lexa ციტატა(lexa @ 15th July 2012 - 06:53 PM)

ელექტროდის მავთულით ვცადე გამოღება და უფრო დაიპრესა
ნუ ჯერ ვავა - კაი ამბავი ვერ მოგსვლია..
ახლა თუ შეიძლება დაწერე ელექტროდის მავთული რა დიამეტრის იყო? თავისუფლად ჩადიოდა თუ ძლივს?, ლულიდან ჩანს რაიმე ნაწილი თუ ბოლომდე მოახერხე ჩატენვა?
საერთოდ ქართული ანდაზა არსებობს, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო, ანუ სურათი რომ დაგეგდო ვიზუალურად უფრო მეტს გვეტყოდა და მეტს გირჩევდით
დალშე დაიმახსოვრე შემდეგისთვის როდესაც ორი ლითონი ერთმანეთში გაჭედილია აზრი არ აქვს გაცხელებას, პლაქტიკულად ერთნაირად ცხელდება და ფართოვდება ორივე. ასე რომ ეგ მეთოდი არ გაამართლებს.
შედმეგი რჩევა და ეგეც შემდეგისთვის, ლულაში არ შეიძლება რკინებით და ჩანგლებით ჩაძრომა, ხრახნები (ანუ ნარეზები) ფუჭდება და მაგის გასწორება შეუძლებელია, ხრახნები სიზუსტისთვის აქვს და შედეგად სიზუსტე იკარგება, პლიუს გააჩნია რა ფორმის ნაკაწრი გაიჩითება ლულაში, იმის და მიხედვით ან მარტო დეფორმირებული ტყვიები გამოფრინდება ლულიდან და ვერაფერს გაარტყავ, ან გასროლისას ლულიდან გამოფრინდება დეფორმირებული ტყვია, პლიუს ლულაში რაცხა ნაკუწები დარჩება, შემდეგ გასროლაზე მიემატება, მერე კიდევ, და ბოლოს ამოიგლისება...
ასევე შემდეგისთვსი დაიმახსოვრე, ლითონის დეტალების გაცხელება ასე სპონტანურად არ შეიძლება, სახლის პირობებში კი არა ქარხანაში ვერ დაიცავენ ტექნოპროცესს და ამიტომაც ჯერ აცხელებენ ფორმას აძლევენ და მერე მიდის მისი გახვრეტა და ხრახნების დასმა, ანუ ხვრელის გაკეთების მერე ლულა აღარასოდეს აღარ უნდა გაცხელდეს, მიზეზი მარტივია, გაცხელება გაციებისას, დაჭიმული ლულის სტრუქტურა იცვლება და იქეთ ან აქეთ, ან ჭირში და დოზანაში დაიბრიცება, შედეგად მიზანს უნდა დაემშვიდობო...
მე ერთადერთი ლულა მაქვს ნანახი გაჭედილი რომელიც გავასწორე, მაგრამ იმაში ყურის საწმენდი ბამბიანი პლასტმასის ჯოხები იყო შეტენილი და ჩაპრესილი, რკინა რაფერ უნდა გამოაძრო აზრზე არა ვარ, შემიძლია რაღაც ერთი მეთოპდი გირჩიო, მაგრამ როგრო უნდა აეწყოს კონსტრუქცია არ ვიცი
- მოელედ ჯერ შლი თოფს და ლულას ცალკე იღებ, მერე
1) საიდანაც შეტენე რკინა ლულაში, მისი საწინააღმდეგო მხრიდან უნდა ჩადო სხვა რკინა და რამენაირად მიაჭირო იმ პირველ რკინას, ახალი რკინა შედარებით თხელი უნდა იყოს რომ ეგეც არ გაეჭედოს, ვთქვათ 3 მაქსიმუმ 3.5, ნუ ძალიან ვაი პონტში 4 მილიემტრი (საჭიროა რეზბებით იყოს, ეგ გაკეთებული, ნუ გარედან მთელი კონსტრუქციაა გასაკეთებელი).
2) მერე ამ აწყობილ კონსტრუქციას დებ მაცივარში (საყინულეში, ვაბშე საკითხავია, შეეტევა რომ მაგხელა კონსტრუქცია) და რაც შეუძლია მინუსებში გაყინვა მაქსიმუმზე უნდა აწიო. დატოვე რამდენიმე საათი ან მთელი ღამე რომ ასევთქვათ გემრიელად გაცივდეს
3) ამზადებ ტაშტს და ჩაინიკს ადუღებული წყლით.
4) ჩქარა იღებ საყინულიდან იმ კონსტრუქციას და დებ ტაშტზე და ასხავ მდუღარე წყალს იმ ადგილზე სავარაუდოდ სადაც არის გაჭედილი პირველი რკინის თავი.
თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის მაშIნ პირველი რკინა უნდა დაიძრეს, ეფექტი მანდ შემდეგია, იყინება ორივე ლითონი, ლულაც და გაჭედილი რკინაც, როგროც გაცხელებისას, ასევე გაციებისას ორივე ერთნაირად ცივდება და ცხელდება, მაგრამ როდესაც გაყინულია და გარეთაც ასხავ მდუღარე წყალს, ჯერ ლულა იწყებს გაფართოებას და რაღაც წამის მეათადები რჩება როდესაც კერ კიდევ ის შიდა გაჭედილი რკინა არაა გაფართოებული, შედეგად ადგილი უნდა გაჩნდეს და უნდა დაიძრეს, მაგრამ როგორც გითხარი ძალიან რთული გასაკეთებელია, პლიუს დამოკიდებულია რამდენად რთულადაა გაჭედილი რკინა
P.S. კიდევ ერთი მეთოდი ახლახანს მომივიდა თავში! იმედია გაამართლებს
1) თუ ლულიდან გაჭედილი რკინის ნაწილი ჩანს, და იმედია სადღაც 4 მილიმეტრიანია, მაშინ რამენაირად ზედ მოჭერი რეზმა M4 დიდი არაა საჭირო, ასე 1- მაქსიმუმ 2 სანტიმეტრი
2) ასევე დაგჭირდება რაიმე მილივით შტუკა რომელსაც ექნება შიგნიდა იმსისქე ხვრელი რამხელაც გაჭედილი რკინაა, სიგრძე იმხელა უნდა იყოს, რომ ლულაზე დაჯრეს, ეგ შტუკა, და რეზბამდე ამოვიდეს,
3) დაგჭირდება M4 გაიკა, გაუკეთე რეზბაზე და დაიწყე მოჭერა, მიედები წამოცმულ მილს და შემდგომი მოჭერისას, გაჭედილი რკინა უკვე დაიწყებს გამოსვლას, ნუ რაღაც უაზრო დანკრატის პონტი გამოდის, მაიცა ახლა მინი ნახაზზას დაგიგდებ რომ გასაგები იყოს იდეა