guidanacho
Jul 26 2012, 01:08 AM
გამარჯობათ Stoeger X20 Suppressor ვიყიდე და მოვლა არ ვიცი იქნებ მასწავლოთ როგორ მოვუარო არანაერი გამოცდილება არ მაქვს და ყველაზე მთავარი სახლის პირობებში მიზანი როგორ გავასწორო ოპტიკის
http://intl.stoegerairguns.com/state/EN/pr...suppressor.aspx აი ეს არის ჩემი თოფი
მადლობთ წინასწარ თქვენი გულისხმიერების იმედი მაქვს
guidanacho
Jul 26 2012, 01:18 AM
უკაცრავად ალბათ არ უნდა ვახსენებდე სულ სხვა თემაა და იქნებ ბმული რამე დადოთ აქ ისეთი სადაც მინიშნებული იქნება ნადირობის სეზონი კონკრეტულ ცხოველზე და კონკრეტულ ვადებში თორემ მეშინია რამე არ მივქარო და ბრაკონიერობა არ გამომივიდეს დამწყები ვარ ამ სფეროში და მინდა ყველა წესის დაცვით ჩამოვყალიბდე მონადირედ

ხო კიდე ძალიან მომწონს ჩემი თოფი ძალიან ლამაზია ჩემი პირველია და ალბათ არასოდეს არ დავშორდები
guidanacho
Jul 26 2012, 01:24 AM
ხო კიდე რა კითხვა მაქვს იცით რემენი ქართულად არ ვიცი როგორ არის მხარზე გადასაკიდი თოფზე როგორ დავამაგრო რაღაც უცნაური დიზაინისაა და არც რაიმე საბალთე გასაყრელიც არ ააქვს ზედ ალბათ არც უკეთდება ამ თოფებს
ilariona
Jul 26 2012, 01:30 AM
guidanacho
თქვენი პოსტების გადატანა მინდა და ვერ ვხვდები სად გადავიტანო!
ზეთის თემაში გაქვთ 5 კითხვა და არცერთი არაა თემატურად!
რამდენი წლის ხართ?
ja_ja
Jul 26 2012, 07:27 AM
ilariona სად და აი საე უნდა შექმნა ახალი თემა გადმოიტანო პოსტები, ავტორს კი ვორნი უნდა უყურადღებობისთვის და დომფხალისთვის
ხ.მ.ე.ლ.ო
Jul 26 2012, 09:36 AM
ციტატა
ja_ja
სად და აი საე უნდა შექმნა ახალი თემა გადმოიტანო პოსტები, ავტორს კი ვორნი უნდა უყურადღებობისთვის და
დომფხალისთვის 

მემგონი თუ არ ვცდები 31 წლისაა ეს ადამინი.
ერთი კითხვა მაქვს, ჰატსან 125 გინდოდათ და სტოეგერი როგორ იყიდეთ ?
სად ის და სად ეს...
ReMiNgToN
Jul 26 2012, 10:51 AM
guidanacho
გაგიმარჯოს, ცოტა დამაბნეველი თემაა და შესავლის გარეშე დავიწყებ, პირველრიგში მთავარია დეკონსერვაცია გაუკეთო თოფს, ნუ თუ არ აქვს უკვე გაკეთებული. თუ რა არის კი თემებია გახსნილი და გადახედე. ნესტიანი ამინდის შემდეგ გაამშრალე და ზეთი წაუსვი ( სახლის არა , იარაღის საწმენდი). იხმარე 8.64 გრანიანი ტყვიები, იდალური იქნება field target trophy. დატენილი დიდხანს არ დატოვო, გაისროლე თუნდაც ტყუილად. რაც შეეხება ოპტიკის გასწორებას მოხსენით ხუფები და 10-15 მეტრზე წერტილს ესროლეთ. თუ მაღლა მიაქვს ზემოტა სატრიალო დაატრიალეთ ისრის საწინააგმდეგოთ, ხოლო თუ მარჯვნივ , გვერდითა სატრიალო ისრის საწინააღმდეგოთ და პირიქით. ცოტა ჩალიჩი უნდა და დამუღამებაზეა რა. დანარჩენი არ ვიცი რა გირჩიოთ თემებს გადახედეთ ჩვენი ფორუმი ენციკლოპედიაა პნევმატიკის შესახებ
guidanacho
Jul 26 2012, 11:26 AM
დიდი მადლობა და ბოდიში ფორუმიში არეულობის შეტანისთვის ფორუმებზე საერთოდ მარტო მკითხველი ვარ ხოლმე იმედია აარ დამსჯით 31ის ვარ მართალია და ჰატსან125ის ყიდვა მინდოდა მაგრამ სხვამ დამასწრო ყიდვა
ja_ja
Jul 26 2012, 11:38 AM
guidanacho ყველაფერი გასაგებია, მაგრამ უკვე მერამდენედ ხდება გაუგებრობა, დიდი თხოვნაა
წესები გადაიკითხო, ლამის ყველა შესაძლო ვარიანტისთვის არის ყველაფერი ჩამოწერილი.
ეს პრობლემებს აგაცილებს შემდგომში და ფორუმი შენც დაგეხმარება და ჩვენც დაგვეხმარები...
ხ.მ.ე.ლ.ო
Jul 26 2012, 11:44 AM
ReMiNgToN
ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ ამას ვერ მოგიწონებ: დატენილი დიდხანს არ დატოვო,
გაისროლე თუნდაც ტყუილად. ვერ მოგიწონებ იმ შემთხვევაში, თუ იარაღის თუნდაც უტყვიოდ გასროლას გულისხმობ
თუ მაღლა მიაქვს ზემოტა სატრიალო დაატრიალეთ ისრის საწინააგმდეგოთ, ხოლო თუ მარჯვნივ , გვერდითა სატრიალო ისრის საწინააღმდეგოთ და პირიქით. ეს გამოსავალი არ არის, ზოგი ოპტიკა პირიქიტ სწორდება, ნუ ეხლა არ ვიცი მაგ სტოეგერის ოპტიკის ბადე საით გაიწევა მარჯვნივ გაწევისას ან პირიქით
sekurifa
Jul 26 2012, 12:23 PM
ციტატა(x.m.e.l.o @ 26th July 2012 - 12:44 PM)

ზოგი ოპტიკა პირიქიტ სწორდება
მართალია ეგრეა. მაგალითად ჩემ ოპტიკაზეა ეგრე. საათის მიმართულებით რომ დაატრიალებ ვერტიკალს, ბადე ქვემოთ მიაქვს. ეს 4X ოპტიკებს ახასიათებს ზოგიერთს.
ციტატა(guidanacho @ 26th July 2012 - 02:08 AM)

როგორ მოვუარო არანაერი გამოცდილება არ მაქვს
ნუ როგორც აქ უკვე გითხრეს დეკონსერვაცია აუცილებელია. (გარდაუვალია

) ხოლო დანერჩენს რაც შეეხება რთული არაა. ზამთარშიო სიცივედან ეგრევე სითბოში არ შეიტანო თორემ დაიორთქლება, ყოველი ნადირობის მერე გაწმინდე ზეთში დანამული ნაჭრით,დატენვისას მაგრად არ აარტყა ლულა დასაფიქსირებლად,არ ისროლო ცარიელი ლულით. ხოლო რაც შეეხება მის დანავაროტკებას (თუ ამის სურვილი გაქვს რათქმაუნდა) შიგ როგ გაზის ზამბარა ჩააყენო ეგ იქნება სუპერ თოფი

თავიდანვე აიცილებ ფოლადის ზამბარის ცუდ ზემოქმედებას თოფზე და ძალიან დიდხანს გემსახურება ეგ თოფი.
დაფიქრდი გაზის ზამბარაზე. ახალი თოფი გაქვს და ძან მაგარი შედეგი ექნება. ფოლადის ზამბარები წარსულს ბარდება ნელნელა. ნადირობაში ხომ გაზის ზამბარა მისწრებაა. სიზუსტე, დატენილ მდგომარეობაში დიდხანს ატარებ.
კარგი თოფია მომეწონა. დიზაონიც ლამაზი აქვს. გააკეტე ისე რომ დიდხანს გემსახუროს.
ReMiNgToN
Jul 26 2012, 12:32 PM
ხ.მ.ე.ლ.ო ტყუილად ანუ ჰაერში გასწოლა ვიგულისხმე, თორემ ცარიელი გასროლა რა შუაშია ვერ ვხვდები.
ოპტიკას რაც შეეხება თუ პირიქით იყო ხო დაატყობს და მიხვდება რა
ხ.მ.ე.ლ.ო
Jul 26 2012, 12:40 PM
ReMiNgToN
ტყუილად ანუ ჰაერში გასწოლა ვიგულისხმე, თორემ ცარიელი გასროლა რა შუაშია ვერ ვხვდები. ხო, და მეც გამიკვირდა, ჰაერში კიდე ხო, ცარიელის გასროლა ხო კატასტროფაა
ReMiNgToN
ოპტიკას რაც შეეხება თუ პირიქით იყო ხო დაატყობს და მიხვდება რა 
ნუ დაატყობს რა, ცოტას იწვალებს
sekurifa
დაფიქრდი გაზის ზამბარაზე. ახალი თოფი გაქვს და ძან მაგარი შედეგი ექნება. ფოლადის ზამბარები წარსულს ბარდება ნელნელა. ნადირობაში ხომ გაზის ზამბარა მისწრებაა. სიზუსტე, დატენილ მდგომარეობაში დიდხანს ატარებ. მართალს ამბობს, მიმიქარავს ხვეულა ზამბარები გაზის ზამბარასთან, ჩააყენე, თუ შეგიძლია ცოტა ხარჯებიც გაიღე და მაგრად გაგისწორდება. უკვე საქართველოშია მაგის შესაძლებლობა 35$
-ად. არ გეძვიროს, რადგან მაგ ზამბარების ცვლით უფრო ბევრი დაგეხარჯება. ამას კიდე ჩააყენებ და დაისვენებ... რაც შეეხება გაზის ზამბარებთან დაკავშირებით ინფოს მოწოდებას, აგერ ბევრი თემებია და გადახედე

სასარგებლოად ა დაგეხმარება, მის ეფექტურობასი დარწმუნდები
guricha
Jul 26 2012, 02:19 PM
სტოეგერზე მეც შევაჩერე არჩევანი, ცუდია რომ ვერსად ინფორმაცია ვერ მოვიძიე აქ, ხალხს არ აქვს და შესაბამისად ჩვენიანის რევიუც ვერ მოვიძიე, უცხოურ ფორუმებს და ვიდეოებს კიდე არ უნდა ენდოს ალბათ ხალხი, X50 იც უდევთ მანდ მაგრამ დიდი განსხვავებაა ვიზუალურად და სიმძიმეშიც
ReMiNgToN
Jul 26 2012, 02:30 PM
გაზის ზამბარაზე კი ვერ დაგეთანხმებით, ახალი თოფია და ჯობს ხელი არ ახლო
თუ არ დაგაკმაყოფილებს მიზანი და ძალა მერე იფიქრე, მანამდე ახალი თოფი დაშალო და გადააწყო მე გამართლებულად არ მიმაჩნია.
ხ.მ.ე.ლ.ო
Jul 26 2012, 03:42 PM
ციტატა(ReMiNgToN @ Jul 26 2012, 03:30 PM)

გაზის ზამბარაზე კი ვერ დაგეთანხმებით, ახალი თოფია და ჯობს ხელი არ ახლო
თუ არ დაგაკმაყოფილებს მიზანი და ძალა მერე იფიქრე, მანამდე ახალი თოფი დაშალო და გადააწყო მე გამართლებულად არ მიმაჩნია. 200 ტყვიას გაისვრი და უკვე დაეტყობა მაგ სტოეგერს ძალის სიმცირეც და შედარებით ადვილად ტენვადობაც. გაზის ზამბარა კიდე

:::ყოველთვის ერთიდაიგივე ძალა, ნაკლები უკუცემა, და ზამბარის წარამარა არ გამოცვლის შესაძლებლობა

ნუ მე იმას კი არ ვიძახი ეგრევე დაშალოს და გაზის ზამბარა ჩაუყენოს თქო, ჯერ მაგით დაამუგამებს, შეეჩვევა, და დრო რო მოვა ზამბარის გამოცვლისა, გაზისას ჩაუყენებს და ეგ იქნება რა
თორე ეგრევე ახალი ზამბარის მოცილება და სხვის ჩაყენება მართლა საცოდავობაა... მოკლედ ბევრი რო არ ვილაპარაკო, დრო უჩვენებს

(პ.ს. თვითონვე მოუნდება ეგ გაზის ზამბარა, აი ნახე თუ არა

)
sekurifa
Jul 26 2012, 03:48 PM
ციტატა(buybuya @ 26th July 2012 - 03:30 PM)

ახალი თოფი დაშალო და გადააწყო მე გამართლებულად არ მიმაჩნია.
კიმარა დეკონსერვაცია რომ უნდა ჩაუტარდეს ეს ხომ გარდაუვალია. ამ დროს კი თოფი ბოლომდე იშლება ხომასეა? მერე რა მნიშვნელობა აქვს თავისი ზამბარა დაყენდება თუ გაზის? არაფერს შიგნით გადაკეთება არ ჭირდება საერთოდ. პირდაპირ იდგმება. ზუსტად ახლა უნდა მაგ თოფს დროზე მიხედვა სანამ ახალი ფოლადის ზამბარა კარგათ დაამუშავებს სტოიკაში.
თუ პატრონს სურვილი აქვს ამაზე ყოყმანი არაა საჭირო. ყველამ ვიცით რომ გაზის ზამბარა ჯობია და თოფსაც დიდხანს ინახავს.
ციტატა(guricha @ 26th July 2012 - 03:19 PM)

ცუდია რომ ვერსად ინფორმაცია ვერ მოვიძიე აქ
მე მქონდა შეხება მაგ სტოგერებთან. X10 ზე და X20 ზე მაქვს განაკეთები დეკონსერვაცია. ახლები იყო ორივე რომ მომიტანეს და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ერთი რაც არ მომეწონა ეს იყო რომ ლულის დასამაგრებელი შურუფი აქვს ვიწრო. აი ცოტა სქელი რომ იყოს აჯობებდა. ნუ ახლა შენს მოდელზე არვიცი შეიძლება ცოტა ფართეცაა.
რაც შეეხება ქარხნულ ფოლადის ზამბარას მე იმას კიარ ვამბობ არიქა ეგრევე გამოცვალე მოგირყევს თოფსთქო. უბრალორ მაგ ზამბარით მეტ ვიბრაციას განიცდის ლულა გასროლისას და ოპტიკაზეც უარყოფითად მოქმედებს. ტუ მართლა გიყვარს შენი თოფი და გინდა დიდხანს გემსახუროს მისთვის საუკეთესო არუნდა დაგენანოს. მე იმას გირჩევ რასაც ჩემთვის ვიზამდი უეჭველი, რადგან ვიცი გაზის ზამბარის გემო.
ხ.მ.ე.ლ.ო
Jul 26 2012, 03:54 PM
sekurifa
მე იმას გირჩევ რასაც ჩემთვის ვიზამდი უეჭველი, რადგან
ვიცი გაზის ზამბარის გემო.
მეც ვიცი, გაზის ზამბარის გემო
ja_ja
Jul 26 2012, 04:36 PM
ხ.მ.ე.ლ.ო
აუ კაი რა ნუ აკეთებ რაღაც გაუგებარ ციტატებს...
საიდან მოიტანე ან გაბოლდება ან პროსტა ტექსტების ჩაკოპირება? კაცი ვერ გაიგებს შენთვითონ სვავ კითხვას და შენთვითონ სცემ პასუხს თუ რაღაც სისულელე წერია....
ან მონიშნე ტექსტი რომლის ციტირებაც გინდა და შესაბამისი იუზერის ნიკის ქვევით დააჭირე ლინკს ციტირება, ან თუ შენი ბროუზერი სკრიპტებს არ აღიქვავს, მაშინ ჩააკოპირე ტექსტი, მონიშნე და მერე სმაილიკების ღილაკი რომაა მაგის მარჯვენა მხარეს არსებულ ღილაკს დააჭირე და მონიშნული ტექსტი ციტატად ჩაჯდება.
აღარ დავინახო რაღაც სამავოლკა უაზრობები რომელსაც კაციშვილი ვერ იგებს, მე პირადად თვალები დამეღალა აურზაურად გაბოლდებული ტექსტებით.
nihontoman
Jul 26 2012, 04:42 PM
ერთ რამეს დავამატებდი - ეგ რომელიც შენ იყიდე, არის მოდერატორით, ხოდა მაგ მოდერატორის მუშაობა თუ გინდა რომ შეატყო, ჩააყენე გაზის ზამბარა. მექანიზმი რომ გაჩუმდება, გახდება სასწაულად ჩუმი მთლიანობაში...
უკვე გითხრეს რომ ზოგადად, დეკონსერვაცია აუცილებელია, იხმარე ოდნავ სილიკონის ზეთი მანჯეტის კიდეებზე რომ მიეცხოს (ძალიან თხელი ფენა, თითის ანაბვეჭდების სისქის

და დგუშის უკანა მეოთხედ ნაწილზე წაუსვი გრაფიტის ტაოტი ან მოლიბდენის ტაოტი...
გაითვალისწინე ისიც, რომ ზამბარა იქნება წინსაწარ შეკუმშული, ასე რომ დაშლის დროს თუ ყურადღებით არ იქნები, მიმმართველი წამოვა სახისკენ, რაც ცუდ შედეგებს გამოიწვევს. დარწმუნდი, რომ გარშემო არ არიან პატარა ბავშვები, რამე ოპატარა დეტალის ძირს დავარდნის შემთხვევაში ადვილად მოძებნი მას და საკმარისი ადგილი გექნება ამ ყველაფრისათვის.
guricha
Jul 26 2012, 05:23 PM
და მთლიანობაში როგორი იარაღია? ან ბრენდი თვითონ X20 ჯობია თუ X50 ?
sekurifa
Jul 26 2012, 05:43 PM
წესით თურქულ-იტალიურია. ჩვენს ბაზარზე ერთერთი ნორმალური იარაღია. რაც შეეხება X20 ჯობია თუ X50 მაგას ვერ იტყვი. X50 გაცილებით ძლიერია,დიდი ძალა აქვს და მასთან ერთად მეტი დატვირთვა აქვს თოფს სროლისას. X20 კარგი ვარიანტია. მაგ კლასისთვის საკაიფო ძალა აქვს და სიზუსტეც. შენს ახლა მგელზე ხომარ წახვალ სანადიროდ

ნელნელა შენც ჩამოყალიბდები და გაიგებ შენთვის რაც იქნება კარგი. ამისთვის კი რჩევები ზღვაში ცვეთია იმასთან შედარებით რასაც პრაქტიკა გაჩვენებს.
კარგი თოფი გაქვს და აწი შენზეა დამოკიდებული რას უზამ მას. აქ უკვე გირჩიეთ საუკეთესო ვარიანტი. ახალია და მიტო მენანება ფოლადის ზამბარისთვის. მოუარე არ დატვირთო ძან და როცა მოიფიქრებ მერე ჩასვი გაზის ზამბარა. განსხვავებას ეგრევე იგრძნობ. სიზუსტე მოიმატებს და სროლის ხმაც დაიკლებს. მითუმეტეს მაგას ინტეგრირებული მოდერი აქვს
guricha
Jul 26 2012, 05:59 PM
ციტატა(sekurifa @ Jul 26 2012, 06:43 PM)

წესით თურქულ-იტალიურია. ჩვენს ბაზარზე ერთერთი ნორმალური იარაღია. რაც შეეხება X20 ჯობია თუ X50 მაგას ვერ იტყვი. X50 გაცილებით ძლიერია,დიდი ძალა აქვს და მასთან ერთად მეტი დატვირთვა აქვს თოფს სროლისას. X20 კარგი ვარიანტია. მაგ კლასისთვის საკაიფო ძალა აქვს და სიზუსტეც. შენს ახლა მგელზე ხომარ წახვალ სანადიროდ

ნელნელა შენც ჩამოყალიბდები და გაიგებ შენთვის რაც იქნება კარგი. ამისთვის კი რჩევები ზღვაში ცვეთია იმასთან შედარებით რასაც პრაქტიკა გაჩვენებს.
კარგი თოფი გაქვს და აწი შენზეა დამოკიდებული რას უზამ მას. აქ უკვე გირჩიეთ საუკეთესო ვარიანტი. ახალია და მიტო მენანება ფოლადის ზამბარისთვის. მოუარე არ დატვირთო ძან და როცა მოიფიქრებ მერე ჩასვი გაზის ზამბარა. განსხვავებას ეგრევე იგრძნობ. სიზუსტე მოიმატებს და სროლის ხმაც დაიკლებს. მითუმეტეს მაგას ინტეგრირებული მოდერი აქვს

რაც გადავიკითხე რევიუები რუსები დადებითად აფასებენ, ლაპარაკია X20 ზე, დღესაც ვიყავი მაღაზიაში ხელში რომ მენახა როგორ იჯდა, X20 პატარაა კომპაქტური ლულა მოკლე აქვს, X50 ბევრად დიდია ღონე არ მაკლია მაგრამ 10 სროლის მერე იმ სიგრძეა შეიძლება ხელში ჭერა დაეზაროს ადამიანს

მოკლეთ აგერ თქვენი ფორუმელი ბაზუკა ჩემი ძალიან დიდი ხნის ძმაკაცია და არც კი ვიცოდი ასეთი ამბით თუ იყო დაკავებული, მოკლეთ გადავწყვეტ დღეს და ხვალ და ავიღებ, სხვა არჩევანი მაინც არაა პრინციპში მეტი ვერაფერი ვნახე მაღაზიებში
geojorjika
Jul 26 2012, 06:00 PM
ჩინურია 100%
ხ.მ.ე.ლ.ო
Jul 26 2012, 06:04 PM
ციტატა(ja_ja @ Jul 26 2012, 04:36 PM)

ხ.მ.ე.ლ.ო
აუ კაი რა ნუ აკეთებ რაღაც გაუგებარ ციტატებს...
საიდან მოიტანე ან გაბოლდება ან პროსტა ტექსტების ჩაკოპირება? კაცი ვერ გაიგებს შენთვითონ სვავ კითხვას და შენთვითონ სცემ პასუხს თუ რაღაც სისულელე წერია....
ან მონიშნე ტექსტი რომლის ციტირებაც გინდა და შესაბამისი იუზერის ნიკის ქვევით დააჭირე ლინკს ციტირება, ან თუ შენი ბროუზერი სკრიპტებს არ აღიქვავს, მაშინ ჩააკოპირე ტექსტი, მონიშნე და მერე სმაილიკების ღილაკი რომაა მაგის მარჯვენა მხარეს არსებულ ღილაკს დააჭირე და მონიშნული ტექსტი ციტატად ჩაჯდება.
აღარ დავინახო რაღაც სამავოლკა უაზრობები რომელსაც კაციშვილი ვერ იგებს, მე პირადად თვალები დამეღალა აურზაურად გაბოლდებული ტექსტებით.
უკაცრავად
ja_ja
Jul 26 2012, 06:33 PM
sekurifa ციტატა(sekurifa @ 26th July 2012 - 06:43 PM)

წესით თურქულ-იტალიურია
ჯორჯიკასი არ იყოს მეც ეგრე ვიცი რომ ჩინურია, მაგრამ კარგი გაგებით ჩინური და არა იმის ამღმნიშვნელი "ჩინური" რომ ბანძია და არ ვარგა...
ანუ კაი ბრენდია და კარ იარაღებს უშვებენ, პნევმოსაც და ცეცხლსასროლსაც, ახლა იტალიურ-ავსტრიულ შედევრებს ვერ ედრება, შესაბამისად ფასიც ნორმლაური აქვს...
sekurifa
Jul 26 2012, 07:02 PM
ციტატა(ja_ja @ 26th July 2012 - 07:33 PM)

მაგრამ კარგი გაგებით ჩინური და არა იმის ამღმნიშვნელი "ჩინური" რომ ბანძია და არ ვარგა...
ხო სტოგერი იტალიური ბრენდია მარა აქ ჩინეთში დამზადებულები შემოდის.რაც იყიდება ნამდვილად კარგი დამზადებული თოფებია. ნამდვილად ღირს მაგათზე ტუნინგის ჩატარება. თან ეს მოდელი რაც guricha-მ იყიდა რაღაც ახალია და საინტერესო ჩანს. იმედია რევიუზე არ დაგვზარდება მფლობელი და მოგვაწვდის ფოტოებს და გაგვიზიარებს შედეგებს.
guidanacho
Jul 27 2012, 04:15 PM
მეც სტოგერ იქს20 ვიყიდედა მომეწონა ვიზუალურად ნამდვილ იარაღს გავს მეგობართან ავიტანე გლდანში ფართი აქვს 10 სათულზე გასატესტად ხოდა უბნის პოლიცია ეგრევე მეცა ხელებში ჯერ ტაქსიდან ნახევრად მქონდა გადმოტანილი ჩიხოლის ფული არ მეყო და სადამ არ გაისროლეს და არ დარწმუნდნენ რომ პნევმატური იყო არ მომეშვნენ ლულაზე კაი ხანი ვაპრიალებ დი მაგათ ანაბეჭდებს რაც შეეხება სიძლიერეს 10 მეტრში 2მილიმეტრიან "ჟეშტს" საკმაოდ ზუსტი ნახვრეტი დადო და ფრენაც გააგრძელა ტყვიამ მერე სიზუსტეში გავტესტე და 15 მეტრიდან 3იდან სამჯერ რათქმაუნდა ოპტიკის გასწორების შემდეგ ასანთის კოლოფს გავარტყი
ოღონდ ვერ გავიგე რემენი როგორ გავუკეთო და არც არავინ მასწავლით არადა ვიხვეწები

))
sekurifa
Jul 27 2012, 04:52 PM
ციტატა(guidanacho @ 27th July 2012 - 05:15 PM)

სიზუსტეში გავტესტე
ისე დეკონსერვაცია რომ გაგეკეთებინა უკეთესი იქნებოდა სანამ სროლას დაიწყებდი. შეიძლება მანჟეტი დაწვა ეგრე. ეს კი ძალას და კომპრესიას მოაკლებს. ეგ უპირველესია იმის მერე როცა თოფს იყიდი. აი მერე უნდა ისროლო და გატესტო. ხომ ამბობდი მინდა რომ მოუარო და მწყობრში მქონდესო. ახლა მაგოთ შენ კიარ უვლი არამედ აფუჭებ თოფს.
ხ.მ.ე.ლ.ო
Jul 27 2012, 05:11 PM
ციტატა(guidanacho @ Jul 27 2012, 04:15 PM)

მეც სტოგერ იქს20 ვიყიდედა მომეწონა ვიზუალურად ნამდვილ იარაღს გავს მეგობართან ავიტანე გლდანში ფართი აქვს 10 სათულზე გასატესტად ხოდა უბნის პოლიცია ეგრევე მეცა ხელებში ჯერ ტაქსიდან ნახევრად მქონდა გადმოტანილი ჩიხოლის ფული არ მეყო და სადამ არ გაისროლეს და არ დარწმუნდნენ რომ პნევმატური იყო არ მომეშვნენ ლულაზე კაი ხანი ვაპრიალებ დი მაგათ ანაბეჭდებს რაც შეეხება სიძლიერეს 10 მეტრში 2მილიმეტრიან "ჟეშტს" საკმაოდ ზუსტი ნახვრეტი დადო და ფრენაც გააგრძელა ტყვიამ მერე სიზუსტეში გავტესტე და 15 მეტრიდან 3იდან სამჯერ რათქმაუნდა ოპტიკის გასწორების შემდეგ ასანთის კოლოფს გავარტყი
ოღონდ ვერ გავიგე რემენი როგორ გავუკეთო და არც არავინ მასწავლით არადა ვიხვეწები
)) 
რემენის გასაკეტებელი თვითონ თუ არ აქვს მაშინ ხელოსანს უნდ აგააკეთებინო, ისე ვერ გაუკეთებ ქამრის გასაყრელი თუ არ დაუყენე, შეგიძლია ხელის მოსაკიდ ტარზე შემოახვიო ეგ რემენი , მარა დაფიქრდი რა ბანძობა გამოდის

ხო რაც შეეხება მაგ თოფიც ეგრე ღიად ტარებას, უფრთხილდი პოლიციას, მითუმეტეს კანონი იცვლება მაგასთან დაკავშირებით და მაინც საშიშია
guidanacho
Jul 27 2012, 05:52 PM
კი ვიფრთხილებ გლდანიდან მერე გიტარის ჩიხოლი მომცა ჩემმა ძმაკაცმა და ეგრე წამოვიღე

))
sekurifa ვის მივმართო დეკონსერვაციისთვის მეთვითონ რომ დავშალო ვერც ავაწყობ ალბათ და მეშინია ისე 10 15 გასროლის შემდეგ ზალიან ცოტა ბოლი გამოუშვა იქნებ არ უნდა დეკონსერვაცია?
ხ.მ.ე.ლ.ო
Jul 27 2012, 06:01 PM
ციტატა(guidanacho @ Jul 27 2012, 05:52 PM)

კი ვიფრთხილებ გლდანიდან მერე გიტარის ჩიხოლი მომცა ჩემმა ძმაკაცმა და ეგრე წამოვიღე

))
sekurifa ვის მივმართო დეკონსერვაციისთვის მეთვითონ რომ დავშალო ვერც ავაწყობ ალბათ და მეშინია ისე 10 15 გასროლის შემდეგ ზალიან ცოტა ბოლი გამოუშვა იქნებ
არ უნდა დეკონსერვაცია?რისი გეშინია ვახ...

უნდა დეკონსერვაცია, მემგონი თვითონ სეკურიფა დაგეხმარება ტუ შთხოვ რავიცი
sekurifa
Jul 27 2012, 06:51 PM
ციტატა(x.m.e.l.o @ 27th July 2012 - 07:01 PM)

მემგონი თვითონ სეკურიფა დაგეხმარება ტუ შთხოვ რავიცი
კი დავეხმარებოდი დაშლაში მაგრამ ახლა არ მცალია. ამ დღეებში შუადღითაც არვარ სახლში რაღაც საქმეები მაქვს,საღამოს კი ვმუშაობ.
guidanacho
Jul 28 2012, 11:44 AM
ვიდეოს ლინკი ხომ არ გაქვტ ვინმეს დეკონსერვაციაზე ისე ამზე თემაა გასახსნელი რას იტყვით
nihontoman
Jul 28 2012, 12:12 PM
guidanacho მიყევი და დანარჩენი სამი ნაწილიც მადვეა...\
ისე, ეხლა ტემას ვეძებდი და ვერ ვიპოვე, არადა სადღაც მეწერა მახსოვს როგორ უნდა დეკონსერვაცია...
guidanacho
Jul 30 2012, 12:36 PM
მემგონი ეს ვიდეო ჯობია იმტომ რომ სტოგერ იქს 20 ზე დამცავი ზამბარა სხვანაერად არის დამაგრებული ფანტომისგან განსხვავებით მართალია აქ დეკონსერვაციაზე არ არის აქცენტი მაგრამ დაშლა უკეთესადაა ახსნილი
guricha
Aug 2 2012, 04:07 PM
მე თითქმის კი არა მისული ვიყავი და ბაზუკამ შემაჩერა მოდი ჯერ შედარებისთვის ისროლეო და რამოდენიმე იარაღით ვისროლე, ორი აზრი არაა გადასატეხი ლულით ჩამორჩება ჰაერის თოფებს მაგრამ არჩევანი რომ არაა? ისევ მგონი X50 ს ავიღებ
guidanacho
Aug 2 2012, 06:44 PM
გაზის ზამბარაზე თემა ვერ ვიპოვნე იქნებ მითხრათ სად ვიყიდო და როგორ მივხვდე ჩემ თოფზე მიდის თუ არა? კიდე მაინტერესებს ზეთების სახელი რომელიც უნდა ვიხმარო თოფის შიგნეულობის დასაზეთად და ლულის გასაწმენდი მოწყობილობები რომელი ვიყიდო მაგნუმის ან ქარავანის ლინკი დამიდევით პლზზზ
sekurifa
Aug 2 2012, 07:29 PM
ციტატა(guidanacho @ 2nd August 2012 - 07:44 PM)

როგორ მივხვდე ჩემ თოფზე მიდის თუ არა?
სტოგერებზე ყველაზე მიდის. მაგათ დგუშის გარე ზაცეპკა აქვთ.
რა არის გარე ზაცეპკა?

გარე ზაცეპკა ნიშნავს იმას რომ დგუში როცაა შეყენებული დამჭერი კაუჭი დგუშს აკავებს ქვემოდან. ანუ გარე კედლიდან.
შენს სტოგერსაც ეგრე ექნება
ხ.მ.ე.ლ.ო
Aug 2 2012, 09:14 PM
ციტატა(guidanacho @ Aug 2 2012, 07:44 PM)

გაზის ზამბარაზე თემა ვერ ვიპოვნე იქნებ მითხრათ სად ვიყიდო და როგორ მივხვდე ჩემ თოფზე მიდის თუ არა? კიდე მაინტერესებს ზეთების სახელი რომელიც უნდა ვიხმარო თოფის შიგნეულობის დასაზეთად და ლულის გასაწმენდი მოწყობილობები რომელი ვიყიდო მაგნუმის ან ქარავანის ლინკი დამიდევით პლზზზ
კარგად გადახედე თემა გაზის ზამბარაზე უკვე არსებობს, რაც შეეხება წავა თუ არაო რომ თქვი, ეგ ხელოსანს უნდა უტხრა მაგ იარაღის ზომები შიგნიდან უნდა აზომო დგუშის სვლის მანძილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, აი სეკურიფამ იცის და დაგიკონკრეტევს რა უნდა გაზომო. მერე ამ მონაცემებს მინჩანინს ეტყვი და დაგიმზადებს გაზის ზამბარას და ან ფოტით ან მაშუტკას გამოატანს, შენ შესაბამისად ფულს გაუგზავნი და ეგაა რა

მოკლედ ამ საქმეში დახმარება გჭირდება ვინმესგან, სეკურიფას დაელოდე რო მოიცლის დაგეხმარება

თუ არ დაიზარა, მან კარგად იცის ეს ყველაფერი:

აი ამ თემას გადახედე ეს ეხება ჰაერის ზამბარრებს
http://www.airgun.ge/forums/index.php?showtopic=2431&hl=
guricha
Aug 4 2012, 12:27 PM
იარაღი თვითონ როგორია? ისროლე მიზანში? შორს მიაქვს?
მოთმინება არ მყოფნის რომ ველოდო კანონს და მგონი მეც სტოგერს ავიღებ ისევ და ისევ უბრალოდ ვერ გადავწყვიტე 50 თუ 20
STIG
Aug 8 2012, 01:20 PM
დღეს გავტესტე ეგ თოფი.
მოკლედ შემიძლია ვთქვა:
1. სასხლეტი არ ვარგა - უხეშია და მიზანში სასროლად ძნელი დასამუღამებელია. გამოცვლა აუცილებლად დაჭირდება.
2. ხმა კაია. ჩუმია ჰატსანებთან შედარებით. უკუცემა მისაღები. ზამბარის სხმა ისმის პრინციპში მარტო. ჰაერის ზამბარა ჭირდება უეჭველი. 25 მეტრამდე სროლა ჭირს.
3. მსუბუქი შეიძლება ითქვას, მაგრამ ლიპერსის ოპტიკამ დაამძიმა. ჰატსანებთან შედარებით უკეთესი ბალანსი აქვს, უკეთესად ზის ხელში და უკეთესი დამუშავებაა. ლულა იგივეა.
4. ქამრის დამაგრება ძალიან ძნელი იქნება. მოხერხდება საერთოდ?!
5. 300 ლარი მაგისთვის შესაბამისი ფასი იქნებოდა.
მთლიანობაში ძალიან კარგი თოფია. ცოტა დამუშავება-დატუნინგება და ძალიან ზუსტი თოფიც გამოვა.
დეკონსერვაცია არ გავუკეთეთ და დამწვარი ზეთის სუნი კაი ხანი ასდიოდა - 200 ტყვიის შემდეგაც. ძალა არ დაუკარგავს - ნამდვილი მფატვრელია.
guidanacho
Aug 8 2012, 05:31 PM
STIG სასხლეტი რეგულირებადია თუ სტოგერ იქს 20 ზე საუბრობ 25 მეტრაში სროლაზეც არ დაგეთანხმები 50 და მეტ დისტანციაზე გამოვცადე წყნარ ამინდში და ძალიან ზუსტია აქ არ დავწერ რას მოვარტყი მაგრამ გასროლა კორპუსიდან კორპუსში ზუსტი იყო ზააან
guricha რის კანონს ელოდები მეგობარო იქს 20 იქს 20 და არაფერი იქს 20ის გარდა
guricha
Aug 9 2012, 01:28 PM
ვთქვათ იარაღი შევიძინე, მესმის ცოტა და ხელებიც არ მაქვს უკუღმა უბრალოდ მირჩევნია მცოდნემ გააკეთოს დასაწყისისთვის მაინც, ვის შეიძლება მივმართო რომ იარაღი გაამზადოს ანუ დეკონსერვაცია გაუკეთოს? ასევე რა მოდიფიკაცია შეიძლება ჩაუტარდეს რომ უფრო გაუმჯობესდეს?
guricha
Aug 10 2012, 01:34 PM
მოკლეთ ამდენი არჩევანის მერე შევიძინე და შემოგიერთდით X50 ით, ოპტიკაზე არ მეყო ფული ეგაა ცუდი
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით,
დააწკაპუნეთ აქ.