დახმარება - ძებნა - წევრთა სია - კალენდარი
სრული ვერსია: პრობლემა-პნევმატური იარაღის ყიდვა
Georgian Airgunners Portal > პნევმატური იარაღი > რჩევები, კითხვა-პასუხი...
guricha
მოგესალმებით, კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ფორუმზე, ბოლო დროს ძალიან ვარ დაინტერესებული პნევმატური იარაღით, რაღაც თანხამდე შევგროვდი მაგრამ როგორც მივხვდი გარკვეული პრობლემა გახდა საბაჟოზე იარაღის შემოტანა, პარალელურად ნორმალური იარაღები ესეც რაც მე ჩავთვალე ნორმალურად ფაქტიურად ბაზარზე არაა შემორჩენილი, ყველა მაღაზია იძახის რომ საბაჟოზეა გაჩერებული და სავარაუდოდ არჩევნებამდე არაფერი შეიცვლებაო, იქნებ დამეხმაროთ ან მიმასწავლოთ თუ ვინმეს აქვს შემორჩენილი და ასევე დამაკვალიანოთ იარაღში დამწყები ადამიანისთვის, ასევე პერსპექტიული სამომავლო მოდიფიკაციებისთვის
წინასწარ დიდი მადლობა
sekurifa
ციტატა(guricha @ 21st July 2012 - 02:13 PM) *
იქნებ დამეხმაროთ ან მიმასწავლოთ თუ ვინმეს აქვს შემორჩენილი და ასევე დამაკვალიანოთ იარაღში დამწყები ადამიანისთვის, ასევე პერსპექტიული სამომავლო მოდიფიკაციებისთვის
წინასწარ დიდი მადლობა

გვითხარი შენი ბიუჯეტი რამდენია და მიგინიშნებთ იმ თემას რომელიც გამოგადგება.
guricha
დაახლოებით 700 ლარამდე, მაგრამ ისეც არ მინდა გამოვიდეს რომ 100 ლარისთვის ვინანო მერე, ახალი ვარ მოკლეთ ამ ამბავში და აზრზე არ ვარ, მინდა კარგი იარაღი 70 მეტრში აქტიური ნუ მეტშიც თუ იქნება კარგია smile.gif
guidanacho
გამარჯობათ ფორუმელებო მოგესალმებით მინდა ჰატსან 125 ის ყიდვა ოღონდ კაი ოპტიკით ვერ დამეხმარებით? დიდი მადლობა წინასწარ
nihontoman
ბლინ, ამ ფორუმზე ციფრული ძეგლი მეკუთვნის, როგორც 70 მეტრიანი "მოძრაობის" წამომწყებს biggrin.gif სასაცილოა ყველა 70 მეტრზე რომ ლაპარაკობს rofl.gif



guricha
მგოი ჰატსანის "ნასოსიანი" თოფი მოგიდის, თავისი ნასოსით კაკრას... პროსტო მერე მაგას ოპტიკაც უნდა დაამატო, აი ეგ კი ერთი 100 ლარის ამბავი მაინცაა (ინტერნეტიდან რომ გამოიწერო რამე სანადირო ნორმალური, სადღაც50-60 დოლარი ჯდება.


ასევე შეიძლება მოგივიდეს ვაირაუხის ზ.დ.პ. დაახლოებით 800-850 ლარები ღირს თუ სწორად მახსოვს მაგნუმში, თუ რა ტქმა უნდა კიდევ აქვთ. მაგაზედაც დაგჭირდება ოპტიკის დამატება...



guidanacho
კონკრეტულად რა სახის დახმარება გჭირდება?ჰატსან 125-ს მართლა სჭირდება კარგი ოპტიკა, ის რომლიც მასეთ ძლიერ ზ.დ.პ.-ებზეა გათვლილი. აქ არ ვიცი ვინმე თუ ყიდის, მაგრამ ამაზონზე არის ლიპერსის ოპტიკები დაახლოებით 50-60 დოლარად რომელიც კაკრას მასეთია და შეიძლება თუ სწორად მახსოვს გამოწერა... რაც შეეხება თვით ჰაცანს, ეგ მაღაზიებში უნდა ნახო თუ აქვთ დარჩენილი, ან ვინმე ნახმარს თუ ყიდის....
guricha
საქმე იმაშია რომ არცერთი იარაღი რომელიც ნორმალურად უნდა ჩაითვალოს აღარაა ბაზარზე sad.gif
guidanacho
nihontoman იქნებ ლინკი დამიწერო კონკრეტული მაინც თქვენ გამოცდილებას ვენდობი რამე სისულელე არ ვიყიდო

მარკეტზე ყიდის ერთი ბიჭი მაგრამ ქუთაისშია და ვერ ვახერხებ სექტემბრამდე მინდა ვიყიდო თორემ მერე ვინანებ ზალიან ვიცი და თანაც ფულიც შემომეხარჯება

და კიდვ იქნებ ვინმემ მითხრად და გამანათლოთ ჰატსან 125 ზე დარტყმა გამძლე ოპტიკა აუცილებელია? იძახიან რომ ჩვეულებრივები ზიანდებაო იმის გამო რომ ძლიერი დარტყმა აქვსო ამ მოდელს
sekurifa
ციტატა(guidanacho @ 22nd July 2012 - 01:00 AM) *
ჰატსან 125 ის ყიდვა ოღონდ კაი ოპტიკით ვერ დამეხმარებით? დიდი მადლობა წინასწარ

პირდაპირ გეტყვი და ამაში ეჭვიც არ მეპერესა ერთი გრამიც. ჰასტან 125 ზე ოპტიკა ვერ გაგიძლებს ვერცერთი დამიჯერე. თუ მაგაზე ოპტიკა გინდა მაშინ დგუში უნდა ამჩატდეს ფრეზით და მერე ჩაიდგას გაზის ზამბარა. ნახე ჩემი თემა ჰასტან მოდ 99 ზე და ნახავ როგორ კეთდება ეს ყველაფერი. 125 ზეც ანალოგიურად უნდა გაკეთდეს ყველაფერი. ოპტიკა სხვაგვარად ვერ იცოცხლებს.
nihontoman
guidanacho
აი რაღაც ესეთი ვიგულისხმე. ჰატსან 125-ზე წესით არ უნდა ჩამოიშალოს. ზოგადად რაც არ უნდა მაღალი კლასის ოპტიკა იყოს, ზ.დ.პ.-ზე, თუნდაც შედარებით სუსტზე, მისი ორმაგი უკუცემის გამო, ყველა დაზიანდება. საჭიროა ისეთი ოპტიკა, რომელიც ასეთ უკუცემაზეა გათვლილი, მასეთები კი კაკრას ლიპერსებია იაფიან ვარიანტებში. 125-ზე მაგ ოპტიკამ წესით და რიგით უნდა გაძლოს, თუმცა sekurifa-ს თქმისა არ იყოს, ჯობია ტუნინგი დარტყმის შესამცირებლად რომ წყნარად იყო. ტუნინგით მისი სიზუსტეც მოიმატებს სხვათაშორის და მექანიზმის ხმაც შემცირდება...
sekurifa
ციტატა(nihontoman @ 22nd July 2012 - 08:36 PM) *
ჯობია ტუნინგი დარტყმის შესამცირებლად რომ წყნარად იყო. ტუნინგით მისი სიზუსტეც მოიმატებს სხვათაშორის და მექანიზმის ხმაც შემცირდება...

რათქმაუნდა 125 ის დგუში უნდა ამჩატდეს აუცილებლად. ის ზალიან დიდი და მძიმეა. რამდენიმე ხნის წინ ერთმა მომიტანა ჰასტან 125 თავისი ახალი ნაყიდი ზამბარით, ნუ ზამბარის გამოსაცვლელად რა. ხოდა ორი დღე ვტენიდი მაგ ახალ ზამბარას ცილინდრში და ძლივს ჩავსვი. სტანოკის კედლებიც გავაძლიერე თორე სულ დალეწავდა. მე პროსტო არვიცი რა ოპტიკამ უნდა გაუძლოს იმ თოფს. გასროლისას ლამის ლულა გაძვრა თოფს smile.gif

ერთი სიტყვით ჰასტან 125 ის ყიდვა არ ღირს თუ მას შემდეგ ეგ ტუნინგი არ ჩაუტარდება.
guidanacho
მე რომელი თოფის ყიდვასაც ვაპირებ უყენია ოპტიმა 3-9X44E და გაუძლებს? moil.gif უწერია დარტყმა გამძლე არისო
guidanacho
ტქვემ ხომ არ ყიდით რამე თოფს?
sekurifa
ციტატა(guidanacho @ 22nd July 2012 - 10:23 PM) *
ტქვემ ხომ არ ყიდით რამე თოფს?

არა მე არ ვყიდი. ჩემი ზედეპეები დიდი ხანია რაც გავყიდე და პცპ-ზე გადავედი smile.gif
guidanacho
სტოგერ იქს 20ზე და სტოგერ იქს 50ზე რამე ტუ იცით ან გსმენიათ
guricha
ჩემი ძველი და ძალიან კარგი მეგობარი ბაზუკა აღმოჩნდა ამ ფორუმელი დამპირდა განახებ რაღაცეებს და აგიხსნიო, ისე როგორც ჩანს იარაღის ყიდვა გაძნელდება გადაწყვეტილებამდეsad.gif
ja_ja
guricha
ალბათ არ მოგეწონება ჩემი შენიშვნა მაგრამ შემდეგში იგივე შეცდომები რომ არ გაიმეორო, რამდენიმე რჩევა....

პრობლემა-პნევმატური იარაღის ყიდვა პრობლემა არის მაშინ როდესაც რაღაც გაგიფუჭდება... ვინმე ხელმარჯვე ოსტატი ათვალიერებს თემებს და ნახულობს სიტყავს პრობლემა, ეგრევე ცდილობს დახმარებას, აქ კიდევ თურმე კაცს ვერ გადაუწყბეტია რა იყიდოს...

ნუ მეტყვი დალშე წაიკითხოსო, დარწმუნებული ვარ შენს ხშირად, მხოლოდ პირველი სიტყვით გაქვს ხოლმე ქვეცნობიერი რეაგირება... ასე რომ პატივი ვცეთ ერთმანეთს - გადაიკითხე ფორუმის წესები, სათაორებზე ცპეციალრუად არის, გამოყოფილი რამდენიმე პუნქტი....

მეორეცესერთი არის ცალკე თემები:
შემარჩევინეთ პნევმატიკური იარაღი 100-200 ლარის ფარგლებში
შემარჩევინეთ პნევმატიკური იარაღი 200-300 ლარის ფარგლებში
შემარჩევინეთ პნევმატიკური იარაღი 300-400 ლარის ფარგლებში
შემარჩევინეთ პნევმატიკური იარაღი 400+ ლარის ფარგლებში


ჩემის ღრმა რწმენით შენი პოსტი ბოლო თემაში უნდა ყოფილიყო გახსნილი, თორემ ასეთი უსასრულო მიდგომით ყოველი ახალი წევრი ასეთ თემას რომ ხსნიდეს, ბოლოს ამ განყოფილებაში კაცი ვერ გაიგებს რა ხდება და ვის რა უნდა....


guidanacho
შენთანაც მაქვს შენიშვნა და უფრო სერიოზული შეცდომა დაუშვი...

პირველი და აუცილებელი, რატომ ჩაამატე შენი პოსტი guricha-ს თემაში? ეგ იგივეა ვიღაცა ყიდიდეს ვაშლს და შენ მის თემაშI შევარდე და დაუწერო, მე უფრო იაფად გავყიდიო... გახსენი შენი თემა და გინდა ფასი დაწერე, გინდა იმის ახსნა თუ როგორ უნდა ჩაკბიჩო მართებულად ვაშლი...

დომფხალი ხდება და ისევ და ისევ ოპონენტის მიმართ უპატივისმცემლობა.




საერთო შენიშვნა
მოკლედ ყველას გილოცავთ ფორუმზე შემოსვლას და თვენი ინტერესისთვის საჭირო ინფორმაციის მოსაძIებელი წყაროს აღმოჩენას, მაგრამ დიდი თხოვნა მექნება ყველაფერი ავწონ დავწონოთ ხოლმე. დავიცვათ წესები და...

ეს კონკრეტული თემა ბევრი უაზრობისდ გამო იხურება, guricha და guidanacho გაფრთხილებულები არიან, მაგრამ ამჯერად არანაირი ვორნი და ბანი გამოყენებული არ იქნება, შემდეგშI უკვე მაპატიეთ, მაგრამ უფრო მკაცრი ჩარევა იქნება, და შეიძლება არა მარტო ჩემი მხრიდან.
ეს არის ფორუმის "მსუბუქი" (lo-fi) ვერსია. თუ გსურთ იხილოთ სრულად, სურათებით, გაფორმებით და მეტი ინფორმაციით, დააწკაპუნეთ აქ.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.