cat მიახლოებითი ინფორმაციები მაქვს, საერთო ზომებიდან გამომდინარე თუ გამოგადგება აგერაა....
მოკლედ მთლიანი კონსტრუქცია ლულაზე რაც არის, ჩამოცმული არის, 420 მილიმეტრი. აქედან:
შრაუდერის სიგრძე არის - 370 მილიმეტრი (37 სანტიმეტრი), გარე დიამეტრი კროსმანის საყვარელი 22.22 მილიმეტრი, ნუ ელიავაზე შეგიძლია ნახო 22-იანი ან 23-იანი ალუმინის მილი იდეაში ყელამდე ეყოფა. აი კედლის სისქე და შიდა დიამეტრი არ ვიცი, მაგრამ მარადიორის შრაუდერივით თხელი მემგონი არ იქნება (მარადიორს, მგონი 1.5 მილიმეტრიანი კედელი აქვს)
წინიდან პრობკა - ნუ მე არ მაქვს ხელთ, მაგრამ სავარაუდოდ რეზბაზეა და გარეთ რაც არის, ის ნაწილი სიგრძეში არის, სადღაც 5 მილიმეტრი, ხვრელი ტყვიისთვის რამხელა აქვს, არ ვიცი.
ლულაზე ჩამომცმელი - ანუ დააკვირდი თავიდან ლულაზე კონუსური დეტალია ჩამოცმული, ნუ ეგ არის, კონუსური შტუკა, რომელიც ლულაზეა ჩამოცმული და სავარაუდოდ ვინტით იქნება გამაგრებული, ან პლასტმასის იქნება და ჩაპრესილია. სიგრძე ხილული ნაწილისა არის 45 მილიმეტრი, დალშე ალბათ კიდევ ერთი 5 მილიმეტრი ან ცოტა მეტი იქნება რეზბა მოჭრილი და შრაუდერშია ჩამალული. მოკლედ უკნიდან ვიწყო დაწყება აქვს, და ნელ-ნელა ადის შრაუდერის სისქეზე, შედმეგ მაგას ისევ რეზბა ექნება რომელზეც შრაუდერი იქნება ჩამოხრახნული
ლულის მაცენტრირებელი - არ ვიცი არ მინახია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ კროსმანის სტანდარტებს სტანდარტულად შრაუდერის შიგნით ლულის ბოლოზე იქნება წამოცმული მაცენტრირებელი დეტალი რომელიც ლულას შრაუდეერში ცენტრს აჭერინებს და შრაუდერსაც საშუალებას არ აძლევს გადაიხაროს... მოკლედ ეგ ცენტრირების შტუკა და უკანა დასამაგრებელი შრაუდერს მისცემს საშუალებას ლულის ღერძის მიმართულება ჰქონდეს შენარჩუნებული.
ახლა დეტალური ინფორმაციები:
ეგრეთწოდებული Exploded View შეგიძლია დაითრიო
ამ ლინკიდან. მანდ ნახე მე-4 გვერდი და დაინახავ უხეშად რა ფორმის დეტალები გინდა, საუბარია:
დეტალი #5 - შრაუდერი, ნუ იასნია პროსტა მილია თავი ბოლოში რეზბებით
დეტალი #6 - ლულის მაცენტრირებელი დეტალი, გაითვალისწინე დაგჭირდება ასევე რეზინაც რომ ნამეტანი არ ირახუნოს ყველაფერმა, პლიუს რეზინა გამოყოფს შრაუდერის უკანა და წინა ნაწილებს რომ ჰაერი წინა ნაწილის და უკანაში ერთმანეთში არ ირეოდეს
დეტალი #3 - ნუ ის ნაწილი რაც ლულაზე წამოიცმება და რაზეც მერე შრაუდერი ეხრახნება
მოცემული ნახაზიდან ჩანს რომ ლულას წინა ნაწილში რეზბა აქვს და ამ რეზბაზე ეხრახნება მაცენტრირებელი ნაწილი რომელიც ასევე წარმოადგენს წინა ხუფს. მას აქვს ირგვლივ 6 ხვრელი რომ წინა გამოსასვლელს დაჯახებული ჰაერი მოისროლოს უკანა მხარეს.
თვითონ რემინგტონის კონსტრუქციას აქვს, პლიუსიც და მინუსიც... პლიუსი ისაა რომ მაცენტრირებელი და ხუფი ერთ დეტალში უფრო მყარია, მაგრამ როგორც ხვდები მინუსიც აქვს, ჰაერის ნაკადს მხოლოდ ერთი "პერეგაროდკა" აქვს... შედეგად ჰაერის მინიმალური ნაწილი იქნება მოკვეთილი და შრაუდერში გადაგდებული, ნუ ჩემი უხეში გადასახედიდან შრაუდერის მუშაობა ისეთი ეფექტური არ იქნება როგორც მარადიორის შრაუდერი.
ეფექტური რომ იყოს, ამისათვის საჭიროა რომ ცენტრირების დეტალის მერე 2-3 ჭიქა მაინც იყოს (ნუ ალუმინის, პლასტიკატის, ქეჩიანი ბიგუდი თუ სხვა ამას ამწუთას მნიშვნელობა არ აქვს), ანუ ჰაერი რამდენიმე ნაწილში გატყდება და რაც უფრო მეტი წინააღმდეგობა ექნება მით უფრო ემტი ჰაერი მოახერხებს შრაუდერის ნაწილში გადასვლას და შედეგად შრაუდერი უფრო ეფექტურად იმუშავებს... მაგრამ ეგეთ კონსტრუქციას ის ექნება ცუდი რომ ლულის დამთავრება იქნება პრაქტიკულად საყრდენი წერტილი, ხოლო მას გადაცილებული შრაუდერის მილი კი გახდება მხარი და ყოველი ლულის გადატენვისას (თუ წინიდან წაებორძიკები), დიდი შანსი გაქვს, იმის რომ ნელ-ნელა ლულის წინა ნაწილი რაც იქნება მაცენტრირებლიდან შრაუდერის ბოლომდე, ცოტ-ცოტა ჩამოიღუნება და შედეგად ცენტრს დაკარგავს, მერე დაიწყება ტყვიის გადება გამომსვლელ ხვრელზე და ასე შედმეგ....
იმედია ძირითადი პრინციპები გასაგებია...

P.S. ისე ის ლულაზე წამოცმული დეტალი რომ არის, კონუსური, ეგ კონუსის ფორმა უფრო დეკორატიული შტუკაა შენ თუ დეკორაციები გახატია, შეგიძლია კონუსის გარეშე უბრალოდ შრაუდერის სისქის დეტალი გააკეთო და სულად არ იქნება მაგ შემთხვევაში მაგხელა ოყნის დარჭობა

რა ჭირად უნდა 4.5 სანტიმეტრიანი კონუსი? ერთი 5 მილიმეტრი რომ იყოს გარეთ და კიდევ 5 მილიმეტრი შიგნით რეზბის სახით ვსიო ეყოფა ყელამდე

გარეთ დარჩენილ 5 მილიმეტრში (ნუ თუ ძალიან იქნება საჭირო გაზრდი 8-10 მილიმეტრამდე და ეგაა) ვინტსაც ჩასვავ რომ ლულაზე მყარად დაჯდეს და... ნუ მოკლედ რავიცი ყველაფერს ეყოფა