ახლა რაც შეეხება კონკრეტულ რჩევებს....
1) მაღაზიებში იმიტომ ვერ ყიდულობ რომ კანონი მათაც არ აძლევს საშუალებას, 4,5-ზე მეტიც პროდუქცია ჰქონდეთ
2) ის ფაქტი რომ ვიღაცამ მოგცა და იმან არ იცოდა ნებადართულია თუ არა და მაღაზიაში იყიდა... ნუ კანონი ბრმაა და ქე იცი რომ კანონს ეგ განმარტება არ აინტერესებს, კანონშ პირდაპირი წერია, არცოდნა არ განთავისუფლებთ პასუხისმგებლობისგან, ასე რომ ნამეტანი აფიშირებისგან.... იმედია მიმიხვდი

3) ადრე იყიდებოდა, სახელმწიფოს მიერვე შენთვის სასურველი ტყვიები პაოლო იაშვილის ქუჩაზე რომ არის, ჩამორთმეული თოფების მაღაზია, არის თუ არა კიდევ არ ვიცი
4) შეიძლება წააწყდე თურქულ ტყვიებს ბაზრობებზე (თუმცა ამ ბოლო დროს არ მინახავს)
5) ჩამოიარე პატარა მაღაზიები დიმამოსთან,. ადრე სანამ კანონი გამკაცრდებოდა ზოგიერთს ჰქონდა, და რავიცი თუ პროვოკატორად და მიგზავნილად არ ჩაგთვალეს და თუ აქვთ რაიმე დარჩენილი მოგყიდიან
6) ინტერნეტით დაკვეთა გამოწერა და საბაჟო... ნუ თუ ფორუმზე თემები კარგად გადაიკითხე იმასაც ნახავდი რომ საბაჟოზე პნევმატიკასთან დაკავშირებულ არანაირ საქონელს არ ატარებენ, არც თოფს, არც პისტალეტს, არც co2 ბალონებს და მოკელდ სრული კატასტროფაა, ასე რომ ჩამოტანას თუ გადაწყვიტავ სრულიად შენი პასუხისმგებლობა იქნება და შენთვითონ უნდა გარისკო

P.S. შენი პოსტი და თემის სათაური მე შევცვალე რომ რაიმე ნორმებში მაინც მოქცეულიყო.
ჰო მართლა იმედია საწყენად არ მიიღებ ჩემს რჩევებს