2012 წელს პირველად ჩატარდა საქართველოში ბენჩ რესტის (Bench Rest) შეჯიბრი პნევმატური იარაღიდან სროლაში.

შეჯიბრი პირველი იყო, ამიტომაც მისი ჩატარება რამდენჯერმე გადაიდო საორგანიზაციო საკითხების გამო, მაგრამ ბოლოს მაინც ჩატარდა. საბოლოოდ შემუშავდა წესები, პრინციპები, დაიგეგმა შეჯიბრის ადგილი...


შეჯიბრი ჩატარდა ევროპულ ბენჩრესტში BR25 რაც გულისხმობს მსროლელის მიერ 25 სამიზნეში 25 ტყვიის სათითაოდ სროლას. სამიზნეებს გააჩნია თავისი ქულების ზონები და დაგროვილი ქულების მეშვეობით ხდება გამარჯვებულის გამოვლენა, სრული წესები შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე.
შეჯიბრი ჩატარდა ბოლნისში ხრამის ხეობაში, ვისაც გსურთ ადგილის ნახვა შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ ბმულით
როგორც მოითხოვს ბენჩ რესტის პირობები, ერთერთი აუცილებელი ფაქტორია ამინდის მიერ კორექტივების შეტანა, ანუ ნიავი წვინა და ასე შემდეგ, ყველაფერი ეს თან გვახლდა

მოხდა ადგილის შემოღობვა და სასროლი დისტანციის გამზადება. მაგიდების დალაგება, ქარის მაჩვენებლების დამონტაჟება. ვიდეო ჩანაწერი რომელიც ამ ყველაფერს ნათლად გვიჩვენებს, შეგიძლიათ აქვე იხილოთ.
იმის გამო რომ ჩვენთან თოფი მყარი კეისით არავის დააქვს, ადგილზე მისვლამდე თოფები ოპტიკებიანად მანქანის საბარგულში იყო და გემრიელად ყანყალებდნენ, ყველა მსროლელს მიეცა საშუალება შეჯიბრის დაწყებამდე სატესტო სროლა გაეკეთებინა და თოფი, ოპტიკა და პირობები მოეყვანა წესრიგში. ამ საქმეზე გამოყოფილი იყო 10-10 წუთი, როდესაც მსროლელი ამთავრებდა თოფის და ოპტიკის გასწორებას, ის თავის თოფს ტენიდა და დებდა ცალკე გამოყოფილ ადგილზე საიდანაც თოფის აღება აღარ ხდებოდა სანამ შეჯიბრში მონაწილეობისთვის თოფი არ დასჭირდებოდა.

იმისათვის რომ არ ყოფილიყო ქართული დასწრებანობა ვის, ვის მერე მოუწევდა სროლა, გადაწყვეტილი იყო მოგვეწყო გათამაშება. კერძოდ ყველა მონაწილის სახელი იყო ჩამოწერილი ქაღალდებზე და ერთერთი მონაწილე ბრმა მეთოდით იღებდა თითო-თითო ქაღალდს.







შედეგად მონაწილეებს მოუწიათ შემდეგი სიით მონაწილეობა:
1 - Davitus
2 - beqa
3 - norica
4 - monadire
5 - Gregory
6 - templar
7 - ja_ja
8 - ilariona
9 - KAKA 8079
10 - CZ 80
11 - kako
12 - Koknara
13 - Power Vano
14 - name
15 - soxa
16 - iorama
გარდა ამისა ზოგიერთ მონაწილეს არ ჰქონდა თავისი თოფი, ამიტომაც ვისაც არ ჰქონდა თოფი, მათი სახელები იყო ჩამოწერილი და ასევე კენჭისყრის მეთოდით იყო ამორჩეული რომელი უთოფო რომელი თოფით გაისროდა.
შედეგად მივიღეთ შემდეგი სია:
Davitus - ისროდა ja_ja-სSteyr LG110-დან
Monadire – beqa-ს Benjamin Marauder-ით
Templar – norica-ს AA s510 -ით
KAKA 8079– name-ს Hatsan AT44-10-ით (თუმცა ბოლოს თავისი დაშლილი თოფით ისროლა)
Kako - Power Vano -ს Benjamin Discovery-ით
Soxa –Gregory-ისBenjamin Discovery-ით
მაშ ასე მონაწილეები განაწილებულია, პოზიციები გასწორებულია, თოფები მზადაა. ჩავატარეთ საბოლოო მინი ინსტრუქტაჟი





და შეჯიბრის ძირითადი ნაწილი დავიწყეთ 14:00 წუთზე. პირველი წყვილი გამოვიდა სასროლ პოზიციაზე.

ყველაფერს აფიქსირებდა არაოფიციალური ფოტოგრაფი თავისი კამერით (თავის სურათებს ალბათ მოგვიანებით დადებს)


-------------------------------------------------------
პირველი წყვილის შედეგები
Davitus – 112 ქულა (0X)
Beqa–158 ქულა (0X)
შესაბამისი სამიზნეები:


-------------------------------------------------------
მეორე წყვილის გამოსვლა და მათი შედეგები:
Norica– 186ქულა (1X)
Monadire– 147ქულა (2X)
შესაბამისი სამიზნეები:


-------------------------------------------------------
მესამე წყვილის გამოსვლა და მათი შედეგები:
Gregory– 0 ქულა დისკვალიფიკაცია (0X)
Templar– 171ქულა (1X)
აქ მოგვივიდა კურიოზი, ამაზე ცოტა მოგვიანებით
შესაბამისი სამიზნეები:


-------------------------------------------------------
მეოთხე წყვილის გამოსვლა და მათი შედეგები:
ja_ja– 199 ქულა (2X)
ilariona– 163ქულა (2X)
აქაც მოგვივიდა კურიოზი, ამაზეც ცოტა მოგვიანებით
შესაბამისი სამიზნეები:


-------------------------------------------------------
მეხუთე წყვილის გამოსვლა და მათი შედეგები:
KAKA 8079– 59ქულა (0X)
CZ 80– 85ქულა (1X)
შესაბამისი სამიზნეები:


-------------------------------------------------------
მეექვსე წყვილის გამოსვლა და მათი შედეგები:
kako – 49ქულა (0X)
Koknara– 54ქულა (0X)
შესაბამისი სამიზნეები:


-------------------------------------------------------
მეშვიდე წყვილის გამოსვლა და მათი შედეგები:
Power Vano– 94 ქულა (0X)
name– 153ქულა (1X)
შესაბამისი სამიზნეები:


-------------------------------------------------------
მერვე წყვილის გამოსვლა და მათი შედეგები:
Soxa– 142ქულა (0X)
iorama– 141ქულა (0X)
აქაც მოგვივიდა კურიოზი, ამაზეც ცოტა მოგვიანებით
შესაბამისი სამიზნეები:


შეჯიბრის მსვლელობისას ხდებოდა ქულების დაჯამება და ადგილების განაწილება, აქვე უნდა დავძინო საკმაოდ მოუხერხებელია წრეში ხალხთან ერთად ქულების დათვლა, იქ ილარიონა თვლის, აქ მე ვთვლი, იქ კიდევ ვიღაც თვლის, პლიუს წარამარა გეძახიან, შედეგად პატარა იაღლიშები მოხდა... ამაზე ცოტახანში მანამდე კი გამოვლენილი პრიზიორების დაჯილდოების ვიდეო მასალას გთავაზობთ.
ჯერ ვიდეო მასალა თუ როგორ ხდებოდა სიგელების შევსება ლამაზი კალიგრაფიის მქონე მონაწილის მიერ


დაჯილდოვდნენ ასევე წმახალისებელი სიგელებით 3 მონაწილე, ყველაფერ ამას ვიდეო მასალაში იხილავთ.
ასე ჩატარდა ადგილზე შეჯიბრი, რა თქმა უნდა პრიზიორებისთვის არ გვქონდა პედესტალი, რა თქმა უნდა არ იყო ბეტონის მაგიდები, რა თქმა უნდა მიუხედავად წინა მოსამზადებელი სამუშაოებისა, მაინც გაიპარა რამდენიმე ხარვეზი, მაგრამ ძრითადი ფაქტი ერთია - პირველი შეჯიბრი საქართველოში ბენჩ რესტში ჩატარდა, დარიგდა რეალური მედლები ჩვენი პორტალის სიმბოლიკით, მედლები რეალურად იყო ოქროსი ვერცხლის და ბრინჯაოსი, ისე როგორც მოითხოვს ყველა შეჯიბრი, იყო ძირითადი პრიზი, სიგელები და რა თქმა უნდა შეჯიბრის შემდეგ ასევე იყო დიდი აღნიშვნა და ქეიფი, თუმცა ქეიფი ამ კონკრეტულ თემას არ ეხება და აქ განხილული არ იქნება.


ახლა რაც შეეხება პლიუს მინუსებს.
პლიუსი ის არის, რომ
1) ჩეჯიბრი შედგა,
2) მსურველები იყვნენ
3) შემართება იყო
4) აზარტი იყო
5) შესაბამისი პრიზები იყო
მინუსებში კი ბევრი რამ არის, არის დასახვეწი საკითხებიც და არის რეალური მინუსებიც.
მაგალითად დასახვეწი არის შეჯიბრის ადგილის მოწყობა, ადრე თუ გვიან მოგვიწევს პრესის წარმომადგენლების წინ გამოჩენა და ცოტა არ იყოს მუყაოს კოლოფის სამაგრი, მოყანყალე სკამები, არ არსებული მსაჯის ზომა, არ არსებული საგამოფენო ადგილი, მყარი მაგიდები...
ძალიან არასასიამოვნო აღმოჩნდა ის რომ პრაქტიკულად 1-2 მონაწილეს ჰქონდა წესები წაკითხული, დანარჩენი კი იმ იმედად იყო მოსული რომ წესების ცოდნა საჭირო არაა, სხვამ იცის და მე რატომ უნდა ვიცოდე... მოკლედ წესების დარღვევა იყო პრაქტიკულად ყველგან. ძირითადი დარღვევა იყო სროლის დროს, უმეტესობამ არ გადაიკითხა პუნქტი სადაც აღნიშნულია თუ როგორი მიმდევრობით უნდა მიმდინარეობდეს სროლა. თუ დაიწყე ჩათვლით ზონაში სროლა არ გაქვს უფლება გადახვიდე მისასროლ ზონაშ უნდა მიყვე სამიზნეებს ნომრების მიხედვით.
მიუხედავად იმისა რომ იყო ნახსენები მინი ბრიფინგზე როდესაც მორჩებით მისროლას აუცილებლად ნომრებს უნდა გაყევით რომ საჭიროების შემთხვევაში გამოვლინდეს პირველი აცდენაო... როგორც ჩანს არავინ არ გაითვალისწინა აღნიშნული ფაქტი. ამან შემდგომ იმავე დღეს და მეორე დღესაც კამათი გამოიწვია, თან საკმაოდ ცხელ-ცხელი

რეალური მინუსები კი გამოჩნდა ქულების დათვლისას, როდესაც 3-4 კაცი ითვლის და თან შეძახილებით ჩქარა ჩქარა, რატომღაც არ ვაღიარებთ კალკულატორს და ნაჩქარევად მიდის გონებაში გადაანგარიშება... ნუ აქ შეცდომების არ არსებობს უკვე გამორიცხულია.
ყველაზე პატარა შეცდომა მოხდა Ioramas შემთხვევაში, მას დავუთვალეთ მე-6 სამიზნიდან მე-10 სამიზნის ჩათვლით ქულების რაოდენობად 17 ქულა თუმცა სულ 14 ქულაა რეალურად ამ სტროქონში დაგროვებული, შედეგად საერთო 141 ქულის მაგივრად რეალურად იორამამ დააგროვა 138 ქულა. მართალია ეს არ ცვლის იორამას მიერ მოპოვებულ პოზიციას, მაგრამ ფაქტი მთლად სასიამოვნო არაა.
აი ყველაზე ცუდი შემთხვევა მოხდა საპრიზო ადგილზე გასულ Templara და Ilariona-ს შორის.
არიქა მშია დათვლილია და წავედითო, შედეგად მესამე ადგილის პრიზიორად დავაჯილდოვეთ Templara, რომელსაც ნაჩქარევად დათვლილი შედეგებით აგროვებული ჰოქნდა 171 ქულა, ხოლო Ilariona-ს კი 163 ქულა შედეგად მეოთხე ადგილზე იყო გასული. სინამდვილეში კი თბილისში ჩამოსვლისა და ყველა სამიზნის ქულების ხელახლა გადათვლისას აღმოჩნდა რომ Templara-ს ქულების დათვლისას შეცდომა იყო დაშვებული და მან რეალურად 160 ქულა ააგროვა.
Ilariona-ს ეწერა 163 ქულა და რეალურად კი დაგროვებული აქვს 165 ქულა... გამოვიდა სრული კალამბური, რეალურად მესამე ადგილზე გასულმა არასწორი დათვლის გამო მიულოცა მეოთხე ადგილზე გასულს საპრიზო მესამე ადგილი მედალი და სიგელიც გადასცა და...

თითის მოკაკვით Templara-ს შევატყობინეთ მისთვის უსიამოვნო ფაქტი, და ჩუმათ შევაპარე Ilariona-ს მისი ერთი საფეხურით წინ გადაადგილება, შედეგად ილარიონა ლოგინიდან სიხარულით წამოხტა, Templara კი გასაგებია რომ გულდაწყვეტილია 2 დღე ატარა მედალი და ახლა უკან ჩაახუტა ილარიონას.
ამის გამოა რომ აუცილებელია წესების დაცვა ზუსტად, ნაბიჯი მარცხნივ, ნაბიჯი მარჯვნივ უნდა იყოს დახვრეტა.
დანარჩენში კი რა ვთქვა... დანარჩენის მხრივ ყველაფერი გადასარევი იყო, თვითონ შეჯიბრიც კარგი გამოვიდა, ასე ვთქვათ ჭკუაც ვისწავლეთ, გამოცდილებაც მივიღეთ და შემდეგი შეჯიბრებები უფრო უკეთესი და უკეთესი იქნება.
გილოცავთ გამარჯვებულებს, და გისურვებთ უფრო უკეთეს და უკეთეს შედეგებს, ისე კი ამ შეჯიბრში ყველა გამარჯვებული იყო, შესაბამისი სიგელის გარეშე არავინ გაგვიშვია. ყველას გისურვებთ შედეგების გაუმჯობესებას და შემდგომში პირველ ადგილზე გასულის ჩანაცვლებას თქვენი შედეგებით.
P.S. ბოლოს გთავაზობთ შეჯიბრის შედეგებს ცხრილის სახით. შესაბამისი შესწორებების შეტანით
