჩქარებ. თუ არ გაიყიდება ეგეც ტრაგედია არაა, იდება სახლში.
guidanacho
Quick შენი ნომერი პმში მომწერე მარადიორი მაინტერესებს და როდის მიდიხარ საზღვარგარეთ და იქნებ ფოტოებიც დაგედო
mr.man
ციტატა(Quick @ Sep 4 2012, 02:14 AM) *
კროსმან ფანტომი 1000: 200 ლარი


ეჰ... ერთი თვით ადრე რომ დაგედო, რა სიამოვნებით ვიყიდდი... ვიზასაც შენთან ერთად დაველოდებოდი smile.gif
Quick
ფოტოები:



ახლა ოპტიკა მარაუდერზე აყენია.
ნომერს მარტო რეალურ მყიდველს მივცემ და მაშინ როცა გადავწყვიტავ გაყიდვას. მანამდე გთხოვთ აქ დაწეროთ ან პმ-ში.

მივდივარ სადღაც 25 სექტემბერს +/- 3 დღე.
nikola_migina
ოპტიკას ცალკე თუ გაყიდვას დააპირებ პმ-ში მომწერე...
DATKA
Quick
ფანტომს და ოპტიკასაც ვიყიდი ეხლავე, თუ მოიფიქრებ გაყიდვას.
ჩემს ტელეფონს პ.მ. -ში მოგწერ. ან შენ მომწერე.
Quick
ფანტომზე უკვე 3 მყიდველი არი.
პრინციპში შემიძლია მარტო ფანტომი ახლავე გავყიდო. ოპტიკას ჯერ მარაუდერისთვის ვინახავ, თუ არ გაიყიდება მე რო არ დამრჩეს უოპტიკოდ.
თუ გაწყობთ მარტო ფანტომი, შემეხმიანეთ.
Quick
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი:

არასრულწლოვან ხალხს გთხოვთ თავი შეიკავოთ. ბავშვს ან თინეიჯერს იარაღს არ მივყიდი არც ერთ ვარიანტში.
ilariona
Quick
დათკა აიღებს, ზრდასრულია და კარგი პიროვნებაა.

მე ვუწევ რეკომენდაციას.

DATKA
Quick
დაზღვევის მიზნით.

პმ მოგწერერე სერიოზული წინადადებით.

geojorjika
ციტატა(ilariona @ Sep 4 2012, 06:36 PM) *
Quick
დათკა აიღებს, ზრდასრულია და კარგი პიროვნებაა.

მე ვუწევ რეკომენდაციას.

+1
nikola_migina
მეც ძალიან მინდოდა, მაგრამ უარს ვიტყვი biggrin.gif დათკას თავის შვილისთვის უნდა საჩუქრად და ძალიან გაუხარდება + ერთი აირგანელი დაგვემატება... biggrin.gif უკვე 2მყიდველი ყავს smile.gif
Quick
ფანტომი გაიყიდა.
დარჩა მარტო მარაუდერი ტუმბოთი და ოპტიკით. ოპტიკის გარეშეც შეიძლება, ტუმბოს გარეშე არა smile.gif
nikola_migina
ოპტიკის გარეშე იყიდეთ!!! biggrin.gif
guidanacho
აუ რა პერეხვატები წავიდა აზე ხარ? 9.gif
nikola_migina
ოპტიკაზე ხო არ დაფიქრებულხართ??? smile.gif
Quick
არა, ოპტიკას ცალკე არ გავყიდი თუ არ გაიყიდა თოფი.

იჩქარეთ ხალხნო, ზეგ შეიძლება უკვე მქონდეს ვიზა და მერე დიდხანს არ გავჩერდები.
Quick
მომცეს ვიზა.

სასწრაფოდ იყიდება ბენჯამინ მარაუდერი თავის ტუმბოთი. ასევე მოვაყოლებ ოპტიკას, ჩანთას, დაახლოებით 800-ს CP ტყვიას. ეს ყველაფერი 1300 ლარად. თუ არ გაიყიდება თვის ბოლომდე, მერე აღარ გავყიდი. ბოლო ვადას უფრო ზუსტად დავწერ როდესაც გამგზავრების თარიღი მეცოდინება.
Quick
იარაღი აღარ იყიდება, მე უკვე დედამიწის მეორე ბოლოში ვარ smile.gif
მოდერს ვთხოვ დახუროს თემა.
ilariona
Quick
აბა წარმატებები მაქეთ smile.gif

თემა დაიხურა
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2025 Invision Power Services, Inc.